 | ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 თებერვალი, 2017 |
საზიზღრობაა რომ ბოლოს ყველანი მარტივ ნაწილებად ვიშლებით, ცხოველურ ელემენტებად, ინსტიქტებად. ჰო, სამარცხვინოა ეს ყველაფერი და ისიც სამარცხვინოა რომ გავჩნდით ადამიანებად, ადამისიანებად და გვარწმუნებენ, ღმერთმა გამოგვძერწა, შთაგვბერა სული, არა, ჩვენ არ ვიშვით, არ განვვითარდით ევოლუციით. საზიზღრობაა როცა გარემოებებს ვაბრალებთ ყველაფერს, როცა დროს ვარჩევთ, როგორც მიმდინარე წყვეთებს წყლის, და ვცდილობთ მოვერგოთ ვიწრო და მახინჯ ჩარჩოებს. როცა,არამარტო სხვის თვალწინ, სხვის დასანახად და გასაგონად, ჩვენს თავთან მარტო დარჩენილებიც თავებს ვიმართლებთ. საზიზღრობაა, როცა ცაზე ვარსკვლავებს, ბედისწერის წინასწარმეტყველებად აღვიქვამთ, რომლის წარმართვა-ფლობაც თითქოს ჩვენ გვერგო. საზიზღრობაა, რომ ერთდროს საყვარელ ადამიანებს ბოლოს გამოცდილებას და გაკვეთილს ვარქმევთ, საზიზღრობაა, როცა თვალებიდან ნაპერწლები გვცვივა ცრემლების ნაცვლად. და რომ ხშირად უამინდობაც გვყოფნის ერთმანეთის "ვერ ნახვის" მიზეზადად. საზიზღრობაა, როცა მინდა ყველაფერი იყოს ჩემი და ჩემთივს. საზიზღრობაა, როცა ჩემს დუმილს გაჩვევ, თითქოს გესმოდეს რამე. საზიზღრობაა, როცა მე და შენ ერთნაირ სიზმარს სხვადასვა საწოლში ვხედავთ, კილომეტრების სხვაობით. საზიზღრობაა, როცა ხვდები, რომ არ ხარ საკმარისი, არც ლამაზი ხარ,არც ჭკვიანი, და თავს სხვებს, კონტრასტის მოლოდინში, ადარებ, საზიზღრობაა, როცა რამეს ჩაუფიქრდები და ეჭვები ჭიანჭველებივით დაგდიან, გწვავენ, გნესტრავენ,არ გასვენებენ, საზიზღრობაა, როცა გინდა და არ შეგიძლია, და ცხოვრობ გადავადებით, არა დღეს და ახლა, არამედ შორეული პერსპექტივებით. საზიზღრობაა, რომ ავიშენეთ სახლები, შენობებები, ქალაქები, ათასი მანქანა-მოწყობილობა მოვიგონეთ და კომფორტის ზონები მოვიწყვეთ, აღარც გამოვდივართ, დავრჩით, დავდექით, გავჩერდით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მაგრამ მაინც რა დიდებულია ყველა ეს საზიზღრობა, რადგან ადამიანები რომ არ ვიყოთ, ვერ დავრჩებოდით, ვერ დავდგებოდით, ვერ გავჩერდებოდით... და მეც შენთან ერთად მერევა გული ახლა მაგრამ მაინც რა დიდებულია ყველა ეს საზიზღრობა, რადგან ადამიანები რომ არ ვიყოთ, ვერ დავრჩებოდით, ვერ დავდგებოდით, ვერ გავჩერდებოდით... და მეც შენთან ერთად მერევა გული ახლა
2. რა საზარელი ფიგურაა ადამიანი! როულ არსთა მსაჯული, მიწის ბრიყვი მატლი, ჭეშმარიტების საცავი, ეჭვებისა და შეცდომების აღუვსებელი სარჭყაული, სიბილწის ბუდე, სამყაროს დიდება, ბუნების უბადრუკი ნაშთი და ნარჩენი. ეს აზრი ადამიანის ბუნების ურთიეღტ საწინააღმდეგო თვისებების შესახებ, მრავალჯერ განმეორებულა და სხვადასხვა ვარიაციებით და ინტერპრეტაციებით მოყოლებული ბიბლიიდან დღემდე. ყველა ადამიანშია ეს თვისებები, დრო და გარემოება, სიტუაცია ხან ერთ წამოწევს წინ და ხან მეორეს.ადამიანს გარემოება ქმნის და ავლენს და სანამ არ დადგება წუთი, არავინ უწყის ვინ რისი გამკეთებელია , ვინრისი შემძლებელი! რა საზარელი ფიგურაა ადამიანი! როულ არსთა მსაჯული, მიწის ბრიყვი მატლი, ჭეშმარიტების საცავი, ეჭვებისა და შეცდომების აღუვსებელი სარჭყაული, სიბილწის ბუდე, სამყაროს დიდება, ბუნების უბადრუკი ნაშთი და ნარჩენი. ეს აზრი ადამიანის ბუნების ურთიეღტ საწინააღმდეგო თვისებების შესახებ, მრავალჯერ განმეორებულა და სხვადასხვა ვარიაციებით და ინტერპრეტაციებით მოყოლებული ბიბლიიდან დღემდე. ყველა ადამიანშია ეს თვისებები, დრო და გარემოება, სიტუაცია ხან ერთ წამოწევს წინ და ხან მეორეს.ადამიანს გარემოება ქმნის და ავლენს და სანამ არ დადგება წუთი, არავინ უწყის ვინ რისი გამკეთებელია , ვინრისი შემძლებელი!
1. ყოველ სიტყვაზე გეთანხმებით.
ყოველ სიტყვაზე გეთანხმებით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|