მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2017
კალატოზები
კალატოზები ზელენ ამ თიხას
მზემ ცისკრის კარზე ინათა ადრე
როგორც ენძელა და ვერონიკა
სასახლეები ჩუქურთმებს გავდნენ
მოჩანს მწვერვალად გარემოცული
სვეტიცხოველი და ანანური
ტაძარს ამშვენებს ცეკვა ხორუმით
ვით მომნუსხველი და საკრალური
თეატრალურად ხატავენ სურათს
ბაზილიკა და მონუმენტები
ლითონებისგან ნაშენებ გუმბათს
კალატოზები ზომავს მეტრებით
გავს მონუმენტი მოპირკეთებულს
მას აშენებენ თიხით,ქვითკირით
მამადავითზე დგას მშენებელი
და ისევ ძველ დროს უხმოდ მისტირის
და აგონდება სამცხე, ვარძია
დიდი თამარის ნაქანდაკარი
ჟამმა უდროოდ როგორ დანისლა
,,ნადიდგორალი,ნაშამქორალი“
იხსენებს გელათს მოვარაყებულს
დაცემულს ისეთს,როგორც ედემი
ისევ სჭირდება მოვლა დანგრეულს
რომ გვამშვენებდეს საღი კედლებით
კალატოზები კი ზელენ თიხას
შესანიღბავად ძველი თბილისის
იქნებ მოვიდეს და რამე მითხრას
ფიქრობს ქვითხურო, სხვა კი ვინ იცის
როგორ ატყვია ნაჭრილობები
ძველი თბილისის გარეუბნებსაც
ზელენ ამ თიხას კალატოზები
და გუმბათები მოჰგავს უტევანს
საბელი საბელს ჩამოეკიდა
აღსდგეს ერთობა რომ პირვანდელი
მოედინება ჯგრო მოედნიდან
და საქართველოს კვლავ ხილვას ელის
მე საუკუნო ერთობის ძალამ
ვნახე ჭიშკართან როგორ ჩათვლიმა
ახლა კვლავ მიწევს ამ გზებზე გავლა
და ჯგრო მოადგა თბილისს ქართლიდან
აღაგებს სახლებს ,ელის ქვითხურო
გაფანტვას ღრუბლის,გამოდარებას
მე ამ ერთობის მჯერა მით უფრო
სანთელი ტაძრად რომ არ ჩაქრება
კალატოზები ზელენ ამ თიხას
მზემ ცისკრის კარზე ინათა ადრე
როგორც ენძელა და ვერონიკა
სასახლეები ჩუქურთმებს გავდნენ
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
კალატოზები ამ პატრიოტული ლექსის სათაურად არ მ.ომწონს, ,,წარსულის ხუროთმოძღვრები,, მოუხდება.
კალატოზები ამ პატრიოტული ლექსის სათაურად არ მ.ომწონს, ,,წარსულის ხუროთმოძღვრები,, მოუხდება.
ელადა.
2017-11-05 21:31:46
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
17.04.2026 09:12:50