მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2017
აჭარის სიო
ქარის შრიალი აწვება ჭადრებს
უხმოდ მოისმის ქვითინი სიოს
მიწა მწერებმა ბოლომდე დახრეს
მხოლოდ ვერ სძლიეს ციხეს გონიოს
აამეტყველებს ზვირთებს ჭოროხი
მის შესართავთან დგას აფსაროსი
წამოუბერავს სიო აჭარის
შავ ზღვას გადივლის, ვით ალბატროსი
მალვით მოივლის მხარეს ჭანეთის
ლოცვას მოყვება როგორც მატათა
ზეაღმართულა ზღვაზე პალმები
ჭია - პეპლები დაქრის ფანართან
მზეს შავი კუპრი გადაეფარა
ფართო ფანარი ანათებს ღამეს
სძინავს ბათუმსაც კურთხეულ ქალაქს
არ ძინავს მხოლოდ ციხეს გონიოს
შავი რკალები ცას ახვევია
როგორც ამ მიწას ჭია -პეპლები
მაღლა მთაა და დაბლა ხევია
გაღმა მინდორზე ყრია ბელტები
ქარი მოჰყვება ლოცვად არიას
თითქოს რაღაცას ჩუმად ბუტბუტებს
ცაში გაისმის ავემარია
ჩამოეკიდა სიო კუნწულებს
საწუთრო ნიშნად ძღვნად სიკეთისა
მიედინება ვით კაკამარი
ხოლო გონიო მბზინავ ელვისფრად
დაფარულია ვით ცის კამარით
სიო უბერავს, ღამით ღრუბლები
მოერეკება ვით შავი ლავა
დგას ხეივანი პალმის ხეებით
მწვანე ფოთლები იწვება ქარვად
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
3.
ნუ რა ვიცი,ზრდა მეტყობა?
ნუ რა ვიცი,ზრდა მეტყობა?
ზვიადიი.
2017-10-28 19:54:13
2.
ზეაღმართულა ზღვაზე პალმები- არ ჟღერს კარგად, რეალურად, აფრები მოსინჯე
ზეაღმართულა ზღვაზე პალმები- არ ჟღერს კარგად, რეალურად, აფრები მოსინჯე
ელადა.
2017-10-28 15:56:29
1.
++
++
ბავარელი.
2017-10-27 16:10:25
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
17.04.2026 09:09:21