იყო მომავლის იმედები, აწმყოს ეჭვი და გკრეფდი სამოთხის ნათელმოსილ, ცვრიან მდელოდან. უწინ უშენო თარიღების ჭირი მეჭირა, წინ შენთან ყოფნის უმძიმესი ლოდი მელოდა.
სულმოქანცული, თვალმიმქრალი და ხმამიმშრალი, გეძახდი მსხვერპლი უდაბნოთა მტკნარი ქაოსის. იყო შენამდე შორი გზები და საშიშარი ეკალ–ბარდები, მოუვლელი სააქაოსი. იყო: სევდა და ცა ფერმკრთალი სახით ტიროდა, ღია სარკმელი და სული სულ ბეწვზე ეკიდა... მზე არ მოჩანდა შენი გულის სანაპიროდან და ვერც იმედი ყვავილობდა სულის ეკლიდან. ცა იყო შორი, ახლო იყო შავი მიწა და ტკივილი, კაცის წმინდა ცრემლში ხსნად მონათლული. ხდებოდა: ღამით გახუნებულ ძაძას იცვამდა, საღამოს ფიქრი – შენზე ფიქრებს თავგადაკლული.
უიმედობა მიჟღერებდა სიმებს ებნისას. უიმედობა. თან მტანჯველი, თან სანეტარო. მაგრამ არსებობს ის წუთები, როცა ძებნისას უიმედობის, უნდა იმედს გადაეყარო და თუმცა ბევრჯერ თავის მოკვლა დამჭირდა, რათა გამოენათა შენს სინათლეს დროის ჩადრიდან, შენმა ნათელმა ერთიანად გამოანათა და ჩემი სულის მარადიულ მნათად ჩავიდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან ღრმა ლექსია. დარწმუნებული ვარ თითო სიტყვაზე ძალიან ბევრს ფიქრობ. ისეა მძივებივით მიკინძული ყველა სიტყვა ერთმანეთზე, კრიალოსანივით იმარცვლება, მაგრამ მათ უკან მდგარი ემოცია დამანგრეველია. 5.
ძალიან ღრმა ლექსია. დარწმუნებული ვარ თითო სიტყვაზე ძალიან ბევრს ფიქრობ. ისეა მძივებივით მიკინძული ყველა სიტყვა ერთმანეთზე, კრიალოსანივით იმარცვლება, მაგრამ მათ უკან მდგარი ემოცია დამანგრეველია. 5.
2. ''სულმოქანცული, თვალმიმქრალი და ხმამიმშრალი, გეძახდი მსხვერპლი უდაბნოთა მტკნარი ქაოსის.''
''ღია სარკმელი და სული სულ ბეწვზე ეკიდა...''
კიდევ რამდენი.. ამ თვის ლექსი.. ჩემთვის.
``სულმოქანცული, თვალმიმქრალი და ხმამიმშრალი, გეძახდი მსხვერპლი უდაბნოთა მტკნარი ქაოსის.``
``ღია სარკმელი და სული სულ ბეწვზე ეკიდა...``
კიდევ რამდენი.. ამ თვის ლექსი.. ჩემთვის.
1. შექსპირის ეპოქის ნაწერია :)
საინტერესო და კარგია, რომ დღეს, ამ ეპოქაში, ამ ასაკში წერთ ასე.
შექსპირის ეპოქის ნაწერია :)
საინტერესო და კარგია, რომ დღეს, ამ ეპოქაში, ამ ასაკში წერთ ასე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|