 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პროზა 16 სექტემბერი, 2016 |
"შეიცან თავი შენი". სოკრატე მელანო (თავი მეათე) გამოგიტყდებით, აქამდე თუ ყველასძალით ვარიდებდი თავს ზოგადად ამ ისტორიის და მეტადრე მისი დასასრულის მოსმენას, ახლა უკვე, ცნობისმოყვარეობის ჭია შემიჩნდა და ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი მელანოს, რათა ბოლოს და ბოლოს ფინიშში გავსულიყავით. შუადღე რომ გადავიდა, მობილურზე მომწერა: -ბართლომე, რას შვრები, ამოხვალ დღეს? -რა თქმა უნდა. მივწერე დაუფიქრებლად. -კარგი, მაშინ გელოდები, 11-სკენ ამოდი, არ მინდა უბანში გნახონ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, თან ზედიზედ მესამედ მოგიწევს ამოსვლა... დღე ისე საშინლად გაიწელა, რომ მეგონა აღარასდროს მოვიდოდა სასურველი დრო. 10 საათი რომ შესრულდა, უკვე ვცქმუტავდი და ქვევით ჩავედი, რათა დრო მალე გამეყვანა. თითქმის 2 კოლოფი სიგარეტი მოვწიე რამდენიმე საათიან ინტერვალში და აი, როგორც იქნა, მე აქ ვარ, მელანოსთან. როგორც ყოველთვის, ორი ფინჯანი ყავა, სიგარეტი და tet-a-tet საუბარი: -სად შევჩერდით, ბართლომე? -აფთიაქზე, მელანო. -ჰო, ჰო, აფთიაქზე, წაიბუტბუტა მან და სახე აელანძა, თხრობა ნაძალადევად განაგრძო შეწუხებული ხმით: "იმ იმედით, რომ ეს მართლა უკანასკნელი დოზა იქნებოდა მისთვის, აუტანელი, მომაბეზრებელი ხვეწნა-მუდარისა და მუხლებთან პირქვე დავარდნის შემდეგ, თავს ძალა დავატანე, თუმცა მთელ სხეულსა და ფეხებში საოცარ, საშინელ სიმძიმეს ვგრძნობდი, ავაყენე და სახლიდან აფთიაქისაკენ გავეშურეთ. გზაში ვეღარაფერს ვფიქრობდი, მისი ცქერა იმდენად ამაზრზენი იყო, რომ მინდოდა ეს მასკარადი მალე დასრულებულიყო, ანგარიშმიუცემლად შევედი აფთიაქში, თვითონ გარეთ მიცდიდა, იმდენიც ვერ გაბედა, რომ შემომყოლოდა და "უკანასკნელი დოზისათვის" საჭირო წამლები თავად შევიძინე მისთვის. სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, როცა წამლებით სავსე ქაღალდის პაკეტი მივაწოდე, უკანმოუხედავად გავარდა წინ, თითქოს მოჩვენება ენახოს ისე. სახლში რომ ავედი, რიგი წამლებისა უკვე პატარა ქვაბში მოეთავსებინა და ნელ ცეცხლზე ხარშავდა, კბილები უკაწკაწებდა, ერთი სული ჰქონდა, როდის გაიშვებდა ვენაში სახელდახელოდ დამზადებულ მიქსტურას. მთხოვა, რომ მისთვის მარცხენა ხელი დამეჭირა და დავხმარებოდი, რადგან თვითონ ერთიანად კანკალებდა "ლომკისაგან". გაოგნებული ვუცქერდი ამ ყველაფერს და ბოლოს, როგორც იქნა, ყელამდე სკდომისპირულად მოწოლილი სიტყვები ამოვღერღე, წავილუღლუღე: -თემო, გთხოვ, არ გინდა, მე არაფერი, ჩვენი შვილების გამო გთხოვ, დაფიქრდი, შენ მათ ჭირდები! არცერთი ბგერა არ გაუგია, იმ მომენტში მისთვის ყველა და ყველაფერი, შვილებისა და ჩემი ჩათვლით სულერთი იყო. რამდენიმე წამიც და აკანკალებული თითებით შპრიცი ბოლომდე დაიცალა ვენაში, ცხოველურად ამოიკვნესა და უგონოდ დაეგდო ძირს, პირიდან დუჟი წამოუვიდა და თვალები ერთიანად გადაუთეთრდა. შიშის მაგივრად საშინელი ზიზღი ვიგრძენი, არანაირი თანაგრძნობა, შემზარავი და უსაზღვრო ზიზღი, რომელიც შიგნიდან მსუსხავდა და სხეულს მიყინავდა. მთელი ღამე უგონოდ მიგდებული ქმრის ყურებაში გავატარე, ხვნეშოდა და გაურკვეველ ფრაზებს ბუტბუტებდა, არც კი მიფიქრია სასწარაფოში დამერეკა, უბრალოდ ვიჯექი და ვუყურებდი ადამიანს, რომელიც იმ დღეს ჩემ თვალში კიდევ ერთხელ და ამჯერად უკანასკნელად დაეცა... მეორე დილით თემოს ვუთხარი, რომ არჩევანი გაეკეთებინა ოჯახსა და წამალს შორის, სიტყვაამოუღებლად ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა, წავიდა და აღარ გამოჩენილა. ამ დროს მელანოს სიტყვებს ტირილის ხმა შეერია და ამოღამებული თვალები გაუწყლიანდა, საჩვენებელი და არათითი ტუჩებზე მივადე, გავაჩუმე და შუბლზე ვაკოცე. სწორედ მაშინ წამომცდა პირველად სიტყვა: "მიყვარხარ!" ვგრძნობდი, როგორ მძიმდებოდა მისი სუნთქვა, როცა თავი ჩემ მხარზე ედო და არ მინდოდა გამეღვიძებინა, რადგან ვგრძნობდი, მალე ჩათვლემდა... იმ ღამით მელანოსთან აღარ დავრჩენილვარ, როგორც კი დავაწყნარე, წამოვედი, რადგან ვიფიქრე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა ორივესთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. განაგრძე :)) განაგრძე :))
13. ვეღარ მაინტერესებს = )
ვაგრძელებ ვეღარ მაინტერესებს = )
ვაგრძელებ
12. კომენტატორი (მოყვარულის დონეზე), მოცეკვავე, კურიერი, სადაზღვევო აგენტი, პოეტი, მან-სან-კან-ის წევრი (ოდესღაც პროფ. დონეზე), პირველ ყოვლისა ადამიანი--განუსაზღვრელია კაცთა მოდგმის შესაძლებლობabbey :) კომენტატორი (მოყვარულის დონეზე), მოცეკვავე, კურიერი, სადაზღვევო აგენტი, პოეტი, მან-სან-კან-ის წევრი (ოდესღაც პროფ. დონეზე), პირველ ყოვლისა ადამიანი--განუსაზღვრელია კაცთა მოდგმის შესაძლებლობabbey :)
11. აქამდე პოეტი იყავი(თ), გვსმენია:DDD ახლა მოცეკვავე გამხდარხარ : (გაიხსენეთ ავლაბრის მეტროს შესასვლელი :DDD) აქამდე პოეტი იყავი(თ), გვსმენია:DDD ახლა მოცეკვავე გამხდარხარ : (გაიხსენეთ ავლაბრის მეტროს შესასვლელი :DDD)
10. ეს პირველია, აქამდე პოეტი ვიყავ, ვნახოთ, მერე რა იქნების :) ეს პირველია, აქამდე პოეტი ვიყავ, ვნახოთ, მერე რა იქნების :)
9. მელანომანია ჯობია, კი
იგრძნობა რომ ყოველდღიურობის პარალელურად იწერება და ახლოსაა ყოველდღიურობასთან
ძალიან მაინტერესებს ამ ავტორის რიგით მესამე მოთხრობა ( თუ ეს პირველია )
აქაც 5 მელანომანია ჯობია, კი
იგრძნობა რომ ყოველდღიურობის პარალელურად იწერება და ახლოსაა ყოველდღიურობასთან
ძალიან მაინტერესებს ამ ავტორის რიგით მესამე მოთხრობა ( თუ ეს პირველია )
აქაც 5
8. მელანოman ცუდად ითარგმნება, მელანოკაცი, აქ კი მელანოMANia, ყველაფერია ნათქვამი :) მელანოman ცუდად ითარგმნება, მელანოკაცი, აქ კი მელანოMANia, ყველაფერია ნათქვამი :)
7. წავიკითხე ყველა ქვემორე თავი :)
სათაურმა მცირე და არსებითი ცვლილება რატომ განიცადა?
შენგან მიტოვებული რითმები მენანება :)
წავიკითხე ყველა ქვემორე თავი :)
სათაურმა მცირე და არსებითი ცვლილება რატომ განიცადა?
შენგან მიტოვებული რითმები მენანება :)
6. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე გულდასმით და სიღრმისეულად წაიკითხეთ თავისუფლად კითხვადი მოთხრობა, პერსონაჟი თავად მწერალია და საკმაოდ კარგად ჩანს მისი ფსიქოპორტრეტული შტრიხები, მელანოს ოჯახი პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბავშვები ზაფხულში სოფლად მიდიან ბებია-ბაბუასთან, ეს ნაწარმოები იწერება ყოველდღიურობის პარალელურად, თუმცა "დღიურის" სახე მაინ არ აქვს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შესაძლოა ვცდებოდე, რაც შეეხება მუხლისთავებს, მთვარის შუქზე მულატი და ფერადკანიანი ადამიანის გარდა, 90 %-ს თეთრი, ქათქათა უჩანს, მელანო მაღალი ქალია, თეთრი და ფითქინა არ ეთქმის, უამრავი ლაფსუსი ნებისმიერი ადამიანის მონაყოლშია, მეტადრე ასეთ საკითხზე საუბრისას, ნუ გავასწრებთ წინ მოვლენებს, შესაძლოა მოსალოდნელზე მკვეთრადაც დაკონკრეტდეს პერსონაჟთა სახეები, მაქსიმალურად ვეცდები გავითვალისწინო თქვენი რჩევები, წარმატებულ უქმეებს გისურვებთ! ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე გულდასმით და სიღრმისეულად წაიკითხეთ თავისუფლად კითხვადი მოთხრობა, პერსონაჟი თავად მწერალია და საკმაოდ კარგად ჩანს მისი ფსიქოპორტრეტული შტრიხები, მელანოს ოჯახი პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბავშვები ზაფხულში სოფლად მიდიან ბებია-ბაბუასთან, ეს ნაწარმოები იწერება ყოველდღიურობის პარალელურად, თუმცა "დღიურის" სახე მაინ არ აქვს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შესაძლოა ვცდებოდე, რაც შეეხება მუხლისთავებს, მთვარის შუქზე მულატი და ფერადკანიანი ადამიანის გარდა, 90 %-ს თეთრი, ქათქათა უჩანს, მელანო მაღალი ქალია, თეთრი და ფითქინა არ ეთქმის, უამრავი ლაფსუსი ნებისმიერი ადამიანის მონაყოლშია, მეტადრე ასეთ საკითხზე საუბრისას, ნუ გავასწრებთ წინ მოვლენებს, შესაძლოა მოსალოდნელზე მკვეთრადაც დაკონკრეტდეს პერსონაჟთა სახეები, მაქსიმალურად ვეცდები გავითვალისწინო თქვენი რჩევები, წარმატებულ უქმეებს გისურვებთ!
5. კარგი თხრობაა, თავისუფალი ისე რომ ძალდატანება არ იგრძნობა. ეს დიდი პლიუსია. ამის ხარჯზეა ეს მოთხრობა კითხვადი. მინუსი: არც ერთი პერსონაჟი მთლად ჩამოყალიბებული არ არის. რეალისტური არ არის. მწერალი უფრო წინ არის წამოწეული ვიდრე პერსონაჟები. ბართლომე წესიერი კაცია. მის ხასიათს და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას ვიგებთ გიორგისთან და დავიდოვიჩთან ურთიერთობაში. მელანოსთან ურთიერთობაში კი ნაკლებად. გარდა სიბრალულისა და სექსუალური ლტოლვისა აქ არაფერი არ ჩანს. არ ჩანს რა დამოკიდებულება აქვს ამ კაცს ქალის წარსულისადმი. მხოლოდ სიბრალული? ისე ისმენს ქალის მონათხრობს,რომ არ ებადება ეჭვი. არ უჩნდება შეკითხვა. არ ეკითხება ქალს, არ აგებინებს მკითხველს, თუ დღეს სად არის ის ორი ბავშვი. მიატოვა დედამ, თუ მაშინ აქვთ სექსუალური წიაღსვლები, როცა ისინი გვერდით ოთახში იძინებენ. ქალი და კაცი მთელ ზაფხულს ბახტრიონის ქუჩის გრილ ბინაში ატარებენ, ბუნებრივია მკითხველი მოიკითხავს ბავშვებს. „მთელი ზაფხული გრილ და ნათელ ოთახებიან ბინაში გავატარეთ, თან ისე, რომ ვერც ვიგრძენით "ფერიცვალების" მოახლოვება.“
თავიდან ვიფიქრე, რომ მელანო იყო თეთრი ფითქინა, მაღალი ქალი. „მუხლის თავები უჩანდა, თეთრი, ქათქათა მუხლის თავები...“ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ხორბლის ფერია. „"კარესთვის" საკმარისი თმის სიგრძეზე ოდნავ გრძელი თმით, რომელიც ხორბლისფერ მხრებს უფარავს, “ მელანოს მონათხრობი ჰგავს ბოზის ტიპიურ მონაყოლს, სადაც უამრავი ლაფსუსია. ერთ დღეს ჩვეულებრივზე კარგ ხასიათზე მყოფი ქმარი მოდის და ეუბნება, მე წამალზე ვარ დამოკიდებულიო და აქამდე ამ ქალს არაფერი უგვრძვნია? საეჭვოა. ეს კარგ ხასიათზე მყოფი კაცი სთხოვს, რომ აფთიაქში გაჰყვეს და წამალი უყიდოს. ლომკაში მაინც ყოფილიყო. “შემდეგ ქმარს ერთხელაც, როცა სახლში ჩვეულებრივზე კარგ ხასიათზე და მისთვის შეუფერებელ დროს, საკმაოდ ადრე დაბრუნდა, დამისვა და მთხოვა, მომესმინა მისთვის. -გაგეცინება და არც კი უცდია ეს ამბავი შემოეპარებინა ჩემთვის, პირდაპირ განმიცხადა, რომ წამალდამოკიდებული იყო. ეს ფაქტი დაემთხვა მისი უმუშევრობის პერიოდს და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, "მორიგი ულუფისათვის" ფული მთხოვა, თან იმ პირობით, რომ თავად გავყვებოდი აფთიაქში და ეს უკანასკნელი დოზა იქნებოდა მისთვის.“ ვფიქრობ, სიუჟეტს შევსება უნდა. უფრო დამაჯერებელი უნდა გახდეს. ან გავრცობა.
დასაწყისშიც ვთქვი, თხრობა ძალიან კარგია. ხელის შევლება უნდა და ეს მოთხრობა ძალიან კარგ მოთხრობად შეიძლება იქცეს.
კარგი თხრობაა, თავისუფალი ისე რომ ძალდატანება არ იგრძნობა. ეს დიდი პლიუსია. ამის ხარჯზეა ეს მოთხრობა კითხვადი. მინუსი: არც ერთი პერსონაჟი მთლად ჩამოყალიბებული არ არის. რეალისტური არ არის. მწერალი უფრო წინ არის წამოწეული ვიდრე პერსონაჟები. ბართლომე წესიერი კაცია. მის ხასიათს და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას ვიგებთ გიორგისთან და დავიდოვიჩთან ურთიერთობაში. მელანოსთან ურთიერთობაში კი ნაკლებად. გარდა სიბრალულისა და სექსუალური ლტოლვისა აქ არაფერი არ ჩანს. არ ჩანს რა დამოკიდებულება აქვს ამ კაცს ქალის წარსულისადმი. მხოლოდ სიბრალული? ისე ისმენს ქალის მონათხრობს,რომ არ ებადება ეჭვი. არ უჩნდება შეკითხვა. არ ეკითხება ქალს, არ აგებინებს მკითხველს, თუ დღეს სად არის ის ორი ბავშვი. მიატოვა დედამ, თუ მაშინ აქვთ სექსუალური წიაღსვლები, როცა ისინი გვერდით ოთახში იძინებენ. ქალი და კაცი მთელ ზაფხულს ბახტრიონის ქუჩის გრილ ბინაში ატარებენ, ბუნებრივია მკითხველი მოიკითხავს ბავშვებს. „მთელი ზაფხული გრილ და ნათელ ოთახებიან ბინაში გავატარეთ, თან ისე, რომ ვერც ვიგრძენით "ფერიცვალების" მოახლოვება.“
თავიდან ვიფიქრე, რომ მელანო იყო თეთრი ფითქინა, მაღალი ქალი. „მუხლის თავები უჩანდა, თეთრი, ქათქათა მუხლის თავები...“ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ხორბლის ფერია. „"კარესთვის" საკმარისი თმის სიგრძეზე ოდნავ გრძელი თმით, რომელიც ხორბლისფერ მხრებს უფარავს, “ მელანოს მონათხრობი ჰგავს ბოზის ტიპიურ მონაყოლს, სადაც უამრავი ლაფსუსია. ერთ დღეს ჩვეულებრივზე კარგ ხასიათზე მყოფი ქმარი მოდის და ეუბნება, მე წამალზე ვარ დამოკიდებულიო და აქამდე ამ ქალს არაფერი უგვრძვნია? საეჭვოა. ეს კარგ ხასიათზე მყოფი კაცი სთხოვს, რომ აფთიაქში გაჰყვეს და წამალი უყიდოს. ლომკაში მაინც ყოფილიყო. “შემდეგ ქმარს ერთხელაც, როცა სახლში ჩვეულებრივზე კარგ ხასიათზე და მისთვის შეუფერებელ დროს, საკმაოდ ადრე დაბრუნდა, დამისვა და მთხოვა, მომესმინა მისთვის. -გაგეცინება და არც კი უცდია ეს ამბავი შემოეპარებინა ჩემთვის, პირდაპირ განმიცხადა, რომ წამალდამოკიდებული იყო. ეს ფაქტი დაემთხვა მისი უმუშევრობის პერიოდს და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, "მორიგი ულუფისათვის" ფული მთხოვა, თან იმ პირობით, რომ თავად გავყვებოდი აფთიაქში და ეს უკანასკნელი დოზა იქნებოდა მისთვის.“ ვფიქრობ, სიუჟეტს შევსება უნდა. უფრო დამაჯერებელი უნდა გახდეს. ან გავრცობა.
დასაწყისშიც ვთქვი, თხრობა ძალიან კარგია. ხელის შევლება უნდა და ეს მოთხრობა ძალიან კარგ მოთხრობად შეიძლება იქცეს.
4. მომეწონა. თემა (სამწუხაროდ) აქტუალური; თხრობა გამართული; ლოგიკა გამოკვეთილი; სათქმელი ნათქვამი; და, რაც მთავარია, იკითხება მსუბუქად, რჩება მეხსიერებაში. ამასთან, არანაირი ბანალურობის განცდა...
მომეწონა. თემა (სამწუხაროდ) აქტუალური; თხრობა გამართული; ლოგიკა გამოკვეთილი; სათქმელი ნათქვამი; და, რაც მთავარია, იკითხება მსუბუქად, რჩება მეხსიერებაში. ამასთან, არანაირი ბანალურობის განცდა...
3. მომეწონა. თემა (სამწუხაროდ) აქტუალური; თხრობა გამართული; ლოგიკა გამოკვეთილი; სათქმელი ნათქვამი; და, რაც მთავარია, იკითხება მსუბუქად, რჩება მეხსიერებაში. ამასთან, არანაირი ბანალურობის განცდა...
მომეწონა. თემა (სამწუხაროდ) აქტუალური; თხრობა გამართული; ლოგიკა გამოკვეთილი; სათქმელი ნათქვამი; და, რაც მთავარია, იკითხება მსუბუქად, რჩება მეხსიერებაში. ამასთან, არანაირი ბანალურობის განცდა...
2. გამარჯვების შანსი ადამიანს აქვს, მთავარია სწ2 არჩევანი გააკეთოს. გამარჯვების შანსი ადამიანს აქვს, მთავარია სწ2 არჩევანი გააკეთოს.
1. არჩევანი ოჯახსა და წამალს შორის ძალიან ძნელია , გამარჯვების შანსი წამალს აქვს. არჩევანი ოჯახსა და წამალს შორის ძალიან ძნელია , გამარჯვების შანსი წამალს აქვს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|