6. გმადლობთ, ქალბატონო ნინა! :) თქვენც წარმატებები! გმადლობთ, ქალბატონო ნინა! :) თქვენც წარმატებები!
5. ამ ლექსის თარგმანებს დავტრიალებ ამ ბოლო დროს და რაც წავიკითხე, მათ შორის ყველაზე მიახლოვებული მაინც თქვენი მგონია. ია ხასაიას არაჩვეულებრივი ნაშრომით მოვიხიბლე, მაგრამ მისი "თარგმანის ხასიათი" ზედმეტად დაშაქრებულ-დათაფლული მეჩვენა, ალბათ იმიტომ რომ ამ ლექსში მარინა გაბრაზებული და ცინიკოსიც კი მომეჩვენა პირადად მე, მოკლედ, დედანიდან მიღებული განცდა აცდა თარგმანიდან მითებულ ემოციას. ვთარგმნე მეც, მაგრამ არ ვაქვეყნებ, იმიტომ რომ რომ არ მაქვს არავისთან შედავების თავი. :) ჰოდა, შეფასებული რომ არ მქონოდა თქვენი თარგმანი, ახლა უმაღლეს შეფასებას დავტოვებდი, ასე რომ თქვენი ვალი მაქვს :) წარმატებები! ამ ლექსის თარგმანებს დავტრიალებ ამ ბოლო დროს და რაც წავიკითხე, მათ შორის ყველაზე მიახლოვებული მაინც თქვენი მგონია. ია ხასაიას არაჩვეულებრივი ნაშრომით მოვიხიბლე, მაგრამ მისი "თარგმანის ხასიათი" ზედმეტად დაშაქრებულ-დათაფლული მეჩვენა, ალბათ იმიტომ რომ ამ ლექსში მარინა გაბრაზებული და ცინიკოსიც კი მომეჩვენა პირადად მე, მოკლედ, დედანიდან მიღებული განცდა აცდა თარგმანიდან მითებულ ემოციას. ვთარგმნე მეც, მაგრამ არ ვაქვეყნებ, იმიტომ რომ რომ არ მაქვს არავისთან შედავების თავი. :) ჰოდა, შეფასებული რომ არ მქონოდა თქვენი თარგმანი, ახლა უმაღლეს შეფასებას დავტოვებდი, ასე რომ თქვენი ვალი მაქვს :) წარმატებები!
4. ასეთ კომენტარებში, ნახევარ სამეფოს და ერთადერთ ქალიშვილს იძლევიან! :) კი, მიგიხვდი რასაც გულისხმობ. მადლობის მეტი რა მეთქმის... გაიხარე, არმენ! ვეცდები გავითვალისწინო შენიშვნები. ასევე, დიდი პატივისცემით! :) ასეთ კომენტარებში, ნახევარ სამეფოს და ერთადერთ ქალიშვილს იძლევიან! :) კი, მიგიხვდი რასაც გულისხმობ. მადლობის მეტი რა მეთქმის... გაიხარე, არმენ! ვეცდები გავითვალისწინო შენიშვნები. ასევე, დიდი პატივისცემით! :)
3. ახლა ვფიქრობ, რომელი სიტყვებით გითხრა ზუსტად ის, რასაც ვფიქრობ, რადგან მე თვითონაც მიჭირს ცოტა სათქმელის ჩამოყალიბება. თარგმანის სიზუსტეზე მგონი ვერც ვერავინ გამოთქვამს პრეტენზიას, კარგია. უფრო ფრაზების სტილისტიკაზე მინდა გითხრა, მეგობარო. ზოგ მათგანს ბუნებრივობა აკლია და ცოტა მოუხეშავად ჟღერს (მაგ. ,,ნიჭს ტოლად, ვიცი - ვერ ვავლენთ" ,,გიკურთხებთ საშინელ ფრენას"). ვიცი, რომ დედანში ასეა, მაგრამ იქ უფრო ლირიკულად და გასაგებად ჟღერს. ერთი წუთით დავივიწყოთ რომ ეს ლექსი თარგმანია და ვეცადოთ განვიხილოთ როგორც ქართული ლექსი (რაკი ითარგმნება, ე.ი. უნდა გაქართულდეს კიდეც ნაწილობრივ). ქართული ლექსისთვის ცოტა ხელოვნურია, არა-და როგორი ლამაზი და ბუნებრივი მუსიკა აქვს დედანში. კითხვის პროცესში თარგმანში რიტმი ირღვევა, რადგან მარცვალთა რაოდენობა სხვადასხვაა. რატომღაც მგონია, რომ სტაბილურად ცხრამარცვლიანი (3+3+3) სტრიქონი მოუხდებოდა ყველაზე მეტად ამ ლექსს (უმრავლესობა ენებში თითქმის შეუძლებელია მარცვალთა ზუსტი რაოდენობის ლექსში დაცვა, არც რუსულია გამონაკლისი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ქართული ლექსი უფრო კონსერვატიულია და მეტ იუველირულ სიზუსტეს მოითხოვს ფონეტიკური სხვაობის გამო).
არავინ იფიქროს, რომ თარგმანი არ მომეწონა და ამისთვის დავწერე კილომეტრიანი კომენტარი. პირიქით, კარგი თარგმანია და ვფიქრობ ცოტა დედნისგან აცდენის შემთხვევაში, თუ ცოტა უფლებას მისცემ თავს შინაარსობრივი ჩარჩოს გარღვევის, მეტი ეფექტის გამოწვევა შეუძლია და დამოუკიდებელ, ბუნებრივ, ლამაზ ქართულენოვან ცვეტაევადაც შედგება.
არ ვიცი რამდენად დაგეხმარება ჩემი აზრი თარგმანზე მუშაობაში, ბექა, მაგრამ შენდამი დიდი პატივისცემა მაწერინებს ამ კომენტარს და ვიცი, რომ მინიმუმ ყურადღებით მომისმენ.
მიიღე ჩემი გულითადი მოკითხვა!
+5 ახლა ვფიქრობ, რომელი სიტყვებით გითხრა ზუსტად ის, რასაც ვფიქრობ, რადგან მე თვითონაც მიჭირს ცოტა სათქმელის ჩამოყალიბება. თარგმანის სიზუსტეზე მგონი ვერც ვერავინ გამოთქვამს პრეტენზიას, კარგია. უფრო ფრაზების სტილისტიკაზე მინდა გითხრა, მეგობარო. ზოგ მათგანს ბუნებრივობა აკლია და ცოტა მოუხეშავად ჟღერს (მაგ. ,,ნიჭს ტოლად, ვიცი - ვერ ვავლენთ" ,,გიკურთხებთ საშინელ ფრენას"). ვიცი, რომ დედანში ასეა, მაგრამ იქ უფრო ლირიკულად და გასაგებად ჟღერს. ერთი წუთით დავივიწყოთ რომ ეს ლექსი თარგმანია და ვეცადოთ განვიხილოთ როგორც ქართული ლექსი (რაკი ითარგმნება, ე.ი. უნდა გაქართულდეს კიდეც ნაწილობრივ). ქართული ლექსისთვის ცოტა ხელოვნურია, არა-და როგორი ლამაზი და ბუნებრივი მუსიკა აქვს დედანში. კითხვის პროცესში თარგმანში რიტმი ირღვევა, რადგან მარცვალთა რაოდენობა სხვადასხვაა. რატომღაც მგონია, რომ სტაბილურად ცხრამარცვლიანი (3+3+3) სტრიქონი მოუხდებოდა ყველაზე მეტად ამ ლექსს (უმრავლესობა ენებში თითქმის შეუძლებელია მარცვალთა ზუსტი რაოდენობის ლექსში დაცვა, არც რუსულია გამონაკლისი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ქართული ლექსი უფრო კონსერვატიულია და მეტ იუველირულ სიზუსტეს მოითხოვს ფონეტიკური სხვაობის გამო).
არავინ იფიქროს, რომ თარგმანი არ მომეწონა და ამისთვის დავწერე კილომეტრიანი კომენტარი. პირიქით, კარგი თარგმანია და ვფიქრობ ცოტა დედნისგან აცდენის შემთხვევაში, თუ ცოტა უფლებას მისცემ თავს შინაარსობრივი ჩარჩოს გარღვევის, მეტი ეფექტის გამოწვევა შეუძლია და დამოუკიდებელ, ბუნებრივ, ლამაზ ქართულენოვან ცვეტაევადაც შედგება.
არ ვიცი რამდენად დაგეხმარება ჩემი აზრი თარგმანზე მუშაობაში, ბექა, მაგრამ შენდამი დიდი პატივისცემა მაწერინებს ამ კომენტარს და ვიცი, რომ მინიმუმ ყურადღებით მომისმენ.
მიიღე ჩემი გულითადი მოკითხვა!
+5
2. გადავხედავ. მადლობა! :) გადავხედავ. მადლობა! :)
1. ჩემი ღრმად არაკომპეტენტური აზრით, კარგი თარგმანია, ლამაზად ჟღერს :)
"პირველად: ჩემ ხმის არ მესმის." - ამას არ აწყენდა ცოტათი დახვეწა.
ჩემი ღრმად არაკომპეტენტური აზრით, კარგი თარგმანია, ლამაზად ჟღერს :)
"პირველად: ჩემ ხმის არ მესმის." - ამას არ აწყენდა ცოტათი დახვეწა.
|