ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2016


მელანოMANia

"Good luck, Mr. Gorsky".
Neil Armstrong
მელანო (თავი მეექვსე)
მელანო რომელიმე ცნობილი მოქანდაკის ნამუშევარი გეგონებათ, ვთქვათ პრაქსიტელის
ან თუნდაც დონატელოსი...
მაღალი, როგორც ზემოთ ავღნიშნე, თხელი აღნაგობის, მკერდსასვსე,
"კარესთვის" საკმარისი თმის სიგრძეზე ოდნავ გრძელი თმით, რომელიც ხორბლისფერ მხრებს უფარავს,
მუქი თვალებით, კლასიკური, ბერძნული ცხვირით, მწიფე ტუჩებით და ტუჩის კუთხესთან,
ზედა მხარეს, დასამახსოვრებელი ხალით.
ნათელი პირი-სახის და გამოყვანილი ყვრიმალების აუფორიაქებლად ცქერა ჩემს ძალებს აღემატება,
თუმცა ყველაზე მეტად მასში თითები მიყვარს, პიანისტისთვის დამახასიათებელი გრძელი და ნატიფი თითები,
მარცხენა ხელის არათითზე ერთის ნახვით სადა, მაგრამ თვალისმომჭრელი ბეჭდით.
მათი ფერებით და ალაგ-ალაგ კბენით ბოლო ხანებში რადენჯერმე დავკავდი,
თითები და ყურის ბიბილოები ყველაზე ეროგენულ ზონებად მიმაჩნია
და მელანოს სუსტი წერტილებიც ადვილად შევისწავლე.
ყველაზე მეტად ყურის ბიბილოსთან მოფერება აღაგზნებს,
როცა მანძილს საფეთქლიდან კისრამდე კოცნით ვუნამავ და
გახშირებულად ვსუნთქავ მის ყურთან, ამ დროს ერთიანად კრთის
და ლავიწთან ბუსუსები აყრის ხოლმე.
მორიგი შეხვედრისას მეტი სითამამე გამოვიჩინე, თან რაღაც ახალი უნდა გამეკეთებინა,
რადგან ვგრძნობდი, რომ უბრალო კოცნით და ფერებით სათანადო სიამოვნებას ვეღარ ვიღებდით.
შოკოლადის კარაქი და კონიაკი შევიძინე, მელანო გაოგნებული მიყურებდა,
როცა ღამის 4 საათზე ჭამას შევუდექი, თვითონ იუარა, ასეთ დროს შოკოლადის კარაქს რა მაჭმევსო,
კონიაკი კი მოწრუპა,.
შუამდე რომ დავიყვანე პლატმასის ქილა,
კონიაკი ჩავასხი და ერთი გემოზე ამოვურიე, მელანო კიდევ უფრო გაოცებული მიცქერდა.
თვალების დახუჭვა ვთხოვე და დიდი ხანია არც უფიქრია,
მოლოდინისგან და გაურკვევლობისგან გარინდულმა თვალები მილულა
და ერთ წუთში მისი ტუჩები კონიაკნარევი შოკოლადის კარაქით მოვთხვარე,
ძაღლივით დავუწყე გალოკვა, მელანო ხან საკუთარ, ხანაც ჩემ ტუჩებს კბენდა,
ასეთი რამ აქამდე არასოდეს მექნა და არც მას, როგორც ჩანს.
მიქსტურის ბოლო კოვზით რომ შევეფერადე მისი დაღლილი ტუჩები,
ძელსკამზე ზურგით გადამაწვინა, მაისური ამიწია და ჭიპთან მაკოცა,
შემდეგ შარვალი ფრთხილად ჩამიწია და სულ რაღაც ორ წუთში "მთვარეზე აღმოვჩნდი",
შესაბამისად გამახსენდა ნილ არმსტრონგი და მისი ცნობილი ფრაზაც,
როცა მთვარეზე ფეხი დადგა.
ის ღამე პარკში გავათენეთ, მაგრამ ორივე ვხვდებოდით,
რომ ასე გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა და
გარედან შიგნით უნდა გადაგვენაცვლა უკვე.
P. S. მათთვის ვინც ინგლისური იცის და არმსტრონგის ისტორია ჯერ არა,
წაიკითხეთ:
Over the years, many people have questioned him as to what the "Good luck, Mr. Gorsky" statement meant.
On July 5, in Tampa Bay, FL, while answering questions following a speech,
a reporter brought up the 26- year-old question to Armstrong. He finally responded.
It seems that Mr. Gorsky had died and so Armstrong felt he could answer the question.
When he was a kid, Neil was playing baseball with his brother in the backyard.
His brother hit a fly ball which landed in front of his neighbors' bedroom window.
The neighbors were Mr. and Mrs. Gorsky. As he leaned down to pick up the ball,
he heard Mrs. Gorsky shouting at Mr. Gorsky, "Oral sex? Oral sex you want?
You'll get oral sex when the kid next door walks on the moon!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები