ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუნიქს
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2016


უსათაურო

საით მიჰქრიან ქარები შენსკენ ხომ არა?
ღელვაღელვით რომ მიდიხარ
და ბრუნდები
რას გიშავებდა ნაზი სიო სიყვარული
ქარიშხალია ირგვლივ
ქარიშხალი
და მე შენ მიერ ჩასმული მასში.
რომ დამანარცხოს ამ ქარიშხალმა
რას შვები მაშინ?
ხელებს დავიწყობ მუხლებზე
ხელებს დავიწყობ
ვერ მომწყვიტავ მაინც ცას
ვერ მომწყვიტავ!
აბა ხელებში რომ ჩაგივარდე
გადამარჩენ?
ან ჩემი წილი სიცოცხლე როგორ დაგითმო..
და რომ მომკლას შენმა სიყვარულმა
რას შვები მაშინ?
საით მიჰქრიან ეს ქარები შენსკენ ხომ არა
ღელვაღელვით რომ მიდიხარ და
ბრუნდები
შენ კიდევ სულ არ გეშინია ჩემი
სულ არ გეშინია
ქარიშხალი ვარ იქნებ
ქარიშხალი
იქნებ დაგანარცხო  და გადავრჩები
იქნებ დაგანარცხო
თუ გაგიმეტე
თუ გაგიმეტე
ან
გადავრჩი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები