ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუნიქს
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2016


დაკარგული გოგოს ზღაპარი- ფანტეზი

მაშინ არ იცოდი შენი სახელი,
ხშირად ეცემოდი
და მწვანე მინდორში ჩამხობილს-
მიწიდან ბავშვების თავები გიყურებდნენ კარტოფილებივით უფორმო.
მაშინ არ იცოდი შენი სახელი ,
გტკიოდა ყველგან ,თითქოს ცხელი თევზი შედიოდა მუცელში
-აი თესლი:კაცის ბლანტი,ბევრი ,ხშირად მისხმული
ყვავილებიან კაბაზე- სიზმარში რას ნიშნავს?
"გიყვარდეს და ოცნება იყოს"-გპასუხობდნენ.
და  ხედავდი დევებს ცხრა თავად  კაცის თავზე -
ნაცვლად სიყვარულისა
ერთი გეფერებოდა,
მეორე გტკენდა,
მესამე გგუდავდა
მეოთხე იწვა
მეხუთე გიცდიდა დასაწოლად
შეგეშინდა შეგეშინდა შეგეშინდა
გაქცევა მიგინდა
"ვერ  გარბიხარ?-ფეხებზე დაიხედე "
და დაიხედე :
ფეხებით დგახარ  ძაფზე და მის  ქვემოთ სამყარო ქაჯების
მდუნე,თაფლივით ზანტი,სურნელოვანი,წებოვანი ,
ზღვასავით მღელვარე თუხთუხა
პირდაპირ კი შენობები  დაემსგავსენ მინაზე მდგომებს და
ბრიტვებისგან გაკეთებულს ,მოიკეცნენ,მოიკეცნენ
კივილით გაიქეცი ,გაიქეცი,თვალები დაგესერა ხელები მოისვი
პატარა ბორცვები ამოსულიყვნენ გვირგვინის მსგავსი,
მერე ყოველი მათგანიდან გამოსრიალდა თითები,
სახეზე გვირგვინად შემოგერტყა...

დარეჯანმა თავით დაკიდა  ძმისშვილი,
თმები  ხარების რქებს მოაბა,
ვარდისფერფურცლიან უკანალზე ქაჯებს ასობია ენა ხვრელამდე,
გაყინული მკერდი კი უკბილოებს აწოვია,
წაითალა თითი-
მოიწოვა სისხლი, ვარდივით გაშლილ საშოში ჩააფურთხა და ჩააჭირა.
ეს იყო ჯვრისწერა
დაგებედოს !
ზიხარ დაღლილი და
აღარ გახსოვს წყევლა ,ბუნებას უყურებ ულამაზეს
ტოტზე ერთი ჩიტი ჩამოჯდა ,ის ერთი საყვარელი და
ჟღურტულებს
უყურებ,უსმენ,გიყვარს
გიყვარს გიყვარს გინდა იყვირო  და  მიუახლოვდე,მოეფერო
მიიწევ მაგრამ არ შეგიძლია
იხედები ქვემოთ და
ის თაფლისფერი ქვესკნელი ,ხროტინებს
ზათქით იწევა ყოველ განძრევაზე ,ხალიჩასავით,იხევა,
იზიდება ,ფეხზე მოგწებებია და მოგყვება ყველგან..
მიიწევ მაღლა მაინც  და
ჭახანით წევს, გლეჯ ქვესკნელს
მიიწევ მაღლა  და მოდის ცხელი წებოვანი წვიმა ,
ვერ გაგიგია - ეს  რა მოხდა, ან რა დაგემართა
მაგრამ ქვემოდან ამოხეთქილი ოქროსფერი უზადო
მთები ცვლიან პეიზაჟს-
ზემოდან უყურებ ყველაფერს ,
ზურგზე კი შავი და უსაშველო ტოტები ამოგდიან
გიჭერენ , ერთმანეთს ეხეთქებიან ებრძვიან თითქოს ..
გული ამოაქვთ ნეკნებიდან
ხერხემლიდან -მახსოვრობა...
მაგრამ არა გრძნობები 
გაკანკალებს
გაკანკალებს
იცვლები
ცაზე უშველებელი ფრინველი დაფრინავს
და შენ ხარ
სამუდამოდ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები