ავტორი: ვ.ხაბეიშვილი ჟანრი: პოეზია 23 ოქტომბერი, 2016
სიკვდილი მეფობს...
*** ამ დროს ალბათ უნდა გადმოვიდო კაფკა და ბურუსში გავეხვე. უნდა ვიწამო,რომ ცხოვრება მოულოდნელი აბსურდია და რა თქმა უნდა არავის შევედავო- მოსალოდნელი აბსურდი არც არსებობს. მაგრამ არსებობენ მოსალოდნელი ტკივილები, დაუგეგმავი,თუმცა მეტად სავარაუდო, რადგან იცხოვრო,ნიშნავს-იარსებო გაბმულ ტკივილში, სადაც ტკივილი,იმისთვის რომ სავალალოდ არ დაძაბუნდე,ხოლმეობითი პრინციპის დაცვით- სახეს შეიცვლის და კონტრასტული იერით თავს მოგიქონავს. შენ კი იღიმი- იქნებ შეგრჩეს, იქნებ გადარჩე, იქნებ ცხოვრებამ კანონზომიერი ქმედებები შენგან დაიწყოს, იქნებ და იქნებ- არ აღმოჩნდე სხვების ადგილზე. სხვების ვინც ასე გაურკვევლად და გაუგებრად - აღარ არიან.