ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2017


(კლასელებს)

ლამაზი ქალის ჩავლისას,
გული თუ აგიფრიალდა,
ვნებამ კბილები ალესა,
ოფლმა თუ გადაგიარა,
ჩათვალე შენთან სიბერემ,
ჯერაც არ ჩამოიარა.
ჭაღარა ეგ არაფერი,
ეგ მხოლოდ ფიქრთა იარა,
სიზმრად თუ ისევ დაფრინავ,
ისევ გახარებს მაისი,
წლები რა საფიქრალია,
თქვი რომ შორსაა დაისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები