 | ავტორი: ზურა ბანი ჟანრი: პროზა 9 ნოემბერი, 2017 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გოზინაყი
არაფრის არ ეშინოდა ლუკას იმაზე უფრო მეტად, რისიც ყველაზე უფრო მეტად ეშინოდა. თქვენ ფიქრობთ სიკვდილის, არა? შეგეშალათ. ლუკას ყველაზე უფრო მეტად სიცოცხლის ეშინოდა. დიახ.რადგანაც ლუკასთვის ყველანაირი საშიშროებები სიცოცხლეს მოჰქონდა . სიკვდილის კი სულაც არ ეშინოდა, პირიქით, ყოველთვის იმას ფიქრობდა, როდის დაუდგებოდა შიშის გარეშე ყოფნის ბედნიერება. უფრო სწორედ არ ყოფნის, რადგან სიკვდილი თავისთავად ყოფნის საწინააღმდეგო რამ იყო. ამ ფიქრებში გართული მიაბიჯებდა მშობლიურ დოლიძის ქუჩაზე, როდეს მოულოდნელად მის წინ ახალგაზრდა ტოიოტამ წაუმუხრუჭა. მანქანის მძღოლის მინა ნარ-ნარით დაეშვა და საჭესთან მჯდარმა საშუალო სიმაღლის, დიდი თავისა და საშუალო სიმპატიურობის მქონე მევიოლინემ ლუკას დაბალი ბარიტონით მიმართა - ძმაკაც, შენ აქ ნოდარა... იცი რომელი, შავი ავჩარკა და მერსო, ჯიპი არა, მეორე,.. დედამისი სკოლის მასწავლებელი თუ რაღაცა….ორი დღის წინ ნაცემი რომ იყო… ისე რა ნაცემი, საცემი კი იყო, თან მაგრა, ეგ არ უნდა ეკადრა,... ამ უბნელი ხარ ძმაკაც? - ბატონო? ვერ გავიგე? - მართლა ვერ გაიგო ლუკამ რა უნდოდა მევიოლინეს,თუმცა ვინ იცის, მევიოლინე შეიძლება სრულებითაც არ ყოფილიყო მევიოლინე . - რა ვერ გაიგე შე ჩემა,ამ უბნელი ხარ? და ნოდარა, ნაცემი რომ იყო,...და ვაბშე ვინა ხარ ტო?- მევიოლინე მანქანიდან გადმოხტა და ლუკას საყელოში წაავლო ხელი. - ბიჭო, ნოდარას თუ იცნობ მეთქი,ნოდარას? აქ ლუკას შიშის ჰორმონები აუმუშავდნენ და მთელი სხეული კანკალმა აიტანა. - არა, არ ვიცნობ,მაპატიე რა , მეტს არ ვიზამ… - ლუკას ტვინმა გადამეტებულ რეჟიმში მუშაობას ვერ გაუძლო და მეტყველების ორგანოს მცდარი სიგნალები მიწოდება დაუწყო, - მეტს არ ვიზამ, მართლა არ ვიზამ მეტს, მაპატიე რა დე… მევიოლინე ჯერ თვალებში ჩააშტერდა ლუკას, მერე ხელი გაუშვა და გადაიხარხარა - ეს ვინ არის ტო?, გიჟი ყოფილა ეს ჩემისა - გადასძახა მანქანაში მჯდომ მესაყვირეს, რომელიც ასევე სრულიად შესაძლებელია რომ არც ყოფილიყო მესაყვირე. -არა, არა,არა ვარ გიჟი, ესე მემართება ხოლმე როდესაც ვშიშიანობ, ექიმმა მითხრა, ტვინი ვერ უძლებსო დატვირთვებსო, ცნობაც მაქვს, - შეეპასუხა ლუკა მევიოლინეს და ჯიბიდან გაკეცილი ქაღალდი ამოიღო. - რა ცნობა, წადი მოშორდი აქაურობას, სანამ გადამიფიქრებია, - ქაღალდზე ხელი აუქნია მევიოლინემ. - დამიჯერე რა , არა ვარ გიჟი. - მაგრამ მევიოლინე შეტრიალდა და მანქანისკენ გასწია. - მართლა, არა ვარ გიჟი, ნოდარიც ვიცი, ორი დღის წინ ნაცემი რომ მოიყვანეს. ამის გაგონებაზე მევიოლინე სწრაფად შემოტრიალდა და კბილებში გამოცრა - თუ მეკაიფები, ბოზიშვილი ვიყო შუბლს გაგიხვრიტავ, მითხარი სად არის ნოდარა თორემ არ ვიცი… მუქარაზე ლუკას ტვინი ისევ დამუხრუჭდა - აქ არის ნოდარა, მე ვარ ნოდარა...ნუგზარა… ვალოდა… მეორე ნოდარაც….ნაცემი ნოდარაც და უცემი ნოდარაც… შენი დედაც მოვტყან, შე ქინძის ახვარო! - თავისდა უნებურად გინებაზე გადავიდა ლუკა. - ეე, ვის აგინებ შე ნაწყლო - შესძახა მევიოლინემ - დაგბრიდავ, ჩემი…- დაამატა და მანქანისკენ გავარდა. ალბათ იარაღის, ან დანის ასაღებად. ამის გაგონებაზე მანქანიდან მესაყვირე გადმოვიდა და მევიოლინესა და ლუკას შუაში ჩადგა - ბაბუ, ეხლა წყნარად გვითხარი სად ცხოვრობს ნოდარა და გაგიშვებთ, ხო ჩემი ბიჭი? - დაცინვით მიმართა ლუკას ლუკა ისევ აკანკალდა და აკანკალებული ხელით ცნობა მიუშვირა მესაყვირეს.მესაყვირემ მევიოლინე გვერდზე გასწია, ლუკას ხელმკლავი გაუყარა და მანქანისკენ გაიყვანა. - მოდი აქ ჩაჯექი, ნუ გეშინია, არაფერს გიზამთ, პროსტო ნოდარა გვაჩვენე სად ცხოვრობს და გაგიშვებთ, თუ გინდა მაროჟნსაც გიყიდით თან.- ნაზად მიუგო მესაყვირემ და თან მევიოლინეს ანიშნა შუბლზე თითის დატრიალებით, ვერ არისო კარგად. მევიოლინე დამშვიდდა და საჭეს მიუჯდა - დაჯე, დაჯე, გპატიობ, ოღონდ ნოდარა გვიჩვენებ სად ცხოვრობს, და მეტი არაფერი არ გვინდა. ლუკა შეშინებული ჩაჯდა უკანა სავარძელზე. მესაყვირემ კარები მიუხურა და თვითონაც ჩაჯდა მანქანაში. - ჰა, საით წავიდეთ?. - წინ წადით და მერე ხილიანზე ჩაუხვიეთ მარჯვნივ. ლუკას დამთავრებული არ ჰქონდა ლაპარაკი რომ მევიოლინემ გიჟივით მოწყვიტა ახალგაზრდა ტოიოტა ადგილიდან. - ცოტა ნელა იარეთ რა, გვეშინია სისწრაფის… თხოვნით მიმართა ლუკამ მძღოლს. - ვის გეშინიათ სიჩქარის, მრავლობითში რატომ ამბობ? - მე და ჩვენ გვეშინია. - ვა, თქვენ რა მშიშრები ყოფილხართ- ირონიულად უპასუხა მევიოლინემ და უფრო მოუმატა სიჩქარეს. - ცოტა ნელა ტო, მართალს გეუბნება ეგა,თუ ეგენი. ნასვამი ხარ ტო! - ჩაერთო საუბარში მესაყვირე. - კარგი რა, ვაბშე არ მივდივარ ჩქარა - დაამშვიდა მევიოლინემ - აქ მარცხნივ არა? - ხილიანის ჩასახვევზე მიუთითა ჯან ლუკას. - ხო. - აჰა, ჩავუხ…… ძლიერმა დარტყმამ ახალგაზრდა ტოიოტა მყისიერად ხანშიშესულ ტოიოტათ აქცია. ტოიოტაც და თეთრი ჯიპი ერთმანეთს დიდიხნის უნახავი შეყვარებულებივით ჩახუტებულიყვნენ. ჯიპიდან ორი გოგონა დასისხლიანებული და გაკვირვრბული სახეებით დასცქეროდნენ ბიჭებს. - ცოცხლები ვართ? - მიკნავებული ხმით წარმოთქვა მესაყვირემ. - მე კი - ისეთივე ხმით უპასუხა მევიოლინემ. - მეც -. დაამატა ლუკამ - იმ მანქანაში? - რავიცი, ცოცხლებს გვანან, ორი გოგოა მე მგონი. - უპასუხა მესაყვირემ’ - აუუ, მაგრად დამენძრა, კიდევ ალკოჰოლს აღმომიჩენენ ეგენი და მესამეზე ციხეა, დავიღუპე ჩემი! ლუკამ კარები გააღო და გადმოვიდა, გოგოებიც ცდილობდნენ კარების გაღებას და მათაც მიეშველა, იქვე ლუდხანიდან ხმაურზე შეზარხოშებული ხალხი გამოცვივდა და სეირს ყურება დაუწყეს. ლუკამ ლუდხანას ახედა, მერე ტოიოტას გვერდიდან მოუარა და მევიოლინეს კარები გაუღო - გადმოდი, გადმოდი დროზე - ხელი წაავლო მევიოლინეს, - რა იყო, ხელი გამიშვი შეჩემა,- შეეწინააღმდეგა მევიოლინე. ლუკამ პირი ყურებთან მიუტანა და ჩასჩურჩულა: - დროზე შედი პივნოიში და ლუდი დალიე. - რაა? - ვერ მიხვდა თავიდან მევიოლინე, - აუ მართალი ხარ ტო!, მაგრამ ფული რომ არა მაქვს? - მე მაქვს, შედი, დროზე. - ხელის კვრით შეაგდო ლუკამ მევიოლინე ლუდხანაში. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ავარიის შემდეგ შიშის ჰორმონები ლუკას ტვინში რატომღაც აღარ წარმოიქმნენ. ეს ფაქტი ლუკამაც შეამჩნია, როდესაც ავარიის შემდეგ მევიოლინე თამამად გადმოიყვანა მანქანიდან, შემჩნევით კი შეამჩნია, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ იყო და თავის თავზე ტესტის ჩატარება მოინდომა, - აჰა, აიღე ეს ხუთლარიანი - ფული მიაწოდა მევიოლინეს და დაამატა - დროზე დალიე შე ყლეო, თორემ მოვა პატრული და მერე გვიანი იქნება. - რა ბიჭო, რა თქვი?! - გაოცებული შემოუბრუნდა მევიოლინე - რა ვთქვი და რაც გაიგე, არ გინდა ეს ხუთლარიანი? - ამ დროს პატრულის სირენის ხმა გაისმა. მევიოლინემ ხუთლარიანი გამოართვე ლუკას და ბარმენს მიაწოდა - დროზე ჩამომისხი რა თუ ძმა ხარ - მერე ისევ ლუკას მიუბრუნდა - მაცალე ორი წუთი,შენ რეებს ბედავ, დავლიო ერთი ეს ლუდი - დაემუქრა ლუკას. - ხო, მიდი დალიე, რასაც მიზამ იმასაც ნახავ, დაგანგრევ თავ-ყბას - გათამამდა ლუკა. ამასობაში პატრულიც მოვიდა და ავარიის დათვალიერებას შეუდგა. ლუკა და მევიოლინეც მაშინვე გამოვიდნენ ლუდხანიდან. პატრულმა მძღოლი რომ მოიკითხა და ხელში ალკოჰოლის სუნიანი მევიოლინე რომ შერჩათ, თავიდან ხელბორკილების დადება დაუპირეს, მაგრამ როდესაც აუხსნეს, რომ ავარიის შემდეგ დალიაო ლუდი, გადაიფიქრეს და ოქმის შედგენა დაიწყეს. მალე პატრულმა ოქმები შეავსო და მანქანებიც ევაკუტორებმა წაიყვანეს. გოგონებსაც არაფერი დაშავებიათ მაინცდამაინც და ტელეფონების გაცვლის შემდეგ ისინიც წაიყვანეს ახლობლებმა. როდესაც ლუკა მარტო დარჩა მუსიკოსებთან ( თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,ისინი სრულიად შესაძლებელია მუსიკოსები საერთოდ არც იყვნენ), მევიოლინემ ხელმკლავი გაუყარა მას და კორპუსის უკან გაიყვანა. -შენ , ბიჭო რას მებლატავებოდი პივნოიში? ეხლა აქვე დაგმარხავ და მაგ შენ ცნობას კიდე ზედ დავადებ შენ საფლავს - კბილებში გამოცრა მევიოლინემ. ლუკა კი თავისდაგასაკვირად ირონიულად მომღიმარი უსმენდა მუქარას. შიშის ჰორმონები კვლავ არ ჩანდნენ, ეტყობა ავარიის დროს ლუკას ტვინში მართლა რაღაც მოხდა. - ვის დაასაფლავებ, იცოდე მაინც ვინა ხარ, რომ გიყურებ მეცინება,კვატა ხარ სუფთა - კვლავ ირნიული ღიმილით მიმართა ლუკამ მევიოლინეს - ვინა ვარ ბიჭო?! -მუქარიან ჩურჩულზე გადავიდა მევიოლინე. - ვინა ხარ და ყლე ხარ და მამაშას პანტალონები - ჩაიცინა ლუკამ - ეეე, ყლე ვარ და კიდევ რა ვარ ბიჭო? - დაიყვირა მევიოლინემ და ლუკას ხელი მოუქნია, მაგრამ ლუკამ ხელი მოხდენილად აიცილა და მევიოლინეს ისეთი სილა გააწნა, რომ იგი მიწაზე გაგორდა. აქ მესაყვირეც ჩაერია და წიხლი მოუქნია ლუკას, მაგრამ ლუკამ წიხლიც აიცილა და მესაყვირეს წიხლი ამოსცხო. - ფეხი ვის დაარტყი ბიჭო?! - კვლავ ლუკასკენ გაიწია მესაყვირემ მაგრამ ლუკამ ქურთუკის საყელოზე ჩაავლო ხელი და ძლიერი დაქნევით მიწაზე დაანარცხა მესაყვირე - კურტკა ვის გაუხიე ბიჭო?! - გახეულ ქურთუკზე დაიხედა მესაყვირემ. ამ დროს მევიოლინემ დააპირა წამოდგომა, მაგრა იქვე მასაც მოხვდა ლუკას ფეხი. - წიხლი ვის დაარტყი შე ნაბოზვარო - წაქცეულმა შესძახა ლუკას. - ვის და ბიძაჩემს,,,შენ დაგარტყი შე ყვერო. - ისევ დასცინა ლუკამ და თმებში ჩაავლო ხელი წაქცეულს. - თმებზე ხელი გამიშვი შე ახვარო თორემ დაგბრიდავ ბოზიშვილი ვიყო - გააგრძელა მუქარა წაქცეულმა მევიოლინემ. - რა თქვი? ვისი შვილი იყო? - გააგრძელა დაცინვა ლუკამ. - ვისი და ბოზიშვილი მეთქი, ბიჭო! -ხოდა იყავი! - თქვა და ეხლა უკვე მუშტი უთავაზა სახეში - სახეში ვის ურტყამ შე დედამოტყნულო! - არ გაჩერდა მევიოლინე. ლუკამ მიწაზე ტკივილისგან დაკლაკნულ მესაყვირეს გადახედა და რომ მიხვდა მისგან საშიშროება არ მოელოდა ისევ დაარტყა სახეში მევიოლინეს, მაგრამ ამჯერად ძლიერი გამოუვიდა და კვლავ მესაყვირესკენ გასწია.. მესაყვირემ მისკენ მომავალი ლუკა რომ დაინახა გზისკენ გახოხდა მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა - რატომ გვცემ ძმაო, კაი ბიჭები ვართ. ხელით ნუ გვეხები ძმაო, რას გვერჩი? ლუკამ ერთი პირობა გაიფიქრა ამასაც გავაჩუმებო, მაგრამ მესაყვირის შეშინებულ თვალებს რომ შეხედა გადაიფიქრა და ტანსაცმლის დაბერტყვა დაიწყო. გასუფთავებას რომ მორჩა თავისი კორპუსისკენ გასწია, მაგრამ ათიოდე ნაბიჯის მერე უკან დაბრუნდა, მესაყვირეს გვერდზე დაუდგა, ჯიბიდან ცნობა ამოიღო და თავზე ნაკუწ-ნაკუწებად დაახია. - ისე მადლობელი ვარ თქვენი, შიშის ჰორმონები გამიქრა ავარიის შემდეგ… ნოდარას თავი გაანებეთ იცოდე, ჩემი შეყვარებულის საქმროა, მაგას თავისი გაჭირვება ეყოფა, მაგან არ იცის აწი რა მოელის, ეს შიშის ჰორმონები თუ არ დამიბრუნდა ისევ, ხო ხვდები რაც მოუვა, ჰა? - კი ძმაო, ვხვდები...ავდგები რაა ლუკამ არ უპასუხა ისევ თავისი კორპუსისკენ გასწია. დოლიძის ასახვევთან კლასელი ბიჭები შემოხვდნენ. - სიგარეტი არა გაქვთ? - მისალმების შემდეგ მიმართა ბიჭებს - ვაა, ეწევი ტო? - გაიკვირვეს ბიჭებმა - არა, არ მინდა,აღარ მოვწევ. - გადაიფიქრა ლუკამ, - რას შვებით,საით გაგიწევიათ? - ნათიას უნდა ვინახულოთ. შენ რას შვები? - რა ვიცი აბა, ვიღაც ახვრები შემომელახნენ და ეხლა სახლში მივდივარ - უპასუხა ლუკამ. - მოიცა, ნათიას სანახავად რატომ მიდიხართ, რა ჭირს რო? - არ იცი, ტო? ცალ თვალში დაბრმავდა. - კაი ნუ გაატრაკეთ, როგორ ტო? - შეწუხდა ლუკა - როგორ და თავის შეყვარებულს შეუსწრო ვიღაც ნაშასთან და გაგიჟებულმა თვალბში გოზინაყები ჩაირჭო თურმე, კიდევ კარგი მარტო ერთ თვალშია დაბრმავებული. - აუფ, არ მოსვლია კარგი ამბავი. კარგი მეც წამოვალ. - წამო,წამო, სულ სახლში ხომ არ იჯდები? - უპასუხა კლასელმა, რომელიც ლუკას სადარბაზოში ცხოვრობდა და ლუკასთან ერთად ბავშვობაში სალამურების სროლით ერთობოდა ხოლმე, - ხო, მართალი ხარ, წამოვალ - უპასუხა ლუკამ და კლასელებმა ცალთვალა ნათიას სახლისკენ გასწიეს,რომელიც არც ისე ახლოს და არც ისე შორს ცხოვრობდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ამ ავტორის ყველა ნაწერი ყურადღებით მაქვს წაკითხული მას შემდეგ, რაც ამ საიტზე გამოჩნდა.
ნაჩქარევი დასკვნები რომ არ გავაკეთო, ჯერ ამით შემოვიფარგლები და დაველოდები სხვა მოთხრობებს/ნოველებს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ავატარის ფოტოდან მომზირალი მამაკაცის თვალების ფერი მომწონს.
ეგეც საქმეა. :)
ამ ავტორის ყველა ნაწერი ყურადღებით მაქვს წაკითხული მას შემდეგ, რაც ამ საიტზე გამოჩნდა.
ნაჩქარევი დასკვნები რომ არ გავაკეთო, ჯერ ამით შემოვიფარგლები და დაველოდები სხვა მოთხრობებს/ნოველებს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ავატარის ფოტოდან მომზირალი მამაკაცის თვალების ფერი მომწონს.
ეგეც საქმეა. :)
2. ეს ის შემთხვევა, როცა ვერაფერი ვერ გავიგე ვერც სათაურიდან და ვერც შინაარსიდან, ამის გაგებას სპეცტვინი სჭირდება, სადაა თორემ კი... ეს ის შემთხვევა, როცა ვერაფერი ვერ გავიგე ვერც სათაურიდან და ვერც შინაარსიდან, ამის გაგებას სპეცტვინი სჭირდება, სადაა თორემ კი...
1. ეს იუმორისტულ შოუებში ნანახი სკეტჩების სცენრს გავდა, თუმცა იყო რამდენიმე საინტერსოდ გადაწყვეტილი ეპიზოდი და დიალოგი.
ეს იუმორისტულ შოუებში ნანახი სკეტჩების სცენრს გავდა, თუმცა იყო რამდენიმე საინტერსოდ გადაწყვეტილი ეპიზოდი და დიალოგი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|