ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2016


დედას

როგორ მინდოდა მენახე.
სიბერის ლაქებ დაყრილი.
თმაშევერცხლილი ჭაღარით,
აკვნის რწევაში დაღლილი.
როგორ მინდოდა მენახე,
თუნდ წელში ოდნავ მოხრილი
ხელში საქსოვი ჩხირებით,
სულ ცოტა სამოც მოყრილი...
დღეს ჟანგიანი ბოქლომი,
კარს შერჩენია დარაჯად,
ფანჯრებთან ერთად ურდული.
ადევს ჩემს გულის დარაბას..
სოფელსაც ცოტა შემორჩა.
დღეს შენი ტოლებ-სწორები.
ხავსმოკიდებულ ხეებზე,
აქა-იქ სხედან ყორნები.
ცარიელ სახლის კუნჭულში,
შემომეტირა ბავშვობა,
გაფრენილ მერცხალთ ბუდეებს,
კვლავ აჩნდა ჩემი ანცობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები