ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2016


* * *

ღრუბელი, ჩემი სევდის საშვენი
სევდას გაყინულ ტკივილს გაურევს
და გულუწვდენი სიშორე შენი,
სხვა დიდ შორეთებს მიუცნაურებს,

სხვა დიდ სივრცეებს
შორით გვერდს უვლის,
დუმილის ძალით განაურჩები
და ამ სივრცეთა უსივრცო დუმილს,
ვით ბოლო იმედს ვებღაუჭები;

შენ კი გულიც არ გაგიგულისდა,
ფონზე ამდენი შფოთის და ღელვის
და გედი
ჩვენი სიყვარულისა,
რაღაც დიადის დასასრულს მღერის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები