უფალმაც რომ დაიცვას ქალაქი, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი - ვერავინ გადარჩება. სახლებს ცეცხლი წაეკიდება, გზები მოირყევა, ჩვილები აკვნებიდან წამოდგებიან და თავებს დემონსტრაციულად დაიხოცავენ, რადგან ვერავინ გადარჩება. შორ გზაზე შემდგარს ფეხები დაულღვება, და საკუთარ კიდურებში წელამდე ჩაფლულს ვერავინ იხსნის, ლოგინებში გველები აყვავდებიან, კედლები ორკაპა ენებს გამოიბამენ და იტყვიან ყველაფერს, რის გამოთქმაც აქამდე უხერხული იყო. ამაოდ ფხიზლობს გუშაგი, ამაოდ ფხიზლობს დედა - ვერავინ გადარჩება. მკითხავები ხელისგულზე ვეღარ წაიკითხავენ, მკითხველები ლექსებს ვეღარ წაიკითხავენ, მლოცველები ლოცვებს ვეღარ წაიკითხავენ, პოლიტიკოსები ხმას ვერ აიმაღლებენ, ბგერების ნაცვლად სისხლიან გლანდებს ამოანთხევენ - ვერავინ გადარჩება. ჭადრები ბეტონის ფოთლებს დაისხამენ, მგზავრები ჩრდილებს დაკარგავენ, სიტყვები ქვებივით დამძიმდებიან, ქვებით პირები ამოგვევსება და ჩვენ ნაცვლად ჩვენი ჩრდილები იჩურჩულებენ - ვერავინ გადარჩება. ძიძები ჩვილებს მიატოვებენ, ავტომატებს გაიდებენ მხრებზე ჯვრებივით და ყველა შემხვედრს ტყვიებით აკურთხებენ მკვდრებს კი საკონტროლო კურთხევას დაახლიან - ვერავინ, ვერავინ, ვერავინ გადარჩება და ვინც გადარჩება, ვერც ის გადარჩება, ვერ გადაურჩება მიზეზების და კავშირების უმკაცრეს გადაკვეთას, ბედნიერების და შემთხვევითობის ავარიულ ჯახს - ვერავინ გადარჩება. სულ ტყუილად ეგონათ, მიზეზებს მოიდებდნენ, ალიბებს დადებდნენ და გეგმებს დადებდნენ, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი, ამაოდ ფხიზლობს ქალაქი, ამაოდ ფხიზლობს მშობელი, ამაოა ეს ფაციფუცი - ვერავინ, ვერავინ გადარჩება.
ესეც ასე! პირველმა ძრწოლამ გადამიარა. როგორც ავი სიზმრის მნახავი ახალგაღვიძებულზე გამდინარე წყალს უყვება ნანახს, რომ გაატანოს და თან შეშვერილ თითებს ათამაშებს, ახლა მეც კიბორდზე ვათამაშებ თითებს. პაატა შამუგიას ,,არგადარჩენზე’’ ვფიქრობ. დღეს გამოქვეყნდა ,,ლიტერატურულ გაზეთში’’. .ჯერ არ ვიცი, როგორ მიიღო ქართველმა მკითხველმა, მე კი დღემდე ამ ავტორმა, როგორც მკითხველი ისე გამანებივრა თავისი პოეტური თამაშებით, კლასიკის ირონიული გადაკითხვებით, პაროდირებებით და ა.შ., ახლაც ასაყოლად გავემზადე და ... ომობანას სათამაშოდ რომ დაგიძახონ და შუა თამაშში შენთვის დამიზნებული ხის თოფი უეცრად მართლა გავარდეს და დაგჭრას კიდეც, ასე დამემართა. ახლა გულგაგრილებულზე წავიკითხავ ამ ლექსს, იქნებ გავარკვიო, რამ იმოქმედა ჩემზე ასე. ფორმით - თავისუფალი ლექსია. რიტმულ-ინტონაციური, სინტაქსური, ლექსიკური და კიდევ, რა ვიცი, ყველანაირი პარალელიზმებით იმდენად გაჯერებული, რომ ვერლიბრის გენეზისის მკვლევარს მისი ბიბლიური წარმოშობის თეორიისთვის საუკეთესო პარადიგმად გამოადგებოდა. შინაარსობრივადაც, ბიბლიურ წყაროებთან, უფრო ძველ აღთქმასთან უახლოესი კავშირი, დიდ და მცირე წინასწარმტყველთა ხილვებთან ზიარება ადვილი საცნობია. ქალაქის დაღუპვის, როგორც ღვთისმიერი სასჯელის მოტივიც არაერთხელ მეორდება წმინდა წიგნში. ადრე იქნებ ამის საილუსტრაციო მაგალითებიც მომეყვანა, მაგრამ ახლა ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. . ლექსის ენობრივი პლანი ძირითადად, გათანამედროვებული ბიბლიისა და სლენგით მსუბუქად შეფერილი სალიტერატურო ლექსიკის სინთეზს ეყრდნობა. . ნარატიული მონახაზის მოხელთება მიადვილებს ხოლმე პოეტურ ტექსტში ჩაღწევას. ახლაც ვცდი რეპროდუცირებას. წარსული: არსებობდა რაღაც ქალაქი - ტექსტი, რომელშიც ყოფა და ყოფიერება ,,იკითხებოდა’’ მრავალმხრივ და მრავალნაირად. ჩვენ ამას აწმყოში ნეგაციის გზით ვგებულობთ: ,,მკითხავები ხელისგულზე ვეღარ წაიკითხავენ, მკითხველები ლექსებს ვეღარ წაიკითხავენ, მლოცველები ლოცვებს ვეღარ წაიკითხავენ. . აწმყოში რაღაც ისეთი ხდება ამ ქალაქში, რომ პოეტ- წინასწარმეტყველს მომავლის შემაძრწუნებელ ხილვას აღუძრავს. კონკრეტულად, რა - ლექსში მინიშნებულიც არ არის. მინიშნებული არ ჩანს არც რაიმე ნუგეში, ნათლის სხივი, ყველაფერი უნდა დაიღუპოს! უნდა დაიღუპოს, მაგრამ ვინ არის ის ძალა, რომლის ნებითაც უნდა აღსრულდეს ეს სასტიკი განაჩენი? რაკი ბიბლიის ველში ვიმყოფებით, უნდა გვევარაუდა, რომ ქალაქის დაღუპვა მისი ცოდვების გამო, უფლის განაჩენია. მაგრამ ლექსის პირველვე სტრიქონი აუქმებს ამ ვარაუდს. ,,უფალმაც რომ დაიცვას ქალაქი, …. ვერავინ გადარჩება”. სათაურად გამოყენებული სიტყვა ,,არგადარჩენა’-ქართულ ზეპირმეტყველებაში წყევლითი მიგებაცაა. თუ ქალაქის არგადარჩენით მაწყევარის ნება უნდა აღსრულდეს, ვინაა ეს მაწყევარი? ტექსტი ამაზე პასუხს არ იძლევა. მაშ, სად არის გასაღები? იქნებ სხვა რამითაა განპირობებული ამ ქალაქის დაღუპვა? ვერავინ ,,გადაურჩება მიზეზების და კავშირების უმკაცრეს გადაკვეთას, ბედნიერების და შემთხვევითობის ავარიულ ჯახს -‘’ნათქვამია ლექსში. აქ გამონათქვამი ,,მიზეზების და კავშირების უმკაცრესი გადაკვეთა’’ წმინდა ლოგიკის თვალსაზრისით, მცდარია, მაგრამ პოეზიას ხომ თავისი ლოგიკა აქვს. არსებობს მიზეზთა და შედეგთა კავშირი, ანუ სხვაფრივ, საგანთა და მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. პოეტი ახდენს ამ კონცეფციის დეკონსტრუირებას, რაღაც ნაწილს გვერდზე გადადებს და დარჩენილი ნაწილების ახალი კომბინაციით საკუთარ კონსტრუქციას კრავს. პოეტური ქმნადობის ამ მეთოდს პაატა შამუგია ბევრგან იყენებს დაწყებული ,,ანტი-ტყაოსანიდან’. უფრო მარტივად რომ ვთქვა, წარმოიდგინეთ სათამაშო კონსტუქტორი, რომელსაც მოჰყვება ინსტრუქცია. თქვენ კი ინსტრუქციის მიხედვით უკვე აწყობილ მოდელს შლით და მისი რაიმე ნაწილების გამოყენებით რაღაც ახალს, მანამდე გაუთვალისწინებელს ქმნით, მაგალითად, ,, ბედნიერებისა და შემთხვევითობის ავარიულ ჯახს. (პაროდია ,,აუცილებლობისა და შემთხვევითობის’’კანონისა თუ კონცეფიისა). ეს იქნებ თავისთავად საინტერესოცაა და საკვლევიც , მაგრამ ამ შემთხვევაში, ტექსტის გასაღებად ვერც ეს გამომადგება.
*** ,,ჩრდილის’ კონცეპტი ლექსში ორჯერაა წარმოდგენილი,. დასაწყისში ნათქვამია, რომ მგზავრები ჩრდილებს დაკარგავენ, ცოტა ქვემოთ კი როცა სიტყვები ქვებად იქცევიან და მეტყველების უნარს წაართმევენ ქალაქის მკვიდრთ, მათ ნაცვლად მათი ჩრდილები იჩურჩულებენ. ჩრდილის დაკარგვის ცნობილი ლიტერატურული მოტივის მაგალითების მოხმობით თავს არ შეგაწყენთ, არ მგონია, რაიმეს მომტანი იყოს. მთელი ეს ლექსი ბიბლიური კონოტაციების ველია, ამიტომ ,,ჩრდილის’ კონცეპტიც უფრო ამ ველშია საძიებელი. კერძოდ, თუ გავიხსენებთ თეოსოფიიდან, რომ მაცხოვარი მარადიული ნათელია, რომელიც მიწიერებას ეფინება, ამ ნათელსა და მიწას შორის არის ადამიანი. მისი ჩრდილი, რომელიც მიწას ეცემა, მარადილ ნათელსა და მიწას შორის დგომის შედეგია. აქ მაცხოვრის ხსენება მიბიძგებს, ლექსის ის ადგილი სადაც ნათქვამია, ჩვილები თავებს დემონტრაცილად დაიხოცავენო, დავაკავშირო ჰეროდე მეფის მიერ ჩვილების დახოცვის ამბავთან. შურისმაძიებელი ძიძები, რომელთაც მხრებზე ავტომატები ჯვრებივით გაუდიათ (მინიშნება გოლგოთაზე) მოკლავენ ყველას, რადგან, ალბათ, ყველას დამნაშავედ მიიჩნევენ იმაში, რაც გარდაუვლად მოხდება. არ- გადარჩენა - ეს არის გადარჩენა, რომელიც არ შედგა. გადამრჩენი - მხსნელი, რომელიც კაცობრიობას მოევლინა, ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით, არის მაცხოვარი. თუ ფიქრთა ამ მდინარებას მივყვებით, მივალთ შთაბეჭდილებამდე, რომ ქალაქის დაღუპვის მიზეზი არის არშემდგარი შობა. ქრისტე, ,,არ დაიბადა ამ ქალაქისთვის’, გადამრჩენის მოვლინება არ მოხდა. ამ ქალაქს ახალი აღთქმა არ შეხებია… . ,,ამაოდ ფხიზლობს დედა’ - აქ ღვთისმშობელი უნდა იგულისხმებოდეს. მისი სიფხიზლე ვერ უშველს ქალაქს, რადგან მისი ძე მასში არ შეუშვიათ. საბოლოოდ გამოდის, რომ რაც ამ გარდაუვლად დასაღუპი ქალაქიდან რჩება, მოჩურჩულე ჩრდილებია’. აღარ იქნება ქალაქი და ვინ იცის, ვინ გაიგონებს, რა სათქმელი შეატოვა მათ ლექსის ავტორმა! ,,არგადარჩენა’ შეხმიანებაა დიდი ბიბლიური წინაპრის სიტყვებთან: ,, თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. (ფსალმუნნი, გალობა აღსავალთა. 126 (127:1) და მე მჯერა, პაატა შამუგიას ეს შემზარავი პოეტური ხილვა-წინასწარმეტყველება ერის მთვლემარე ნერვს მწარედ შეარხევს და გამოაფხიზლებს. ერის გადარჩენა კი მის მიწყივ სიფხიზლეშია.
ნინო დარბაისელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მისმინეთ პოეტებო , ასევე ადამიანებო, ვისაც გსურთ ამ, სიფრიფანა-ფრთებ- მიწებებული ლოდივით მძიმე სახელის ზიდვა! ----------
ეს რამდენიმე დღე და ღამე ჩემთვის წამებად იქცა. ოკეანის გაღმიდან, რაც შემიძლია, ,,ვირტუალურად' ხმის მიწვდენას ვცდილობ. იქ, კანცელარასთან ჩემი უმცროსი ძმები და შვილები - თანამედროვე საქართველოს ახალგაზრდა პოეტთა საუკეთესო ნაწილი ამ ყინვა-ავდარში, დღე და ღამ მხარში უდგანან ნიკა ჩერქეზიშვილს - უნიჭიერეს, უპატიოსნეს ახალგაზრდა პოეტსა და ადამიანს, რომელსაც უსამართლობასა და ნეპოტიზმთან ბრძოლაში თავი სასიკვდილოდ აქვს გადადებული. ეს მხოლოდ მისი ომი არ არის. ლამის ყველა თქვენგანი ასეთივე მსხვერპლია. ზოგი აცნობიერებს ამას და ფარხმალდაყრილი, ენაგაკმედილი ითმენს, ზოგი- ვერც ხვდება. ვინც ნიკას და დანარჩენ მეგობრებს უსაყვედურებთ, აქამდე, სხვები რომ იჩაგრებოდნენ, სად იყავითო. ეგ კითხვა ჯერ საკუთარ თავს დაუსვით. სად იყავით ან ადრე, ან ახლა სად ხართ? მე შემეზიზღებოდა საკუთარი თავი, ახლა სადმე, ახლო- მახლო რომ ვიყო, ფეხები მებას, განძრევა შემეძლოს, პლედი მაინც მქონდეს შემოსახვევად ამ ყინვაში და თუნდაც ხუთი წუთით იქ არ მივიდე, არ გავამხნეო. გადავჩხრიკე ჩემი გული, გონება და მეხსიერება და დარწმუნებით ვამბობ: მე მაქვს მორალური უფლება ამ სიტყვების თქმისა, რადგან ვიყავი პოეტ ბადრი გუგუშვილის გვერდით, როცა ის მწერალთა კავშირს შენობაში შიმშილობდა, ჩემი იმდროინდელი ცუდი პირადი მდგომარეობის მიუხედავად. (სამწუხაროდ, მან ისე, როგორც მე წინასწარ ვგრძნობდი, თვითმკველობით დაასრულა სიცოცხლე). მე ერთ- ერთი პირველი ვიდექი, ჩემი კოლეგების, ჟურნალ ,,ჩვენი მწერლობს' თანამშრომელთა გვერდით, როცა მათი ოფისი ვანდალურად დაარბიეს...და არა მხოლოდ ვიდექი. დ ა. შ. დადექით იქ, თუნდაც ხუთი წუთი, სადაც დღეს და მუდამ უნდა იდგეთ!
ნინო დარბაისელი სტრონი აშშ მისმინეთ პოეტებო , ასევე ადამიანებო, ვისაც გსურთ ამ, სიფრიფანა-ფრთებ- მიწებებული ლოდივით მძიმე სახელის ზიდვა! ----------
ეს რამდენიმე დღე და ღამე ჩემთვის წამებად იქცა. ოკეანის გაღმიდან, რაც შემიძლია, ,,ვირტუალურად` ხმის მიწვდენას ვცდილობ. იქ, კანცელარასთან ჩემი უმცროსი ძმები და შვილები - თანამედროვე საქართველოს ახალგაზრდა პოეტთა საუკეთესო ნაწილი ამ ყინვა-ავდარში, დღე და ღამ მხარში უდგანან ნიკა ჩერქეზიშვილს - უნიჭიერეს, უპატიოსნეს ახალგაზრდა პოეტსა და ადამიანს, რომელსაც უსამართლობასა და ნეპოტიზმთან ბრძოლაში თავი სასიკვდილოდ აქვს გადადებული. ეს მხოლოდ მისი ომი არ არის. ლამის ყველა თქვენგანი ასეთივე მსხვერპლია. ზოგი აცნობიერებს ამას და ფარხმალდაყრილი, ენაგაკმედილი ითმენს, ზოგი- ვერც ხვდება. ვინც ნიკას და დანარჩენ მეგობრებს უსაყვედურებთ, აქამდე, სხვები რომ იჩაგრებოდნენ, სად იყავითო. ეგ კითხვა ჯერ საკუთარ თავს დაუსვით. სად იყავით ან ადრე, ან ახლა სად ხართ? მე შემეზიზღებოდა საკუთარი თავი, ახლა სადმე, ახლო- მახლო რომ ვიყო, ფეხები მებას, განძრევა შემეძლოს, პლედი მაინც მქონდეს შემოსახვევად ამ ყინვაში და თუნდაც ხუთი წუთით იქ არ მივიდე, არ გავამხნეო. გადავჩხრიკე ჩემი გული, გონება და მეხსიერება და დარწმუნებით ვამბობ: მე მაქვს მორალური უფლება ამ სიტყვების თქმისა, რადგან ვიყავი პოეტ ბადრი გუგუშვილის გვერდით, როცა ის მწერალთა კავშირს შენობაში შიმშილობდა, ჩემი იმდროინდელი ცუდი პირადი მდგომარეობის მიუხედავად. (სამწუხაროდ, მან ისე, როგორც მე წინასწარ ვგრძნობდი, თვითმკველობით დაასრულა სიცოცხლე). მე ერთ- ერთი პირველი ვიდექი, ჩემი კოლეგების, ჟურნალ ,,ჩვენი მწერლობს` თანამშრომელთა გვერდით, როცა მათი ოფისი ვანდალურად დაარბიეს...და არა მხოლოდ ვიდექი. დ ა. შ. დადექით იქ, თუნდაც ხუთი წუთი, სადაც დღეს და მუდამ უნდა იდგეთ!
ნინო დარბაისელი სტრონი აშშ
13. მადლობა თიოეულ თქვენგანს საყირადღებო გამოხმაურებისთვის. რევიუს ბეჭდური ვერსიის წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალ ,,ცისკრის”ახალ ნომერში, სხვა უაღრესად საინტერესო მასალებთან ერთად მადლობა თიოეულ თქვენგანს საყირადღებო გამოხმაურებისთვის. რევიუს ბეჭდური ვერსიის წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალ ,,ცისკრის”ახალ ნომერში, სხვა უაღრესად საინტერესო მასალებთან ერთად
12. ნამდვილად უნდა განიხილოთ შამუგიას შემოქმედება, ობიექტურად და სრულად. განსაკუთრებით მისი ''დაუჯდომელის" იოანეს იკოსი 9, თანაც სიტყვა-სიტყვით.... მაგრამ საჭიროა? ეგ კაცი ისედაც ნათლად წერს რასაც წერს. ნუ დაავიწროებთ "პირველშემგრძნობთა" წრეს ( ღმერთმა დაგვიფაროს), რისი პირველშემგრძნობია, რაც 2000 წლის წინ დაიწერა ბიბლიაში? :) თუ ჩათვლით, რომ მე არაფერი მესმის (შამუგიასი), იყოს ასე... მაგრამ მისი ირონია, სარკაზმი და სატირა რომ კარგად მესმის, - მაგას რა ვუყოთ? თვითონაც ხომ თქვა "ჩემზე დამოკიდებულება ისეთივე იდიოტიზმია, როგორც ჩემი არწაკითხვაო." შამუგია კრიტიკოსებს იდიოტებად თვლიდა ექვსი წლის წინ. ახლა როგორაა, აზრი შეიცვალა? ამ შეფასებაში არ ვეთანხმები, კრიტიკოსები, ასე თუ ისე მოაზროვნე კატეგორიაა, აზროვნებენ ესე იგი არსებობენ, მე უბრალოდ არ მჯერა მ ა თ ი უ მ ე ტ ე ს ო ბ ი ს, რადგან ქოთანს იქედან მოაბამენ ყურს, საიდანაც უნდათ, კეთილსინდისიერებაში "ჭედავენ".
მაგრამ, ვინმე კარგი ფილოსოფოსის აზრს მოვისმენდი და აი რატომ:
"ბედნიერების და შემთხვევითობის ავარიული ჯახი" - შამუგიას ამ ლექსში, აუცილებლობისა და შემთხვევითობის (ფილოსოფიური წყვილადი კატეგორია) პაროდია არ არის, ჩემი მოკრძალებული აზრით. შემთხვევითობა- უმიზეზო მოვლენაა და ეს ტერმინი სუბიექტური არცოდნის გამოა დამკვიდრებული, თორემ სამყაროში არ არსებობს შემთხვევითობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი განსაზღვრავს ყველაფერს. აი ბედნიერების ფორმულა კი არსებობს (კეთილსინდისიერება+ თანხმობა+ექსტროვერტულობა+ნეიროტიზმი+გახსნილობა). არსებობს შემთხვევითი კეთილსინდისიერება, შემთხვევითი თანხმობა, შემთხვევითი გახსნილობა? -პასუხი ყველას ექნება აქ, ამაზე. ახლა მეორე: ბედნიერება აუცილებლობაა თუ შემთხვევითობა? შემთხვევითობა განაპირობებს ბედნიერებას? აქედან გამომდინარე, გვთავაზობს თუ არა შამუგია ფილოსოფიური კატეგორიის სრულიად ახალ წყვილს? ... ამიტომ იქნებოდა საინტერესო ფილოსოფოსის კომენტარები (ჩემთვის).
ნამდვილად უნდა განიხილოთ შამუგიას შემოქმედება, ობიექტურად და სრულად. განსაკუთრებით მისი ``დაუჯდომელის" იოანეს იკოსი 9, თანაც სიტყვა-სიტყვით.... მაგრამ საჭიროა? ეგ კაცი ისედაც ნათლად წერს რასაც წერს. ნუ დაავიწროებთ "პირველშემგრძნობთა" წრეს ( ღმერთმა დაგვიფაროს), რისი პირველშემგრძნობია, რაც 2000 წლის წინ დაიწერა ბიბლიაში? :) თუ ჩათვლით, რომ მე არაფერი მესმის (შამუგიასი), იყოს ასე... მაგრამ მისი ირონია, სარკაზმი და სატირა რომ კარგად მესმის, - მაგას რა ვუყოთ? თვითონაც ხომ თქვა "ჩემზე დამოკიდებულება ისეთივე იდიოტიზმია, როგორც ჩემი არწაკითხვაო." შამუგია კრიტიკოსებს იდიოტებად თვლიდა ექვსი წლის წინ. ახლა როგორაა, აზრი შეიცვალა? ამ შეფასებაში არ ვეთანხმები, კრიტიკოსები, ასე თუ ისე მოაზროვნე კატეგორიაა, აზროვნებენ ესე იგი არსებობენ, მე უბრალოდ არ მჯერა მ ა თ ი უ მ ე ტ ე ს ო ბ ი ს, რადგან ქოთანს იქედან მოაბამენ ყურს, საიდანაც უნდათ, კეთილსინდისიერებაში "ჭედავენ".
მაგრამ, ვინმე კარგი ფილოსოფოსის აზრს მოვისმენდი და აი რატომ:
"ბედნიერების და შემთხვევითობის ავარიული ჯახი" - შამუგიას ამ ლექსში, აუცილებლობისა და შემთხვევითობის (ფილოსოფიური წყვილადი კატეგორია) პაროდია არ არის, ჩემი მოკრძალებული აზრით. შემთხვევითობა- უმიზეზო მოვლენაა და ეს ტერმინი სუბიექტური არცოდნის გამოა დამკვიდრებული, თორემ სამყაროში არ არსებობს შემთხვევითობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი განსაზღვრავს ყველაფერს. აი ბედნიერების ფორმულა კი არსებობს (კეთილსინდისიერება+ თანხმობა+ექსტროვერტულობა+ნეიროტიზმი+გახსნილობა). არსებობს შემთხვევითი კეთილსინდისიერება, შემთხვევითი თანხმობა, შემთხვევითი გახსნილობა? -პასუხი ყველას ექნება აქ, ამაზე. ახლა მეორე: ბედნიერება აუცილებლობაა თუ შემთხვევითობა? შემთხვევითობა განაპირობებს ბედნიერებას? აქედან გამომდინარე, გვთავაზობს თუ არა შამუგია ფილოსოფიური კატეგორიის სრულიად ახალ წყვილს? ... ამიტომ იქნებოდა საინტერესო ფილოსოფოსის კომენტარები (ჩემთვის).
11. ხოდა ხსნა არ არის მოკლედ... ღრმა ნააზრევია ძალიან, კარგი ხაზით... პ.ს. ისე თავად სად არის? დაუძახეთ ერთი ამდენ ხანს რას ალაპარაკებს :))))))) ხოდა ხსნა არ არის მოკლედ... ღრმა ნააზრევია ძალიან, კარგი ხაზით... პ.ს. ისე თავად სად არის? დაუძახეთ ერთი ამდენ ხანს რას ალაპარაკებს :)))))))
10. ბევრი პესიმიზმია, ეტყობა ავტორი კარგად იცნობს თანამედროვე ეპოქას, ბიბლიიური სიუჟეტის ფერიც დაჰკრავს მაგრამ არც ეგრე როგორც გვიხატავთ (ეს მე მგონია ასე (დავაკონკრეტებ მაინც)). ბევრი პესიმიზმია, ეტყობა ავტორი კარგად იცნობს თანამედროვე ეპოქას, ბიბლიიური სიუჟეტის ფერიც დაჰკრავს მაგრამ არც ეგრე როგორც გვიხატავთ (ეს მე მგონია ასე (დავაკონკრეტებ მაინც)).
9. ჩემი შეკითხვა რიტორიკული იყო: პოეტად რომ არ მიგაჩნდეთ თქვენს შემოქმედებით ენერგიას ამ ,,შედევრის'' განხილვას არ მიახარჯავდით. მისი სხვა ქმნილებებიც უნდა განვიხილოო; წარმატებებს გისურვებთ . . . ჩვენც ნუ ჩაგვქოლავთ უბრალო მოკვდავებს, რომელთა ინტელექტუალური შესაძლებლობა შამუგიას მსგავსთა შემოქმედების განხილვას ვერ წვდება. ჩემი შეკითხვა რიტორიკული იყო: პოეტად რომ არ მიგაჩნდეთ თქვენს შემოქმედებით ენერგიას ამ ,,შედევრის`` განხილვას არ მიახარჯავდით. მისი სხვა ქმნილებებიც უნდა განვიხილოო; წარმატებებს გისურვებთ . . . ჩვენც ნუ ჩაგვქოლავთ უბრალო მოკვდავებს, რომელთა ინტელექტუალური შესაძლებლობა შამუგიას მსგავსთა შემოქმედების განხილვას ვერ წვდება.
8. პაატა შამუგია რომ არ მიმაჩნდეს თანამედროვე ახალგაზრდა თაობის პოეტთა ერთ საუკეთესო წარმომადგენლად, ამ რევიუს წერაზე არ გავირჯებოდი. და მეტსაც გეტყვით, შინაგანად სულ მაწუხებს ის ამბავი, რომ ბოლო წლებში სულ რაღაც სისულელეებზე ვფლანგე დრო და ენერგია და აქამდე არაფერი დამიწერია მის სხვა ქმნილებებზე, რომელთაც მუდამ ვეცნობოდი, არადა, ვიცი, რომ შევძლებდი და იქნებ არც-თუ ურიგოდ. პაატა შამუგია რომ არ მიმაჩნდეს თანამედროვე ახალგაზრდა თაობის პოეტთა ერთ საუკეთესო წარმომადგენლად, ამ რევიუს წერაზე არ გავირჯებოდი. და მეტსაც გეტყვით, შინაგანად სულ მაწუხებს ის ამბავი, რომ ბოლო წლებში სულ რაღაც სისულელეებზე ვფლანგე დრო და ენერგია და აქამდე არაფერი დამიწერია მის სხვა ქმნილებებზე, რომელთაც მუდამ ვეცნობოდი, არადა, ვიცი, რომ შევძლებდი და იქნებ არც-თუ ურიგოდ.
7. დიდი მოკრძალებით შევნიშნავ, ქალბატონ ნინოს:
პაატა შამუგია პოეტია? დიდი მოკრძალებით შევნიშნავ, ქალბატონ ნინოს:
პაატა შამუგია პოეტია?
6. პოეტი არის პირველშემგრძნობი. ის კი არ იწყევლება, იმ საშინელების შესახებ აფრთხილებს ერს, სიფხიზლისკენ მოუწოდებს პოეტი არის პირველშემგრძნობი. ის კი არ იწყევლება, იმ საშინელების შესახებ აფრთხილებს ერს, სიფხიზლისკენ მოუწოდებს
5. პოეტი არის პირველშემგრძნობი. ის კი არ იწყევლება, იმ საშინელების შესახებ აფრთხილებს ერს, სიფხიზლისკენ მოუწოდებს პოეტი არის პირველშემგრძნობი. ის კი არ იწყევლება, იმ საშინელების შესახებ აფრთხილებს ერს, სიფხიზლისკენ მოუწოდებს
4. საშინელი წყევლაა, უფალი გვიშველის, მწამს და მჯერავს. საშინელი წყევლაა, უფალი გვიშველის, მწამს და მჯერავს.
3. ქალბატონ ნინოს მითითებული აქვს: "თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი" - ამით უთითეს რომ ქრისტე თუ არ შემოვა დედაღვთისმშობელი ქალაქს ვერ დაიცავს, -მაგრამ ასეთი მიდგომა მცდარია, რადგან შამუგია წერს:
"უფალმაც რომ დაიცვას ქალაქი, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი - ვერავინ გადარჩება. "
უფალიც ვერ გიშველითო - ამბობს, ნაღდი სატანაა, არა? =))
ქალბატონ ნინოს მითითებული აქვს: "თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი" - ამით უთითეს რომ ქრისტე თუ არ შემოვა დედაღვთისმშობელი ქალაქს ვერ დაიცავს, -მაგრამ ასეთი მიდგომა მცდარია, რადგან შამუგია წერს:
"უფალმაც რომ დაიცვას ქალაქი, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი - ვერავინ გადარჩება. "
უფალიც ვერ გიშველითო - ამბობს, ნაღდი სატანაა, არა? =))
2. ყურადღებით წავიკითხე, ყოველთვის საინტერესოა ნინო დარბაისელის გვერდი. სულაც რომ არ ეთანხმებოდე, ყოველთვის სასარგებლოა სხვისი გონივრული მოსაზრების გაცნობა.
ჭადრები სწორედ თბილისშია ყველაზე უხვად - "ჭადრები ბეტონის ფოთლებს დაისხამენ", პოეტმა აპოკალიფსი აღწერა თბილისისათვის?! საქართველოს სხვა ქალაქებზე არც უფიქრია რადგან იქ საერთოდ არაფერი ხდება და სრული უძრაობაა - სახელმწიფოებრივ აზროვნებას ვგულისხმობ, თორემ ხახვ-ნიორის ფასზე ყველგან ლაპარაკობენ. მოკლედ თბილისი ვერ გადარჩება და სხვა ქალაქები გადარჩებიან თუ, ის სხვები აპოკალიფსის ღირსებიც არ არიან და კაი ხნის წინ აღმოჩნდნენ აპოკალიფსში? შესაბამისად მათზე ლაპარაკიც არ ღირს? რაკი ავტორი შამუგიაა და წინაასარჩევნო პერიოდია, მავანნი კი ამბობენ რომ ზუგდიდში/სამეგრელოში ნაცმოძრაობა გაიმარჯვებს, ნეტავ ზუგდიდზე ხომ არაა ეს აპიკალიფსური ხილვა? ბოლო ხუთი წელია იქ არ ვყოფილვარ და იქნებ იქაც მრავლადაა ჭადრები, არ ვიცი...
ერთი აზრიც გამიჩნდა: ავტორს სძულს და ეჯავრება, თუ უყვარს და ეცოდება ეს ქალაქი? ისეთი ზიზღი დავინახე ამ ლექსში რომ ალბათ უფრო სძულს. რა ბალღამი უნდა გქონდეს ასეთი, რომ ამხელა შხამი ანთხიო. მაგის ადგილას მოვინანიებდი ამის დაწერას და ვილოცებდი, მაგრამ ეგ, მაგას არ იზამს. კაცის წყევლამ ახდენა იცის... დაე არასდროს, არცერთ ქალაქს დედამიწის ზურგზე, არ აუხდეს ეს წყევლა.
არ დაიწყოთ ახლა პოეზიის ნიმუშიაო, შედევრიაო და ერის ინტელექტუალური საგანძურის მარგალიტია ეს ლექსიო. ერთი ბოღმით გასიებული კაცის გადმონთხეული შხამია. ჰოდა მეც ქართული საგანძურიდან ვუპასუხებ: "წყევლა - მაწყევარსაო!"
ყურადღებით წავიკითხე, ყოველთვის საინტერესოა ნინო დარბაისელის გვერდი. სულაც რომ არ ეთანხმებოდე, ყოველთვის სასარგებლოა სხვისი გონივრული მოსაზრების გაცნობა.
ჭადრები სწორედ თბილისშია ყველაზე უხვად - "ჭადრები ბეტონის ფოთლებს დაისხამენ", პოეტმა აპოკალიფსი აღწერა თბილისისათვის?! საქართველოს სხვა ქალაქებზე არც უფიქრია რადგან იქ საერთოდ არაფერი ხდება და სრული უძრაობაა - სახელმწიფოებრივ აზროვნებას ვგულისხმობ, თორემ ხახვ-ნიორის ფასზე ყველგან ლაპარაკობენ. მოკლედ თბილისი ვერ გადარჩება და სხვა ქალაქები გადარჩებიან თუ, ის სხვები აპოკალიფსის ღირსებიც არ არიან და კაი ხნის წინ აღმოჩნდნენ აპოკალიფსში? შესაბამისად მათზე ლაპარაკიც არ ღირს? რაკი ავტორი შამუგიაა და წინაასარჩევნო პერიოდია, მავანნი კი ამბობენ რომ ზუგდიდში/სამეგრელოში ნაცმოძრაობა გაიმარჯვებს, ნეტავ ზუგდიდზე ხომ არაა ეს აპიკალიფსური ხილვა? ბოლო ხუთი წელია იქ არ ვყოფილვარ და იქნებ იქაც მრავლადაა ჭადრები, არ ვიცი...
ერთი აზრიც გამიჩნდა: ავტორს სძულს და ეჯავრება, თუ უყვარს და ეცოდება ეს ქალაქი? ისეთი ზიზღი დავინახე ამ ლექსში რომ ალბათ უფრო სძულს. რა ბალღამი უნდა გქონდეს ასეთი, რომ ამხელა შხამი ანთხიო. მაგის ადგილას მოვინანიებდი ამის დაწერას და ვილოცებდი, მაგრამ ეგ, მაგას არ იზამს. კაცის წყევლამ ახდენა იცის... დაე არასდროს, არცერთ ქალაქს დედამიწის ზურგზე, არ აუხდეს ეს წყევლა.
არ დაიწყოთ ახლა პოეზიის ნიმუშიაო, შედევრიაო და ერის ინტელექტუალური საგანძურის მარგალიტია ეს ლექსიო. ერთი ბოღმით გასიებული კაცის გადმონთხეული შხამია. ჰოდა მეც ქართული საგანძურიდან ვუპასუხებ: "წყევლა - მაწყევარსაო!"
1. ნინო დარბაისელის ლიტერატურული განხილვების კითხვისას, ისეთივე სიამოვნებას ვიღებ, როგორც თავად მხატვრული ტექსტების კითხვის დროს.
თუმცა, სულ მაინტერესებს- ნეტავ, ავტორებიც იმდენს ხედავენ და დებენ თავიანთ ნაწარმოებებში,რასაც ხედავენ ლიტ.კრიტიკოსები? :)
ნინო დარბაისელის ლიტერატურული განხილვების კითხვისას, ისეთივე სიამოვნებას ვიღებ, როგორც თავად მხატვრული ტექსტების კითხვის დროს.
თუმცა, სულ მაინტერესებს- ნეტავ, ავტორებიც იმდენს ხედავენ და დებენ თავიანთ ნაწარმოებებში,რასაც ხედავენ ლიტ.კრიტიკოსები? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|