ნინო დარბაისელი
ქალი-დუმფარა - - - - ტბის ზედაპირზე ლივლივებს მთვარე, ელაციცება მთვლემარ დუმფარას, წყალქვეშ კი ქალი, ადრე მთრთოლვარე, შლამს დაუფარავს, შხამს დაუფარავს.
ჩუმი ხმაური ზარავს არეებს, წყლებს მდუმარეებს, წყალმცენარეებს.
ზედაპირები? ზედაპირები, როგორც წასულთა დანაპირები, მოსარკულან და სხივით ავსილან, ქვეშ - მოიქცევა წყალი და სილა, დუმან ჩრდილები და ნაპირები.
და ალიონი როცა იალებს, მრავალი ნავი გაისრიალებს, ყველა მენავე იქნება მშრალი და დუმფარისკენ მზირალი თვალი ვერ დაუნახავს ღამის იარებს, ან - იგრძნობს, მაგრამ არ აღიარებს, წყალქვეშ მორევებს რა ატრიალებს, ფიქრს პოეტისას რა ატიალებს...
ზედაპირები, ზედაპირები.
------------ პ.ს. ეს ლექსიც ეტიუდი იყო და მერე დამუშავების ხასიათზე მოვედი. ესთეტიკურად- გვიანრომანტიზმის, ან ადრე სიმბოლისტურ კონტექსტში ჯდება. წესით, ჩვენი პოეზია იმ დროს ევროპულის დონეზე რომ ყოფილიყო განვითარებული, რომელიმე პოეტ ქალს უნდა ,, დაესწრო’ სიტყვა ,, დუმფარა” სიმბოლისტთა სანუკვარ ორ მაგისტრალურ პოეტურ კონცეპტს შეიცავს: დუმილი და და- ფარ- ულობა.
დუმ- ფარა - წყალზემოთა მცენარეა, რომელსაც იდუმალი წყალი ასაზრდოებს. დანარჩენი - ტექსტს დაუკვირდით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგია ქალბატონო ნინო
მოგიკითხეთ და ბედნიერი შობა ახალი წელი გისურვეთ წინასწარ კარგია ქალბატონო ნინო
მოგიკითხეთ და ბედნიერი შობა ახალი წელი გისურვეთ წინასწარ
6. ნექტარ, დანტე დარდიანო,ელადა, ოთარ ცისკაძე, მადლობა, გილოცავთ შობა - ახალ წელს. ასევ , მადლობა გილოს, იმისთვს რომ ლექსი წაუკითხავს.კომენტარის გაგება კი გამიჭირდა. თუ გამოჩნდა და სცალია, მინდა ვთხოვო, იქნებ განმიმარტოს. ნექტარ, დანტე დარდიანო,ელადა, ოთარ ცისკაძე, მადლობა, გილოცავთ შობა - ახალ წელს. ასევ , მადლობა გილოს, იმისთვს რომ ლექსი წაუკითხავს.კომენტარის გაგება კი გამიჭირდა. თუ გამოჩნდა და სცალია, მინდა ვთხოვო, იქნებ განმიმარტოს.
5. რა არის ქალბატონო ნინო(ვ) ახლა ეს(ა) ? რა არის ქალბატონო ნინო(ვ) ახლა ეს(ა) ?
4. +5!!! კარგია! +5!!! კარგია!
3. კარგია განსხვავებულია, კარგია განსხვავებულია,
2. მომეწონა. ისეთი შეწყობილია, რომც არ გინდოდეს, თავისით წაგეკითხება. ++ მომეწონა. ისეთი შეწყობილია, რომც არ გინდოდეს, თავისით წაგეკითხება. ++
1. ლამაზია. მიყვარს საოცარი ყვავილობით დუმფარები. ლამაზია. მიყვარს საოცარი ყვავილობით დუმფარები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|