უკვე ოთხი წელი გავიდა,რაც იქ აღარ შეუძლიათ მისვლა.ის მათ აღარ ეკუთვნით.სახლი,სადაც ყველაზე მტანჯველი და დაუვიწყარი დღეები გაატარეს,მათი აღარ არის.დედა ავტოკატასტროფაში დაეღუპათ.ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ოთხი წლის იყო.რთული დროება დაუდგათ,სულიერ სიდუხჭირეს,მატერიალურიც დააწვა თავს.ერთ დროს, ოჯახის წევრებით და სტუმრებით სავსე სახლს, ნელ-ნელა შემოეცალა ადამიანი,ძაღლი,კატა,ყვავილები.ყველა დღე ერთმანეთს დაემსგავსა,მაგრამ ეს იყო მათი სევდა და არ უნდა გაეზიარებინათ სხვისთვის. ხუთი წლის შემდეგ ოჯახს შემოემატა ახალი წევრი, ტკბილი სევდა იქცა კოშმარად,მეზობლები კი დაამშვიდა,ისინიც ხომ დარდობდნენ.სამი ქალიშვილი, მოხუცი ბებია და გაუბედურებული მამა.შვილების მომავალი ცხოვრება დამოკიდებული გახდა ახალგაზრდა ქალზე,რომელიც სულ ახლახანს იხილეს პირველად. მღელვარებისა და დაძაბულობის კვანძი ნელ-ნელა იკვრებოდა.მოწყენილობა ოჯახის მეგობარი გახდა.ყველა თავისი თავით დაკავდა,თავდაცვა გახდა საჭირო.ნივთმა, რომელსაც წლების განმავლობაში უყურებდნენ,ფერი და არსი იცვალა,შესამჩნევიც გახდა,შეგრძნებები გაძლიერდა.გაძლიერდა უხასიათობა და მიჯაჭვულობა.შესაძლებელი იყო თავდავიწყებით შეყვარება,იმიტომ რომ ტანჯვაში ცხოვრობდნენ და ეს, თითოეულ, წამს, ბედნიერების ელფერს სძენდა. ბევრი შეცდომა და მარცხი გამოსცადა ოჯახმა.თითქოს არ იკმარა განგებამ და ყოველ წელს გრძელდებოდა და იქმნებოდა მღელვარების ახალი ტალღა.ქალი, რომლის ირგვლივ დიდი ენერგია ტრიალებდა,ანგრევდა ყველაფერს.ნელ-ნელა განადგურდა ყველა სულიერი თუ უსულო.მხოლოდ ფული და ცუდი საქმეები მეფობდა.კიდევ კარგი ამ ფულს ოჯახისთვის არ ეცალა.ის ხელგაშლილი ქალი იყო ,სხვისთვის თავდადებული,სულს გაყიდდა ოღონდ კარგად ყოფილიყო.სიყვარულს,სითბოსა და ზრუნვას მოკლებული ბავშვებისთვის კი,რომელთაც დედა და ბავშვობა წაართვეს,სასჯელი იყო,დიდი სასჯელი რომელმაც მიწასთან გაასწორა ოჯახი.არ უყვარდათ,არ შეეძლოთ,ვერაფერს იზამ. შეიქმნა სამყარო,სადაც უსმენდა მუსიკას და კითხულობდა წიგნებს.ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა უთხრა,შენი აზროვნება ძალიან ფართეა,შენ შეგიძლია დაინახო ის რასაც თვალი ვერ შეწვდებაო.რომ არა ასეთი ბავშვობა,ვინ იქნებოდა? მითუმეტეს,როცა გენეტიკა ხელს არ უწყობდა. მიზნები,აზრები და ხედვა რატომ არის ასეთი?რამ იქონია ამხელა გავლენა?ადამიანს ვერ ვიხსენებ,მხოლოდ გარემოება,ცუდი და მტანჯველი. ვან გოგი ამბობდა: “ამათ ჰგონიათ, რომ ხატვამ გამაგიჟა. შეიძლება ასეცაა, რადგან მხატვარი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც მეტისმეტად შთანთქავს თვალით დანახული.” საინტერესოა,გიჟი იყო და ამიტომ ხატავდა,თუ ხატვამ გააგიჟა? იქნებ ასეთი შედევრები ვერც შეექმნა სიდუხჭირეში რომ არ ეცხოვრა. ჩვენს პატარა ოჯახის წევრს ხატვის არაფერი გაეგებოდა მაგრამ საგნის სუბსტანციურ არსს მშვენივრად ხედავდა.ხელოვნება,რელიგია და ფილოსოფია ძალიან გავს ერთმანეთს თავისი არსით.სამივე ადამიანის და სამყაროს შეცნობას ემსახურება.მისი ხელოვნება - მუსიკა,კითხვა და წერა იყო,რელიგიას თავისი ადგილი ჰქონდა,ფილოსოფია კი იზიდავდა, მაგრამ არაფერი გაეგებოდა.ალბათ ვერავინ შექმნის ღირებულს ტანჯვისა და მოწყენილობის გარეშე.ესეც მარტოობის კიდევ ერთი პრივილეგია.მინიშნება იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ პასუხები. ფსიქოლოგი ეძებს მიზეზებს ადამიანის ქვეცნობიერში,კითხვებით მიჰყავს ის იმ პრობლემამდე,რომელიც ქვეცნობიერის სიღრმეშია ჩამალული,შიგნიდან ღრღნის და იწვევს არამარტო პაციენტის,არამეც გარშემომყოფებთა წუხილს.ამ კვანძის გახსნა შვებას გვრის პაციენტს.ამიტომაც ეჭვი არ ეპარებოდა ადამიანის მოწოდების სისწორეში. უბრალო რამეების გახსენებას ცდილობდა,ნაკუწ-ნაკუწ კრებდა მოგონებებს,რომლებიც უმალ,დაკვირვებასაც ვერ ასწრებდა,უჩინარდებოდა.ხედავდა მეტად მგრძნობიარე მომენტებს,როცა მიდიოდა,ეფერებოდა თუ უწყრებოდა დედა.მაგრამ ყველაზე კარგად ახსოვდა დღე,როდესაც დაიტირეს.ალბათ ტკიოდა მაგრამ ამას მაშინ ვერ ხვდებოდა.რთული ბავშვი იყო,ამ სირთულის მიღმა მარტოობა იდგა.სურვილები თუ მისწრაფებები,უთავბოლო აზრები,ჩამოუყალიბებელი ბუნება,სუსტი,უნებისყოფო ხასიათი,რომელიც აფორიაქებს ადამიანს და ცხოვრების საშუალებას არ აძლევს,წარსულის აჩრდილია.მიუხედავად სიმძიმისა,მაინც ეძებდა კავშირებს,რაიმე ნივთის დანახვისას,ან სუნის შეგრძნებისას,თავს ვერ ერეოდა და გადაეშვებოდა წარსულის მოგონებებში,რომელიც ეკლიანი ჯოხივით ეჩხირებოდა ყელში.შეგრძნებები - ეს არის ადამიანური ბუნების უკვდავი მხარე.ის, რაც უნდა დარჩეს სიკვდილის შემდეგ. პასუხი ყველაფერს უნდა გაეცეს,მაგრამ ეს ადვილი როდია.შესაძლოა ბევრ რამეს მივხვდეთ,მაგრამ ეს პასუხი არ იყოს.ყოველი მსჯელობა შეფარდებითია და გამოხატავს რომელიღაც მხარეს.არცერთ ხედვას არ შეუძლია გამოხატოს რეალური სინამდვილის ყველა მხარე,ის იქნება აუცილებლად სუბიექტური მხარე,ამიტომაც არის შეუთავსებლობა და კამათი ადამიანებს შორის მსჯელობისას.თუმცა,მსჯელობა ყოველთვის ბადებს ახალ აზრს.და აზრი,რომელიც მყარია,საპირისპირო მხარის მიმართულებით გამიზნულად ხვდება ქვეცნობიერის კედლებს და შიგნით აღწევს.ამას შემდგომში გააზრება ქვია.ალტრუისტული ვერ იქნება ცოდნა,ის ყოველთვის რაღაც მიზანს იძენს,ამიტომ მარტოობა,მოწყენილობა,ტანჯვა და შემეცნება,ჩვენი კი არა,სხვისიც არის და იქაც სოციუმის ნაწილი ვხდებით. მას უყვარდა სახლი,რომელიც შემდეგში, ხავსიან გამოქვაბულად იქცა.მზე კარგად უდგებოდა ეზოს,მანამ, სანამ არ დაადგეს კიდევ ერთი სართული და არ დაიჩრდილა ყველაფერი.სიცივემ დაისადგურა,გათბობა შეუძლებელი გახდა,ქარი უბერავდა იმ მიმართულებით, სადაც ღუმელი იდგა და კვამლს უკან აბრუნებდა,თითქოს რაღაც ცოდვის სუნი ტრიალებდა.ვერ პატიობდა სახლი დედის დაღუპვას.იქნებ რაღაც უჭირდა,ვინ იცის.იქნებ მასაც ციოდა სულში.სხვის გულებს კი ათბობდა,მისას კი ვერა.იქნებ სიკვდილს ნატრობდა,სადღაც გადაკარგვას და ისე ინატრა, რომ ღმერთმაც გაუგონა. კარგი ამბებიც ახსოვდა.ბავშვობის მეგობარი,რომელიც მიუხედავად იმისა რომ მოშორებით ცხოვრობდა,არ ტოვებდა და მისი გამოჩენა ყოველ ჯერზე ბედნიერებას გვრიდა. წლები გადიოდა,ნელ - ნელა უჭირდა გულწრფელად ემოციის გამოხატვა. ალბათ ძალიან სასაცილო რამეზე თუ გაიცინებდა.გაუფასურდა გრძნობები,ძალიან მძაფრად რეაგირებდა უსამართლობაზე,ალბათ საკუთარ თავთან აიგივებდა.უნდოდა ყველას დახმარებოდა.დრომ თავისი გაიტანა და უსამართლობის ეტაპი დასრულდა,მაგრამ ის ისევ წარსულის გააზრებით ცდილობს ცხოვრებას.იმ ყველაფრის გარეშე როგორ?განსხვავება დღევანდელობასთან შედარებით არის ის რომ მაშინ იყო დიდი დაძაბულობა,ახლა არის დიდი სიმშვიდე.როგორ დააღწია ამ ყველაფერს რომ ვიცოდე, აუცილებლად ვიტყოდი,მაგრამ არ ვიცი,ალბათ ისევ შემთხევითობის მსხვერპლია მისი გონება.შემთხვევითობა ნიშნავს გამოჩენას და ჩაქრობას,ის კი ჩაქრა და სატანჯველად სიმშვიდე მოევლინა.როგორც იტყვიან, სულიერ სიხარბეს ვერაფერი დაუდგება წინ. გრძელდება მოგზაურობა,ცხოვრებისეული ვალდებულების მიუხედავად,მან მოიპოვა უფლება საკუთარ თავზე - ის არის თავისუფალი ადამიანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ვსო,ჩავასწორე :) კარგია რომ მოხვედი,დიდი მადლობა. თავისუფალი ბოლომდე ვერავინ იქნება ალბათ,უბრალოდ ისეთები აღარ ვართ როგორებიც ადრე,დამოკიდებულებების შეცვლა უფროა,ვიდრე გამოხსნა,მაგრამ სულ არაფრობას ჯობია:)
ვსო,ჩავასწორე :) კარგია რომ მოხვედი,დიდი მადლობა. თავისუფალი ბოლომდე ვერავინ იქნება ალბათ,უბრალოდ ისეთები აღარ ვართ როგორებიც ადრე,დამოკიდებულებების შეცვლა უფროა,ვიდრე გამოხსნა,მაგრამ სულ არაფრობას ჯობია:)
19. კიდევ მოვედი აქ... "იკვრებოდა" უნდა იყოს ერთგან, "იკრებოდა" გიწერია... საერთოდ, აზროვნებ და ეს კარგია... რა კარგია, თუ თავისუფალი გახდი... ჩემი სურვილიც ეგ არის... ვმერყეობ, ხან მგონია, რომ ვარ, ხან კი- არა... გაიხარე+ კიდევ მოვედი აქ... "იკვრებოდა" უნდა იყოს ერთგან, "იკრებოდა" გიწერია... საერთოდ, აზროვნებ და ეს კარგია... რა კარგია, თუ თავისუფალი გახდი... ჩემი სურვილიც ეგ არის... ვმერყეობ, ხან მგონია, რომ ვარ, ხან კი- არა... გაიხარე+
18. არ გავხარ არა,აქ პირობები ირღვევა მუდმივად:)
მაინც იმედი ვიქონიოთ:))) არ გავხარ არა,აქ პირობები ირღვევა მუდმივად:)
მაინც იმედი ვიქონიოთ:)))
17. რეცენზიის წერაც პროცესია და სასიამოვნო იქნება(ალბათ) შეგახსენებ; მე ვგავარ იმ კაცს, პირობას რომ ასრულებს?) აგურს დავდებ აგურზე და რეცენზიაც შემომეწერება. რეცენზიის წერაც პროცესია და სასიამოვნო იქნება(ალბათ) შეგახსენებ; მე ვგავარ იმ კაცს, პირობას რომ ასრულებს?) აგურს დავდებ აგურზე და რეცენზიაც შემომეწერება.
16. შენს კომენტარებს უნდა მცირე რეცენზიები დათო :)))
ანუ,გავაგრძელო და რეცენზია შენზეა? :დ შენს კომენტარებს უნდა მცირე რეცენზიები დათო :)))
ანუ,გავაგრძელო და რეცენზია შენზეა? :დ
15. კომენტარები პირველად იმასვქენი, წავიკითხე და ვერაფერი გავიგე, ჭკვიანურია...
ავტორი კითხულობს ფილოსოფიას,( ისიც კი გავიფიქრე, ბელეტრისტიკა წეროა-მეთქი) მაგრამ მხოლოდ გავიფიქრე.
“განცდების და გრძნობების აღკვეთა დამოკიდებულია ჩვენი ცოდნის სიძლიერეზე”- ეს პარადოქსია, თან მარტივი. არ ვიცი, ვინ, სად რა აღნიშნა. ავტორი მიხვდება რატომაც.
ფული და ცუდი საქმეები - ფული და ცუდი სქმე. ( რომელი გრამატიკის მცოდნე მე ვარ)
ცოდნა რელიგიურ- ფილოსოფიური. კი ბატონო,... რაც არ “ მიკადრია” იმას ვიზამ, ეს ჩაამთავრეთ, დაწერეთ ბოლომდე,პრადოქსი უკუაგდეთ და მერე ერთი რეცენზია,.( არავინ მითხრას შეუსაბამობა არ არისო)ა , გერ ვარ. კომენტარები პირველად იმასვქენი, წავიკითხე და ვერაფერი გავიგე, ჭკვიანურია...
ავტორი კითხულობს ფილოსოფიას,( ისიც კი გავიფიქრე, ბელეტრისტიკა წეროა-მეთქი) მაგრამ მხოლოდ გავიფიქრე.
“განცდების და გრძნობების აღკვეთა დამოკიდებულია ჩვენი ცოდნის სიძლიერეზე”- ეს პარადოქსია, თან მარტივი. არ ვიცი, ვინ, სად რა აღნიშნა. ავტორი მიხვდება რატომაც.
ფული და ცუდი საქმეები - ფული და ცუდი სქმე. ( რომელი გრამატიკის მცოდნე მე ვარ)
ცოდნა რელიგიურ- ფილოსოფიური. კი ბატონო,... რაც არ “ მიკადრია” იმას ვიზამ, ეს ჩაამთავრეთ, დაწერეთ ბოლომდე,პრადოქსი უკუაგდეთ და მერე ერთი რეცენზია,.( არავინ მითხრას შეუსაბამობა არ არისო)ა , გერ ვარ.
14. მიმუშავია,მეც მიკვირს:)))
ველოდები შეფასებას:) მიმუშავია,მეც მიკვირს:)))
ველოდები შეფასებას:)
13. რამდენი რამ შეგიმატებია და სად ვიყავი მე? სად და ჭურში) ვნახავ მოგვიანებით. რამდენი რამ შეგიმატებია და სად ვიყავი მე? სად და ჭურში) ვნახავ მოგვიანებით.
12. კიი,და როცა წერ,გრძნობ რომ კიდევ უფრო მეტი გადაგიტანია. დიდი მადლობა უმა,მეც გილოცავ:) კიი,და როცა წერ,გრძნობ რომ კიდევ უფრო მეტი გადაგიტანია. დიდი მადლობა უმა,მეც გილოცავ:)
11. ბევრი გადაგიტანია, ჩანს... წერას ტანჯვა აწყებინებს ადამიანს, ეს ჩვენ აკრგად მოგვეხსენება... მოგიკითხეთ ყველა, საყვარლებო და ძვირფასებო. გასულ ამროამობას გილოცავთ“! აქ კი ++ ბევრი გადაგიტანია, ჩანს... წერას ტანჯვა აწყებინებს ადამიანს, ეს ჩვენ აკრგად მოგვეხსენება... მოგიკითხეთ ყველა, საყვარლებო და ძვირფასებო. გასულ ამროამობას გილოცავთ“! აქ კი ++
10. მადლობა:)
მართალი ხართ,ეხლახანს დავიწყე წერა,ყველაფერი წინაა:) მადლობა:)
მართალი ხართ,ეხლახანს დავიწყე წერა,ყველაფერი წინაა:)
9. აუცილებლად უნდა წერო))) მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვხატე, უშუალოდ ამ ტექსტზე, თანაც შეიძლება მე ვცდებოდე ))))) წარმატებას გისურვებ ! ))) აუცილებლად უნდა წერო))) მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვხატე, უშუალოდ ამ ტექსტზე, თანაც შეიძლება მე ვცდებოდე ))))) წარმატებას გისურვებ ! )))
8. დიდი მადლობა. შემდეგში გავითვალისწინებ შენიშნებს,თუ რა თქმა უნდა რაიმეს დაწერის სურვილი მექნება:))))) (ვიხუმრე)
მადლობა შეფასებისთვის დიდი მადლობა. შემდეგში გავითვალისწინებ შენიშნებს,თუ რა თქმა უნდა რაიმეს დაწერის სურვილი მექნება:))))) (ვიხუმრე)
მადლობა შეფასებისთვის
7. ანუ ყველაფერს ფანტაზიად აღვიქვამდი და არ ვიქნებოდი ასეთი რადიკალური რომ არა სერიოზული ტონი რომელიც ნაწერში შეიმჩნევა.
ნაწერი გავს ბოშა ქალის მარჩიელობას, ფაქტიური მასში არაფერია, სიბრძნე რომლის ჩადებასაც ავრორი ცდილობს, ცრუ სიბრძნეა, ლოგიკური ჯაჭვი გარღვეული კიარა, ელემენტარულ ნაწილაკებადაა დაშლილი, თუ ნაწარმოების მიზანი ეს იყო მაშინ გასაგებია. ტერმინოლოგია აზელილია, ესა თუ ის ტერმინი სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან. შთაბეჭდილება იქმნება რომ სხვადასხვა ფორუმზე ნანახი ფრაზებია მოკრებილი და შეწებებული
მე მესმის რისი თქმაც სურდა ავტორს და აქ მოყვანილი ჰიპოთეზა ცნობიერების შესახებ, ჩემთვის უკვე ცნობილია, მაგრამ ცუდად არის გადმოცემული, თვითონ ეს მოსაზრებაც კი ბოშა ქალის მარჩიელობაა და მას არავითარი საფუძველი ფაქტიური მსჯელობისათვის არ გააჩნია.
რას ჰქვია ცოდნა რელიგიურ ფილოსოფიური უნდა იყოს ? რას ნიშნავს "საგნის თავისებურების შეცნობით ჩვენ სხვასაც მივწვდებით?" - დარწმუნებული ხართ რომ ამ მტკიცებაში ლოგიკური რღვევა არ არის?
"ცნობიერება იმატებს გზადაგზა" - ამით საბოლოოდ ჩავარდი შოკში, რომ შევაბრუნო ახლა საკითხი და გკითხო რა არის ცნობიერება ?
"ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ჩვენ უნდა შევისწავლოთ საგნის სუბსტანციური არსი, ყველა პასუხი ადამიანშია" - ამაზე არ ჩავიციკლები უბრალოდ, მაგრამ ეს მარგალიტია : " არასწორად მიმართული ცოდნა დამამგრეველია, რადგან იგი იკვებება სოციუმით, სოციუმისგან კი ყოველთვის დადებით ენერგიას ვერ მიიღებ" - და ისევ, გასაგებია რის თქმასაც ცეილობ, მაგრამ მხოლოდ ცდილობ, ვერ ამბობ. რა ენერგიაზეა საუბარი? ასტროლოგიური პროგნოზია ეს თუ პროზა ?
+1 ქულა
ანუ ყველაფერს ფანტაზიად აღვიქვამდი და არ ვიქნებოდი ასეთი რადიკალური რომ არა სერიოზული ტონი რომელიც ნაწერში შეიმჩნევა.
ნაწერი გავს ბოშა ქალის მარჩიელობას, ფაქტიური მასში არაფერია, სიბრძნე რომლის ჩადებასაც ავრორი ცდილობს, ცრუ სიბრძნეა, ლოგიკური ჯაჭვი გარღვეული კიარა, ელემენტარულ ნაწილაკებადაა დაშლილი, თუ ნაწარმოების მიზანი ეს იყო მაშინ გასაგებია. ტერმინოლოგია აზელილია, ესა თუ ის ტერმინი სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან. შთაბეჭდილება იქმნება რომ სხვადასხვა ფორუმზე ნანახი ფრაზებია მოკრებილი და შეწებებული
მე მესმის რისი თქმაც სურდა ავტორს და აქ მოყვანილი ჰიპოთეზა ცნობიერების შესახებ, ჩემთვის უკვე ცნობილია, მაგრამ ცუდად არის გადმოცემული, თვითონ ეს მოსაზრებაც კი ბოშა ქალის მარჩიელობაა და მას არავითარი საფუძველი ფაქტიური მსჯელობისათვის არ გააჩნია.
რას ჰქვია ცოდნა რელიგიურ ფილოსოფიური უნდა იყოს ? რას ნიშნავს "საგნის თავისებურების შეცნობით ჩვენ სხვასაც მივწვდებით?" - დარწმუნებული ხართ რომ ამ მტკიცებაში ლოგიკური რღვევა არ არის?
"ცნობიერება იმატებს გზადაგზა" - ამით საბოლოოდ ჩავარდი შოკში, რომ შევაბრუნო ახლა საკითხი და გკითხო რა არის ცნობიერება ?
"ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ჩვენ უნდა შევისწავლოთ საგნის სუბსტანციური არსი, ყველა პასუხი ადამიანშია" - ამაზე არ ჩავიციკლები უბრალოდ, მაგრამ ეს მარგალიტია : " არასწორად მიმართული ცოდნა დამამგრეველია, რადგან იგი იკვებება სოციუმით, სოციუმისგან კი ყოველთვის დადებით ენერგიას ვერ მიიღებ" - და ისევ, გასაგებია რის თქმასაც ცეილობ, მაგრამ მხოლოდ ცდილობ, ვერ ამბობ. რა ენერგიაზეა საუბარი? ასტროლოგიური პროგნოზია ეს თუ პროზა ?
+1 ქულა
6. მადლობა ნეფერტარ, შეფასებისთვის:) ცოტა მიჭირს ამ ეტაპზე,მაგრამ აუცილებლად დავუბრუნდები მადლობა ნეფერტარ, შეფასებისთვის:) ცოტა მიჭირს ამ ეტაპზე,მაგრამ აუცილებლად დავუბრუნდები
5. მომეწონა, აბზაცები გამოყავით თუ შეიძლება. საინტერესო იყო და კიდევ დავუბრუნდებოდი.
5.
მომეწონა, აბზაცები გამოყავით თუ შეიძლება. საინტერესო იყო და კიდევ დავუბრუნდებოდი.
5.
4. ჩემი აზრით,ყოველი დღე,ყოველი მარცხი თუ გამარჯვება,გარდასახვაა.ის,რომ ადამიანი ერთხელ იბადება,ფიზიოლოგიური პროცესია,გარდაუვალი ფაქტი,და მის ირგვლივ აზრები მწირია:) ის ფაქტები,რომლებიც მოქმედებენ გრძნობებზე და განაპირობებენ მომავალში ჩვენს ქცევას,გარდასახვაა.სხვა შემთხვევაში დაბადება,ცხოვრება,სიკვდილი შეგვრჩება,რაც კაცობრიობის მნიშველობის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს. ელემენტრული პატარა ნაწილაკებისგან შევდგებით ჩვენ,ელემენტარული იმ დროს,თორემ საბოლოოდ რაღაც ფორმას ვიღებთ:) მადლობა ჯონათან:) ჩემი აზრით,ყოველი დღე,ყოველი მარცხი თუ გამარჯვება,გარდასახვაა.ის,რომ ადამიანი ერთხელ იბადება,ფიზიოლოგიური პროცესია,გარდაუვალი ფაქტი,და მის ირგვლივ აზრები მწირია:) ის ფაქტები,რომლებიც მოქმედებენ გრძნობებზე და განაპირობებენ მომავალში ჩვენს ქცევას,გარდასახვაა.სხვა შემთხვევაში დაბადება,ცხოვრება,სიკვდილი შეგვრჩება,რაც კაცობრიობის მნიშველობის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს. ელემენტრული პატარა ნაწილაკებისგან შევდგებით ჩვენ,ელემენტარული იმ დროს,თორემ საბოლოოდ რაღაც ფორმას ვიღებთ:) მადლობა ჯონათან:)
3. "ადამიანი იბადება ერთხელ" - ოტია იოსელიანი :)
ელემენტარული კი არა, ზერთული ნაწილაკი უნდა გერქვათ თქვენ :)
"ადამიანი იბადება ერთხელ" - ოტია იოსელიანი :)
ელემენტარული კი არა, ზერთული ნაწილაკი უნდა გერქვათ თქვენ :)
1. ველოდები გაგრძელებას:) 5 ველოდები გაგრძელებას:) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|