ივლისის ალიონს, მე რომ არ დავლიო, პასუხი შენს ყველა მომავალ კითხვაზე იქნება დუმილი. ვამზადებ ყალიონს, და შენს მოსვენებას ცოტა ხნით ვიტაცებ.
ტკივილი მარცხნიდან, დღეს უფრო გახშირდა, გაგლიჯე ფანჯრები.. ჰაერმა დამათროს, შენს ქებულ ფეხებთან ცოტა ხნით დამსვი და მითხარი მერე რომ ყოველ დღე მღალატობ.
ვიღლები. წუხელის ბერეტა შევკაზმე, სასროლი მანძილი სულ ორი დიუმი, არა ვარ შენში და მარტო ვარ გემბანზე, და შენი სურნელით ივსება ტრიუმი.
მჭირდები _ ისე რა, შლამში ვარ ყელამდე, ოთახი ვაქციე ფილტვნაკლულ დემონად, არ მინდა დაკოჟრილ, ბნელ კარებს ვხედავდე, ისედაც ვიცი რომ არავინ შემოვა.
ქარია, დღეს ამინდს არც კი ეკადრება, შევატყვე, შენამდე მოუსვლელ წერილებს ტირიან უაზროდ ბებერი ჭადრები, ნიავს დაჰყვებიან ტკივილით, ზერელედ.
ივლისის ალიონს, მე რომ არ დავლიო, რითმები დამცლიან მეფური მსვლელობით, ვზივარ და ვუკიდებ გამურულ ყალიონს, შავდება ჰორიზონტს მიდგმული ჭრელობი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ხო, პირდაპირ იშვიათად რამე რო ვთქვა. მადლობა შენ, ნეფერტარ, ისევ და ისევ. ხო, პირდაპირ იშვიათად რამე რო ვთქვა. მადლობა შენ, ნეფერტარ, ისევ და ისევ.
7. ტკივილი მარცხნიდან, დღეს უფრო გახშირდა, გაგლიჯე ფანჯრები.. ჰაერმა დამათროს, შენს ქებულ ფეხებთან ცოტა ხნით დამსვი და მითხარი მერე რომ ყოველ დღე მღალატობ.
:) 5.
ძალიან გულწრფელი გრძნობა და ნაფიქრია ამ ლექსში. თითქოს პირდაპირი ლექსია, მაგრამ იგავია სინამდვილეში. სწორედ ესაა ხაფანგი. აბა რისი ნოსტრადამუსი ხარ პირდაპირ რომ თქვა ყველაფერი,
ტკივილი მარცხნიდან, დღეს უფრო გახშირდა, გაგლიჯე ფანჯრები.. ჰაერმა დამათროს, შენს ქებულ ფეხებთან ცოტა ხნით დამსვი და მითხარი მერე რომ ყოველ დღე მღალატობ.
:) 5.
ძალიან გულწრფელი გრძნობა და ნაფიქრია ამ ლექსში. თითქოს პირდაპირი ლექსია, მაგრამ იგავია სინამდვილეში. სწორედ ესაა ხაფანგი. აბა რისი ნოსტრადამუსი ხარ პირდაპირ რომ თქვა ყველაფერი,
6. ავტორი: ნოსტრადამუს ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
1 ოქტომბერი, 2016 ავტორი: ნოსტრადამუს ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
1 ოქტომბერი, 2016
5. ავტორის სახელი მომეწონა მხოლოდ :/ ავტორის სახელი მომეწონა მხოლოდ :/
4. მადლობა მუხა, ჯონათან :) მადლობა მუხა, ჯონათან :)
3. მადლობა მუხა, ჯონათან :) მადლობა მუხა, ჯონათან :)
2. კარგია, მე მომეწონა დალევა და გამურული ყალიონი. კარგია, მე მომეწონა დალევა და გამურული ყალიონი.
1. რაღაცა მომეწონა ამ ლექსში და ვერც ვამბობ- რა :)
არადა, არც ისე კარგი ლექსია :)
რაღაცა მომეწონა ამ ლექსში და ვერც ვამბობ- რა :)
არადა, არც ისე კარგი ლექსია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|