ქარი ქრის და ხეებიდან წითელ ვაშლებს აგორებს, სხვა რა უნდა ზღარბუნიას?- ზამთრის სარჩოს აგროვებს. იქეთ მსხალი , აქ ატამი, არც არავის რიდი აქვს, დაიხმარა მეზობლები, აკრიფეს და მიდიან. თავში იცემს ბებო ხელებს: - რა ვაჭამო პატარებს, რაც ხილია მსუნაგ ზღარბებს სახლში თუ გავატანე?!