 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 დეკემბერი, 2017 |
ქართველებიდან ჩემი საყვარელი პოეტი ლადო ასათიანია (უცხოელებიდან შანდორ პეტეფი).
ლადო ასათიანის შემდეგ, ჩემთვის განსაკუთრებული პოეტი მორის ფოცხიშვილია (რუსთაველზე, გურამიშვილზე, ბარათაშვილზე, ვაჟა-ფშაველაზე, ტერენტი გრანელსა და გალაკტიონზე აღარაფერს ვამბობ, ისინი სხვა ფენომენები იყვნენ, სულ სხვა განზომილებაში არიან)!
მორის ფოცხიშვილის პოეზია მადლიანი პოეზიაა, ტკბილ მალამოდ ედება გულს. როცა მორისის ლექსებს ვკითხულობ, ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძნელია უცრემლოდ წაკითხვა. სევდა, სიხარული, დაცემა და ამაღლება... ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი მის შემოქმედებაში.
პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდა, ქართული ესტრადისთვის ყველაზე დიდი სამსახური სწორედ მორის ფოცხიშვილს აქვს გაწეული.
მორისის ლექსებს დღესაც მთელი გულით მღერიან, როგორც ძველი თაობის, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთი სიმღერა, რომელსაც ორერას აწ უკვე გარდაცვლილი წევრი-ზურაბ იაშვილი ასრულებდა.
მორისის ლექსზე შექმნილმა ამ სიმღერამ ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს გიტარაზე ავაწყვე. აი ეს ლექსიც:
„კიდევ ვიყიდი ლურჯთვალა იებს და ფეხით ჩავალ მცხეთას და ოკამს, - შენი მაღალი გრიგალი ვძლიე, შენმა პატარა შრიალმა მომკლა.
მე მხოლოდ შენი სიმღერა მესმის, მე მხოლოდ შენი ჩურჩულის მჯერა, - გამიხმეს უკვე გამხმარი ფესვი, ჩამიქრეს უკვე ჩამქრალი კერა...
შენ თუ არ გნახე და სულის სარჩოდ თუ არ დაგიგო ბალახად სული, - მე მხოლოდ შენი წყურვილი მაღრჩობს, მე მხოლოდ შენთვის მიკვდება გული“.
https://www.youtube.com/watch?v=XwPWVPG-U3U
მორის ფოცხიშვილი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, 1980-იანი წლების ბოლოს. სწორედ მის ლექსზე შექმნა სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.
დაგესესხები...
„ცოცხალ დედინაცვალს მკვდარი დედაჩემი მირჩევნია“.
მორის ფოცხიშვილი
დაგესესხები კარგო პოეტო, მიჭირს... აღარ მყავს დედა-მშობელი, თუმც მისი შვილი დღემდე ვპოეტობ, მზეც აღარ მათბობს მანათობელი.
დედინაცვალი (დაგესესხები) მართლაც ვერ მივა დედასთან ახლოს, ვიდრე ვამაყობ შენი ლექსებით, ჩემი გამზრდელიც ამ გულში სახლობს.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ქართველებიდან ჩემი საყვარელი პოეტი ლადო ასათიანია (უცხოელებიდან შანდორ პეტეფი).
ლადო ასათიანის შემდეგ, ჩემთვის განსაკუთრებული პოეტი მორის ფოცხიშვილია (ვაჟა-ფშაველაზე, ტერენტი გრანელსა და გალაკტიონზე აღარაფერს ვამბობ, ისინი სხვა ფენომენები იყვნენ, სულ სხვა განზომილებაში არიან)!
მორის ფოცხიშვილის პოეზია მადლიანი პოეზიაა, ტკბილ მალამოდ ედება გულს. როცა მორისის ლექსებს ვკითხულობ, ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძნელია უცრემლოდ წაკითხვა. სევდა, სიხარული, დაცემა და ამაღლება... ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი მის შემოქმედებაში.
პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდა, ქართული ესტრადისთვის ყველაზე დიდი სამსახური სწორედ მორის ფოცხიშვილს აქვს გაწეული.
მორისის ლექსებს დღესაც მთელი გულით მღერიან, როგორც ძველი თაობის, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთი სიმღერა, რომელსაც ორერას აწ უკვე გარდაცვლილი წევრი-ზურაბ იაშვილი ასრულებდა.
მორისის ლექსზე შექმნილმა ამ სიმღერამ ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს გიტარაზე ავაწყვე. აი ეს ლექსიც:
„კიდევ ვიყიდი ლურჯთვალა იებს და ფეხით ჩავალ მცხეთას და ოკამს, - შენი მაღალი გრიგალი ვძლიე, შენმა პატარა შრიალმა მომკლა.
მე მხოლოდ შენი სიმღერა მესმის, მე მხოლოდ შენი ჩურჩულის მჯერა, - გამიხმეს უკვე გამხმარი ფესვი, ჩამიქრეს უკვე ჩამქრალი კერა...
შენ თუ არ გნახე და სულის სარჩოდ თუ არ დაგიგო ბალახად სული, - მე მხოლოდ შენი წყურვილი მაღრჩობს, მე მხოლოდ შენთვის მიკვდება გული“.
მორის ფოცხიშვილი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, 1980-იანი წლების ბოლოს. სწორედ მის ლექსზე შექმნა სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.
მორისის გარდა, ჩემთან ახლოს მოდის ასევე შოთა ნიშნიანიძის პოეზიაც. მორისი და შოთა განუყრელი მეგობრები იყვნენ, არასოდეს უღალატნიათ ქართული საქმისთვის!
ნიშნიანიძის შემოქმედებიდან განსაკუთრებით მინდა გამოვყო სამი ლექსი: „ძახილი“, „ხარი“ და „აფხაზური კანტატა“. არ მეგულება მეორე პოეტი, რომელსაც იმდენი ლექსი ჰქონდეს შექმნილი „ხარზე“, რამდენიც შოთა ნიშნიანიძეს აქვს.
ნიშნიანიძე დიდუბის პანთეონშია დასაფლავებული, ხოლო მორისი-მცხეთის სამთავროს მონასტრის ეზოში განისვენებს.
ოთარ რურუა ქართველებიდან ჩემი საყვარელი პოეტი ლადო ასათიანია (უცხოელებიდან შანდორ პეტეფი).

| მონაცემები არ არის |
|
|