 | ავტორი: ზურა ბანი ჟანრი: პროზა 2 ნოემბერი, 2017 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ქაქუცა ანუ რაინდი ჯიბგირი.
ქაქუცამ გვერდზე მდგომ ქერათმიან გოგონას ხალხით გადაჭედილ ავტობუსში ისე ლამაზად ამოაცალა ხელჩანთიდან საფულე, რომ ცოტა არ იყოს თვითონაც გაუკვირდა და გათამამებულმა იგივე გოგონას მხარზე თითით დაუკაკუნა -” ჩადიხართ ეხლა” - გაღიმებულმა მიმართა მან -” არა”. - გოგონამაც გაუღიმა. მაშინ გამატარეთ მშვენიერო სერაფიტა.- სერაფიტა საიდან წამოსცდა თვითონაც ვერ მიხვდა, მაგრამ ამაზე ბევრი არ უფიქრია და ავტობუსიდან ჩამოხტა. აგვისტოს ცხელი შუადღე იყო.იქვე ახლოს ავტობუსის გაჩერებაზე ხალხი შეჯგუფულიყო და ასფალტზე რაღაცას დასცქეროდნენ . შეჯგუფული ხალხი ყოველთვის კარგ სამუშაო პირობებს ჰქმნიდა ქაქუცასთვის და ისიც მიღწეულზე არ გაჩერდა და ხალხისკენ გაეშურა, როდესაც შეჯგუფულ ხალხთან მიაღწია, ხალხი გასწი-გამოსწია და ისეთი სურათის მოწმე გახდა, რომ უნებლიეთ თავისი პროფესია გადაავიწყდა. ასფალტზე ლამაზი თეთრი პუდელი ეგდო და სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. - რა მოუვიდა, მანქანა დაეჯახა? -ხო, დიდი ჯიპი იყო, წინ გადაურბინა საწყალმა და გვერდი გაკრა. -ამას ხელოვნური სუნთქვა უნდა- თქვა და ძაღლთან დაიჩოქა ქაქუცამ. - ვაიმე, ბიჭი უშველე რა თუ შეგიძლია, პატივს გცემ, - თხოვნით მიმართა იქვე ჩაკუზულმა შავთმიანმა გოგონამ. ქაქუცამ ჩვეულემისამებრ ჯერ ხელჩანთას დახედა და მერე თვალი შეავლო გოგონას. - ხელში აიყვანე და პირაღმა დაიჭირე. გოგონამ ბრძანება სწრაფად შეასრულა. ქაქუცამ ძაღლს პირი დაუჭირა ერთი ხელით და თავისი ტუჩები ძაღლისას დაადო - ეხლა მე სულს ჩავუბერევ და შენ ხელით ფილტვებთან “აკაჩავე”. რამოდენიმე პროცედურის მერე უეცრად ძაღლმა წამოიკრუსუნა და კუდი ააფართხალა. ხალხში კმაყოფილების შეძახილები გაისმა, -ძაღლს თუ ხელოვნური სუნთქვა უშველიდა ამას როგორ წარმოვიდგენდი? - ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა. ქაქუცამ წასვლა დააპირა, მაგრამ შავთმიანმა გოგონამ ხელით შეაჩერა. - მაიცა, ფულს მოგცემ, არ წახვიდე. - არა, არა უშავს. -იუარა ქაქუცამ - უბრალოდ სახელი მიხარით,თუ შეიძლება, - ჯეკა. - უპასუხა გოგონამ. - ძაღლის კი არა თქვენი, თუ შეიძლება. გოგონას გაეცინა - ჩემი სახელია ჯეკა, ძაღლს ბორგატა ქვია. -ჰაჰ. უკცრავად,,, მე ქაქუცა მქვია. გაეცინა ქაქუცასაც.-ტელეფონს ვერ მომცემთ თუ შეიძლება. - ვაიმე, ტელეფონი ძალიან მჭირდება, აგერ ფულს მოგცემთ და ამითი იყიდეთ. - ისევ ჩანთისკენ წაიღო ხელი ჯეკამ. - ეტყობა არ გვიწერია ჩვენ ერთმანეთის გაგება დღეს, ტელეფონის ნომერი გკითხეთ.არა უშავს. სხვა დროს იყოს. ნახვამდის - ნაჩქარევად დაემშვიდობა ქაქუცა ჯეკას. ჯეკამ თვალები გააყოლა მიმავალ ქაქუცას და შემდეგ ხელში აყვანილ ბორგატასთან ერთად იქვე მდგარ ტაქსში ჩაჯდა. -ქავთარაძეძე აგვიყვანეთ თუ შეიძლება. - მიმართა ტაქსის მძღოლს და თავის ძაღლს მოეფერა - ბორგატა, შე საწყალო, კინაღამ არ მოკვდი. მოეფერა თავის ძაღლს ჯეკა. - მოდი აბა ქმარუკა ვნახოთ სად არის - თქვა ჯეკამ და ტელეფონი ამოიღო და თავის ქმარს დაურეკა - ლევიკო, სადა ხარ? - ვაა, ჯეკა, ხომ გითხარი სტუმრები მყავს მეთქი, აგარაში ვარ, დამაგვიანდება, პაკა, გკოცნი.- უცებ მოუმთავრა საუბარი ლევიკომ. - სტუმრები არა? შენი ტურფა მდივანი ნატაშკა ხომ მანდა არის. ვსო, მორჩა, ეხლა მე ვიწყებ დღეიდან თათბირებზე სიარულს, აგერ ნახავ რასაც ვიზამ. - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა ჯეკამ და ტელეფონი ჩანთაში ჩაიდო. - რა ვქნათ ბორგატა ეხლა მე და შენ? მოდი აბა ანუშკი ვნახოთ სად არის. - ეხლა თავის სკოლის მეგობარ ანუშკის გადაურეკა ჯეკამ. - ანუშკი, რას შვები? - ჯეკააა, ამოდი დროზე ჩემი ძმის მეგობრები არიან აქ.დროზე,დროზე - დააჩქარა ანუშკამ. - მოვდივარ. -გაუთიშა ჯეკამ და ტაქსის მძღოლს წყნეთით შეუცვალა მისამართი.
ანუშკის სახლში სუფრა ეზოში გაეშალათ და ათიოდე ახალგაზრდა ხილსა და კონიაკს მიირთმევდნენ. ბორგატა ეზოში ბავშვებთან ერთად დარბოდა. თამადას ხელში ვისკით სავსე ღვინის ჭიქა ეჭირა და სიყვარულის სადღეგრძელოს ამბობდა. - სიყვარული ეს ყველაფერია, ეს სამშობლოა, ეს შვილია, ძმაა, მეგობარია, გინდა ეს აიღე, ძაღლი, ესეც სიყვარულია - ბორგატასკენ გაიშვირა ხელი თამადამ. - კი, კი, კანეშნა - დაეთანხმნენ სხვა სუფრი წევრები. - სიყვრული არ იყო, ადამი და ევა, აბა რა იყო, ბიბლია ხომ წაგიკითხიათ, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ბიბლიის კითხვა, ეგაა ცხოვრების აკადემია, ტყუილი, მართალი, სწორი, არასწორი, ყველაფერი მანდ წერია, ტყუილის მთქმელი რომ არაკაცია მაგ დროიდან იცოდნენ უკვე. აბა ტყუილს რომ იტყვის კაცი, იმას გვერდზე როგორ დავუდგები,იმასთან საქმეს არ დავიჭერ ძმაო.ის კაცი როდის გიღალატებს არ იცი.ის რომ იყო, პარლამენტარი, ხან იქით რომ იყო და ხან აქეთ, ეთქვა სიმართლე და ვინ რას ერჩოდა. პარლამენტი ტაძარია ძმაო, იქ ესეთი რამე არ უნდა აკადრო არც შენს თავს და არც სხვებს.პარტიის ინტერესები კი არის მაგრამ სამშობლო უფრო მაღლა დგას ძმაო! ეს მთები და ეს მდინარეები რომ გვიყურებენ, არ იტყვიან საუკუნებს გაუძლო ამ ქვეყანამ და ეხლა თქვენ ანგრევთო. დანგრევას რა უნდა , აგერ კარი ფეხი და დაინგრევა. მთავარი ააშენო რამე. მე იმას კი არ ვამბობ რომ სამაგალითო ცხოვრება მქონდა და ანგელოზი ვარ მეთქი, მინგრევია კიდევაც, მაგრამ უფრო მეტი მიშენებია,აბა! ჩემ შვილებს სულ იმას ჩავჩიჩინებ, ისწავლეთ შვილებო, ისწავლეთ, ისე ვერაფერს ააშენებთ მეთქი, ეს ლენინი კი ვიცით ვინც იყო, მაგრამ, სწავლა-სწავლა-სწავლას რომ იძახდა სულ, მართალი იყო. აინშტაინს და როზენბერგს რომ არ ესწავლათ ეგ იქნებოდა უკეთესი? კი, რა თქმა უნდა ეს ატომი და რადიაცია არავის მოსწონს, მაგრამ ენერგია რომ მუქთია? ყველას კი არა აქვს მდინარეები და მთები და კაშხლები. ჩერნობილი რომ მოხდა ბიძაჩემი იქ იყო, ბელარუსიაში, ის კაცი ეხლაც ცოცხალია და ჩემზე მეტს სვამს, აგერ კახუნა დამემოწმება. - კახუნას გადახედა თამადამ და შეამჩნია რომ გოგები წამოდგნენ სუფრიდან - რას შვებით კაცო, სად მიდიხართ, გაწყენინეთ რამე? - ნაწყენი სახე მიიღო თამადამ - ყავა და ნამცხვერი უნდა გამოვიტანოთ, მერე შემოგიერთდებით- მიზეზი მოძებნეს გოგოებმა. - ხოო, ყავა და ნამცხვარი დროულია. ხოდა რას ვამბობდით? ააა… სიყვარულს გაუმარჯოს ესე იგი…- გააგრძელა სადღეგრძელო თამადამ. ამასობაში გოგოები სამზარეულოში შევიდნენ ტახტზე ჩამოჯდნენ. ჯეკა და მე ნათლი მირონები ვართ, მამამისი ჩემი ნათლიაა. - გააცნო თავისი ძმის მეგობრებს ანუშკამ ჯეკა. ჯეკა თქვენი ნამდვილი სახელია? - დაინტერესდა ქერა გოგონა. - არა, ჯესიკა მქვია, დიდი ბებიის სახელი დაურქმევიათ ჩემთვის, პოლონელი ყოფილა. - წინაპრების სახელების დარქმევა ცუდი კი არ არის, ეხლა ჩემს შვილიშვილს, ან მის შვილს ანუშკი რომ დაარქვან, ცუდი კი არ არის - გაიღიმა ანუშკიმ. - მაგას კი არ ვამბობ, რომ ცუდია, მაგრამ იმ დროს რომ პოპულარული სახელი იყო, ეხლა შეიძლება ადამიანს ეხამუშოს. აბა ბაბუა რომ ტრისტანი გყავდეს, მაგის სახელს ხომ არ დაარქმევ შვილს? - გაგგრძელა ისევე ქერა გოგონამ. - რა მოხდა მერე, ჩემი მეზობელი რომაა, ქუცნა,აი ბევრი ძაღლები რომ ყავს, ხომ იცით? - ჩაერია საუბარში მოკლედ შეკრეჭილ თმიანი გოგო, ეკუნა. - ხოდა ეგ იცით ვისი შვილიშვილი თუ შვილიშვილის შვილია? - არა, ვისი? - ვისი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის, და სახელიც ეგრე ქვია, ქაქუცა, ჩვენ ვეძახით ქუცნას თორემ ისე ქაქუცაა. - მაიცა, ეგ ქუცნა ის არ არის- ჩაერია ანუშკი - ჯიბგირი რომ არის, ჯიბის ქურდი?ავტობუსებში ახალგაზრდა გოგოებს რომ დაუძვრება ჩანთებში? - ხო, ხო ეგა.- დაუდასტურა ეკუნამ. - ისე ბაბუამისის შვილი მაგას უნდა აკეთებდეს? ისე რა სიმპატიურია, ააა? - გადაიკისკისა ანუშკიმ ჯეკამ ამის გაგონებაზე უნებლიედ ხელჩანთაში ჩაიხედა და საფულეს დაუწყო ძებნა. რომ ვერ მიაგნო საფულეს, ეკუნა გვერდზე გაიყვანა. - ეკუნა, მაგ ქუცნას ტელეფონი ხომ არა გაქვს? - შეეკითხა ჯეკა. - ვაა, რა პონტია?რად გინდა მაგის ტელეფონი? - ბავშვობაში ვიცნობდი და მერე დამეკარგა, ჩვენი ოჯახის ახლობელია და ცხონებული დედაჩემი სულ მთხოვდა,მიპოვე ეგ ხალხიო. - მოიტყუა ჯეკამ. - კი როგორ არა მაქვს, მოიცადე გადმოგიგზავნი. ჯეკამ მიიღო თუ არა ქაქუცას ტელეფონი, ჩანთა აიღო და გარეთ გავიდა. თავი რომ დაიმარტოხელა ტელეფონი ამოიღო და ქაქუცას გადაურეკა.- ალო, ქაქუცა, მომისმინე შენი ჭირიმე, არ შემაწყვეტინო, ბოლომდე მომისმინე , მე ჯეკა ვარ, ძაღლი რომ გადამირჩინე დღეს ხელოვნური სუნთქვით. მოკლედ საფულე რომ ამომაცალე, მანდ საბუთები მედო და რაც მთავარია დედაჩემის უკანასკნელი ფოტო იდო მისი ბოლო დანაბარებით. ფული შენ დაიტოვე და ეგ რაღაცეები არ დამიკარგო, შეგხვდები სადაც გინდა და გადმომეცი, ნუ გეშინია არ დავაჭერინებ შენ თავს, შევთანხმდით? - ვაიმე, ჯეკა, არ ამომიღია შენი საფულე, მართლა გეუბნები… ისე საიდენ გაიგე ჩემი ნომერი? - ნომერი კი არა სადაც ცხოვრობ ისიც ვიცი და ეგ ბაზარი არ გინდა, ტკბილად გეუბნები, ფული დაიტოვე და ჩემი ქაღალდები დამიბრუნე, ზუსტად ოც წუთში ველოდები შენს ზარს. თუ არ დარეკავ მერე დააბრალე შენს თავს იცოდე, ნაბიჭვარო შენ! - დაემუქრა ჯეკა. - ჯეკა, არ ამომიღია მეთქი შენი საფ…- მაგრამ ჯეკამ არ აცალა დამთავრება და ტელეფონი დაუკიდა და ისევ ოთახში შებრუნდა. ამასობაში გარეთ თამადამ როგორც იქნა დაამთავრა სიყვარულის სადღეგრძელო, რომ ამ დროს ჭიშკართან ტაქსი გაჩერდა და იქიდან ტაქსი მძღოლი გადმოვიდა, - გამარჯობათ- მიესალმა სუფრის წევრებს. - აქ გოგონა ამოვიყვანე ერთი საათის წინ და მანქანაში საფულე დარჩა და რა ვიცი… აგერ ამოვუტანე,,,აი.- გაუწოდა თამადას თამადამ საფულე გამოართვა, გახსნა, რაღაც ქაღალდი ამოიღო და წაიკითხა - “ჯესიკა ხაკიჟანოვა” - ვინაა ხაკიჟანოვა? არა ძმაო გეშლება - მიაწოდა უკან საფულე. - არა, რა მეშლება, აქ იყო რა...ამ ჭიშკარში შემოვიდა - არ მოეშვა ტაქსისტი -ეეე, გეუბნები არავინა აქ ხაკიჟანოვა, ვინა ხარ ტო? ანუშკიიი, გამოდი ერთ წუთით, მალე! ანუშკი გამოვიდა გარეთ. - რა იყო? - ანუშკი, ვინმე გვყავს სახლში ხაკიჟანოვა და მე არ ვიცი? - შეეკითხა ანუშკის და დამცინავად გადახედა ტაქსისტს. - რა იყო? ჯეკაა ხაკიჟანოვა. - გაიკვირვა ანუშკიმ. - ვინა? ჯეკა ხაკიჟანოვაა?! ჯესიკა ხაკიჟანოვა? - ხო, რა იყო? - მაიცა, ნუ გაატრაკე, ის ლამაზი გოგო ხაკიჟანოვაა? - ჩაერია თამადის მოადგილეც - ხო, რა მოხდა მერე არ მეტყვით? - გაბრაზდა ანუშკა. - არაფერიც არ მოხდა, უბრალოდ ტაქსში საფულე დარჩენია და ამ ხვთისნიერმა კაცმა ამოუტანა. - მიაწოდა საფულე - უიმე მადლობთ, დიდი მადლობა - გაუხარდა ანუშკის და საფულე გამოართვა. - არაფრის, წავალ ეხლა . - ჭიშკრისკენ გადადგა ნაბიჯი ტაქსისტმა. - ეხლა მოიცა ძმაო, ერთი წუთით აქ დაგვიჯექი,შენნაირი ხალხი ძმაო სანთლით საძებნია საქართველოში და შენ შენი ფეხით მოგვადექი აქ და აქედან გაგიშვებთ?ა? - გადახედა სუფრის წევრებს - არა, ბოდიში, სამუშაო მაქვს, ნასვამი ხომ არ ვიტაქსავებ?- იუარა ტაქსისტმა. - რამდენს აკეთებ საღამოში მითხარი ერთი ძამიკო? - ჩაერია საუბარში თამადის მოადგილე. - რავი რა გითხრათ, 80 - 100 გამომდის - ა ძმაო შენ ორასი დოლარი და დაგვიჯექი აქ - ჯიბიდან ფული ამოიღო თამადამ - ანგელოზი თავისი ფეხით გვეახლა და შენ აქედან გაგიშვებთ, მაგ მანქანას ჩემი მძღოლი წაიყვანს, ნუ გეშინია… ერთი შენი სახელიც გვაჩუქე ძამიკო და აგერ დამიჯექი - გვერდზე ჩაიწია თამადამ. - არტურჩიკას მეძახიან, ვეძისელი ვარ- უპასუხა და თამადასკენ გაიწია - ხოდა არტურჩიკ, ეგერ ჩემ პირდაპირ იმას მოუჯექი, თავი რომ ააქვს თეფშში ჩაყოფილი, - შეუცვალა ადგილი ტაქსისტს სახელის გაგებისათანავე. ანუშკა სამზარეულოში შევიდა და ჯეკას საფულე მიაწოდა. - საფულე დაგრჩენია ტაქსში გოგო, როგორ ვერ გაიგე. - ვაიმე , ჩემი საფულე… ვინ მოიტანა? - ტაქსის შოფერი ამოვიდა და ამოგიტანა, აგერ ბიჭებთან ქეიფობს. - ვაიმე რა სირცხვილია, მოიცა, პატივს ვცემ რამეს. - არ გინდა, იმებმა სცეს პატივი უკვე, თან აგრძელებენ პატივისცემა კიდევ - უთხრა ანუშკიმ და ეზოსკენ გაახედა, სადაც ტაქსისტს უშველებელი ფიალა ეჭირა ხელში. - სირცხვილი არა ტოლმა კიდე… - არა, სირცხვილია მაგაზე არ მითქვამს, სხვა რამე გავიფიქრე - ჩაილაპარაკა ჯეკამ და გარეთ გამოვიდა, მიფარებულ ადგილას მივიდა იქიდან დაურეკა ქაქუცას. - ქუცნა,ჯეკა ვარ ისევ. დიდი ბოდიში, მაპატიე რა, ტაქსიში დამრჩენია საფულე… ამოდი რა წყნეთში, გთხოვ., გამიყვანე აქედან სადმე! - მოვქრივარ ჯეკა, ოც წუთში მანდ ვარ. მართლაც, ოციოდე წუთის შემდეგ ქუცნა და ჯეკა უკვე მანქანაში იჯდნენ და თბილისს შორდებოდნენ. - ბუნებაში ხომ არ შევიდეთ სადმე, მაინც სიწყნარეა - შეაპარა ქაქუცამ. - როგორც გინდა.- სრულიად ერთმნიშვნელოვნად გადახედა ჯეკამ.. ქაქუცამ მალე გზიდან გადუხვია და ტყეში ღრმად შესულმა რაღაც წყაროსთან გააჩერა. ჯეკა მანქანიდან გადმოვიდა და ნელ-ნელა ტანსაცმლის გახდით წყაროსკენ გასწია. წყაროსთან რომ მიაღწია უკვე დედიშობილა იყო. ქუცნამ ხელი დაუქნია - მოვდივარ ეხლავე, სიგარეტს ავიღებ.- დაუძახა და მარჯენა ხელით ჯეკას ჩანთა თავისკენ მოიწია, გახსნა და საფულე ამოიღო,. საფულეში ორმოციოდე ლარი და რაღაც სურათები იდო. - ამისთვის ატეხე ერთი ამბავი შეჩემა! - ჩაიჩურჩულა თავისთვის და ყველაფერი უკან ჩააბრუნა. მერე ტანსაცმელი გაიხადა, ლამაზად დააწყო საჯდომზე, სიგარეტს და სანთებელას მოკიდა ხელი და ჯეკასკენ გასწია. მალე წყაროსთან ისეთი ამბავი ატყდა ჭიანჭველები ხვრელებიდან ძვრებოდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მიწისძვრაა თუ რა არისო, ნუ რა თქმა უნდა ჭიანჭველურ ენაზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სიყვარულის სადღეგრძელო ზედმეტად გაშარჟებულია . განსაკუთრებით პარლამენტზე საუბრისას . 3 ქ სიყვარულის სადღეგრძელო ზედმეტად გაშარჟებულია . განსაკუთრებით პარლამენტზე საუბრისას . 3 ქ
4. ქაქუცას სახელს სათაურიდანვე ჩოლოყაშვილს დაუკავშირებს მკითხველი ( უნებლიეთ)
jonatan livingstoni. 2017-11-02 02:42:06 ვეთანხმები ამ კომენტარს. მე როგორც მკითხველმა სახელებმა ასოციაციურად გამიყვანა ნაწარმოებიდან. სახელები ლიტერატურაში არის პიროვნების შეცნობის კატეგორიის არსი, სახელისადმი ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო. დანარჩენი არაუშავს, მსუბუქი შინაურული თხრობაა. წერის პოტენციალი ჩანს.
ქაქუცას სახელს სათაურიდანვე ჩოლოყაშვილს დაუკავშირებს მკითხველი ( უნებლიეთ)
jonatan livingstoni. 2017-11-02 02:42:06 ვეთანხმები ამ კომენტარს. მე როგორც მკითხველმა სახელებმა ასოციაციურად გამიყვანა ნაწარმოებიდან. სახელები ლიტერატურაში არის პიროვნების შეცნობის კატეგორიის არსი, სახელისადმი ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო. დანარჩენი არაუშავს, მსუბუქი შინაურული თხრობაა. წერის პოტენციალი ჩანს.
3. ახალი ავტორი ხართ საიტზე, აქ პროზა იშვიათად იდება. მოგესალმებით. რაც შეეხება ნაწარმოებს- აბა, რა გითხრათ, ეტყობა, რომ მოყვარულის დაწერილია, პროფესიული ხელი აშკარად აკლია. მსუბუქი, შაბლონური თხრობაა. ამ გვერდზე უკეთესის ნახვის სურვილით ვწერ ორ ქულას. ახალი ავტორი ხართ საიტზე, აქ პროზა იშვიათად იდება. მოგესალმებით. რაც შეეხება ნაწარმოებს- აბა, რა გითხრათ, ეტყობა, რომ მოყვარულის დაწერილია, პროფესიული ხელი აშკარად აკლია. მსუბუქი, შაბლონური თხრობაა. ამ გვერდზე უკეთესის ნახვის სურვილით ვწერ ორ ქულას.
2. ყველაფერი კარგი, მაგრამ ბორგატა ვეტერინართან იყო წასაყვანი უეჭველი. თეთრი პუდელის პატრონი ის ფსიქოტიპი არ არის, ეგრევე წყნეთში რომ გააქანოს ტრავმირებული ძაღლი ყველაფერი კარგი, მაგრამ ბორგატა ვეტერინართან იყო წასაყვანი უეჭველი. თეთრი პუდელის პატრონი ის ფსიქოტიპი არ არის, ეგრევე წყნეთში რომ გააქანოს ტრავმირებული ძაღლი
1. ეს კიდევ უკეთესია, ოღონდ საშინელი ფინალური სცენით :)
კარგი თხრობის სტილი აქვს ავტორს ( იუმორზე კი მოგახსენეთ ამისწინაც ).
ემზარის არ იყოს, ეს ჯეკაც რა მახვილგონივრულად მოფიქრებული სახელია :)
თამადის სახეც ისეთი კოლორიტული და ტიპიურია- ჩერნობილი ბელორუსიაში :)
ქაქუცას სახელს სათაურიდანვე ჩოლოყაშვილს დაუკავშირებს მკითხველი ( უნებლიეთ) და რა ოსტატურად უკავშირებს ავტორიც.
კარგა ხანია , ურაკზე ახალი ავტორის შემომატება ასე არ გამხარებია :)
ეს კიდევ უკეთესია, ოღონდ საშინელი ფინალური სცენით :)
კარგი თხრობის სტილი აქვს ავტორს ( იუმორზე კი მოგახსენეთ ამისწინაც ).
ემზარის არ იყოს, ეს ჯეკაც რა მახვილგონივრულად მოფიქრებული სახელია :)
თამადის სახეც ისეთი კოლორიტული და ტიპიურია- ჩერნობილი ბელორუსიაში :)
ქაქუცას სახელს სათაურიდანვე ჩოლოყაშვილს დაუკავშირებს მკითხველი ( უნებლიეთ) და რა ოსტატურად უკავშირებს ავტორიც.
კარგა ხანია , ურაკზე ახალი ავტორის შემომატება ასე არ გამხარებია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|