 | ავტორი: ილუ ჟანრი: პოეზია 20 იანვარი, 2017 |
გაყინული ადამიანები. გაყინული გრძნობები და გაყინული სამყარო. მკვდარი ცხოვრება და სიჩქარეში გაჭედილი სიცოცხლე. ღამით, როცა ზამთრის სიცივე კანზე ეკლებით მერჭობა, ვხვდები რომ წერტილები ცაზე, რომელთაც ყოველთვის ვეძებ, როცა საღამოს გარეთ გამოვდივარ, აღარ არის. აღარ არის ჩემი შეყვარებული - რომელიც არასდროს არ მყოლია. აღარ არის ერთადერთი ადამიანი - რომელთან ერთადაც ბავშვობაში, აივანზე ვიჯექი და გეგმებს ვაწყობდი. აღარ არ არის ურთიერთობები, რომლებიც ოდესღაც ღირებული იყო ჩემთვის. აღარ ხარ შენ - რომელიც თავს არ მანებებ, მაინც. და აღარ ვართ ჩვენ.
კითხვები, რომელიც გვებადება მაშინ, როცა ადამიანები შემოდიან ან გადიან ჩვენი ცხოვრებიდან. რომლებიც გვტოვებენ და თან მივყავართ ახალ სამყაროში. მონატრება, რომელიც ვაიძულეთ რომ მომკვდარიყო, რათა თავი ცუდად არ გვეგრძნო.
სიყვარული - ავუკრძალეთ არსებობა, რადგან არ მოვეკალით, სიხარული - ვაიძულეთ, აღმაფრენაში არ გადავეყვანეთ, რათა მერე იმედები არ გაგვცრუებოდა ემოციები - ვაიძულეთ, ჩვენგან თავი შორს დაეჭირათ და გავირყვენით. უარვყავით საკუთარი თავი - რათა არ გვქონოდა პასუხისმგებლობები, უარვყავით ერთმანეთი - რათა არ გვყოლოდა ღმერთი, და უარვყავით ღმერთი - რათა დაგვემწყვდია სურათებში და გვყოლოდა კერპი. უარვყავით ყველაფერი - გარდა მიწისა და ხორცისა. უარვყავით ადამიანობა და ადამიანები. ავკრძალეთ სიგიჟე - რათა გაგვეხსნა ფსიქიატრიულები, ავკრძალეთ სექსი - რათა გაგვეხსნა ბორდელები, ავკრძალეთ მხიარულება - რათა გავმხდარიყავით ნარკომანები, ავკრძალეთ ყველაფერი ჯანსაღი - რათა გვქონოდა გამაჯანსაღებელი დაწესებულებები. ავკრძალეთ სიცოცხლე, სიკვდილი, ადამიანობა, სიგიჟეები, სიკეთე, ბოროტება, და ზოგადად, ავკრძალეთ ყველაფერი - რაც განცდებს იწვევდა ჩვენში. ჩვენ დაავადებულები ვართ. ჩვენ არ ვცხოვრობთ, არ ვცოცხლობტ და არ ვკვდებით. ჩვენ არ ვარსებობთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. პოეზიასგან შორსაა, მაგრამ რეალობასთან წილნაყარია. პოეზიასგან შორსაა, მაგრამ რეალობასთან წილნაყარია.
2. მე არ ამიკრძალავს :) :) :) მე არ ამიკრძალავს :) :) :)
1. გასაგებია განცდები, შესაბამისი ემოციაც მოაქვს, მაგრამ ავტორის მიერ შერჩეულ ჟანრს ვერ მივუსადაგე მე პირადად.
გასაგებია განცდები, შესაბამისი ემოციაც მოაქვს, მაგრამ ავტორის მიერ შერჩეულ ჟანრს ვერ მივუსადაგე მე პირადად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|