თვალი მზის ამოსლამდე გაახილა. საწოლზე მისვენებულ საკუთარ ხელებზე გაეყინა მზერა. ფიქრმა წაიღო. ვერ გაიხსენა მერამდენე ფერისცვალება უთენდებოდა. ვერც ის, რატომ ასევდიანებდა ეს დღე ასე. იქნებ იმიტომ, რომ სწორედ ამ დღეს გადაჰყვა დედამისი მშობიარობას და ორი წლის მართას კვერი აღარასდროს გამოცხვა. იქნებ იმიტომ, რომ ამ დღეს გაათხოვეს თექვსმეტი წლის მართა ჯუჯღუნა დათიაზე. დათიას სმა უყვარდა. ტკბილად ეტყოდა ხოლმე მართა: ” წამო, კაცო, გეყოფა დალევა, დაწექი, დაისვენე, ქა, ხვალეც ამთვისააო.” - დაუყვავებდა, დააწვენდა, მიაფარებდა და იჯდა თვითონ ლამფის შუქზე მთელი ღამე თვალფიქრჩამდგარი. იქნებ იმიტომ, რომ ფერისცალების დღეს უთხრეს, გულის მანკი გაქვსო. ან იქნებ იმიტომ, რომ...
რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია თვალი გაახილა, თანაც მზის ამოსვლამდე. ჩვეულება ჰქონდა ასეთი, მამლის პირველ ყივილამდე ფეხზე იდგა, წაიკრავდა თავშალს, მოიხვევდა ჩითის ხალათს და დაიწყებდა ფუსფუსს. თხელი იყო, სიფრიფანა. ისე მსუბუქად ვეღარ ცქრიალებდა, როგორც ახალგაზრდობაში, მხრებსაც დასტყობოდა წლების სიმძიმე, მაგრამ არ ნებდებოდა, იქით ქათმებს გადაუყრიდა საკენკს, აქეთ ძროხას მოწველიდა სუსტი თითებით. ყველს ამოიყვანდა. მატიტელას მოკრეფდა, მოხარშულ კვერცხში აურევდა და ხელისგულიდან აპურებდა ყვითელგულა წიწილებს. მტრედებსაც მიუყრიდა ოქოსფერ მარცვლებს, მიეფერებოდა, მიუგურგულებდა და ბედნიერება აუციმციმდებოდა ხოლმე მაყვლისფერ თვალებში. ხან ლობიოს რჩევის ტკაცატკუცი ისმოდა მისი ეზოდან და ხან ზედადგარზე შემოდგმული ქვაბიდან ამოდიოდა ბალის ან ლეღვის მურაბის სუნი.
მართასგან ავს ვერავინ გაიგონებდა. ჩუმი იყო, უსიტყვო. დალოცვაც ჩუმად იცოდა, თავისთვის- ”შენ დაურჩი დედაშენსაო” - ჩაიბუბუნებდა ხოლმე. თვალებდარდიანი და გულღიმილიანი დადიოდა. აიღებდა პატარა კოკას, წავიდოდა წყაროზე და დიდხანს იჯდა წყაროსთან ნამიან ბალახზე, ხან სიზმრებს უყვებოდა და ხან სადარდებელს. ვინც ცოტას ლაპარაკობს მის სიტვას დიდი ძალა აქვსო. დიდი ძალა ჰქონდა მართას შელოცვებსაც. პატარებს შიშებზე ულოცადა. უშვილო ახალგაზრდები სოფლის გადაღმა ერთ ხესთან მიჰყავდა, რომელსაც უზარმაზარი ფესვები მიწის ზემოდან მოუჩანდა და ამ ფესვებში გააძვრენდა ხოლმე, თან ლოცვებს ჩურჩულებდა. შინ დაბრუნებული ზედაშესთან სანთლებს დაანთებდა, იქვე კუთხეში იჯდა საათობით გაუნძებვლად. არავინ იცოდა რას ფიქრობდა, ან რას ითხოვდა. ამბობდა, თუ მიცვალებლის ეშინია ადამიანს, ერთხელ მაინც უნდა შეეხოს გარდაცვლილს და აღარასდროს შეეშინდებაო.
მართას მთავარი რიტუალი ფერისცვალების დღეს იყო. ირიჟრაჟებდა თუ არა მიდიოდა ვენახში, უკან თავისი ძაღლი, მურია, მისდევდა ხტუნვახტუნვით. პოულობდა თეთრ ყვავილებს, რომლებსაც შავი გული ჰქონდა. ყვავილებს გულს აცლიდა, აზელდა შავ ყურძენში და სისხლისფერ მასას რომ მიიღებდა, მიიჩქაროდა მეზობლებთან, უბნიდან უბანში, მთელ სოფელს შემოივლიდა, - ”ხალხს ფერი უნდა ვუცვალოო,”- ამბობდა. დიდსა თუ პატარას საჩვენებელი თითით, შუბლზე, ლოყებზე და ნიკაპზე, სისხლისფერ ჯვრებს უტოვებდა და ჩურჩულებდა: ”ფერი უნდა ვუცვალო შენ დალოცე, უფალო. ფერი უნდა ვუცვალო ადღეგრძელე, უფალო ფერი უნდა ვუცვალო შეეწიე, უფალო. ფერი უნდა ვუცვალო შეგვიწყალენ, უფალო.” მართას ჩურჩულს მურია აყოლებდა წკავწკავს, კუდს აქიცინებდა და გახარებული ბავშვივით ცმუკავდა. მზის ჩასვლამდე პირს არავინ იბანდა, მთელი დღე ასე, სახეზე სისხლისფერი ჯვრებით დადიოდა მთელი სოფელი.
”დღეს ხომ ფერისცვალებაა, ფერი უნდა ვუცვალო” - გაიფიქრა მართამ და წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ხელი და ფეხი რომ ვერ იგრძნო მაშინღა გაახსენდა, კვირაზე მეტია ღამეებს ათევინებს ოჯახის წევრებს, კვირაზე მეტია გაფართოვებული და შეშინებული თვალებით შესცქერის დათია, კვირაზე მეტია სახლში არ დაბრუნებულა მისი მურია, კვირაზე მეტია ხმას ვერ იღებს და მხოლოდ სულისშემძვრელი, ვერ შეკავებული კვნესით ტანჯავს შვილებს. ”წუხელ ვერ გაუძლო, წუხელ იყვირა ჩემმა ბერდიამ, რომ დავღალე. როგორ დავღალე, როგორ გავტანჯე, დღეს ნუ მომკლავ, ღმერთო, დღეს ნუ, ღმერთო. წუხელ იყვირა, ხვალ იყოს ღმერთო”.
- მალთა ბებო, ფელი უნდა გიცვალო - გაისმა წკრიალა ხმა და საწლზე აცოცებულმა შვილიშვილმა მართას წითელი ჯვარი დაახატა შუბლზე პატარა თითით.
დაკარგული მურია მართას საფლავზე უპოვნიათ მკდარი.
მე მიცალებულების აღარ მეშინია, გარდაცვლილ მართას წვივზე შევეხე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. არც მახსოვდა. გამიხარდა. მადლობა<3 არც მახსოვდა. გამიხარდა. მადლობა<3
14. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
13. იყოს საშინელება, თუ პოეტისაა
იყოს საშინელება, თუ პოეტისაა
12. პოეტის პროზა საშინელება.. ნუ გამონაკლისეი ჰო კაი, მაგრამ პოეტის პროზა საშინელება.. ნუ გამონაკლისეი ჰო კაი, მაგრამ
11. წარმატებები ავტორს +5 წარმატებები ავტორს +5
10. ზოგჯერ ხვდება ხოლმე ავტორი ნათქვამებს ზოგჯერ ხვდება ხოლმე ავტორი ნათქვამებს
9. წყალივით იკითხება! სათქმელს ერთი კალმის მოსმით ამბობს. მოვლენები სწრაფად და დამაჯერებლად ნვითარდება. თუმცა ხელის შევლება არ აწყენდა. უკეთესად შეიძლება მისი დახვეწა. დარწმუნებული ვარ ავტორი შეძლებს თხრობის რითმში ჩასმას, ისე, რომ გადასვლებში ჰარმონია მცირედითაც არ დაირღვეს. მეტად ეფექტური გახდება თუ ავტორი ნათქვამს მიმიხვდება. ზედმეტი სიტყვები თხრობის ტემპს ანელებს. გთხოვთ, გაითვალისწინეთ! მიმართულება შთამბეჭდავია. მომეწონა! წყალივით იკითხება! სათქმელს ერთი კალმის მოსმით ამბობს. მოვლენები სწრაფად და დამაჯერებლად ნვითარდება. თუმცა ხელის შევლება არ აწყენდა. უკეთესად შეიძლება მისი დახვეწა. დარწმუნებული ვარ ავტორი შეძლებს თხრობის რითმში ჩასმას, ისე, რომ გადასვლებში ჰარმონია მცირედითაც არ დაირღვეს. მეტად ეფექტური გახდება თუ ავტორი ნათქვამს მიმიხვდება. ზედმეტი სიტყვები თხრობის ტემპს ანელებს. გთხოვთ, გაითვალისწინეთ! მიმართულება შთამბეჭდავია. მომეწონა!
8. ძალიან ემოციურია მომწონს ესეთი ნამდვილის თხრობა. ძალიან ემოციურია მომწონს ესეთი ნამდვილის თხრობა.
7. დანქე ვნახავ
დანქე ვნახავ
6. მეორე აბზაცზე რომ გადავედი იქვე დავწერე ხუთი ქულა. კარგი იყო. ნინო ქადაგიძის ცერცვისტოლები ნახეთ ავტორო, ძალიან მოგეწონებათ. 5 ქულა.
მეორე აბზაცზე რომ გადავედი იქვე დავწერე ხუთი ქულა. კარგი იყო. ნინო ქადაგიძის ცერცვისტოლები ნახეთ ავტორო, ძალიან მოგეწონებათ. 5 ქულა.
5. უბრალოდ ჩემთვის მნიშვნელოვანს ეხება არ ვიცი ღირებულებები ძალიან დიდი მადლობა უბრალოდ ჩემთვის მნიშვნელოვანს ეხება არ ვიცი ღირებულებები ძალიან დიდი მადლობა
4. იყო კარგი, მაგრამ მძიმე. იყო კარგი, მაგრამ მძიმე.
2. ჯონათანს შემოვყევი, ეგ სულ კაი გზებით დადის... აკი ვთქვი კაი გზებით მეთქი...-მომეწონა ...აქ, ამ ნაწერში არის ის, რაც მე ძალიან, ძალიან მიყვარს...მატიტელებმა ხომ საბოლოოდ გაამყარა ჩემი აზრი... არ ვიცი, რამდენად ღირებულია ლიტერატურულად, მაგრამ ჩემთვის ღირებულია ძალიანაც...555
ჯონათანს შემოვყევი, ეგ სულ კაი გზებით დადის... აკი ვთქვი კაი გზებით მეთქი...-მომეწონა ...აქ, ამ ნაწერში არის ის, რაც მე ძალიან, ძალიან მიყვარს...მატიტელებმა ხომ საბოლოოდ გაამყარა ჩემი აზრი... არ ვიცი, რამდენად ღირებულია ლიტერატურულად, მაგრამ ჩემთვის ღირებულია ძალიანაც...555
1. ფერისცვალების მისტიკა იყო აქაც, ლამაზად მოთხრობილი.
ფერისცვალების მისტიკა იყო აქაც, ლამაზად მოთხრობილი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|