ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
23 აგვისტო, 2016


მელანოman

"ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს,
რას აკეთებს მარჯვენა".
მათეს სახარება, თავი მეექვსე.
ბართლომე (თავი მეორე)
გუშინწინ მელანოს შევხვდი და ვახარე წერა დავიწყე მეთქი.
ბუნებრივია მიმიხვდა, რომ მასზე დავიწყე წერა და გაუხარდა, თან ბოლო დღეები უხასიათოდ იყო,
რაღაც მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვსო და
მეგობარმა გერმანიიდან ძვირად ღირებული მედიკამენტები გამომიგზავნა,
რომელიც საქართველოში არც იშოვებაო. ერთგვარი მეხსიერების აღმდგენი აბებიაო
და იმედია მიშველისო.
თუმცა დიდად არც დავინტერესდი მისი მონაყოლით, ერთი სული მქონდა
როდის დავკბენდი მის ხორბლისფერ კანს.
ცოტათი გამინაწყენდა, ძალიან ადრე შემოგყავარ ნაწარმოებშიო და მეც დავეთანხმე რაღაც წილად,
ამიტომაც ამ თავში ისევ ჩემზე გიამბობთ, რათა ზოგადი წარმოდგენა კიდევ უფრო განიღრმავოთ ბართლომეზე.
იმდენად ამპარტავანი ადამიანი ვარ, რომ ცხოვრებაში ჩადენილ ცოდვათაგან და სიბოროტეთაგან
მხოლოდ ორი მიმაჩნია უპატიებლად, რომელთაგან ერთი ნაწილობრივ გამოვასწორე
და დანაშაულიც სანახევროდ გამოვისყიდე.
ორივე საკმაოდ გრძელი ისტორიაა, ამიტომაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომლით დავიწყებ მოყოლას,
ჯერ გამოუსწორებელ შეცდომაზე გიამბობთ:
უბანში ერთი მარტოხელა კაცი ცხოვრობს, რომელიც ტოტალიზატორში გავიცანი, გიორგი ჰქვია,
მე "დავიდოვიჩს" ვეძახი, ადრე ხშირად ვაკითხავდი ხოლმე, როცა საშუალება მქონდა მუდმივად ვამარაგებდი სიგარეტით,
და არსებობისთვის აუცილებელი სხვა ნივთებითაც.
(სიგარეტი არსებობისთვის აუცილებელი სულაც არაა, მაგრამ გიორგი ბიძია უზომოდ ბევრს ეწევა, თანაც უფილტრო "ასტრას")
ერთხელაც, როცა მორიგი ვიზიტი განვახორციელე მასთან, როგორც გვჩვევია ზომაზე მეტი ვისაუბრეთ,
მომიყვა, თან მერამდენედ, როგორ სწავლობდა მოსკოვის დიპლომატიურ სასწავლებელში, როგორ მსახურობდა ჯარში,
თვალებში ვუცქერდი და თითქოს ვიღაცა ჩურჩულებდა ჩემს ყურს უკან, რომ ადრე თუ გვიან მისი ბინა მე დამრჩებოდა,
შინაგან ვიწვოდი, მეგონა, რომ ეს ხმა "დავიდოვიჩს" ისევე ესმოდა, როგორც მე, თვალს თვალში ვერ ვუსწორებდი და ერთი სული მქონდა,
რომ რომელიმე მეგობარს დაერეკა, რომ იქიდან წამოვსულიყავი.
ანგარებაზე ფიქრი არც აქამდე და არც ამის მერე არ მომსვლია.
ეს ჩემი გამოუსწორებელი შეცდომაა...
რაც შეეხება მეორე ისტორიას, ვფიქრობ ნაკლებად დაამძიმებს გარემოებას და მირჩევნია მასზე და არამარტო, მესამე თავში მოგითხროთ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები