 | ავტორი: ზურა ბანი ჟანრი: პროზა 21 ნოემბერი, 2017 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
იღლიის დედოფალი
ბაში ჩუკია დილით ჩვეულებრივზე ადრე მივიდა ოფისში და ახალ დაკიდებულ სარეკლამო აბრას ახედა. ქათქათქათა თეთრ ფონზე დიდი მწვანე ასოებით ეწერა - “ექიმი ბაში ჩუკია. კონსულტაციები თქვენი ჯანმრთელობის განსამტკიცებლად. აგრეთვე გაგიწევთ ყველანაირ დახმარებას ოჯახურ საქმეებში და გადაგიჭრით ისეთ პრობლემებს, რომელშიც სხვა ვერავინ დაგეხმარებათ.” ბაშიმ კმაყოფილებით შეაღო ოფისის კარები და თავის ერთადერთ და განუმეორებელ მდივანს, კახა მდივანს მიესალმა - სალამი კახას, კარგი აბრა გამოსულა ხომ?, მოგწონს?. დიახ ბატონო ბაში, ნამდვილად კარგია - დაეთანხმა უფროსს კახა. ბლომად გვყავს კლიენტები დღეს? - თავის ოთახში შესვლის წინ შეეკითხა ბაში ხელქვეითს ისე რა, სამი კაცია ჯერჯერობით. რა საკითხზე? სამკურნალო თუ “ზოგადი”? - იმედის თვალით გადახედა ბაშიმ. მის ბიზნესში შემოსავალი სამკურნალოზე უფრო მეტად “ზოგადი” კლიენტებიდან შემოდიოდა. “ზოგადში” იგულისხმებოდნენ ისეთი კლიენტები, რომლებსაც სხვადასხვა საოჯახო პრობლემები ჰქონდათ გადასაჭრელი. ორი სამკურნალოა, ერთი საოჯახო. - უპასუხა კახა მდივანმა. ჯერ სამკურნალოები შემოუშვი მაშინ. კარგით ბატონო ბაში. ბაში ოთახში შევიდა, ცისფერი ხალათი მოიცვა და კლიენტის მისაღებად მოემზადა. პირველი კლიენტი დიდი ტანის, ჭაღარა თმიანი საშუალო ასაკის მამაკაცი იყო. გამარჯობათ ბატონო ექიმო - მიესალმა იგი ექიმს გამარჯობათ, აგერ დაბრძანდით. აბა რა გაწუხებთ, რამ შეგაწუხათ? - წინ დაუჯდა ბაში პაციენტს. ბატონო ბაში, ამ ბოლო დროს რაღაც უცნაური რამ ხდება ჩემს თავს - დაიწყო პაციენტმა - არც ვიცი როგორ გითხრათ. ნუ ნერვიულობთ, აბა რისთვის ვარ აქ - დაამშვიდა ბაშიმ - ჯერ თქვენი სახელი მითხარით კოლია თივაძე გახლავართ, მშენებელი - გაეცნო პაციენტი ბაშის. ხოდა, ბატონო კოლია, ეხლა აუღელვებლად უნდა მომიყვეთ რა გჭირთ. რა და ბატონო ბაში - ნერვიულად გაიხედ გამოიხედა კოლიამ და განაგრძო - მოკლედ, ამ ბოლო დროს ვჭრიალებ, ბატონო ექიმო. როგორ ჭრიალებთ, ხმაურიანად თუ ისე რა ჭრიალებთ - ბაში მიჩვეული იყო უცნაურ ავადმყოფებს, ამიტომ კარგა ხანია არაფერი უკვირდა და ჩვეული პედანტობით ცდილობდა პრობლემის არსს ჩაწვდომოდა. რა ვიცი, როცა ვჭრიალებ ყველა ჩემკენ იყურება ხოლმე,ალბათ ხმაურიანად. და რა დროს ჭრიალებთ ხოლმე ბატონო კოლია?, დილით, საღამოს,ჭამის შემდეგ, უზმოზე? თუ დაკვირვებიხართ? სხვადასხვა დროს ვჭრიალებ ხოლმე. - უპასუხა კოლიამ - მაგრამ ძირითადათ როდესაც სკამზე ვჯდები ხოლმე. ხანდახან, ბოდიში და სექსის დროსაც - მორცხვად გააგრძელა კოლიამ და რომელიმე კონკრეტულ სკამზე ჭრიალებთ თუ ყველაზე? უმეტესად ყველაზე, მაგრამ სახლში ტელევიზორის წინ რომ მაქვს, მაგაზე განსაკუთრებით - დააზუსტა კოლიამ წონაში რამდენს იწონით, თუ გახსოვთ ვიქნები ასორმოცი დაახლოებით. აბა თქვენი წონის ადამიანი კი უნდა ჭრიალებდეთ - მოძემნა გამოსავალი ბაშიმ. - ერთი აბრძანდით და ეგერ ფანჯარასთან რომ სკამია, იმაზე დაბრძანდით, ტესტი ჩავატაროთ კოლია ხვნეშით წამოდგა და ფანჯრისკენ გაემართა . სკამს რომ მიუახლოვდა, ჯერ სკამის ზურგს დაადო ხელი და ისე დაეშვა სკამზე. დაჯდომისას ჭრიალის ხმა გაისმა. - აი, ხომ გეუბნებოდით, ბატონო ბაში. - თავი გაიმართლა კოლიამ. - ხო, ყველაფერი გასაგებია. - მრავალმნიშვნელოვნად გააქნია თავი ბაშიმ. - იმდენად გასაგებია, რომ ანალიზებიც არ არის საჭირო. პირველ რიგში, ანუ უპირველეს ყოვლისა უნდა გადავიდეთ გაძლიერებულ დიეტაზე, მოვუკლოთ ყველაფერს, საჭმელს, სასმელს… სექსაც, ხომ ხედავთ მაგ დროსაც ჭრიალებთ. კოლია ფეხზე წამოდგა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბაშიმ ხელით გააჩერა - არავითარი შეპასუხება, თუ გინდათ რომ არ იჭრიალოთ, მე უნდა დამიჯეროთ უსიტყვოთ. ზეთიც დაგვჭირდება აუცილებლად, დღეში ორჯერ ერთი სუფრის კოვზი ზეთი უნდა მიირთვათ, სასურველია თუ სამანქანო ზეთი იქნება. ჭრიალის პირველი წამალი ზეთია. ცხონებული მამაჩემი სულ მაგას ხმარობდა ჭრიალის დროს. ეხლა მიბრძანდით და ორკვირაში მობრძანდით. - დაემშვდობა ბაში კოლიას. - საფასური მდივანთან გადაიხადეთ. მადლობთ ბატონო ბაში, - პატივისცემის ნიშნათ თავი დახარა კოლიამ. - ღმერთმა დაგლოცოთ, ვიცოდი რომ გულისყურით მიუდგებოდით ჩემს გაჭირვებას გაიხარე, გენაცვალე, კარგად იქნება ყველაფერი.ნუ ინერვიულებთ. - დაემშვიდობა ბაში კოლიას. კოლიას გასვლისთანავე ბაში ფანჯარასთან მდებარე სკამთან მივიდა და ჩაჯდა. ჩაჯდომისას მსუბუქი ჭრიალი გაისმა. - მეც უნდა მოვუკლო ცოტათი ჭამას - ჩაილაპარაკა ბაშიმ თავისთვის და მდივანს გადასძახა - შემდეგი. შემდეგი კლიენტი ორმოციოდე წლის ქალბატონი გახლდათ. -გამარჯობა ბატონო ბაში - მიესალმა იგი შემოსვლისთანავე - მე ლიანა ნანავა ვარ, - გამარჯობა ლიანა, აბა, რამ შეგაწუხათ? - მიესალმა მას ბაშიც - ბატონო ბაში, სიმუნჯეს თუ მკურნალობთ? რა ვიცი, რეკლამაში ვნახე, ყველაფერს ვშველითო და… - როგორ არა, გვიმკურნალია სიმუნჯისთვის. - უპასუხა ბაშიმ - ვის სჭირს სიმუნჯე? თქვენ არა რა თქმა უნდა - ჩიცინა ექიმმა. - არა, მე არა. - გაეცინა ლიანასაც. - ჩემს გოჩას ჭირს სიმუნჯე - გოჩა თქვენი ბიჭია? - არა თევზია ჩემი - დააზუსტა ლიანამ - იცით,არაფერს არ ამბობს. თითქოს რაღაცის თქმა უნდა, სულ მიყურებს და პირს აღებს და მუწავს გამუდმებით, მაგრამ ხმა არ ამოსდის. მეცოდება ძალიან. - წინათ ლაპარაკობდა? - რაც ჩვენთან გადმოვიდა ხმა არ ამოუღია, მანამდე არ ვიცი, ვინც მომცა იმისთვის არ მიკითხია. - ნუ, ეგ სიმუნჯე პირველ რიგში ფსიქოლოგიური მომენტით უნდა აიხსნას და მეც უწამლოთ ვეცდები თავიდან მკურნალობის დაწყებას - დამაიმედებელი თვალებით გადახედა ბაშიმ ლიანას. - ეხლა რასაც გეტყვით იმას გააკეთებთ და ორ კვირაში მობრძანდაბით ჩემთან - ორ კვირაში დაიწყებს უკვე ლაპარაკს ბაში ექიმო? - გაუხარდა ლიანას. - ვნახოთ, მთლად 100 პროცენტიან იმედს ვერ მოგცემთ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება - უი რა კარგია - ხელები ერთმანეთს შემოკრა ლიანამ - მოკლედ, დილას და საღამოს უნდა გაასეირნოთ გარეთ, სუფთა ჰაერზე. ფსიქოლოგიური სტრესის მოსახსნელად ამაზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ. შემდეგ ეცადეთ ხორცეული და ცომეული ამოიღოთ რაციონიდან, ბოსტნეული და ხილია კარგი. - გარეთ რითი გავასეირნო, დიდ აკვარეუმში რომ ცხოვრობს? - შეწუხდა ლიანა - არა უშავს, უაკვარიუმოთ წაიყვანეთ, 15 - 20 წუთი უაკვერიუმოთ გაძლებს როგორმე, თევზია ბოლოსდაბოლოს, ის ხომ არ არის. - დაარიგა ბაშიმ. - სველი არ გაიყვანოთ გარეთ, არ გაცივდეს, ცუდი გრიპები დადის ქალაქში. - არ, რამეს ვიზამ., ‘სალფეთქს “ შემოვახვევ ან რამეს - ხო ნახეთ აბა და ორ კვირაში გელოდებით. მადლობთ. - ფეხზე წამოდგა ბაში - მადლობთ, დიდი მადლობა ექიმო - წამოდგა ლიანაც - გადასახადი თქვენთან გადავიხადო? - არა, მოსაცდელში მდივანთან გადაიხადეთ, ნახვამდის - დაემშვიდობა ბაში ლიანას და შემდეგი კლიენტის მისაღებად მოემზადა. მორიგი კლიენტი გამხდარი, წვერებიანი მამაკაცი იყო. გამარჯობა ბატონო ბაში. გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - მიესალმა ბაში შემოსულს. ბატონო ბაში, უცნაური რაღაცეები ხდება ჩემს სახლში და თქვენთან მომასწავლეს კი ბატონო, გისმენთ, აბა რა ხდება თქვენს სახლში ესეთი? რა ხდება და რაღაც ნივთები ქრება. -რა ნივთები? რა და ტუალეტის ქაღალდები იკარგება. როგორ იკარგება, ვინმე იპარავს თუ რა? არ ვიცი, ზუსტად მაგის გასარკვევად მოვედი თქვენთან. - განაგრძო კლიენტმა - ამ ბოლო დროს დავაკვირდი და შევამჩნიე რომ ლამის ყოველ კვირას ცოლი საყიდლებზე რომ მაგზავნის, ტუალეტის ქარალდი ყოველთვის უწერია სიაში. ბოდიში, თქვენი სახელი? გია ნოდია. ხოდა, ბატონო გია, ეგებ წინა ნაყიდები ძველდება და ცოლი აგდებს ხოლმე, არა? არა ბატონო ბაში, ყოველთვის ვამოწმებ ხოლმე ვარგისისანობის ვადას და ისე ვყიდულობ რომ ერთი წელი მაინც ჰქონდეს ხოლმე ვადა. და რამდენი ქრება ხოლმე, ანუ რამდენს ყიდულობთ ხოლმე? ყოველ კვირას 10 ცალიან შეკვრას ვყიდულობ ხოლმე მერე სად ინახავთ ხოლმე? აივანზე მაქვს სათავსი და იქ ვდებ ხოლმე და ყოველ კვირას ცოლი ამოწმებს და ამჩნევს რომ აღარ არის? დიახ, ზუსტად ასე ხდება ხოლმე. ბაში წამოდგა და სიგარეტი გააბოლა - ხოო, ბატონო გია, აქ გამორიცხვის მეთოდით უნდა ვისარგებლოთ - ღრმა ნაფაზი დაარტყა ბაშიმ და მორიგი შეკითხვა დაუსვა გიას - მაგ ტუალეტის ქაღალდებით უკანა ტანს ხომ არ იწმინდავს ვინმე? უკანა ტანი რა არის? - გაიკვირვა ნოდიამ. უკანა ტანი, ანუ უკანალი - შეეცადა აეხსნა ბაშიმ. უკანალი, ანუ ისა? ... დიახ ტრაკი. ტრაკი. - მოთმინება გამოელია ბაშის - ტრაკს ხომ არ იწმინდავს მეთქი მაგ ტუალეტის ქაღალდებით ვინმე თქვენ ოჯახში? როგორ გეკადრებათ ბატონო ბაში, ჩემს ოჯახში, ესეთ რამეს არავინ იკადრებს - შეურაცყოფილი სახით წამოდგა ფეხზეა ნოდია ბატონო გია, ძალიან გთხოვთ წყენად ნუ მიიღებთ, ზოგიერთი შეკითვა შეიძლება პაციანტს არც სიამოვნებს, მაგრამ ჭეშმარიტების დასადგენა ზოგჯერ უხერხულ კითხვებზე უწევს ხალხს პასუხის გაცემა - დაამშვიდა ბაშიმ ნოდია - რადგან ასეა საქმე,ესე იგი გარეშე ინტერვენციასთან გვაქვს საქმე ბატონო, რასთან გვაქვს საქმე? - ვერ გაიგო ნოდიამ გარედან ჩარევასთან. ვიღაც არა თქვენი ოჯახის წევრი ურევია მაგ საქმეში - დაუზუსტა ბაშიმ - უცხო არავინ შემოდის ჩვენთან სახლში და რა ვიცი აბა. - გაიკვირვა ნოდიამ - არ მინდა ეხლა ყველა ეჭვის თქმა, ამიტომ მოდით მანამდე ფარული კამერები დავაყენოთ იმ ადგილებში სადაც ტუალეტის ქაღალდს ინახავთ და მერე ვნახოთ რა მოხდება. - ფეხზე წამოდგა ბაში - ოთახიდან რომ გახვალთ, ჩემი მდივანი შეგირჩევთ კამერებს. მადლობთ - დაემშვიდობა ბაში ნოდიას. კლიენტის გასვლის შემდეგ ბაში კომპიუტერს მიუჯდა და ის-ის იყო თამაში უნდა დაეწყო, რომ ოთახში მდივანი შემოვიდა - ბატონო ბაში, პოლიციის სამმართველოდან დარეკა ბეშქენ დადვანმა, თქვენი დახმარება ჭირდებათ როგორც ყოველთვის. - რა იყო, რა ხდებაო, უჩემოდ საქმეს ვერ ხსნიან კიდევ - ამაყად ჩაიცინა ბაშიმ. - რა იყო და “იღლიის დედოფალი” უპოვიათ მკვდარი, ძალიან უცნაური გარემოებებიაო, ბაში თუ გვიშველისო. - “იღლიის დედოფალი” ვინ არის? - “”იღლიის დედოფალი”, ბატონო ბაში, როგორ არ იცით, ლაშა გელაძე, დეზადორების ქარხნის მეპატრონე. - გაუკვირდა მდივანს - ვაა, ლაშაა მკვდარი, აუ რა კაცი იყო ეგა. - დაიმწუხრა ბაშიმ. - კი მაგრამ ეს ‘დედოფალი” რაღაა, “იღლიის მეფე” მაინც დაერქვათ - რა ვიცი ბატონო ბაში, რაზე ეძახდნენ ასე ვერ გეტყვით - ვერ ახსნა მდივანმა - ისე, თამარი ქალი იყო და “თამარ მეფეს” კი ეძახდნენ… - ხო, არ ვიცი, კარგი წავალ მე...თუმცა შენც წამოდი, ნელ-ნელა შენც უნდა ისწავლო ეს საქმე, მე რომ პენსიაზე გავალ, შენ დაგიტოვებ ამ ბიზნესს - კარგით, წავედით - გაუხარდა მდივანს
. დეზადორების ქარხნის ეზოს შესასვლელი პოლიციის მანქანებით იყო სავსე. ბაშის დანახვაზე პოლიციამ უსიტყვოთ გაუღო მათ კარი და ისინი დირექტორის ოთახისკენ წავიდნენ, სადაც მიცვალებული ესვენა. ოთახის კარებთან მათ კრიმინალური პოლიციის უფროსი, ბეშქენ დადვანი შეეგებათ - გმრჯბათ ბტნო ბაში - მიესალმა იგი მომხვდურებს. -გამარჯობა ბეშქენ, რა ხდება აქ? - დაინტერესდა ბაში. - ლშ გლძე ნხეს ამ დლს მკვდრი - მიუგო დადვანმა - თქვნ დხმრბა გვჭრდბა ბტნ ბაში. - მე რომ დაგჭირდით, ესე იგი მთლად თავის სიკვდილით არ არის მკვდარი, ხომ? - არ ვცთ, მტდ რთული სტციაა, ჩვნ უფრსს, გგი დნლიას უნდა თქვნთან დლპრკება, ეხლვე დვძხებ. - უფროსის დასაძახებლად შებრუნდა დადვანი ორიოდე წუთში მათთან სამმართველოს უფროსი, გიგი დანელია მოვიდა და ისინი ოთახში შეიყვანა. აკურატულად მოწყობილი საოფისე ოთახის შუაში პირდაღმა ეგდო დეზადორების ფირმის მეპატრონე, “იღლიის დედოფალი” ლაშა გელაძე.. სიკვდილის მიზეზი დაადგინეთ? - შეეკითხა ბაში სამმართველოს უფროსს ეხლა ადგენენ მოკლულია თუ თავისი სიკვდილითაა მკვდარი? - დაინტერესდა ბაშის მდივანი მდივანი. ხომ გითხარით, ჯერ არ გაგვირკვევია, ეხლა არკვევენ - ცოტათი გაბრაზებული ხმით უპასუხა გიგი დანელიამ მე რატომ დამირეკეთ, რა გარემოებაა ესეთი - ჩაერია საუბარში ბაში. აი ნახეთ - გიგი დაიხარა და მიცვალებული ამოატრიალა. სახე დასისხლიანებულ ლაშა გელაძეს მარჯვენა თვალში ყანწი ჰქონდა გაყრილი. ხოო, ეს მართლაც უცნაურია - დაიხარა ბაში და მიცვალებულის თავს დააკვირდა - ეს ამდენი სისხლი საიდანაა, დაჭრილია. საქმეც მაგაშია,რომ არც დაჭრილია და არც რაიმე გარეგანი ძალადობის ნიშნები არ ეტყობა. ეს სისხლი, როგორც ჩვენმა კრიმინალისტმა აგვიხსნა, მისი თვალიდანაა. კი მაგრამ ამდენი სისხლი თვალიდან შეიძლება გადმოუვიდეს ადამიანს? - გაიკვირვა ბაშიმ ზუსტად მაგიტომ დაგვჭირდა თქვენი დახმარება, მეტად უცნაური შემთხვევაა - უპასუხა გიგიმ ბაშის - მე მგონი მაღალი წნევა ჰქონდა მიცვალებულს და თვალში სისხლძარღვი გაუსკდა. არ ვიცი, აგერა ხართ თქვენ და ნახეთ, დაათვალიერეთ. შრომის საფასური ჩვეულებრივად იქნება კარგით, ვნახოთ აბა - ბაშიმ ჩანთა გახსნა და კომპიუტერი ამოიღო - ეს ყანწი თვალში რატომ აქვს, ვინმემ ხომ არ იცის,მაგის თანამშრომლებს შეეკითხეთ? არა, არ იციან - უპასუხა გიგიმ. - ისე, მაგ ყანწს გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზადაც განვიხილავთ. გამორიცხულია - თავი გაიქნია ბაშიმ - თავს დავდებ ეგ არ იქნება სიკვდილის მიზეზი, ეგ უფრო სხვა რაღაცის შესანიღბადაა მანდ მა მგონი. რატომ ხართ ასე დარწმუნებული, აქ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება რატომ და ამიტომ - კომპიუტერი ჩართო ბაშიმ - აი, აქ წერია ყველაფერი, ვნახოთ აბა ყანწით სიკვდილიანობის შესახებ რა წერია. ხო მაგრამ მანდ ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ არ მგონი რაიმე ეწეროს არა, რა თქმა უნდა, მაგრა აქ არის სტატისტიკა, რომელსაც ვერსად წაუხვალთ, აგერ ხედავთ,აი მაგალითად, არაბუნებრივი სიკვდილების 45 % მოდის ცივი იარაღით მკვლებობზე, მერე მოდის ცეცხლსასრული და ა.შ. - კომპიუტერიდან მოიყვანა მაგალითები ბაშიმ. - მაგრამ, ყანწის თვალში ჩასობით სიკვდილზე არაფერი წერია,ანუ ნული შემთხვევაა მთელ მსოფლიოში, . და თქვენ გინდათ მითხრათ, რომ პირველი შემთხვევა ყანწით სიკვდილის მსოფლიოში პირველად მოხდა აგერ, ჩვენს გვერდით? არა, გენაცვალე, ვერ დავიჯერებ.გამორიცხულია. რატომ ბატონო ბაში? მაგ კომპიუტერში ყოველთვის ყველაფერი სწორი კი არ წერია. - სკეპტიკურად უპასუხა გიგიმ ნუ, არ ვიცი როგორ დაგარწმუნოთ. -ანერვიულდა ბაში - სხვა გზას არ მიტოვებთ, ცოტა მტკივნეული კი იქნება, მაგრამ ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა რთულია. - თავისთვის ჩაილაპარაკა ბაშიმ - აი ეხლა მე რომ ჩავირჭო თვალში ყანწი, თქვენ ამბობთ რომ მე მოვკვდები? კარგით რა. ეხლავე განახებთ რაც მოხდება. არ გინდათ ბატონო ბაში! - ჩანაფიქრს მიუხვდა კახა მდივანი და და ბაშისკენ გაიწია რათა ხელი შეეშალა მისი ჩანაფიქრისთვის, მაგრამ ვერ მოასწრო. ბაში მიცვალებულისკენ დაიხარა, უეცრად ყანწი გამოაძრო თვალიდან და საკუთრ თვალში ჩაირჭო.
ეპილოგი. “აქ ცხოვრობდა ბაში ჩუკია, პირველი ადამიანი დედამიწაზე, რომელიც თვალში ყანწის მოხვედრით გარდაიცვალა” - ასე ეწერა საპატიო დაფაზე, რომელიც საზეიმო ვითარებაში გააკრეს ბაში ჩუკიას სახლის კედელზე.. ბაშის ყოფილი მდივანი მდივანი გინესის წიგნის წარმომადგენლების გვერდით იდგა და კორპორატიული საღამოს დეტალებს აზუსტებდა. ამ საზეიმო მომენტს არ ესწრებოდა პოლიცის სამმართველოს უფროსი გიგი დანელია, რომელიც კვლავინდებურად დარწმუნებული იყო, რომ ყანწით სიკვდილის პირველი მსხვერპლი “იღლიის დედოფლის” მეპატრონე, ლაშა გელაძე იყო, თუმცაღა ყველანაირი ექსპერტების დასკვნებით გელაძის სიკვდილის მიზეზი გამწვავებული იშიაზის იშვიათი ფორმა იყო. მას შემდეგ მსოფლიოში გახშირდა ყანწით სიკვდილის შემთხვევები და მას ამჟამად “ჩუკიას ეფექტს” უწოდებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. Yველას გვაშოროს ჩუკიას ეფექტი:) Yველას გვაშოროს ჩუკიას ეფექტი:)
1. გია ნოდია :)
როდესმე, ვინმე დაწერს თემას " გვარ-სახელები ზურა ბანის შემოქმედებაში " :)
პირველად ვნახე ასე ჩაწერილი სვანური ინტონაცია თუ დიქცია და რა ზუსტია :)
გია ნოდია :)
როდესმე, ვინმე დაწერს თემას " გვარ-სახელები ზურა ბანის შემოქმედებაში " :)
პირველად ვნახე ასე ჩაწერილი სვანური ინტონაცია თუ დიქცია და რა ზუსტია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|