 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 21 სექტემბერი, 2016 |
ჩემი თხემისკენ, როგორც მთასვლელი, ზევით მივყვები ნელა ხერხემალს. ნისლია, ვდგავარ, სუფთა ცას ველი, თუმც, ეს გზა უკვე შენ არ გეხება! კარგა ხანია, ვცდილობ დაპყრობას, ის კი მთავაზობს რებუსს შეცნობის. უყვარს ჩაიზე ჩემთან სამხრობა, მოგულახდილო ინტერმეცოთი... თავზე ხტომებიც გამომივლია, არ ვუცივებდი ფერდებს ციცაბოს. წამებს, იღბალზე უფრო იღბლიანს ის უწოდებდა - უცაბედობებს. მას არა, მე კი მიყვარს შემთხვევა, როცა არ იცი, მერე რა ხდება... როცა განცდის სულ ერთი შეხება, გიღირს თავიდან გამოსახლებად! მიყვარს ქარისგან მოტან-წაღება, ხან გაქარვება,ხანაც მიქარვა... ფიქრი უცებ რომ ბაირაღდება, თავი მხრებზე დგას, მე კი იქა ვარ... და რა თქმა უნდა, არ ესალმება მისი სიმშვიდე ჩემს "მტრულ" გარემოს. ის რა დინჯია, მე რა თავნება, და რომც შევიცნო, შეცვლის რამეს რო?..
21.09.16.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. და რომც შევიცნო, შეცვლის რამეს რო?.. არა, არა , რა თქმა უნდა.
და რომც შევიცნო, შეცვლის რამეს რო?.. არა, არა , რა თქმა უნდა.
6. მორაკრაკებს.
მორაკრაკებს.
5. 4. "უყვარს ჩაიზე ჩემთან სამხრობა, მოგულახდილო ინტერმეცოთი..."- როგორ ათვინიერებთ სიტყვებს, მთამსვლელო :) jonatan livingstoni.
ჩემო ჯონათან, ჩემი ლექსების უბადლო შემფასებელო! მას შემდეგ რაც სიტყვის საოცარი, მაგიური ძალა ვაღიარე (და ამას წლები დაჭირდა...), მომენდნენ, სიტყვის გულის გულში ჩამახედეს... მეც ვცდილობ ეს ნდობა გავამართლო :))) 4. "უყვარს ჩაიზე ჩემთან სამხრობა, მოგულახდილო ინტერმეცოთი..."- როგორ ათვინიერებთ სიტყვებს, მთამსვლელო :) jonatan livingstoni.
ჩემო ჯონათან, ჩემი ლექსების უბადლო შემფასებელო! მას შემდეგ რაც სიტყვის საოცარი, მაგიური ძალა ვაღიარე (და ამას წლები დაჭირდა...), მომენდნენ, სიტყვის გულის გულში ჩამახედეს... მეც ვცდილობ ეს ნდობა გავამართლო :)))
4. "უყვარს ჩაიზე ჩემთან სამხრობა, მოგულახდილო ინტერმეცოთი..."- როგორ ათვინიერებთ სიტყვებს, მთამსვლელო :)
"უყვარს ჩაიზე ჩემთან სამხრობა, მოგულახდილო ინტერმეცოთი..."- როგორ ათვინიერებთ სიტყვებს, მთამსვლელო :)
3. ჩემი თხემისკენ, როგორც მთასვლელი, ნელა მივყვები ზევით ხერხემალს. კარგა ხანია, ვცდილობ დაპყრობას, ის კი მთავაზობს რებუსს შეცნობის. უყვარს ჩაიზე ჩემთან სამხრობა, მოგულახდილო ინტერმეცოთი... +++ აბსოლიტურად უნაკლო ლექსია. 5!
ჩემი თხემისკენ, როგორც მთასვლელი, ნელა მივყვები ზევით ხერხემალს. კარგა ხანია, ვცდილობ დაპყრობას, ის კი მთავაზობს რებუსს შეცნობის. უყვარს ჩაიზე ჩემთან სამხრობა, მოგულახდილო ინტერმეცოთი... +++ აბსოლიტურად უნაკლო ლექსია. 5!
2. ჩემი თხემისკენ, როგორც მთასვლელი, ნელა მივყვები ზევით ხერხემალს. კარგა ხანია, ვცდილობ დაპყრობას, ის კი მთავაზობს რებუსს შეცნობის. უყვარს ჩაიზე ჩემთან სამხრობა, მოგულახდილო ინტერმეცოთი... +++ აბსოლიტურად უნაკლო ლექსია. 5!
ჩემი თხემისკენ, როგორც მთასვლელი, ნელა მივყვები ზევით ხერხემალს. კარგა ხანია, ვცდილობ დაპყრობას, ის კი მთავაზობს რებუსს შეცნობის. უყვარს ჩაიზე ჩემთან სამხრობა, მოგულახდილო ინტერმეცოთი... +++ აბსოლიტურად უნაკლო ლექსია. 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|