ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია გრიგალაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2017


***

***
იზმორებიან შევერცხლილი  ღრუბლები ცაზე,
მოაქვთ  ზმანება  ნაცრისფერი  განმარტოების,
წარსული მიმზერს- ჩაკირული სივრცეში რამსე,
და ფანჯარასთან დგას აპრილი-  თეთრი რტოებით.
ძველო სიზმრებო, სად დამეძებთ, უკვე  აქა ვარ,
თქვენთან,  გაუჩნდა რახანია  სიმშვიდეს ბზარი,
უკვე რამდენი  ჩამოვცალე  სევდის  მარქაფა,
უკვე რამდენჯერ  გამოვკეტე  წარსულის კარი..
მაინც აქა ვარ..და  წიგნივით თავიდან ვფურცლავ
გარდასულ დღეებს ,  დამძიმებულს იჭვის ხუნდებით..
უბეში ვმალავ  ცხელი ცრემლის პაწია კურცხალს
და  შენთან, როგორც მიტოვებულ სახლთან ვბრუნდები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები