 | ავტორი: ზურა ბანი ჟანრი: პროზა 15 ნოემბერი, 2017 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ხუთმკვლელობა.
მოქმედების ადგილები.
1. თბილისი. სასტუმრო “ოთხი სეზონის” სახურავი. რესტორანი “მეშვიდე ცა” 2. მარტვილის რაიონის სოფელი ლეხაინდრაო. ფეშენებელური ვილა “ჰორსვოთერი” მდინარე ცხენისწყლის პირას. 3. ბათუმი. ბენზე. კორპორაცია “აჭარის მარგალიტის” ოფისი. 4. ტყის მასივი ბენზეში, ბათუმი. 5. ქუთაისი. სტეკლოტარა. ფილატელისტთა კლუბის ყოფილი შენობა.
მოქმედების დრო. 2017 წლის 6 აგვისტო. “მასტერავოის” ტრაგედიის მე-8 წლისთავი,
მოქმედი პირები: 1. იშტვან ჩირქოვანი. ყოფილი ფილატელისტი. საპატიმროდან ახალი გამოსული. მოხდილი ჰქონდა 8 წელიწადი საფოსტო მარკებით აფერისტობისთვის, კერძოდ საქვეყნოდ ცნობილი მარკის - “ბუტლეგერი ახმედის” ყალბი ასლის მილიონ დოლარად გაყიდვისთვის. მოარული ხმების თანახმად, მას მართლაც გააჩნდა “ბუტლეგერ ახმედის” ორიგინალი, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო დიდი ბაბუა, მადიარ დენეშისგან,, რომელიც უნგრელი მეფეების შთამომავლად ითვლებოდა.. ვილა “ჰორსვოთერის” მეპატრონე. 2. ენვერ გაიღვიძე. პროფესიონალი ქილერი. ყოფილი ხუთჭიდელი. წარსულში მეთაფლეობისა და მეფუტკრეობის ფედერაციის თავმჯდომარე. თაფლის მაღაზიების ქსელის “ზუზუნას” მეპატრონე. ალერგიული დაავადება “ფუტკრის ცოფის” დამართვის შემდეგ თავისი ბიზნეს აქტივების გაყიდვა მოუწია და ქილერობას მიჰყო ხელი. 3. ლაურა ბოიშვილი. კომპიუტერული ფირმა “აჭარის მარგალიტის” კოდირების განყოფილების გამგე. შეიმჩნეოდა საეჭვო გარიგებებში, კერძოდ უკანასკნელ დროს გახმაურებული, კოდით დაცული ობიექტების საეჭვო ვითარებებში გაქურდვის ფაქტებს მისკენ მიჰყავდათ კვალი, ამიტომ კომპანიის ხელმძღვანელობა მას ბოლო დროს ცუდათ უყურებდა და იგი პოლიციის თვალთვალსაც გრძნობდა. 4. გენრიხ მშრალია. “ძალად ამბოხების” ერთერთი აქტიური მონაწილე. ანტიკვარიატისა და საკოლექციო ნივთების ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ბროკერი. როგორც ამბობდნენ, უახლეს მომავალში იგი აპირებდა აუქციონზე გამოეტანა უიშვიათესი ნივთი. რა ნივთი იყო, ეს არავინ იცოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრესკონფერენცია უკვე დანაონსებული იყო ქუთაისის “არტ-ბალახვანის” გალერეაში. 5. იაშა გადავა. სამეგრელოს პროკურატურის მთავარი გამომძიებელი. თავის დროზე “მასტერავოის” ტრაგედიის მიზეზების გამომკვლევი კომისიის თანა-თავჯდომარე. ტრაგედიიდან ორი თვის თავზე იგი ჩამოშორებულ იქნა კომისიის მუშაობიდან. ეჭვი იყო, რომ ტრაგედიაში დაღუპული ერთ-ერთი ვაგონის გამცილებელი, სვეტლანა სპასიბუხოვა მისი საყვარელი იყო. გადავა თავის დროზე ავღანეთში იბრძოდა და პროფესიით განმნაღველ-ამფეთქებელი იყო. * * - ყურადღებით მომისმინე, არ შეგეშალოს.- ლაურა ბოიშვილი თავის ოფისში,”აჭარის მარგალიტის” შენობაში ფანჯარასთან იდგა და მობილურით იაშა გადავას ელაპარაკებოდა. - ციფრებს რომ აკრიფავ, მერე “ენთერ”-ს უნდა დააჭირო. ერთი ციფრით ზედმეტი ან ნაკლები რომ მოგივიდეს, იცოდე ბუთქავს იმ წამში, - ვიცი, ხო, ვიცი - იაშა გადავა ლეხაინდრაოში ვილა “ჰორსვოთერის” რკინის ჭიშკართან დამონტაჟებულ ბომბის ციფერბლატზე კოდის ასაკრეფად ემზადებოდა, თან ბომბის გვერდზე დადებულ თავისი ტრაგიკულად გარდაცვლილი შეყვარებულის, სვეტლანა სპსიბუხოვას გაცრეცილ ფოტოს დასცქეროდა. “იშტვან ჩირქოვანო, ხომ გეუბნებოდი არ შეგარჩენენ მეთქი ჩემი სვეტლანას უმანკო სიცოცხლის ხელყოფას” ფიქრობდა იაშა. თუმცა მის ჩანაფიქრის ასრულება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან იშტვანი იაშას მოძრაობებს სათვალთვალო კამერის საშუალებით 300 კილომეტრის დაშორებიდან სასტუმრო “ოთხი სეზონის” სახურავზე მდებარე ღია რესტორანში, ლაპტოპის ეკრანზე უყურებდა და თან მობილურით გენრიხ მშრალიას ინსტრუქციებს აძლევდა. - გენრიხ, სიტყვაზე გენდობი, “მასტერავოის საქმის” მე რომ მაინტერესებს, ის ნაწილი ხომ წაშლილია ყველა სერვერებში?. - იშტო, როგორც შენ გინდოდა, ზუსტად ისეა ყველაფერი გაკეთებული, არსად იმ ადამიანის კვალი არ ჩანს, შენც ხომ მიგიწვდება ხელი, შეამოწმე.- უპასუხა მშრალიამ. - ხო, შევამოწმებ, ეხლა მაგის დრო არა მაქვს, - კარგი, მე რა ვქნა ეხლა, “არტ ბალახვანში” ვარ ეხლა. აქა გაქვს ხომ ის მარკა დამალული? - ხო,ჩადი სარდაფში, მანდ ბოლოში ტუალეტია რომ არის, იქ მიდი. ფანარი ხომ გაქვს? -კი როგორ არა.შევედი უკვე, ტუალეტში ვარ. - უპასუხა გენრიხმა. - ეხლა დადექი უნიტაზზე და ჭერში ფილას რომ გადაწევ იქ რკინის პატარა ყუთი დევს, გადმოიღე. - გადმოვიღე, როგორ გავაღო? ეს ღილაკები რისია, კოდია რამე? - ხო კოდია, აკრიფე 1912, ბაბუაჩემის დაბადების დღეა საწყლის. - ”ისე საწყალი რატომ იყო, რაც მაგან დრო ატარა სიცოცხლეში, საწყალი მე ვარ, თუ ვარ” - გაიფიქრა იშტვანმა. - ავკრიფე და სახურავი გაიღო. - უთხრა გენრიხმა. - ეხლა ორ წითელ ღილაკს ხომ ხედავ, ორივეს დაადე ცერა თითები ერთდროულად ძლიერად დააჭირე - უთხრა იშტვანმა და თან ირონიულად ჩაიღიმა. - ვაჭერ...ააა!!!- გაისმა ტელეფონში გენრიხის განწირული ყვირილი. .წითელი ღილაკების გვერდებიდან გამოსულ ყავისფრად შეღებილ ნემსებს გენრიხის სისხლის წვეთები ეტყობოდა. - გენრიხ, ეხლა მომისმინე, ზუსტად 30 წამში მიქელ-გაბრიელს ესტუმრები, მაგდენი ჭირდება “ბოქვენის შხამს”, სანამ გულამდე მიაღწევს, ერთ რაღაცას გეტყვი,რომ იცოდე არავითარი “ბუტლეგერ ახმედის” მარკა არ არსებობს უკვე დიდი ხანია., ბავშვობაში შემეშალა და ეგ მარკა საშობაო კონვერტზე დავაკარი და შეყვარებულს გავუგზავნე. კინაღამ მომკლა ბაბუაჩემმა ეს რომ გაიგო...აბა გნახავ მალე - შენი დედას შევეეე… ვერ დაამთავრა გინება გენრიხმა, ისე განუტევა სული ამასობაში ლაურა ბოიშვილსა და იაშა გადავას შორის სატელეფონო საუბარი დასასრულს უახლოვდებოდა. - აბა ვიწყებ კარნახს, არ შეგეშალოს, მზად ხარ? - შეეკითხა ლაურა - მზად ვარ, დაიწყე რა…- გაბრაზებულმა უპასუხა იაშამ. - ვიწყებ - სამი, შვიდი, ნული,ხუთი,კიდევ ხუთი,ცხხხ… - ამ დროს ტყის მასივიდან “აჭარის მარგალიტის” ოფისში შემოვარდნილმა სნაიპერის ტყვიამ ლაურა ბოიშვილს პირდაპირ გულში გაუარა. - რას გაჩუმდი, ცხრა და მორჩა? - კარგად ვერ გაიგო იაშამ. - ხხხ ოოო. - უკანასკნელად ამოიხროტინა ლაურამ, რაც იაშას თანხმობის ნიშნად მოესმა და მყისიერად “ენთერს” დააჭირა ხელი. ზუსტად ამ დროს იშტვანი გაოცებული დასცქეროდა თავის ლაპტოპის მონიტორს, რომელშიც აფეთქების შედეგად დასახიჩრებული იაშა გადავას სულთმობრძავი სხეული მოჩანდა. “ეს ვინღაა? საკუთარ ბომბაზე აფეთქება თუ გინდოდა, რაღა ჩემ სახლთან იფეთქებდი თავს შე ჩემა?!” - ჩაილაპარაკა იშტვანმა და მობილურით ენვერ გაღვიძეს გადაურეკა. - რა ხდება ენვერ, მზადაა ხინკალი? - შეეკითხა იშტვანი ენვერ გაიღვიძეს, რომელის სნაიპერის შააშხანის დაშლით იყო დაკავებული. - მზადაა, ერთნაოჭიანი. - ყოჩაღ, ერთნაოჭებში მარტო შენ აკეთებ ხოლმე, მაგარი პრო ხარ. - შეაქო იშტვანმა ენვერი. - აბა რა ეგონა, იმ ჭკუისკოლოფა ლაურას თუ ტყნაურას, ჩემი სახლის კოდები საიდან ბაზრდებოდა ვერ გავიგებდი? ისე შენ მაინც იცი, მაგ “მასტერავოის საქმეს” ტყუილად მაბრალებენ. კაი აბა, ხომ იცი სადაც უნდა აიღო შენი მწვანილი, კარგად აბა. - დაემშვიდობა იშტვანი ენვერს, - კარგად, მადლობთ ბატონო იშტვან. მომავალ შეხვედ… ვაიმე ჩემი!... წამოიყვირა უცებ ენვერმა - რა იყო ბიჭო,ვინმემ ხომ არ დაგინახა - შეცბუნდა იშტვან ჩირქოვანი. - არა, ფუტკარმა მიკბინა. - არ შემაშინე შე კაცო, ცივი რამე დაიდე - არა, რა ცივი რამე, ალერგია მაქვს ფუტკარზე, წამალს დავატარებ სულ… ვახ ჩემი, სად არის ტო წამალი - გაისმა ენვერის შეშფოთებული ხმა - ამ ჯიბეში მედო ყოველთვის, სად წავიდა?... ვაიმე ვსივდები,არ დავიბრიდო! - ჩადი ბათუმში, სასწრაფოს დაურეკე - ურჩია იშტვანმა. - რა ბათუმი, ვიბრიდები ჩემი! ერთ წუთში თუ არ გავიკეთე პიზდეცი მაქვს. - ტელეფონში შრიალი ისმოდა - ენვერ, გინდა მე დავურეკავ სასწრაფოს? - არა, უკვე აზრი აქვს, ეგებ ის ფული ჩემებს მიაწოდო… გავლურჯდი, ჩემი. - ხხხ ხხხხ ტელეფონში უკვე ხროტინი ისმოდა. - რა ყველას ეხლა მოგეტყნათ დედა, საიქიოშიც არ გინდათ მომასვენოთ? - ჩაიჩურჩულა იშტვანმა და ჯერ ლაპტოპი მოისროლა სასტუმროს სახურავიდან და მერე თვითონაც გადაეშვა ქვევით ისეთი ძალით, რომელიც ამ კერძო შემთხვევაში 705,6 ნიუტონს უდრიდა (აჩქარება 9.8 გამრავლებული იშტვანის წონაზე 72 კგ-ზე.). ნახევარი წლის წინ რომ გადმომხტარიყო იშტვანი სახურავიდან, მაშინ სიმძიმის ძალა 1176 ნიუტონი იქნებოდა, რადგან მაშინ იშტვანი 120 კგს იწონიდა. კუჭის სიმსივნემ მას 6 თვეში ლამის 50 კგ დააკარგვინა. ამასობაში სასტუმრო “ოთხი სეზონის” შესასვლელთან მდგარი ორი გერმანელი ბიჭუნა ისე მყისიერად გაბრტყელდა, რომ საიქიოში მოხვედრამდე ვერც გაიგეს რა დაეცათ ზემოდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ბედი არ გინდა? საწყალი გერმანელი ბიჭუნები:) ბედი არ გინდა? საწყალი გერმანელი ბიჭუნები:)
3. მადლობა ორივეს :) მადლობა ორივეს :)
2. ამას სიამოვნებით ვნახავდი ფილმად ))) სახელები და გვარები მართლა შესანიშნავად შერჩეული. 5. შენ ! ამას სიამოვნებით ვნახავდი ფილმად ))) სახელები და გვარები მართლა შესანიშნავად შერჩეული. 5. შენ !
1. :)))
გამიხარდა, მაინც, ერთმკვლელობა ქუთაისშიც რომ მოხდა :)
ისე, ორჯერ წავიკითხე, თორემ პირველ წაკითხვაზე მოქმედ პირებში ავირიე :)
:)))
გამიხარდა, მაინც, ერთმკვლელობა ქუთაისშიც რომ მოხდა :)
ისე, ორჯერ წავიკითხე, თორემ პირველ წაკითხვაზე მოქმედ პირებში ავირიე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|