ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2016


ავოიეე ფიქრები

გავუგზავნე მოკითხვა
ყოფას, დედაარღნიანს.
დამიჯერებ, რომ გითხრა,
არაფერი მაკლია...
გავამგზავრე ნაღველი
იქით, იმას იქითაც.
არაფერი მაღელვებს,
ქარიშხალს ვსვამ ჭიქიდან!..
ფიქრი გავათავნებე,
იოცნებოს, რას მიშლის.
მაინც თავს არ მანებებს,
თავს როცა ვდებ ბალიშზე...
რასაც ვითხოვ, მეძლევა,
მადლი მწყალობს  ცხრავე ცის!
დღეს სულ ამის შემძლე ვარ,
ხვალ რა მელის, რა ვიცი...
ჯერ კიდევ მაქვს ოფსილა
ციდან ძირს არ დავეშვა.
თავს ვთვლი კდემამოსილად,
ჰო, ხუმრობის გარეშე...
გავუგზავნე მოკითხვა
ყოფას, დედაარღნიანს.
დამიჯერებ, რომ გითხრა,
არაფერი მაკლია?..
      07.12.16

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები