| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 23 სექტემბერი, 2016 |
ჩანს სუსტი ქარი, მოცეკვავე, ეგებება მზის ტალღებს ზღვაზე და ცივ ნაკადებს, მიმოქცევით, მთელ სიგრძეზე ზოლებად აწვენს და ჩემს ფიქრებსაც, უნებართვოდ, აბნევს თეთრ ბაფთებს. რა საოცარი იდილია, სამაია გემთა, შლის აფრებს. თითქოს ბავშვი ვარ, აქ სამყაროც, განდეგილად ჰგავს დედის ზღაპრებს და მერე ერთხანს, გარინდული, უდარდელა მარგალიტებს ზღვა თვალებს აფენს. მე, ზღვა და ზეცა, ვწევარ, ხელებს ტალღებს ზედ ვახებ და ასე შორით, თვალხუჭელა, თოლიათა უსასრულოდ გიგზავნი მართვეს. გარუჯულ გემთა გემბანებზე , ვალაგებ მუზებს, თან განუწყვეტლივ ისევ მათ ვუმზერ და ზღვა საშენოს, თეთრ ნიჟარებს, ხელიდან კვლავ, ხედავ, რომ მართმევს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ნეფერტარი! ბარხატსა და ხავერდს შორის არის მცირე განსხვავება, ეს მდგომარეობს შემდეგში :
ბარხატი და ხავერდი არის რბილი, თბილი, ფაფუკი ძვირფასი ქსოვილი, რომელთაგან, ბარხატს აქვს სწორი ნაქსოვით ჩაყოლებული უბუსუსო ზოლები , ბუსუსიან ზოლებს შორის, ხოლო, ხავერდს კი, არ აქვს ასეთი ზოლები, ის სულ ფაფუკი და ფუმფულა ქსოვილია.
ჩემი შედარებაც სწორედ ასეა აღწერილი ლექსში.
პატივისცემით. ნ ე ქ ტ ა რ ი.
ნეფერტარი! ბარხატსა და ხავერდს შორის არის მცირე განსხვავება, ეს მდგომარეობს შემდეგში :
ბარხატი და ხავერდი არის რბილი, თბილი, ფაფუკი ძვირფასი ქსოვილი, რომელთაგან, ბარხატს აქვს სწორი ნაქსოვით ჩაყოლებული უბუსუსო ზოლები , ბუსუსიან ზოლებს შორის, ხოლო, ხავერდს კი, არ აქვს ასეთი ზოლები, ის სულ ფაფუკი და ფუმფულა ქსოვილია.
ჩემი შედარებაც სწორედ ასეა აღწერილი ლექსში.
პატივისცემით. ნ ე ქ ტ ა რ ი.
7. სასიამოვნო და ლამაზია ლექსია, მშვენივრად გამოხატავს ზღვაზე დასვენებას და კმაყოფილების განწყობას, 5. კომენტარი
ხავერდოვან, მშვიდ ზღის ტალღებზე -აქ გამახსენდა გალაკტიონ ტაბიძის "საღამო იწვა ხავერდის ყდაში".
სასიამოვნო და ლამაზია ლექსია, მშვენივრად გამოხატავს ზღვაზე დასვენებას და კმაყოფილების განწყობას, 5. კომენტარი
ხავერდოვან, მშვიდ ზღის ტალღებზე -აქ გამახსენდა გალაკტიონ ტაბიძის "საღამო იწვა ხავერდის ყდაში".
6. იყოს რა თქმა უნდა, რუსული სიტყვაა ოღონდ. Бархатный сезон>> ხავერდოვანი სეზონი. არც ბრჭყალებში? :) ლექსს განწყობა მოაქვს. იცვლება შენი ლექსები უკეთესობისკენ. :*
იყოს რა თქმა უნდა, რუსული სიტყვაა ოღონდ. Бархатный сезон>> ხავერდოვანი სეზონი. არც ბრჭყალებში? :) ლექსს განწყობა მოაქვს. იცვლება შენი ლექსები უკეთესობისკენ. :*
5. ასევე დიდი მადლობა ნეფერტარი! საკმაოდ კარგად დავისვენე.
ექსპრომტ-დესერტი მოკლე პასუხს აქვე თქვენთვის :
იყო ბარხატი, ხავერდოვან , მშვიდ ზღვის ტალღებზე, თავს დამხაროდნენ ფრთაქათქათა თოლიები და მედუზები იყო სიმშვიდე გარინდული შეღამებისას კრიალა ზეცას თეთრი ფიქრით რომ შევყურებდი და ვისვენებდი, მესაკუთრე და ვისვენებდი, ზღვის მოფერებას, რა წამშიაც მოვიხელთებდი...
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
ასევე დიდი მადლობა ნეფერტარი! საკმაოდ კარგად დავისვენე.
ექსპრომტ-დესერტი მოკლე პასუხს აქვე თქვენთვის :
იყო ბარხატი, ხავერდოვან , მშვიდ ზღვის ტალღებზე, თავს დამხაროდნენ ფრთაქათქათა თოლიები და მედუზები იყო სიმშვიდე გარინდული შეღამებისას კრიალა ზეცას თეთრი ფიქრით რომ შევყურებდი და ვისვენებდი, მესაკუთრე და ვისვენებდი, ზღვის მოფერებას, რა წამშიაც მოვიხელთებდი...
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
4. მადლობა ნექტარს მოლოცვისთვის. მშვიდი და ნაყოფიერი ცხოვრება - ბედნიერებაა, მინდა რა თქმა უნდა მაგრამ არ გამოდის. კარგი მოლოცვა იყო, დიდხანს მემახსოვრება. იმედია კარგად დაისვენეთ.
ბარხატი >> ხავერდი. :) :*
მადლობა ნექტარს მოლოცვისთვის. მშვიდი და ნაყოფიერი ცხოვრება - ბედნიერებაა, მინდა რა თქმა უნდა მაგრამ არ გამოდის. კარგი მოლოცვა იყო, დიდხანს მემახსოვრება. იმედია კარგად დაისვენეთ.
ბარხატი >> ხავერდი. :) :*
3. მოგესალმებით ელადა საუკეტესო სურვილებით. მადლობაა უდიდესი. მართლაც კარგია განტვირთვა, ყოველღიურობისთვის გაცლა.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. მოგესალმებით ელადა საუკეტესო სურვილებით. მადლობაა უდიდესი. მართლაც კარგია განტვირთვა, ყოველღიურობისთვის გაცლა.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
2. მშვიდობა თქვენს გამოჩენას, გაგიგრძელდათ შვებულება.) მშვიდობა თქვენს გამოჩენას, გაგიგრძელდათ შვებულება.)
1. მონატრებით მოგესალმებით განურჩევლად!
ჩემს აქ არყოფნისას ჩავლილ დაბადების დღეებს გილოცავთ ყველას– ნეფერტარიდან დავიწყებ, რადგან გუშინ ყოფილა და გისურვებთ ჯანმრთელობას უპირველესად და მუდმივად მშვიდ და ნაყოფიერ ცხოვრებას, მშვენიერ გარემოსა და თბილ ატმოსფეროს. იყავით ბედნიერები ყოველმხრივად.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. მონატრებით მოგესალმებით განურჩევლად!
ჩემს აქ არყოფნისას ჩავლილ დაბადების დღეებს გილოცავთ ყველას– ნეფერტარიდან დავიწყებ, რადგან გუშინ ყოფილა და გისურვებთ ჯანმრთელობას უპირველესად და მუდმივად მშვიდ და ნაყოფიერ ცხოვრებას, მშვენიერ გარემოსა და თბილ ატმოსფეროს. იყავით ბედნიერები ყოველმხრივად.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|