 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 1 დეკემბერი, 2017 |
ჩამსაფრებიხარ, გზაწვრილო, გაწყდი, თუ ასე გწადია, ზურგში მახვლის დარტყმა ხომ შენი წესი და ფანდია! მოგდევ, მოვიმკი „ძმათაგან“ გზა-გზა დაგებულ ღალატებს, თუ რამ მებადა, გამძარცვეს, წილი ვუყარე ჯალათებს; ვიცვლი ბრიყვთაგან ნაბოძვარ და ნაფეშქაშარ ხალათებს, ნეტავი, უფლის დიდება როდისღა შემომანათებს? ვერ გავექეცი ვერსაით ბედისგან ნასროლ ქამანდებს, ვერ შევახდინე უდაბნოს ძახილი, რაც შევღაღადე; ვერც მოვიფონე მარყუჟად ყელს მოჭერილი სამალდე, ავდექ და სევდის მორევში თევზივით შევინავრდე! ტკივილს ვერ შემიმსუბუქებ, მფქვავს მოსაკოდი დოლაბი, თუ სიხლი ცრემლით არ მბანე და გული გულს არ მოაბი! ჩამომისუსხე სურვილი, ანკარა, შეულახავი, მე გულით შემოგხაროდი, შენ გულში დამკარ ლახვარი! თოკზე გამობმულ ხბოსავით ისევ შენ მოგდევ გზაწვრილო, რომ სუნთქვა თხილის გულივით ტკივილებს გავუნაწილო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. დიდი მადლობა, მუხა, კოზეტ, ნეფერტარ, ჯონატან, რომ კითხულობთ! დიდი მადლობა, მუხა, კოზეტ, ნეფერტარ, ჯონატან, რომ კითხულობთ!
6. ძალიან ძალიან მომეწონა. ნეფერტარის კომენტარს გავიმეორებდი. ძალიან ძალიან მომეწონა. ნეფერტარის კომენტარს გავიმეორებდი.
5. ლექსი,რომლის წაკითხვისთანავე ყოფიერების უამრავ ფორმაზე ერთდროულად ფიქრობ! ადამიანურ ყოფიერებასა და ზოგადად არსებობაზე :) ჩემთვის ამგვარი შეგრძნება მოაქვს ვაჟა-ფშაველას, გოდერძი ჩოხელს (გენიალურ ადამიანებს!) ძალიან ძალიან ძალიან მოვიწონე! +++++
ლექსი,რომლის წაკითხვისთანავე ყოფიერების უამრავ ფორმაზე ერთდროულად ფიქრობ! ადამიანურ ყოფიერებასა და ზოგადად არსებობაზე :) ჩემთვის ამგვარი შეგრძნება მოაქვს ვაჟა-ფშაველას, გოდერძი ჩოხელს (გენიალურ ადამიანებს!) ძალიან ძალიან ძალიან მოვიწონე! +++++
4. შედევრი!
5.
მიხარია რომ ფორმაში ხართ ძველებურად. ბრავო თქვენ და თქვენს შემოქმედებას. ასეთ წუთებში მიხარია ქართველი რომ ვარ!
შედევრი!
5.
მიხარია რომ ფორმაში ხართ ძველებურად. ბრავო თქვენ და თქვენს შემოქმედებას. ასეთ წუთებში მიხარია ქართველი რომ ვარ!
3. ჩამსაფრებიხარ, გზაწვრილო, გაწყდი, თუ ასე გწადია, ზურგში მახვილის დარტყმა ხომ შენი წესი და ფანდია! მოგდევ, მოვიმკი „ძმათაგან“ გზა-გზა დაგებულ ღალატებს, თუ რამ მებადა, გამძარცვეს, წილი ვუყარე ჯალათებს, ვიცვლი ბრიყვთაგან ნაბოძვარ და ნაფეშქაშარ ხალათებს, ნეტავი, უფლის დიდება როდისღა შემომანათებს? ვერ გავექეცი ვერსაით ბედისგან ნასროლ ქამანდებს, ვერ შევახდინე უდაბნოს ძახილი, რაც შევღაღადე, ვერც მოვიფონე მარყუჟად ყელს მოჭერილი სამალდე, ავდექ და სევდის მორევში თევზივით შევინავრდე! ტკივილს ვერ შემიმსუბუქებ, მფქვავს მოსაკოდი დოლაბი, თუ სიხლი ცრემლით არ მბანე და გული გულს არ მოაბი! ჩამომისუსხე სურვილი, ანკარა, შეულახავი, მე გულით შემოგხაროდი, შენ გულში დამკარ ლახვარი! თოკზე გამობმულ ხბოსავით ისევ შენ მოგდევ გზაწვრილო, რომ სუნთქვა თხილის გულივით ტკივილებს გავუნაწილო!
აი :)
ყველა ფრაზა ძლიერი და საგულისხმოა!
ჩამსაფრებიხარ, გზაწვრილო, გაწყდი, თუ ასე გწადია, ზურგში მახვილის დარტყმა ხომ შენი წესი და ფანდია! მოგდევ, მოვიმკი „ძმათაგან“ გზა-გზა დაგებულ ღალატებს, თუ რამ მებადა, გამძარცვეს, წილი ვუყარე ჯალათებს, ვიცვლი ბრიყვთაგან ნაბოძვარ და ნაფეშქაშარ ხალათებს, ნეტავი, უფლის დიდება როდისღა შემომანათებს? ვერ გავექეცი ვერსაით ბედისგან ნასროლ ქამანდებს, ვერ შევახდინე უდაბნოს ძახილი, რაც შევღაღადე, ვერც მოვიფონე მარყუჟად ყელს მოჭერილი სამალდე, ავდექ და სევდის მორევში თევზივით შევინავრდე! ტკივილს ვერ შემიმსუბუქებ, მფქვავს მოსაკოდი დოლაბი, თუ სიხლი ცრემლით არ მბანე და გული გულს არ მოაბი! ჩამომისუსხე სურვილი, ანკარა, შეულახავი, მე გულით შემოგხაროდი, შენ გულში დამკარ ლახვარი! თოკზე გამობმულ ხბოსავით ისევ შენ მოგდევ გზაწვრილო, რომ სუნთქვა თხილის გულივით ტკივილებს გავუნაწილო!
აი :)
ყველა ფრაზა ძლიერი და საგულისხმოა!
2. მადლობა, თაზო! მადლობა, თაზო!
1. ძალიან მაგარიააა კითხულოობ, მოდიის და მოააქვს. 5
ძალიან მაგარიააა კითხულოობ, მოდიის და მოააქვს. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|