ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
14 მარტი, 2017


პარალელები

  პ ა რ ა ლ ე ლ ე ბ ი
სექტემბრის უღრუბლო დილა იდგა.მზემაც თითქოს უჩვეულოდ ადრე გამოანათა.
თითქმის ყველა სახლიდან თეთრებში გამოწყობილი ბავშვები გამოვიდნენ, წამიც და ქუჩა ჟრიამულით აავსეს. გოგონების უმრავლესობას ხელში თაიგულები ეკავა, აქა-იქ ბიჭებსაც. პატარა პირველკლასელებს მშობლები მიაცილებდნენ, უფროსკლასელები ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ,თითქმის ყველა ტრაბახობდა თავიანთი ,,გმირობით,, და თავგადასავლებით, ეტყობოდათ, არდადაგებმა კარგად, მხიარულად ჩაიარა და ახლა თითოეულიდან დიდი ენერგია და ენთუზიაზმი მოდიოდა. უმცროსკლასელები თავს იმით იწონებდნენ ვინ უდრო მეტი ,,რასტიშკა,, შეჭამა და როგორ გამაღლდა გადაასწრო სხვებს.
  პატარა ელენეს ლია მასწავლებლისთვის მაგრად ჩაეჭიდა ხელი, გულში კი ბებოს დარიგებას იმეორებდა,,კარგად უნდა ისწავლო, სასახელო გოგო გამოხვიდე,,.
  მასწავლებელმა პირველკლასსელებს მიულოცა სწავლის დაწყება, ბევრ ბავშვს თვალში ცრემლი უკიაფებდა, გაუჭირდათ 35 წუთი განუნძრევლად ჯდომა, ხშირად თვალებს ფანჯრისკენ აპარებდნენ, იქიდან მშობლები ამხნევებდნენ,
  ელენეს სხვებისგან გამორჩეულად ეცვა, მშობლებს ევროპული სასკოლო ფორმები და სასწავლო ნივთები გამოეგზავნათ, წესით თვალები უნდა აციმციმებოდა, როგორც სხვა ბავშვებს, ის კი მორცხვად ლია მასწავლებელს მისჩერებოდა. ლიას  გამოცდილ თვალებს არ გამოჰპარვია ელენეს საქციელი.
ლია მასწავლებელმა ბავშვებს ლამაზი ბუშტები დაურიგა და უთხრა ეს ელენეს დედიკომ გამოუგზავნა ყველას საჩუქრად, პატარა სუვენირებიც ჩამოარიგა, ესეც ელენეს დედის საჩუქრად ,, გაასაღა,, არადა იგი ოთხი წელი აგროვებდა ამ საჩუქრებს თავისი ახალი პირველკლასელებისთვის.
  ელენეს უცბად სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, მართლაც კარგი მშობლები მყოლია, როგორც ლია მასწავლებელი ამბობს ყოველთვის, არადა პირიქით ეგონა,,ცუდი მშობლები ყავდა,, ,,დატოვეს,,
  ზარი დაირეკა, ბავშვებმა შვებით ამოისუნთქეს, ზოგს სიხარულისგან ჩანთაც დაავიწყდა. ლია მასწავლებელმა ელენეს  ხელი ჩაჰკიდა და სახლისკენ გასწიეს. იცოდა დიდი ტვირთი დააწვებოდა დღეიდან, ელენესტვის დედობა და მამობა ორივე უნდა გაეწია, თან გულში უხაროდა, მართოობის განცდა უკან იხევდა, ფიქრებში უკვე ელენეს აფრთიანებდა.
  ორმოცი წლის წინ დეიდამ მიმაცილა სკოლაში. მაშინ ნატა მასწავლებელს ჩააბარა ჩემი თავი. ბებომ კი დამარიგა , მშობელი, გამზრდელი და მასწავლებელი  არასოდეს უნდა შემერცხვინა.
ნატა მასწავლებელმა საკუთარ ოჯახზე უარი თქვა, 50 წელი სხვისი შვილები აღზარდა, მე კი მის გოგოდ დავრჩი მთელი სიცოცხლის მანძილზე.
მაშინაც ეზოებიდან თეთრ ბაფტებიანი და თეთრ მაისურიანი ბავშვები ტკარცალით მოეფინენ სკოლისკენ მიმავალ ხრეშიან შარაზე...
  რამდენ ისტორიას აქვს ერთი ხელწერა...რამდენი პარალელები არსებობს ბუნებაში..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები