 | ავტორი: ზურა ბანი ჟანრი: პროზა 29 ოქტომბერი, 2017 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ზალიკო ცანავა თანამშრომლებს დაემშვიდობა და ბანკის გარაჟისკენ გაეშურა. “კრედიტ ბანკი”, სადაც ზალიკო საკრედიტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბანკის რეპუტაციით სარგებლობდა. გარაჟიდან გამოსასვლელი პირდაპირ მელიქიშვილზე გამოდიოდა. ზალიკომ გამოსასვლელთან ცოტათი შეანელა თავისი მანქანა, იფიქრა სუპერმარკეტში შევივლიო, მაგრამ ამ დროს თავისი განყოფილების თანამშრომელი ქალი დაინახა, ელისო და მანქანა შეეჩერა - დაბრძანდით ქალბატონო ელისო - გაუღო კარები - უი, შენ გაიხარე ზალიკო. ეხლა ვფიქრობდი, ხალხით გატენილი მარშრუტკით რა წავა - თქო სახლში. - გაუხარდა ელისოს და მანქანაში ჩაჯდა. - დედა, ზალიკო გადავირიე, ის კლიენტი როგორ გგავს, შენსავით ჭაღარა რომ ქონდეს და წვერებიც მოიპარსოს, ზედ გამოჭრილი თქვენ იქნებით. - ვინ კლიენტი ქალბატონო ელისო? - მსხვილ გადამხდელებში რომ არის, პავლე … რა გვარია კაცო, რაღაც თათრული გვარი აქვს. - არ ვიცი, დედისერთა ვარ და თათარიც არ მყავს არავინ და რა გითხრათ. = უპასუხა ზალიკომ და მანქანა ვაკისკენ გადაუხვია. ელისოს ჩამოსმის შემდეგ გადაწყვიტა რომ აუცილებელი საყიდი არაფერი ჰქონდა და ბაგებისკენ, სახლში გასწია. თავის კომპლექსის ჭიშკართან ფორმიან ყარაულს მიესალმა და მანაც დაუყოვნებლივ გაუღო კარები. თავისი გარაჟის შესასვლელთან რამოდენიმე მეზობელი შეამჩნია, რომელთაგან ერთ-ერთმა,ვალერი პირტახიამ ხელით ანიშნა მანქანა შეაჩერეო. ზალიკომ მანქანა გააჩერა და ფანჯარა ჩამოსწია. - მეზობლებს ვახლავარ! - მიესალმა მეზობლებს. - ზალიკო ბატონო, უარი არ გვითხრათ ეხლა, ჩვენი კახუნას ბიჭი მოვნათლეთ გუშინ და აგერ ფანჩატურში პატარა პურმარილს ვშლით, პატივი გვეცით და დაგვეწვიეთ თუ შეიძლება - მუდარის თვალებით ჩახედა მანაქანაში ვალერიმ. - ოხ, რაზეა ლაპარაკი, აუცილებლად დაგეწვევით, წყალს გადავივლებ და ერთი პატარა საქმე მაქვს დასამთავრებელი და აუცილებლად ჩამოვალ. რა ჩამოვიტანო? ვისკი, კონიაკი? - არ არის საჭირო, ყველაფერი გვაქვს, თქვენ ოღონდ ჩამობრძანდით და… - კარგი, კარგი, ავალ მაშინ მე და ჩამოვალ ცოტა ხანში - დაამატა ზალიკომ და დისტანციურით თავისი გარაჟის კარები გააღო. გარაჟიდან ზალიკოს სახლში პიდაპირი ასასვლელი იყო. - ხომ იცი რომ არ ჩამოვა , შენც რას ეტენები? - ცივად უთხრა მეორე მეზობელმა, გიამ ვალერის. - ბიჭო, ასეთი მეზობელი გვყავს, მთელი “კრედიტ ბანკის” სესხები მაგის ხელში გადის, რა იცი რა დროს დაგვჭირდება ტო! - არაფრის მომცემი ეგ არ არის… წამო, წამო,ჩავუჯდეთ, თორემ გასკდა თავი - ვაა, მე თქვენსკენ ვარ და თქვენ ეშმაკებისკენ? - წამო რა, მაგას შიგაა აქვს, ანძრევს ეგა! - ანძრევს რა,გადატანითი თუ პირდაპირი მნიშვნელობით? - ხელით მოძრაობა მოიშველია ვალიკომ. - მე რა ვიცი რას შვება, შიგ რომ აქვს ვიცი. - გაეცინა გიას. ზალიკო გარაჟიდან სახლში ავიდა . კარები შეაღო და შუქი აანთო. - სვეტა! სადა ხარ, გძინავს? - პასუხი რომ ვერ მიიღო საწოლ ოთახში შეიხედა - ეეე, სადა ხარ?ხმა ამოიღე რა? - ზალაშიც შეიხედა, იქაც არავინ იყო - აა, კუხნაში ხარ? - სამზარეულოში შეიხედა და მაცივარზე წამოსკუპებული სვეტა შეამჩნია. - ფისო-ფისო, მოგშივდა სვეტა, საჭმელი ხომ ჩაგიყარე? თუ არ გეყო? - მაცივრიდან ჩამოსვა და საჭმელთან დასვა. - მოიცადე კიდევ დაგიყრი - იქვე მდგარი კოლოფიდან კატის საჭმელი ამოიღო და ფინჯანში ჩაუყარა, ამ დროს მობილურმა ბიტლზების “ყვითელი წყალქვეშა ნავის” მუსიკის რიტმით დარეკა. - აუჰ, ემზარი სულ დამავიწყდა - თავზე ხელი შემოირტყა და ტელეფონს უპასუხა - ხო ემზო, არ დამვიწყნივხარ. მოიფიქრე სად წავიდეთ და გამოგივლი, უცებ წყალს გადავივლებ და გამოვიცვლი მხოლოდ - არ აცალა საყვედური ემზარს, - ზალი, რატომ მიშვები ეგრე, ხომ იცი არ მიყვარს უყურადღებობა. კარგი გელოდები. -უფ, იოლად გადავრჩით. - ახარა სვეტას ზალიკომ და აბაზანისკენ გასწია. ოციოდე წუთში უკვე მზად იყო, გასვლის წინ მაცივარი გამოაღო მეზობლებისთვის ორი ბოთლი გერმანული ლუდი გააყოლა. ეზოდან გასვლისას მეზობლებს ხელი დაუქნია და ლუდი გადააწოდა ფანჯრიდან. - საქმე გამოჩნდა უცებ და ეგებ მოგვიანებით შემოგიერთდეთ. დაუბარა და მანქანით საბურთალოსკენ გასწია. ემზარის სახლს როგორც ყოველთვის უკნიდან შემოუარა და იქიდან დაურეკა მოვედიო. მალე ემზარიც ჩამოვიდა და მანქანაში ჩაჯდომისთანავე ზალიკოს ტუჩებში აკოცა. - მოიცა რა არ დაგვინახოს ვინმემ - შეიშმუშნა ზალიკო და ემზარის მოერიდა. - აღარ გიყვარვარ ხო ზალი.? - გაებუტა ემზარი - კარგი რა, სად მივდივართ? - კოჯორში, “ჩვენს” რესტორანში. დავჯავშნე უკვე, კარგი გადმოსახედი რომ არის ის ადგილი. - ოკ. ემზარის მართლაც კარგი ადგილი ჰქონდა დაჯავშნული, ძალიან ლამაზი ხედი იშლებოდა. შუა ქეიფში იყვნენ, როდესაც გვერდზე მაგიდასთან ემზარის კლასელი გოგონა და მისი თანხმლები ბიჭი მიუჯდნენ. ემზარიმ პირველმა შეამჩნია კლასელი და ხელი დაუქნია. - ლიკა, როგორა ხარ? - ვაა, ემზო, რა კარგია! - წამოდგა ლიკა და კლასელები ერთმანეთს გადაეხვივნენ. - ერთად ხომ არ დავჯდეთ? - შესთავაზა ემზარიმ ლიკას. - კი რატომ არა, სხვებიც თუ იქნებიან თანახმა. - როგორც გენობოთ, კი ბატონო - ორივე დათანხმდა. - გაიცანი, ჩემი კლასელი ემზო - გააცნო თანხმლებს, ვაკოს ემზარი ლიკამ. - ვაკო - ხელი გაუწოდა მან - ემზარი - ხელი ჩამოართვა ემზარიმ. ვაკოს ჩაეცინა და ეხლა ზალიკოს ჩამოართვა ხელი - რა გაცინებთ? მართლა ემზარი მქვია - ეწყინა ემზარს - ხუმრობთ? ემზარი რა გოგოს სახელია? - გაიკვირვა ვაკომ. - მართლა ემზარი ქვია პასპორტში, ისე ყველა ემზოს ვეძახით. ისე რა არის რა ემზო, არცერთხელ არ გითქვია ჩვენთვის, რატომ დაგარქვა დედაშენმა ემზარი, ბოლოსდაბოლოს არ უნდა მოგვიყვე? - ნახევრად ნაწყენად და ნახევრად ირონიულად უთხრა ლიკამ ‘ - ხო მართალი ხარ, ერთხელ კი უნდა მოგიყვეთ, მაგრამ ცოტა ისეთი ისტორიაა,,, - ისეთი როგორი? - ვერ გაიგო ზალიკომ. ემზო ცოტა ხნით დაფიქრდა და მერე უპასუხა - კარგით , მოდი ჯერ ზალიკოს ვეტყვი დღეს და მერე ერთად მოვიფიქრებთ გასაჯაროვებაზე, კარგი? - ძალიან კარგი- გაუხარდა ლიკას. საღამოს რესტორნიდან რომ გამოვიდნენ, ზალიკომ თავისთან სახლში წაყვანა შესთავაზა ემზარის, მაგრამ ემზარიმ იუარა - დღეს ვერა რა, დედაჩემს მარტო ვერ დავტოვებ, წნევა ჰქონდა დილიდან. თუ გინდა აქვე მიაჩერე და ვიკოცნავოთ ცოტა, კარგი? ზალიკომ მაინც და მაინც არ მოიხიბლა ამ იდეით, ესეთ სიტუაციებში სულ იმის შიში ჰქონდა ვინმე თანამშრომელს ან ნაცნობს არ დაენახა, მაგრამ მაინც დათანხმდა , მოკლედ ცოტა იკოცნავეს თუ ბევრი, როდესაც მორჩნენ ემზარიმ გადაწყვიტა თავისი სახელის ისტორია მოეყოლა. - ოღონდ წინასწარ გაფრთხილებ ცოტა უცნაური ისტორიაა და არავის, არავის არ უნდა უთხრა უჩემოდ. - როდესაც ზალიკოს დასტური მიიღო, მან დაიწყო მოყოლა, - მოკლედ, მამის სახელი ხომ მაქვს ანზორი, ემზარ ანზორის ასული ხომ ვარ,სინამდვილეში ანზორი, დედაჩემის ქმარი, ჩემი მამინაცვალია. ჩემი ნამდვილი მამის სახელი ყოფილა ემზარი. ჩემ მშობლებს ერთმანეთი საბერძნეთში გაუცნიათ, როდესაც იქ მუშაობდნენ და ერთმანეთი შეყვარებიათ. დედაჩემი რომ დაორსულებულა ჩემზე, გადაუწყვეტიათ რომ იქ გავეჩინეთ და მერე წამოსულიყვნენ საქართველოში და აქ ექორწინათ. ექოსკოპიაზე რომ მივუყვანიათ დედაჩემი, თურმე შეშლიათ და ბიჭი გეყოლებათო,უთქვიათ. ბიჭი თუ არის ემზარი უნდა დავარქვაო, დაუჩემებია თურმე დედაჩემს. -სიგარეტი მომე რა.- შეწყვიტა მოყოლა ემზომ. ზალიკომ სიგარეტი მიაწოდა - - და მერე გოგო რომ გაჩნდი ეგრე დაგარქვეს ალბათ, არა? - არა. მთავარი ეხლა იწყება. - ღრმა ნაფაზი დაარტა ემზომ და გააგრძელა მოყოლა. - მოკლედ, იმ დროს ეს სექსები და პორნო ვიდეოები ჩვენთან ხომ აკრძალული იყო, და იქ საბერძნეთში ვინ აკრძალავდა და ჩემი მშობლები სიყვარულების დროს თან თურმე სექსებს უყურებდნენ კასეტებზე, ხოდა მამაჩემის იდეა ყოფილა თურმე, რომ თვითონაც გამოეცადათ ის… აი სადისტური სექსები რომაა, რომ აბამენ ერთმანეთს და ქამრებით რომ ცემენ...ხომ იცი რა. - კი, როგორ არ ვიცი. - დაეთანხმა ზალიკო. - ხოდა, მოწონებიათ ორივეს და ერთობოდნენ თურმე, უყიდიათ თურმე აქსესუარები იქაურ სექსშოფებში. ერთხელაც თურმე მამაჩემს პირი ჰქონია აკრული და ხელფეხშეკრული ეგდო იატაკზე პირდაღმა და დედაჩემი მათრახით ცემდა და როგორც ეტყობა იატაკზე რომ ეგდო მტვერი შეისუნთქა ცხვირით და დააცემინა, თან ისე დააცემინა რომ ცხვირი სულ ჟღვინტლებით გაეჭედა. პირიც აკრული ჰქონდა და გაიგუდა საწყალი. დედაჩემი კი ურტყამდა საწყალს მათრახს და ურტყამდა სანამ სულ არ გალურჯდა საწყალი და მერე მიმხვდარა დედაჩემი რაც მოხდა , მაგრამ უკვე გვიანი ყოფილა გადარჩენა. დედაჩემი დაუჭერიათ და სასამართლომდე ციხეში ჯდომა მიუსჯიათ. ამ ნერვიულობებზე ნაადრევი მშობიარობა დაწყებია და მე რომ გავჩნდი დარწმუნებული ყოფილა რომ ბიჭი ვიყავი და სახელიც ემზარი დამარქვა. მერე სახელის გამოცვლა ციხიდან გართულებული პროცესი ყოფილა და დამრჩენია ეს სახელი. - მერე რა მიუსაჯეს დედაშენს. -არაფერი გაამართლეს, და რომ გამოვიდა ციხიდან იმავე დღეს საქართველოში წამოსულა. საბერძნეთში წასვლის და ჩემთვის სახელის გამოცვლის შანსიც მერე არ მიცემია და შემრჩა ეს სახელიც. საღამოს გვიან დაბრუნებული ზალიკო ეზოში ფრთხილად შევიდა, მაგრამ მეზობლები უკვე დაშლილი დახვდნენ, ეზოს მაგიდაზე მხოლოდ ცარიელი ბოთლები და ჭუჭყიანი ერთჯერადი თეფშები ელაგა. სახლში შესვლითანავე აბაზანაში შევიდა, შხაპი მიიღო და გამშრალების შემდაგ ლოგინზე დედიშობილა დაეგდო . თვალები დახუჭა თუ არა იმავე წუთს ჩაეძინა და სიზმრების ირეალურ სამყაროში გადაეშვა. სიზმრად კი ვითომ ემზოს თავისი ტყუპისცალი დის სანახავად მიყავდა მანქანით. სახლი სოფლისგან განაპირას ტყის პირას იდგა. სიზმრის შემდეგ ეპიზოდში ზალიკო უკვე დედიშობილა კედელზე ხელბორკილებით იყო მიბმული და პირში წითელი ბურთი ჰქონდა ჩაჩრილი. დებსაც მარტო მაღალი წითელი ჩექმები ეცვათ და ორივე გრძელ მათრახებს ურტყამდნენ მას.ერთ მომენტში ემზოს ტყუპისცალმა საიდანღაც ფქვილი მოიტანა და პირდაპირ ცხვირში შეაყარა ზალიკოს. ზალიკოს ცემინება აუტყდა და ცალ ნესტოში ჟღვინტლები გაეჭედა. ამის შემხედვარე დები სიცილით დაიკლაკნენ და ეხლა ემზომ დაუწყო მეორე ნესტოში ფქვილის შეყრა. ზალიკოს კვლავ ცემინება აუტყდა და ეხლა უკვე ორივე ნესტოში გაიჭედა და სუნთქვა შეუძლებელი გახდა. დები კი კვლავ განაგრძნობდნენ მათრახების რტყმას და იმის მაგივრად რომ ზალიკო გაგუდულიყო, მას უეცრად ორგაზმი დაემართა… და ოფლიანს გამოეღვიძა კიდეც. მან ხელი ფეხებისკენ წაირო და სველ სპერმას რომ შეეხო, მიხვდა რომ ორგაზმი ნამდვილი ყოფილა. იგი სასწრაფოთ წამოხტა და აბაზანაში შევიდა. აბაზანიდან გამოსვლისას შეამჩნია რომ უკვა გათენებულიყო. სასწრაოდ გადაიცვა და ის იყო გარეთ გასვლას აპირებდა, რომ კარებზე ზარი გაისმა. ალბათ მეზობლებია ისევო- გაიფიქრა და კარები გამოაღო, მაგრამ კარებში ვიღაც უცნობი მამაკაცი იდგა. -გამარჯობათ -გაგიმარჯოთ, რაშია საქმე? -პირდაპირ გეტყვით, მე თქვენი ტყუპი ძმა ვარ. შეიძლება შემოვიდე? - პასუხს არ დაელოდა სტუმარი და გაოგნებული ზალიკომ მსუბუქი წინააღმდეგ მიუხედავათ ოთახში შევიდა. - მე შენი ძმა ვარ, თან ტყუპი - თავხედურად მიუგო უცნობმა და უეცრად ჯიბიდან ამოღებული ტეიზერი მკერდზე მიადო და დენით ისეთი დარტმა მიაყენა რომ ზალიკო მომენტალურად გაითიშა, თუმცა გონება არ დაუკარგავს. და ხედავდა როგორ მიათრევდა მისი “ძმა” ლოგინისკენ. შემდეგ დაინახა როგორ ამოიღო ქამრიდან ხელბორკილები და როგორ მიაბა ლოგინზე. - რას შვები, გამიშვი ეხლავე - ძლივს ამოღერღა ზალიკომ. - არაფერს ისეთს, მამიდაჩვენმა მითხრა რომ შენ ემზარი გყვარებია… ემზარებს არ ვჯობირვარ მეე? ბოლოსდსბოლოს ძმა ვარ შენი და უპირატესობაც მეკუთვნის, ჰა-ჰა - ჩაიცინა მოსულმა ზალიკოს ქამრისკენ წაიღო ხელი - მამიდა სადა მყავს, და საერთოდ ემზარი ქალია, არა ვარ პიდარასტი - საცოდავად წამოიკვნესა ზალიკომ. - ხოო, ეხლა ანგელოზი ხარ, რა. … და ემზარიც ქალია არა, ჰა ჰა… იცი რას გეტყვი? მომისმინე ყურადრებით- -ჩურჩულზე გადავიდა მოსული და ტუჩები ზალიკოს ყურთან მიიტანა - გაეროს ბოლო ტრასა შტაბ ალვაროშია. - ჩასჩურჩულა მოსულმა. - რაა? - ვერ გაიგო ზალიკომ. - რა და გაეროს ბოლო ტრასააა…- ნელ-ნელა ხმა მიჩუმდა და მოსულიც ნელ-ნელა გაფერმკლავდა და სულ გაქრა. და ამ დროს ზალიკოს ისევ გაეღვიძა. გაოფლიანებულმა ოთახი მოათვალიერა და მიხვდა რომ ერთი სიზმრიდან პირდაპირ მეორე სიზმარში გადავიდა. შემდეგ მთელი სახლი მოიარა და როდესაც დარწმუნდა რომ სახლში სრულიად მარტო იყო, მაცივართან მივიდა და არაყი დაისხა . მაგრამ ისეთ ძლიერ ემოციებში იყო, რომ კარგა ხანს ვერ დაწყნარდა. მერე წვეტიანი დანა აიღო და თითში შეირჭო, ვაიდა ისევ ახალ სიზმარში თუ იყო, რომ გაღვიძებოდა. მაგრამ რადგან არ გაეღვიძა, მიხვდა რომ უკვე ცხადში იყო, აივანზე გავიდა და ემზოსთან დარეკვა გადაწყვიტა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა და დეიდამისს დაურეკა. - ალო, როგორ ხარ დეი? - უი, ზაკუნა, ეგრე უნდა დეიდის დავიწყება, როგორ ხარ შვილი? - გაუხარდა დეიდას დის შვილის ხმის გაგონება. - დეი, დრო არა მაქვს, უცებ მიპასუხე, არ დამიმალო დედაჩემის სულს გაფიცებ, მართალია რომ მე რომ გავჩნდი ჩემი ტყუპის ცალი გარდაიცვალა მშობიარობისას? გაფიცებ არ დამიმალო. - ზაკუ… მომისმინე - აქ დეიდა ცოტა ხნით გაჩუმდა. - გამოდი ჩემთან, გეტყვი ყველაფერს. - დეი არ მცალია, მერე გამოვალ, პირდაპირ მითხარი მოკვდა თუ არა? - ზალიკო უკვე მიხვდა დეიდა რასაც უპასუხებდა. - არ ვიცი შვილო, უჭირდა მაშინ ყველას, დედაშენზე ცუდი არ იფიქრო, ტყუპი რომ გაუჩნდა, ვიღაც უშვილო მდიდრებს მიყიდა შენი პატარა ძმა, მერე მაგის ასავალ- დასავ… მაგრამ ზალიკომა არ აცალა დეიდამის საუბრის დამთავრება და ტელეფონი გაუთიშა. ცოლის მოყვანას დიდხანს აპირებდა ზალიკო, ემზოც ძალიან მოწონდა, მაგრა ოჯახის შესაქმნელად ეკონომიკურად წელგამართული უნდოდა შეხვედროდა, კარგი სახლი, აგარაკი, კარგი მანქანა რომ ეყოლებოდა, მაშინ აპირებდა დაოჯახებას, ამისთვის კი ნაანგარიშები ჰქონდა რომ მინიმუმ ნახევარი მილიონი უნდა ჰქონოდა მოგროვილი, მის ანგარიშზე კი მხოლოდ ორასი ათასი იდო. ეხლაც, მანქანაში სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ქვინების “ჩემპიონს” უსმენდა და მხიარულად იღიმებოდა . იდეა, რომელიც თავში დილას მოუვიდა, უკვე ყველა ნიუანსებში იყო გათვლილი, მთავარი იყო ეხლა თავის თანამშრომელ ელიკოსგან მიეღო ისეთი ინფორმაცია, რომელიც მის გეგმებს შემდეგ გაგრძელებაში ხელს შეუწყობდა. ბანკში შესული ჯერ თავის ოთახში შევიდა და კომპიუტერი ჩართო და ბანქოს თამაში დაიწყო. წესად ჰქონდა, საპასუხისმგებლო საქმის წინ დასამშვიდებლად პასიანსი გაეწყო.ათიოდე წუთში უკვე დამშვიდობებული იყო და ელისო თავის კაბინეტში დაიბარა, ელისო მასინვე შემოვიდა მის კაბინეტში - ქალბატონო ელისო, ერთი იმ კლიენტის საბუთები შემომიტანეთ ყველაფერი, პავლე.. თათრული გვარი რომ ააქვს. სამინისტროდან დაინტერესდნენ ამ პიროვნებით, ყველაფერი წესრიგში აქვს? - კი როგორ არა, ძაან პუნქტუალური კაცია, ეხლავე შემოგიტანთ… ისე როგორ გგავთ თქვენ, … ჩაიცინა ელისომ და ოთახიდან გავიდა. მალე ისევ შემოვიდა საქაღალდით ხელში. - რა გაინტერესებთ, რა ვნახო? - საქაღალდის გაშლა დაიწყო ელისომ. - იყოს, მე თვითონ ვნახავ, თქვენ მიდით სხვა კლიენტებს მიხედეთ. - საქაღალდე გამოართვა ზალიკომ და ელისოს კარებისკენ გაუძღვა. როგორც კი კარები მიხურა, იქვე გახსნა საქაღალდე და კლიენტის დაბადების დღეს დაუწყო მოძებნა. -ათი აპრილი სამოცდარვა წელი...იეს! - ეხლა უკვე დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო, დაბადების დღე თავისას დაემთხვა. ზალიკომ კონიაკი დაისხა, სავარძელში ჩაჯდა და საქაღალდის შესწავლას შეუდგა. - პავლე შახბაზოვი… პავლე- პავლე, ძმაო ჩემო, ბედი არ გიწერია… - წაიღიღინა ზალიკომ - აბა ვნახოთ რისი პატრონი ხარ… პერსონალურ ანგარიშზე რვაასორმოცი ათასი, ძალიან კარგი… საკუთარი სახლი ვაკეში...აგარაკები ზღვაზე და მთაში...იფ-იფ-იფ… მაგრამ ამ ყველაფრის ზალოგში ჩადება რაში გჭირდება პავლიკ? ბიზნესს იწყებ? რვაასი ათასი ხომ გიდევს აგერ,? არ გყოფნის?... აბა ბიზნეს გეგმაც ვნახოთ… სუპერმარკეტების ქსელი. . ეგ რაში გინდა?, თუმცა მე რა, რაში მაინტერესებს, ჯერ რაც საინტერესოა ის ვნახოთ… ოჯახური მდგომარეობა მარტოხელა..უფ-უფ-უფ… შვილი გერმანიაში,,,ცოლი გარდაცვლილი… ნაშებზე არაფერი წერია, ჰა ჰა. ზალიკომ კიდევ ერთი ჭიქა დაისხა და ფანჯარაში გაიხედა, - “ემზო შენ რა გიყო? გეგმაში რომ ვერ ჯდები?...სვეტა?... უნდა მოგიფიქროთ რაღაცა” გაიფიქრა და საქაღალდე დაკეცა. ერთი კვირის შემდეგ ზალიკოს ინიციატივით მთელი განყოფილება სპორტულ ბარში იჯდა ესპანეთ - რუმინეთის მატჩს უყურებდა. ზალიკოს ნიძლავი ჰქონდა დადებული რომ რუმინეთი მოიგებდა, თუ არა თმები უნდა გადაეპარსა ბოლომდა. ეს გეგმის პირველ ეტაპში შედიოდა. მართლაც თამაშში მოულოდნელობა არ მოხდა და მეორე დღეს ზალიკო სამსახურში თავგადაპარსული მივიდა, რამაც ბანკში საყოველთაო მხიარულება გამოიწვია, მაგრამ ზალიკოს ამისთვის ყურადრება არ მიუქცევია, რადგან საღამოს თავისი გეგმის მეორე, ყველაზე რთული ნაწილი ჰქონდა შესასრულებელი. საღამოს პავლე შახბაზოვს უნდა შეხვედროდა ერთერთ კაფეში ვითომ საკრედიტო პირობების განსახილველად. მართლაც, შეხვედრამდე ნახევარი საათით ადრე ის თავის მანქანაში კაფეს წინ იჯდა და პავლეს ელოდებოდა. მალე პავლეც გამოჩნდა თავისი მანქანით. როგორც კი პავლე მანქანიდან გადმოვიდა, თვითონაც გადმოვიდა მანქანიდან და პავლეს მიესალმა - გამარჯობათ პავლე,ხმაურია ამ კაფეში და… თუ წინააღმდეგი არ იქნებით ჩემთან წავიდეთ სახლში, აქვეა. თან ბელგიელი სტუმარი უნდა მეწვოს, სუპერმაკეტების ქსელი აქვს ევროპაში, აქაც უნდა ინვესტიციების გაკეთება, შეიძლება თქვენც დაინტერესდეთ, რას იტყვით? - არავითარი პრობლემაა არ არის, კი ბატონო - დათანხმდა პავლე. - აქ დატოვეთ მაშინ მანქანა, ორი მანქანით რომ არ ვიაროთ ჩემით წავიდეთ. - კი ბატონო, ქაღალდებს გადმოვიღებ. - პავლემ ქაღალდები აიღო და ზალიკოს ჩაუჯდა მანქანაში. ეზოში შესვლისას ზალიკომ მეზობლებს ხელის აწევით მიესალმა და დისტანციურით გარაჟის კარი გააღო.ავტოფარეხიდან პიდაპირ მისაღებ ოთახსი შევიდნენ. - პავლე,თქვენ აქ დაბრძანდით, მე ხილს გამოვიტან. დალევთ რამეს? კონიაკი? ხილის წვენი - შეეპატიჟა ზალიკო და პავლეს დააკვირდა.მართლაც, წვერები რომ გაგეპარსათ პავლესთვის და თმაც ჭაღარა ჰქონოდა ზედგამოჭრილი ზალიკო იქნებოდა. - ხილის წვენი იყოს, მადლობთ - უპასუხა პავლემ სავარძელში მოკალათდა. ზალიკო სამზარეულოში შევიდა, სპეციალურად მომზადებული ანკესის ძუა დაიხვია ცალ ხელზე, მერე ისევ მისაღებში შევიდა, პავლეს უკნიდან მოუარა და ძუა ყელზე მოახვია. პავლემ კი სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ მოულოდნელობის ფაქტორმა თავისი ქნა და ორიოდე წუთში პავლე იატაკზე უსულოდ ეგდო. ზალიკომ პავლეს სხეული სასწრაფოდ სამზარეულოში გაათრია, იქ სპეციალურად გამზადებულ დიდ ცელოფანის ნაჭერზე დააწვინა. შემდეგ პერანგი გახადა, კისრის ქვემოთ მეორე ცელოფანი მოახვია და გვამს ჯერ თმები გაპარსა, მერე წვერები. იქვე კარადიდან მტვერსასრუტი გამოიღო და გულმოდგინეთ შეუდგა გაპარსული თმების შეგროვებას. როდესაც იქაურობა მოასუფთავა ცელოფნები დაახვია და ნაგვი პარკში ჩადო, კარადიდან თავისი ტანსაცმელი გამოიღო და მიცვალებულს ჩააცვა, შემდეგ ისევ საწოლ ოთახში შევიდა, კრადებიდან უჯრები გამოყარა რომ ქურდობის იმიტაცია შეექმნა. შემდეგ პავლეს ქაღალდები, ტანსაცმელი, თმის ნარჩენებიანი პარკები ერთ დიდ რუგზაკში ჩაყარა. როდესაც მორჩა ყველა ოთახიდან სხვადასხვა ნივთები გამპოიტანა და მიცვალებულის თითის ანაბეჭდები დაამჩნია, ამ საქმიანობასაც ერთი საათამდა მოუნდა. უკვე გადაღლილი იყო და თავის თავს ერთი ჭიქა კონიაკის უფლება მისცა. - “ღმერთმა გაცხონოს, ბოდიში ძმაო” - ადღეგრძელა მიცვალებული და სასმელი გადაკრა. უკვე გვიანი ღამე იყო. ზალიკომ პარიკი მოირგო, წვერები მიიწეპა, მიცვალებული აბაზანაში გაათრია და გარეთ გამოვიდა სვეტასთან ერთად.- “სვეტა, დაგტოვებდი , მაგრამ რომ მოგშივდეს, კატები მიცვალებულებს ჭამენო და გეგმები არ ჩამიშალო.”- ჩასჩურჩულა თავის კატას. ტაქსის არ ენდო და კაფესკენ ფეხითგასწია. პავლეს მანქანის გაღებაც არ გაჭირვებია. ხელჩანთა საბარგულში ჩააგდო და პავლეს სახლისკენ გასწია. ბოლო ერთი კვირა სულ პავლეს თვალთვალში გაატარა და ზუსტად იცოდა თუ სად ცხოვრობდა და რომელი ავტო ფარეხი იყო პავლესი.პავლეს სახლში რომ შევიდა უკვე საკმაოდ გადაქანცული იყო და პირდაპირ საწოლი ოთახისკენ გასწია, სახლის დათვალიერება შემდეგისთვის გადადო. დრო კი ჰქონდა, სამსახურში იცოდნენ რომ ათიოდე დღით სვანეთში მიდიოდა, ემზოც გაფრთხილებული ყავდა რომ ტელეფონი არ მიჰქონდა. ამასობაში თმებიც ამოუვიდოდა და წვერებსაც მოუშვებდა და პავლე შახბაზოვიც გახდებოდა. ერთადერთი გვამის გახრწნის სუნს არ შეეწუხებინა მეზობლები, მაგრამ სააბაზანოს კარები მჭიდროდ იხურებოდა და ალბათ ეგეც არ იქნებოდა პრობლემა. ამ ამბიდან ერთი კვირის თავზე ზალიკო, აწ უკვე პავლე შახბაზოვი თავის ყოფილ სახლთან გაჩერებული მანქანიდან თავს საკუთარ გასვენებას უცქერდა. უამრავი ხალხის დანახვაზე ცოტათი სიამაყის გრძნობა დაეუფლა. მალე გამოსვენებაც დაიწყო. ჭირისუფლებში ემზო შეამჩნია და რაღაცნაირი სირცხვილის გრძნობა დაეუფლა, მაგრამ მალე მოთოკა თავისი თავი და გადაწყვიტა რომ მისი იქ დგომა უკვე სასურველი აღარც იყო. “რას მოილხენთ ბიჭო ჩემს ქელეხში” მეზობელი კაცების მისამართით გაიფიქრა ზალიკომ და ახალი სახლისკენ გასწია. სახლში რომ შევიდა, იმწუთში კომპიუტერს ჩაუჯდა და საბანკო გადარიცხევბი შეამოწმა. ერთ თვეში თმებიც გაზრდილი ექნებოდა, წვერებიც მოშვებული და აეროპორტშიც ალბათ არავინ დაეჭვდებოდა მის პავლეობაში.სტოკოლმში კი , სადაც შახბაზოვის მთელი კაპიტალები ჰქონდა გადასროლილი მის პავლე-ზალიკოობას გარკვევას არავინ დაიწყებდა. ერთი თვეც ისე მიიწურა, რომ არაფერი განსაკუთრებული ზალიკოს ცხოვრებაში არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას რომ, რამოდენიმეჯერ ნებისყოფა ვერ შეიკავა და ემზოს სამსახურთან დაუდარაჯდა და შორიდან უყურებდა. აეროპორტში როგორც ჩვეოდა სამი საათით ადრე მივიდა და როდესაც რეგისტრციის მაგიდასთან მივიდა, მას გვერდზე ორი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პიროვნება დაუდგა. - პავლე შახბაზოვი ბრძანდებით? - დიახ, რაშია საქმე? - გულმა რეჩხი უყო ზალიკოს. - კრიმინალური პოლიცია. ერთი წუთით გამოგვყევით თუ შეიძლება. - პოლიციის წიგნაკები გაუშალეს დამხვდურებმა. ზალიკომ მორჩილად აიღო ჩემოდანი და პოლიციელებს გაჰყვა. პოლიციის ოთახში მას უფროსი გამომძიებელი დახვდა, - მოქალაქე პავლე შახბაზოვო, თქვენ ბრალი გედებათ სამი წლის წინ საკუთრი მეუღლის, გალინა ქელეხსაევას მკვლელობაში.თქვენ უფლება გაქვთ გამოიყენოთ დუმილის უფლება. - ბატონო?, რაღაც გაუგებრობას ააქვს ადგილი, მე არ მომიკლავს ჩემი მეუღლე. - ზალიკოს მოულედნელობისგან მუხლები მოეკეცა. - გუშინ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შედეგად აღმოჩენილ იქნა თქვენი მეუღლის გვამი, რომელიც თქვენ დამარხეთ თქვენი აგარაკის მახლობლად ტყის მასივში. თქვენი აგარაკის სამზარეულოს იატაკშიც ნაპოვი იქნა თქვენი მეუღლის სისხლის კვალი. საფლავშიც ნაპოვნი იქნა დანა, რომელიც თქვენ სამზარეულოში ნაპოვნი დანების იდენტურია, და რაც მთავარია თქვენი სახლის მომვლელმა, თქვენივე მეზობელმა ვეფხია სამხარაძემ აღიარა როგორ მიეცით მას ათი ათასი დოლარი რომ დაგხმარებოდათ გვამის მოშორებაში და სიჩუმეში. სწორედ მან მიგვიყვანა თქვენი მეუღლის საფლავთან, მანვე… - მაგრამ ზალიკო უკვე აღარ უსმენდა,მაღლა იყურებოდა და თავისთვის ჩიფჩიფებდა - “მეკაიფები ღმერთო?” - რა თქვი ბიჭო, გეკაიფები?! - ჩუმად, მაგრამ მკაცრი ხმით უპასუხა გამომძიებელმა. - არა, ბოდიში თქვენთვის არ მითქვამს, ჩემთვის ვთქვი რაღაცა - დამტოვეთ მარტო ბრალდებულთან - უბრძანა ხელქვეითებს უფროსმა გამომძიებელმა. როდესაც პოლიციელები გავიდნენ, იგი ზალიკოს მიუბრუნდა და ირონია ნარევი ხმით მიუგო - როგორც პავლე ისე გაგსროკო ცოლის მკვლელობისთვის თუ როგორც ზალიკო, პავლე შახბაზოვის მკვლელობისთვის, ჰა? , ორივე შემთხვევაში სამუდამო გელის და შენ თვითონ აირჩიე, ბრალდებულო პავლე-ზალიკო, ჰა-ჰა. ზალიკოს ენა მუცელში ჩაუვარდა. რომ ეგონა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახალი ცხოვრების დაწყებას აღარაფერი უკლდა,უეცრად მთელი ნაწვალები წყალში ჩაუყარა ამ ვირაც გამომძიებელმა, მაგრამ არ იყო ზალიკო ისეთი კაცი რომ ადვილად დანებებულიყო და ძალ-ღონე ისევ დაუბრუნდა.- მე მოვითხოვ ადვოკატს და მის გარეშე არაფერს არ ვიტყვი. - ვა, მართლა ? დარწმუნებული ხარ? - დიახ, მოვითხოვ ადვოკატს. - არ შედრკა ზალიკო - კი ბატონო, ნება თქვენია...მაგრამ, მომისმინე, არ შემაწყვეტინო. ერთი რამ მაინტერესებს, თქვენ . ადამიანებს, როგორ შეგიძლიათ თქვენივე მოდგმაზე ასე უბრალოდ, ამ უსუსური ფულის გამო ხელი აწევა და სიცოცხლის წართმევა? შენ ხომ არ გგონია რომ მე ვერ გავიგე რა ჩაიჩიფჩიფე,” ღმერთო მეკაიფებიო” რომ თქვი? შენ იცი მე ვინა ვარ? შენ მართლა უფროსი გამომძიებელი ხომ არ გგონივარ? ერთხელ ხომ გითხრა შენმა ძმამ,გაეროს ბოლო ტრასა შტაბ ალვაროშიაო? რა, დაგავიწყდა? მიყურე კარგად, მიყურე,დამაკვირდი… და პოლიციის უფროსის შარვალ-კოსტუმმა უეცრად ფერის ცვლა დაიწყო და სულ გათეთრდა- ხო, მიყურებ? ხვდები უკვე რომ შენი დასას…. და აქ უცებ გაოფლიანებულ ზალიკოს ისევ გაეღვიძა. მან სასწრაფოდ შუქი აანთო და ირგვლივ მიმოიხედა. მისდა საბედნიეროდ იგი თავისი სახლის საწოლ ოთახში იწვა. ეხლა უკვე მესამე სიზმრიდან იყო გამოსული.საათს დახედა და დილის ხუთის ნახევარი იყო. ტელეფონი აიღო და არც უფიქრია ისე ემზოს დაურეკა. - ალო, რა იყო, რა მოხდა? - ნამძინარევი ხმით უპასუხა ემზომ, - ხომ მშვიდობაა, ამ შუაღამეს რომ მირეკავ? - ემზო, გეხვეწები, ეხლავე ჩაიცვი და ჩემთან მოდი, ისეთ სიზმრებს ვნახულობ რომ გავგიჟდები თუ არ მოხვალ. ზალიკოს ისეთი ხმა ჰქონდა, რომ ემზოს ბევრი არ უფიქრია, “მოვდივარო” უპასუხა და ლოგინიდან წამოდგა. მეორე დილას ბანკში მისვლისას პირველი რაც გააკეთა ზალიკომ ის იყო, რომ ქალბატონ ელიკოსთან შევიდა ოთახში და პავლე შახბაზოვის დაბადების დღე ჰკითხა. როდესა გაიგო რომ პავლე მასზე ხუთი წლით უფროსი იყო, იმწუთში გარეთ გავარდა და მანქანაში მომლოდინე ემზოს ხელი სთხოვა. ემზოს რა თქმა უნდა უარი არ უთქვამს და იქიდან პირდაპირ მმაჩის ბიუროსკენ გასწიეს ხელის მოსაწერად. ეს ამბავი აქ შეიძლებოდა დაგვემთავრებინა, მაგრამ მმაჩის ბიუროსკენ მიმავალ გზაზე მანქანას საბურავი დაეშვა. როდესაც სათადარიგო საბურავის დაყენებას მორჩა, ზალიკომ იქვე მდგარ უბნის ბიჭებს ახლომახლო ვულკანიზაცია ხომ არ არისო ჰკითხა. - კი ძმაო, აქვეა. - უპასუხა ერთ-ერთმა - წინ , პირველივე შუქნიშანთან მარჯვნივ ჩაუხვევ და იქ გვარდიის შტაბს დაინახავ, მაგის გვერდზეა ზუსტად,ტრასაზე, კაი ხელოსანია მანდ, პორტუგალიელი, ალვაროში, ის გაგიკეთებთ უცებ მაგ საბურავს. - რაა? შტაბი? ტრასა? ალვაროში? - ზალიკოს ტვინში სისხლი მიაწვა, ისევ სიზმარში აღმოჩნდა ეგონა და საბურავის მოსახსნელი ხელსაწყო გამეტებით თავში ჩაირტყა. საბედნიეროდ ეს უკვე ცხადში ხდებოდა. ზალიკოს თავი საავადმყოფოში გაუკერეს და იქიდან მაინც წავიდნენ ხელის მოსაწერად. დროდადრო ფსიქოლოგის ვიზიტები მაინც ჭირდებოდა, თუმცა ამაში იმ ღამის სიზმრებს დიდი წვლილი არ შეუტანიათ, რედგან ემზოს ისეთი ხასიათი გამოაჩნდა რომ ხანდახან ზალიკო იმ პოლიციის უფროსს ნატრულობდა, სამუდამო პატიმრობაში რომ უპირებდა გაგზავნას. ვსო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. იუმორის გრძნობა აშკარად აქვს ავტორს :)
გროტესკული ბულვარული ნოველა ჰორორის ელემენტებით :)
იუმორის გრძნობა აშკარად აქვს ავტორს :)
გროტესკული ბულვარული ნოველა ჰორორის ელემენტებით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|