ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
10 დეკემბერი, 2017


წერილი სანტას

წერილსა წერს სანტას,
კოხტა გოგო ციცო,
გარეთ ზამთარია,
ცა ფიფქებსა ცრისო.
,,საყვარელო სანტა!
იცი, ჩემო კარგო,
რომ ახალი წელი,
უკვე მოდგა კარსო,
ჰოდა საჩუქრების,
შეგიდგინე ნუსხა.
ნუგბარი გამოგრჩა,
შეახსენა ნუცამ.
დედიკოს და მამიკოს,
ტელეფონი ახალი,
ბაბოსა და ბებიკოს
წნელის დიდი ხახალი.
ხელჯოხები ორივეს,
ბაბუსა და პაპას,
უკვე დამიბერდნენ,

ააცილებს ტყაპანს.
ჩემმა დაიკომ კი
თვითონ დაგიწეროს,
მე ძამიკო მინდა ,
მომიყვანოს წერომ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები