ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2016


ძილის ღმერთები

თქვენ,
ძილის ღმერთებო,
მიეცით მოსვენება ყველა ვერდაბადებულ ბავშთა დედას.
ღამენათევი რომ უზის ტახტთან ნაჭრის თოჯინას.
და ნაგვის ურნიდან
ამოსული კატის კნავილი,
მტირალი ჩვილის სანატრელი
ხმა რომ ჰგონია.

ძილის ღმერთებო,
ვერჩასახული ბავშვთა ძახილით,
ნუ გააღვიძებთ მძინაr დედას
ყოველ ალიონს.
(რომლის თვალები -
ზღვადამშრალ გემების ყურე. )
რომლის სხეული,
უნაყოფო მცენარის მსგავსად-
ვეღარ ყვავილობს.

და თქვენ ღმერთებო,
ძილისა თუ ღვიძილის - ამინ!
ნანატრ სიმშვიდეს მოწყურებულთ
მიეცი ნება.
და გაუქარწყლეთ ყველა დედას,
შვილის შორს წასვლით,
გამოწვეული მღელვარება:
-ვაი თუ ვეღარ...

და პირჯვრისწერით,
და ღიმილით
კარის ზღურბლს მდგარი,
ყოველ საღამოს,
მზის ჩასვლისას,
განთიადისას.
ვერდაბრუნებულ შვილთა ნახვა
ძილის ღმერთებო,
უქციეთ სიზმრად.

თქვენ კი სალამი ,
უმადურთა, მკვდართა დედებო,
და თქვენ ღმერთებო,
თუ კი სადმე გძინავთ და ელით,
და თქვენ ღმერთებო,
თუკი სადმე ფხიზლობთ და მღერით,
სიმშვიდე ჩვენი არსობისა,
ვითარცა პური,
მიეცით საგზლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები