| ავტორი: კეჟერაძე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 16 იანვარი, 2018 |
წიგნის მაღაზიებით გაივსო საქართველო. ვეღარც სათაურების დამახსოვრებას ახერხებ კაცი და ვერც ავტორისას. ყველა მეკალმეა, ჩვენს დროში ეს ახალი, სუპერ მოდური პროფესია გახდა. მიატოვებს ვიღაცას შეყვარებული და მერწ იბეჭდწბა მისი მოთქმა-გოდება და ქრება ლიტერატურა. რაც უფრო მეტი წიგნი იბეჭდება, მით მეტად ბინძურდება თანამედროვე მწერლობა. არაფერია წიგნია დაბეჭდვაზე ადვილი, მოიპარე, მაინც არავინ დაგსჯის, რა პრობლემაა თუ არც სიუჟეტი გაქვს, არც ის იცი რა გინდა თქვა და გრამატიკასა და სასვენ ბიშნებს ვიღა დაგიდევს! გაქვს ფული? წიგნიც არსებობს. კრიტიკა ნკვდარია, რეცენზიები აღარ იბეჭდება, კი, ვნახავთ აქა-იქ ხოტბა დიდებებს, შეკვეთილ დაწერილ ქებას. სად ხართ ლიტერატორებო? არ გრცზვენიათ, რომ ნიჭს არად აგდებთ, მხოლოდ ნაცნობ-მეგობრობით რომ ადიდებთ და კლავთ წიგნებს? მოიმარჯვეთ კალმები და ჩაუსაფრდით დამწყებებს, მიეცით სწორი მინართულება, აკრიტიკეთ, რომ მისცეთ საშუალება გაზრდის, განვითარების. რამდენ პოპულარულ მწერალს იცნობთ, ყველამ რომ ვიცით, მწერალია და მის ვერც ერთ ნაწარმოებს ვერ დავასახელებთ? მწერალობამ თავისი ფუბქცია დაკარგა, თითქოს ვაშლს ყიდდნენ, მხოლოდ გაყიდვებზე ფიქრობენ. კარგით რა, სად ლიტერატურა და სად მარკეტინგი?!!! მაოატიეთ, ამ ვაბრაზებულ წერილზე, მომავალში უფრო დალაგებით და კონკრეტული ფაქტებით გაჯერებულ წეეიკს დავწერ და თქვენც ძალიან გთხოვთ, მორჩით ამ კარგია, გილოცავების წერას კომენტარებში და დაწერეთ საკუთარი აზრი, ქება აფუჭებს მწერალს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. 2016 წლის 22 მარტს, როცა მე დავრწმუნდი პირად მაგალითზე თუ რა ჭაობია ლიტერატურაში , დავტოვე კლუბი "ფანტასტი" ასევე მივუძღვენი ამ კლუბს და მის დამფუძნებელს იუმორისტული მოთხრობა .....რომელიც სულაც არაა ფანტასტიკა, რეალობაა. ეს მოთხრობა აქ დევს. "ფანტასტიკა, როგორც ასეთი " ... დიახ, დიახ. ლიტერატურული რასიზმი მძვინვარებს საქართველოში.
2016 წლის 22 მარტს, როცა მე დავრწმუნდი პირად მაგალითზე თუ რა ჭაობია ლიტერატურაში , დავტოვე კლუბი "ფანტასტი" ასევე მივუძღვენი ამ კლუბს და მის დამფუძნებელს იუმორისტული მოთხრობა .....რომელიც სულაც არაა ფანტასტიკა, რეალობაა. ეს მოთხრობა აქ დევს. "ფანტასტიკა, როგორც ასეთი " ... დიახ, დიახ. ლიტერატურული რასიზმი მძვინვარებს საქართველოში.
26. რეცენზიაც მარკეტინგია,სხვანაირად ვერ მიიზიდავ.მსოფლიოს მართავს ფული მარკეტინგი და ერთი რაღაც:) ყველგან ასეა.რატომ არის კოელიო საფრანგეთში რეიტინგში?ლიტერატურის და ხელოვნების ქვეყანაში. ხალხს ის აინტერესებს, რაც ყურადღებას იქცევს.არის ლიტერატურული წრეები და იქ შეიძლება მხოლოდ ხარისხზე ლაპარაკი,იმიტომ რომ ცუდიც რომ თქვა,მეორე დღეს ეს წიგნი ბესტსელერი გახდება.დავიწყოთ აქედან.მკითხველის გემოვნება არ მოგცემს ამის საშუალებას.ის რაც ძვირფასია,ყოველთვის იბრწყინებს,სხვა დანარჩენი კი მიეცემა დავიწყებას.კრიტიკა აუცილებელია,მიკერძოება და ასეთებიც შესამჩნევია ყოველთვის. რეცენზიაც მარკეტინგია,სხვანაირად ვერ მიიზიდავ.მსოფლიოს მართავს ფული მარკეტინგი და ერთი რაღაც:) ყველგან ასეა.რატომ არის კოელიო საფრანგეთში რეიტინგში?ლიტერატურის და ხელოვნების ქვეყანაში. ხალხს ის აინტერესებს, რაც ყურადღებას იქცევს.არის ლიტერატურული წრეები და იქ შეიძლება მხოლოდ ხარისხზე ლაპარაკი,იმიტომ რომ ცუდიც რომ თქვა,მეორე დღეს ეს წიგნი ბესტსელერი გახდება.დავიწყოთ აქედან.მკითხველის გემოვნება არ მოგცემს ამის საშუალებას.ის რაც ძვირფასია,ყოველთვის იბრწყინებს,სხვა დანარჩენი კი მიეცემა დავიწყებას.კრიტიკა აუცილებელია,მიკერძოება და ასეთებიც შესამჩნევია ყოველთვის.
25. ამ ამბის განვრცობა, ღრმად,მყარად და ფართოდაც შეიძლებოდა,როგორაც აქ,კომენტარებში.ყველა ადამიანი,ვინც წერს და არ ფიქრობს მარკეტინგზე,პოპულარიზაცია თუ რაც ქვია,აცნობიერებს იმას,თუ რა რთულია შეჭრა გარკვეულ სივრცეებში.რა და სად არის ეს აუღებელი კარიბჭეები?!საქართველოში მანამდე იქნება ეს მდგომარეობა,სანამ არ ვიქნებით თავისუფლები,სანამ ის არ იქნება საზომი,თუ საიდან არის გამოსული,რამდენად მისაღებია,როგორ გამოიყურება,უარესიც: ვინ იცნობს. ათასი რამის ჩამოწერა შეიძლება,მაგრამ კლდეში დამფრთხალი ჯიხვის ქოშინივით გამოვა,აქაოდა მხოლოდ ჩემსას ვამბობდე. ზოგჯერ,ისეთი განათლებული,წიგნიერი ხალხისგან მესმის,ისეთი ნაწერების ქება,პირღია დარჩები კაცი და ვინ იცის როდემდე.ეს პრობლემა,ნებისმიერ საუკუნეში არსებობდა და იარსებებს.ვინც თვითონ წერს,იმას სხვისი კარგი ნაწერის აღმონოჩენა უნდა უხაროდეს პირველ რიგში და არა პირიქით.
ა.პუშკინმა თავის დროზე თქვა მოკლედ და საინტერესოდ. "თუ შეგიძლიათ,ნუ დაწერთ" ამით იმის თქმა მინდა რომ,შინაგანად ისეთ მდგომარეობაში უნდა იყო,უიმისოდ არ შეგეძლოს. მარტივად რომ ვთქვა "ლომკა" უნდა გქონდეს. მაშინაა წერა ნაღდი და არა იძულებით,დღეში სამ ლექსს რომ წერენ და კვირაში ვინ იცის რამდენ მოთხრობას.ნაწერს ეტყობა,როგორი ადამიანის ხელი წერს მას.მე პირადად,შეგრძნება მაქვს რომ,დღეს ვინც უფრო ჩანს,ბევრი მათგანის ნაწერი ყალბია.ბევრჯერ მითქვამს და,მწერალს და პოეტს,ცხოვრებაც სხვანაირი უნდა ქონდეს.ბევრს არც ცოვრება უვარგა და არც ნაწერი. ამ ყველაფრის ფონზე,კი,ის,ვინც მთელი არსებით წერსსულის სიღმიდან თუ ფსკერიდან ამოაქვს სიტყვები,იტანჯება,კედლებს კაწრავს და ასე წერს,იკარგება.უნელდება სურვილი შეაწუხოს გამომცემლობა.არ ამტვრევს იქაურ კარებს.ან იქნება შეუმჩნევლად. მკითხველი კი,უმეტესობა ბრმაა და მიშვებული ცხვრებივით იქ ძოვენ,სადაც მეტი ბალახია,მაგრამ დაუნაყრებლები დადიან,თუმცა ვერ გრძნობენ.ან გაუქმებულ სამრეკლოებზე რეკენ ზარებს. დღეს კი,ასეთ მატერიალურ,დაბინძურებულ სამყაროში წერის სურვილიც რომ აქვს კაცს,ისიც ყურადსაღებია.
ამ ამბის განვრცობა, ღრმად,მყარად და ფართოდაც შეიძლებოდა,როგორაც აქ,კომენტარებში.ყველა ადამიანი,ვინც წერს და არ ფიქრობს მარკეტინგზე,პოპულარიზაცია თუ რაც ქვია,აცნობიერებს იმას,თუ რა რთულია შეჭრა გარკვეულ სივრცეებში.რა და სად არის ეს აუღებელი კარიბჭეები?!საქართველოში მანამდე იქნება ეს მდგომარეობა,სანამ არ ვიქნებით თავისუფლები,სანამ ის არ იქნება საზომი,თუ საიდან არის გამოსული,რამდენად მისაღებია,როგორ გამოიყურება,უარესიც: ვინ იცნობს. ათასი რამის ჩამოწერა შეიძლება,მაგრამ კლდეში დამფრთხალი ჯიხვის ქოშინივით გამოვა,აქაოდა მხოლოდ ჩემსას ვამბობდე. ზოგჯერ,ისეთი განათლებული,წიგნიერი ხალხისგან მესმის,ისეთი ნაწერების ქება,პირღია დარჩები კაცი და ვინ იცის როდემდე.ეს პრობლემა,ნებისმიერ საუკუნეში არსებობდა და იარსებებს.ვინც თვითონ წერს,იმას სხვისი კარგი ნაწერის აღმონოჩენა უნდა უხაროდეს პირველ რიგში და არა პირიქით.
ა.პუშკინმა თავის დროზე თქვა მოკლედ და საინტერესოდ. "თუ შეგიძლიათ,ნუ დაწერთ" ამით იმის თქმა მინდა რომ,შინაგანად ისეთ მდგომარეობაში უნდა იყო,უიმისოდ არ შეგეძლოს. მარტივად რომ ვთქვა "ლომკა" უნდა გქონდეს. მაშინაა წერა ნაღდი და არა იძულებით,დღეში სამ ლექსს რომ წერენ და კვირაში ვინ იცის რამდენ მოთხრობას.ნაწერს ეტყობა,როგორი ადამიანის ხელი წერს მას.მე პირადად,შეგრძნება მაქვს რომ,დღეს ვინც უფრო ჩანს,ბევრი მათგანის ნაწერი ყალბია.ბევრჯერ მითქვამს და,მწერალს და პოეტს,ცხოვრებაც სხვანაირი უნდა ქონდეს.ბევრს არც ცოვრება უვარგა და არც ნაწერი. ამ ყველაფრის ფონზე,კი,ის,ვინც მთელი არსებით წერსსულის სიღმიდან თუ ფსკერიდან ამოაქვს სიტყვები,იტანჯება,კედლებს კაწრავს და ასე წერს,იკარგება.უნელდება სურვილი შეაწუხოს გამომცემლობა.არ ამტვრევს იქაურ კარებს.ან იქნება შეუმჩნევლად. მკითხველი კი,უმეტესობა ბრმაა და მიშვებული ცხვრებივით იქ ძოვენ,სადაც მეტი ბალახია,მაგრამ დაუნაყრებლები დადიან,თუმცა ვერ გრძნობენ.ან გაუქმებულ სამრეკლოებზე რეკენ ზარებს. დღეს კი,ასეთ მატერიალურ,დაბინძურებულ სამყაროში წერის სურვილიც რომ აქვს კაცს,ისიც ყურადსაღებია.
24. ამ წერილით ავტორი შეეხო ყველა იმ პრობლემას, რომელიც ქართული ლიტერატურის განვითარებას ხელს უშლის. თ ით ქოს მუდმივად მოქმედებაში არიან ჩვენი მწერლობის ,,მამები,, _ აქვეყნებენ, თარგმნიან, კონკურსებს ატარებენ, იმარჯვებენ.
მაგრამ, შედეგი . . . ხარისხი . . .?
თუ გაბედე და მოკრძალებით, განსხვავებული აზრი დააფიქსირე ეგრევე გაგაჩუმებენ. (თუარ ჩაგქოლეს.) დროს ჩამორჩიო, რა დროს ფიქრი და განსჯაა, სიუჟეტი შენს გულში და გონებაში კი არუნდა მოიხარშოს შეგიძლია სხვისი მონათხრობი ისტორიები მხატვრულად აღწერო, კარგად შეფუთო და კარგი მარკეტინგი გაუკეთო - ნობელის პრემია გარანტირებული გაქვს.
ერთი ასეთი,, ორიგინალური ლიტერატურის'' ავტორი საქართველოსაც სტუმრობდა.
განათლება ჭირდება მწერალსო?
თუ ნიჭიერია გაუნათლებელი როგორ არის?
მწერალს ენათმეცნიერობა და პოლიგლოტობა არ მოეთხოვება. თუ მწერლის ლექსიკა მწირია, ჩათვალეთ ის მწერალი არ არის.
მთავარი შემფერხებელი მწერლობის განვითარებისა გამომცემლობებში მოკალათებული არაპროფესიონალები მგონია, რომლებიც მათთან დაახლოებული მწერლების ვიწრო წრესთან ერთად აკანონებენ ლიტერატურულ უგემოვნებას. ამ წერილით ავტორი შეეხო ყველა იმ პრობლემას, რომელიც ქართული ლიტერატურის განვითარებას ხელს უშლის. თ ით ქოს მუდმივად მოქმედებაში არიან ჩვენი მწერლობის ,,მამები,, _ აქვეყნებენ, თარგმნიან, კონკურსებს ატარებენ, იმარჯვებენ.
მაგრამ, შედეგი . . . ხარისხი . . .?
თუ გაბედე და მოკრძალებით, განსხვავებული აზრი დააფიქსირე ეგრევე გაგაჩუმებენ. (თუარ ჩაგქოლეს.) დროს ჩამორჩიო, რა დროს ფიქრი და განსჯაა, სიუჟეტი შენს გულში და გონებაში კი არუნდა მოიხარშოს შეგიძლია სხვისი მონათხრობი ისტორიები მხატვრულად აღწერო, კარგად შეფუთო და კარგი მარკეტინგი გაუკეთო - ნობელის პრემია გარანტირებული გაქვს.
ერთი ასეთი,, ორიგინალური ლიტერატურის`` ავტორი საქართველოსაც სტუმრობდა.
განათლება ჭირდება მწერალსო?
თუ ნიჭიერია გაუნათლებელი როგორ არის?
მწერალს ენათმეცნიერობა და პოლიგლოტობა არ მოეთხოვება. თუ მწერლის ლექსიკა მწირია, ჩათვალეთ ის მწერალი არ არის.
მთავარი შემფერხებელი მწერლობის განვითარებისა გამომცემლობებში მოკალათებული არაპროფესიონალები მგონია, რომლებიც მათთან დაახლოებული მწერლების ვიწრო წრესთან ერთად აკანონებენ ლიტერატურულ უგემოვნებას.
23. პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა ის არის, რომ: "The opinion of the majority is always wrong, because most people are idiots!" Edgar Allan Poe(უმრავლესობის აზრი, როგორც წესი, მცდარია, რადგან ადამიანების უმრავლესობა არის იდიოტი!)
იმედია, ეჭვი არავის არ ეპარება ზემოთ თქმულ ჭეშმარიტებაში, შესაბამისად: იმდენად, რამდენადაც ადამიანების უმრავლესობა იდიოტია, უმრავლსობის მოსაწონი იქნება იდიოტიზმი და რა არის ამაში გასაკვირი?!... ანუ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს!... და თავად თუ მკითხველი ბრძანდებით, საწუხარი რა გაქვთ?! - იმდენი შედევრი აქვს უკვე დაწერილი კაცობრიობას, რომ ათი ცხოვრება არ გეყოფათ, თუნდაც მცირე ნაწილის წასაკითხად... :)
კონკურსებს რაც შეეხება კიდევ, ისევ და ისევ: უმრავლესობა თუ იდიოტია, და ამასთან წერა - კითხვის უცოდინარიც და არა მხოლოდ კონკურსანტები, შემფასებლები - კომისია(რადგან, წერა - კითხვის მცოდნე ჟიური, უწიგნურის ნაწერს საერთოდ არ წაიკითხავს, არათუ შეაფასებს)... შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული უფრო ცუდი უნდა იყოს, ვიდრე კარგი - და რა არის ამაში გასაკვირი?!... ჩემი აზრით, ამაზე მხოლოდ ხუმრობით შეიძლება საუბარი, რადგან კომიკური უფროა ეს ყველაფერი, ვიდრე დრამატული... შეცვლით კი, არაფერი არ შეიცვლება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ: არა მარტო ადამიანების სამყაროში, საერთოდ ბუნებაში: უნიკალური ეგზემპლიარები - დიდ იშვიათობას წარმოადგენს, სრულყოფილი ეგზემპლიარები - უმცირესობას, ხოლო არასრულყოფილი - უმრავლესობას და ამის შეცვლა შეუძლებელია, რამეთუ ეს არის ბუნების კანონი(პახოდუ წავიფილოსოფოსე, მაგრამ ამას არ ვიმჩნევთ)... :D ანუ: უმრავლესობა(ყოველგვარი) არ ვარგა და არც უნდა ვარგოდეს - ყველა წესის და კანონის თანახმად!
კერძოდ ქართველ ავტორებს რაც შეეხება, ამასაც ვიტყვი: მე, თავად ვარ მკითხველი(მიყვარს კითხვა და ძალიან ბევრს ვკითხულობ), თან ვკითხულობ ოთხ ენაზე(მათ შორის სამი მსოფლიო ენაა) და რა თქმა უნდა, ბევრი თანამედროვე ავტორი წამიკითხავს(უფრო სწორად, გადამიხედავს, რადგან მე უხარისხო ლიტერატურას არ ვკითხულობ), შედეგად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფაქტიურად შეუძლებელია წაკითხვა იმისა, რასაც ხალხი წერს(მათ შორის ტიტულოვანი მწერალ - პოეტები)... თითებზე ჩამოსათვლელ თანამედროვე ნაწერს თუ გავიხსენებ - უცხო ენაზე, რომელიც მომწონებია! - ძალიან დაბალი დონეა, როგორც მხატვრული თვალსაზრისით, ასევე აზრობრივად!... და მხოლოდ ამ ნამცეცა საქართველოში - მსოფლიო რუკაზე წერტილივით, რომ ჩანს, იმდენი ნიჭიერი ავტორი შემხვედრია... ნუ, რა ვიცი რაა... მიუხედავად იმისა, რომ ქართული ურთულესი ენაა... რამდენი არაჩვეულებრივი ნაწერია: ან რა ულამაზესი ენით დაწერილი, ან რა სიღრმით, ან რა სულიერი მშვენებით - რომელი ერთი გავიხსენო, თუნდაც ამ საიტზე... ბოლოს და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მხოლოდ ქართველებს შემორჩენიათ სიყვარულის განცდის უნარი(საერთოდ ნებისმიერი გრძნობის განცდის უნარი), მხოლოდ ქართველებს შემორჩენიათ სიბრძნე და საერთოდ: საქართველო არის პლანეტის ინტელექტუალური ცენტრი, მაშ!... :) თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემს სიტყვებში და მიკერძოებაში ჩამივლის, დავუმტკიცებ კიდეც - ამის დამტკიცება რთული ნამდვილად არ არის!
რა გითხრათ აბაა?!... ვისთვის_როგორ, მე მაგალითად, პრობლემად ის უფრო მიმაჩნია, თუ რამდენი ნიჭიერი ავტორია, რომელთაც განათლება არ უწყობთ ხელს(მწირი განათლებით კი, ღირებული რა უნდა შექმნას, თუნდაც უნიჭიერესმა ავტორმა?!), ხოლო როდესაც მასობრივი განათლების დონე ასეთ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად სისტემა გახლავთ ყოვლად უვარგისი და აი, ზუსტად ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დებატები, რადგან ამ სფეროს სასიკეთოდ შეცვლა ნამდვილად შესაძლებელია - ხმის ამოღებით და თუ საჭირო გახდა - ხმის ამაღლებით! პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა ის არის, რომ: "The opinion of the majority is always wrong, because most people are idiots!" Edgar Allan Poe(უმრავლესობის აზრი, როგორც წესი, მცდარია, რადგან ადამიანების უმრავლესობა არის იდიოტი!)
იმედია, ეჭვი არავის არ ეპარება ზემოთ თქმულ ჭეშმარიტებაში, შესაბამისად: იმდენად, რამდენადაც ადამიანების უმრავლესობა იდიოტია, უმრავლსობის მოსაწონი იქნება იდიოტიზმი და რა არის ამაში გასაკვირი?!... ანუ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს!... და თავად თუ მკითხველი ბრძანდებით, საწუხარი რა გაქვთ?! - იმდენი შედევრი აქვს უკვე დაწერილი კაცობრიობას, რომ ათი ცხოვრება არ გეყოფათ, თუნდაც მცირე ნაწილის წასაკითხად... :)
კონკურსებს რაც შეეხება კიდევ, ისევ და ისევ: უმრავლესობა თუ იდიოტია, და ამასთან წერა - კითხვის უცოდინარიც და არა მხოლოდ კონკურსანტები, შემფასებლები - კომისია(რადგან, წერა - კითხვის მცოდნე ჟიური, უწიგნურის ნაწერს საერთოდ არ წაიკითხავს, არათუ შეაფასებს)... შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული უფრო ცუდი უნდა იყოს, ვიდრე კარგი - და რა არის ამაში გასაკვირი?!... ჩემი აზრით, ამაზე მხოლოდ ხუმრობით შეიძლება საუბარი, რადგან კომიკური უფროა ეს ყველაფერი, ვიდრე დრამატული... შეცვლით კი, არაფერი არ შეიცვლება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ: არა მარტო ადამიანების სამყაროში, საერთოდ ბუნებაში: უნიკალური ეგზემპლიარები - დიდ იშვიათობას წარმოადგენს, სრულყოფილი ეგზემპლიარები - უმცირესობას, ხოლო არასრულყოფილი - უმრავლესობას და ამის შეცვლა შეუძლებელია, რამეთუ ეს არის ბუნების კანონი(პახოდუ წავიფილოსოფოსე, მაგრამ ამას არ ვიმჩნევთ)... :D ანუ: უმრავლესობა(ყოველგვარი) არ ვარგა და არც უნდა ვარგოდეს - ყველა წესის და კანონის თანახმად!
კერძოდ ქართველ ავტორებს რაც შეეხება, ამასაც ვიტყვი: მე, თავად ვარ მკითხველი(მიყვარს კითხვა და ძალიან ბევრს ვკითხულობ), თან ვკითხულობ ოთხ ენაზე(მათ შორის სამი მსოფლიო ენაა) და რა თქმა უნდა, ბევრი თანამედროვე ავტორი წამიკითხავს(უფრო სწორად, გადამიხედავს, რადგან მე უხარისხო ლიტერატურას არ ვკითხულობ), შედეგად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფაქტიურად შეუძლებელია წაკითხვა იმისა, რასაც ხალხი წერს(მათ შორის ტიტულოვანი მწერალ - პოეტები)... თითებზე ჩამოსათვლელ თანამედროვე ნაწერს თუ გავიხსენებ - უცხო ენაზე, რომელიც მომწონებია! - ძალიან დაბალი დონეა, როგორც მხატვრული თვალსაზრისით, ასევე აზრობრივად!... და მხოლოდ ამ ნამცეცა საქართველოში - მსოფლიო რუკაზე წერტილივით, რომ ჩანს, იმდენი ნიჭიერი ავტორი შემხვედრია... ნუ, რა ვიცი რაა... მიუხედავად იმისა, რომ ქართული ურთულესი ენაა... რამდენი არაჩვეულებრივი ნაწერია: ან რა ულამაზესი ენით დაწერილი, ან რა სიღრმით, ან რა სულიერი მშვენებით - რომელი ერთი გავიხსენო, თუნდაც ამ საიტზე... ბოლოს და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მხოლოდ ქართველებს შემორჩენიათ სიყვარულის განცდის უნარი(საერთოდ ნებისმიერი გრძნობის განცდის უნარი), მხოლოდ ქართველებს შემორჩენიათ სიბრძნე და საერთოდ: საქართველო არის პლანეტის ინტელექტუალური ცენტრი, მაშ!... :) თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემს სიტყვებში და მიკერძოებაში ჩამივლის, დავუმტკიცებ კიდეც - ამის დამტკიცება რთული ნამდვილად არ არის!
რა გითხრათ აბაა?!... ვისთვის_როგორ, მე მაგალითად, პრობლემად ის უფრო მიმაჩნია, თუ რამდენი ნიჭიერი ავტორია, რომელთაც განათლება არ უწყობთ ხელს(მწირი განათლებით კი, ღირებული რა უნდა შექმნას, თუნდაც უნიჭიერესმა ავტორმა?!), ხოლო როდესაც მასობრივი განათლების დონე ასეთ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად სისტემა გახლავთ ყოვლად უვარგისი და აი, ზუსტად ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დებატები, რადგან ამ სფეროს სასიკეთოდ შეცვლა ნამდვილად შესაძლებელია - ხმის ამოღებით და თუ საჭირო გახდა - ხმის ამაღლებით!
22. მხოლოდ პალიტრა ლ-ის არა, ზოგადად კონკურსები...:) მხოლოდ პალიტრა ლ-ის არა, ზოგადად კონკურსები...:)
21. პალიტრა ლ -ის სამარცხვინო კონკურსზე მეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ რადგან აპირებთ ამ თემის განხილვას, დაგელოდებით.
თუ გეწერება კცს მაინც დაწერ, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ძეგლი ვის სჭირდება, ცოდონია არიან ეს ხალხი, ისედაც არაა მათი ცხოვრება მარტივი, უკაპიკოდ, უტაშოდ, უუყველაფროდ იბრძვიან, მგონი დროა შევიცვალოთ, თორემ მოძველდა ეს მოთოდი: მოვაკალთ ილია და დავტირივართ დღემდე მთელი ქვეყანა, აგერ გალაკტიონი კვდებოდა მშიერი და ახლარა ვნანობთ.... დროა რაღაც შევცვალოთ ჩვენს დამოკიდებულებებში. პალიტრა ლ -ის სამარცხვინო კონკურსზე მეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ რადგან აპირებთ ამ თემის განხილვას, დაგელოდებით.
თუ გეწერება კცს მაინც დაწერ, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ძეგლი ვის სჭირდება, ცოდონია არიან ეს ხალხი, ისედაც არაა მათი ცხოვრება მარტივი, უკაპიკოდ, უტაშოდ, უუყველაფროდ იბრძვიან, მგონი დროა შევიცვალოთ, თორემ მოძველდა ეს მოთოდი: მოვაკალთ ილია და დავტირივართ დღემდე მთელი ქვეყანა, აგერ გალაკტიონი კვდებოდა მშიერი და ახლარა ვნანობთ.... დროა რაღაც შევცვალოთ ჩვენს დამოკიდებულებებში.
20. გამომცემლობებს, ჟურნალებს, კონკურსებს "თავისი" ავტორები ჰყავთ. წერის განწყობა არ იკარგება, რასაკვირველია, მაგრამ ავტორი ნამდვილად იკარგება.
სულ ორი კრიტიკოსი ვიცი და ისინიც ამდენ რამეს ვერ წაიკიტხავენ, ასე მგონია მე, თორემ პირადად მე სიამოვნებით მოვისმენდი კრიტიკას.
ბოდიშით თქვენთან და საზოგადოებრივ ტუალეტებში მინაწერები გინახავთ ყველას, ალბათ. დაახლოებით ამ შთაბეჭდილებას ტოვებს ბევრი ნაწარმოები, მაგრამ სამაგიეროდ ბეჭდავენ.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, პლაგიატის უამრავი შემთხვევაა, პირადად ჩემი მოთხრობებიდანაც და სხვებისგანაც.
ქართული ლიტერატურა "რეამინაციაშია".- ერთხელ დავწერე და კიდევ ვიმეორებ.
პატივისცემით, ტენდი. გამომცემლობებს, ჟურნალებს, კონკურსებს "თავისი" ავტორები ჰყავთ. წერის განწყობა არ იკარგება, რასაკვირველია, მაგრამ ავტორი ნამდვილად იკარგება.
სულ ორი კრიტიკოსი ვიცი და ისინიც ამდენ რამეს ვერ წაიკიტხავენ, ასე მგონია მე, თორემ პირადად მე სიამოვნებით მოვისმენდი კრიტიკას.
ბოდიშით თქვენთან და საზოგადოებრივ ტუალეტებში მინაწერები გინახავთ ყველას, ალბათ. დაახლოებით ამ შთაბეჭდილებას ტოვებს ბევრი ნაწარმოები, მაგრამ სამაგიეროდ ბეჭდავენ.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, პლაგიატის უამრავი შემთხვევაა, პირადად ჩემი მოთხრობებიდანაც და სხვებისგანაც.
ქართული ლიტერატურა "რეამინაციაშია".- ერთხელ დავწერე და კიდევ ვიმეორებ.
პატივისცემით, ტენდი.
19. ვეთანხმები ავტორსაც და ასევე ნეფერტარს. პალიტრა L-ის ერთ–ერთი პირველი ნაწარმოები წავიკითხე და ეს იყო სიბინძურით სავსე ყოველი მეორე წინადადება. ამიტომაც მიყვარს ეს საიტი, რადგან აქ წამიკითხავს ისეთი ნაწარმოებები, რომლებსაც ნამდვილად დაუტოვებივარ შთაბეჭდილებების ქვეშ. თქვენს გვერდით მიგულეთ ვისაც შეგტკივათ ეს საკითხი. ნამდვილად უნდა ითქვას სათქმელი.
პატივისცემით! ვეთანხმები ავტორსაც და ასევე ნეფერტარს. პალიტრა L-ის ერთ–ერთი პირველი ნაწარმოები წავიკითხე და ეს იყო სიბინძურით სავსე ყოველი მეორე წინადადება. ამიტომაც მიყვარს ეს საიტი, რადგან აქ წამიკითხავს ისეთი ნაწარმოებები, რომლებსაც ნამდვილად დაუტოვებივარ შთაბეჭდილებების ქვეშ. თქვენს გვერდით მიგულეთ ვისაც შეგტკივათ ეს საკითხი. ნამდვილად უნდა ითქვას სათქმელი.
პატივისცემით!
18. არა, ჩემო ძვირფასებო, სწორად ვერ გამიგეთ! რა ლიტერატურულ ღირებულებაზეე ლაპარაკობთ, კაცო, არც მწერალი ვარ, არც პოეტი, არ კრიტიკოსი, ერთი ჩვეულებრივი მკითხველი ვარ, ლიტერატურა მიყვარს ძალიან :) ჩემი აზრი გამოვთქვი, ჩემი გულისტკივილი გაგიზიარეთ, ეგაა და ეგ.
აი, კონკურსებს რაც შეეხება, ძალიან, ძალიან მტკივნეულად არის მანდ საქმე. დაწერეთ, რაც მეტი ვიტყვით და მეტი ავიმაღლებთ ხმას, იქნება რამეს ეშველოს, იქნება ჩვენ ამ პატარა ჯგუფმა ადამიანების რამე შევცვალოთ. რაშია იცი საქმე, ჩემო ბატონო, წერონ, ბეჭდონ და იკითხონ, მაგრამ ამ ნაგავს შორის მარგალიტებს ვმარხავთ და ვინ იცის ამ უსამრთლობის გამო, რამდენი ნიჭიერი ადამიანი იჩაგრება. არა, ჩემო ძვირფასებო, სწორად ვერ გამიგეთ! რა ლიტერატურულ ღირებულებაზეე ლაპარაკობთ, კაცო, არც მწერალი ვარ, არც პოეტი, არ კრიტიკოსი, ერთი ჩვეულებრივი მკითხველი ვარ, ლიტერატურა მიყვარს ძალიან :) ჩემი აზრი გამოვთქვი, ჩემი გულისტკივილი გაგიზიარეთ, ეგაა და ეგ.
აი, კონკურსებს რაც შეეხება, ძალიან, ძალიან მტკივნეულად არის მანდ საქმე. დაწერეთ, რაც მეტი ვიტყვით და მეტი ავიმაღლებთ ხმას, იქნება რამეს ეშველოს, იქნება ჩვენ ამ პატარა ჯგუფმა ადამიანების რამე შევცვალოთ. რაშია იცი საქმე, ჩემო ბატონო, წერონ, ბეჭდონ და იკითხონ, მაგრამ ამ ნაგავს შორის მარგალიტებს ვმარხავთ და ვინ იცის ამ უსამრთლობის გამო, რამდენი ნიჭიერი ადამიანი იჩაგრება.
17. ნეფერტარი რასაკვირველია, ვუთხარი, კონკრეტული მაგალითებიც მოვუყვანე ავტორს, მაგრამ მარწმუნებდა, თავად მოვიფიქრეო და იქნება სჯეროა კიდევაც საკუთარი ტყუილის.
რაც შეეხება კრიტიკას, ავტორს ვეთანხმები, ყველა ქართველი ვცდილობთ დღეს რაღაც დავწეროთ :) თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება კარგი "გამკენწლავი" თვითკმაყოფილებაში რომ არ ჩავვარდეთ. ავტორს ჯანსაღი კრიტიკა ზრდის, მაგრამ პროფესიონალის ობიექტურ შეფასებას ვგულისხმობ და არა იმას, მხოლოდ სახელისა და გვარის გამო რომ აქებენ და ადიდებენ ნაწერს. ნეფერტარი რასაკვირველია, ვუთხარი, კონკრეტული მაგალითებიც მოვუყვანე ავტორს, მაგრამ მარწმუნებდა, თავად მოვიფიქრეო და იქნება სჯეროა კიდევაც საკუთარი ტყუილის.
რაც შეეხება კრიტიკას, ავტორს ვეთანხმები, ყველა ქართველი ვცდილობთ დღეს რაღაც დავწეროთ :) თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება კარგი "გამკენწლავი" თვითკმაყოფილებაში რომ არ ჩავვარდეთ. ავტორს ჯანსაღი კრიტიკა ზრდის, მაგრამ პროფესიონალის ობიექტურ შეფასებას ვგულისხმობ და არა იმას, მხოლოდ სახელისა და გვარის გამო რომ აქებენ და ადიდებენ ნაწერს.
16. მოყვი ნეფერტარ, მოგისმენ და ალბათ, მალე მოვა დრო სერიოზული ცვლილებების ჩატარების, თორემ საქმე მეტად ცუდადაა. მოყვი ნეფერტარ, მოგისმენ და ალბათ, მალე მოვა დრო სერიოზული ცვლილებების ჩატარების, თორემ საქმე მეტად ცუდადაა.
15. დავით, საქმე იმაშია, რომ ჩვენ, კარგი მკითხველები საერთოდ არაფერს ვაკეთებთ ვითარების გასაუმჯობესებლად. დარწმუნებული ვარ არცერთ აქაურს არ წაუკითხავს პალიტრა L -ის კონკურსში გამარჯვებული ნაწერები აზრი რომ გამოეთქვა რამეზე. მართალია ეს პატარა საიტია და ბევრი არავინ შემოდის, მაგრამ აქაურებს მაინც ხომ ეცოდინებოდათ რას წერენ გამარჯვებულები?
მე წავიკითხე და ნეტავი არ წამეკითხა. აი ძალიან გავწვალდი კითხვაზე, საშინელება იყო მაინც ერთი მათგანი, სრული კატასტროფა. დავწერ ამაზე ცოტა ხანში. ისევ მე დავიწყებ შთაბეჭდილებების წერას გამარჯვებულ ნაწერებზე, აქაურებისგან არაფერს ველი ისე.
ძალიან საინტერესო ამბავს მოგიყვებით, ძალიან საინტერესოს.
დავით, საქმე იმაშია, რომ ჩვენ, კარგი მკითხველები საერთოდ არაფერს ვაკეთებთ ვითარების გასაუმჯობესებლად. დარწმუნებული ვარ არცერთ აქაურს არ წაუკითხავს პალიტრა L -ის კონკურსში გამარჯვებული ნაწერები აზრი რომ გამოეთქვა რამეზე. მართალია ეს პატარა საიტია და ბევრი არავინ შემოდის, მაგრამ აქაურებს მაინც ხომ ეცოდინებოდათ რას წერენ გამარჯვებულები?
მე წავიკითხე და ნეტავი არ წამეკითხა. აი ძალიან გავწვალდი კითხვაზე, საშინელება იყო მაინც ერთი მათგანი, სრული კატასტროფა. დავწერ ამაზე ცოტა ხანში. ისევ მე დავიწყებ შთაბეჭდილებების წერას გამარჯვებულ ნაწერებზე, აქაურებისგან არაფერს ველი ისე.
ძალიან საინტერესო ამბავს მოგიყვებით, ძალიან საინტერესოს.
14. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ლიტერატურული ღირებულება ამ ტექსტში ვერ ვნახე და იმედია, ავტორსაც არ აქვს ამის ამბიცია. უფრო სატკივარის გასაჯაროებად აღვიქვი, რაშიც ნაწილობრივ ვეთანხმები.
1. წიგნების დაბეჭდვა არა მგონია, ცუდი საქმე იყოს. ვისაც საშუალება და სურვილი აქვს დაბეჭდოს, ხელის შემშლელი მაინც არ იქნება. გასაგებია, რომ შეიძლება საშუალოზე დაბალი ლიტ. ღირებულების მქონე წიგნი იყოს, მაგრამ იყოს! ამით არაფერი დაშავდება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნები ქვეყანაში დიდი პოპულარულობით არ სარგებლობს. წერონ, დაბეჭდონ, გაყიდონ... ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რომ ადამიანმა საკუთარი შრომით სარგებელი მიიღოს.
2. რაც შეეხება კრიტიკას, აქ 100%-ით ვეთანხმები ავტორს. აუცილებელია ჯანსაღი კრიტიკა და მიუკერძოებელი კრიტიკოსები, რომლებიც არ დაიზარებენ, ყველა პოპულარულ ლიტ. კონკურსა თუ ახალ წიგნს ჩაუჯდებიან და სათანადოდ, ობიექტურად მიმოიხილავენ. სიმართლე უნდა ვთქვა და ბოლო წლებში, ლიტ. კონკურსებზე საოცარ ფაქტებს გადავაწყდი. დაწყებული იქინდან, რომ კონკურსანტმა თავისივე დაწესებული ჯილდო მოიგო დამთავრებული იმით, რომ აბსოლუტურად გაურკვეველი, ჩემთვის ამოუხსნელი მიზეზების გამო, პრაქტიკულად ლიტერატურული ღირებულების არმქონე ტექსტები გადიან საპრიზო ადგილებზე.
მკითხველმა რომ გაბოროტებად და შურის ქონად არ ჩამითალოს ზემოხსენებული ნააზრევი, ვიტყვი, რომ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია პოეტობაზე ან მწერლობაზე (კრიტიკოსობაზე ხომ საერთოდ...) და არც კონკურსებზე ვაგზავნი ნაწერებს. ერთადერთი, რაზეც პრეტენზიას ვაცხადებ, არის ის, რომ კარგი მკითხველი ვარ და ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდა საქმე ქართული ლიტერატურა ძალიან ღრმა ჭაობში ჩაეფლობა. ვგულისხმობ შემდეგს - ლიტერატურა სულიერი მოვლენაა და აუცილებელია, სულიერ საზრდოს იძლეოდეს. მაინცდამაინც პატრიოტულ ტექსტებს არ ვგულისხმობ, თუმცა ესეც საჭიროა. მაგრამ, პროზა განსაკუთღებით, საფიქრალს თუ არ გიტოვებს, ფსიქოლოგიურ პორტრეტებს თუ არ გიჩვენებს და შედეგეად, ფილოსოფიურ სიღრმეებში არ გადაყავხარ, ასეთი პროზა არაფრისმომცემია. ახლა ვაღიაროთ, რამდენადაა თანამედროვე ნაწერები ამ კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი და საერთოდ, ცდილობს კი მავანი... თუ მხოლოდ სკანდალურ თემატიკაზე შექმნილი ტექსტები იმსახურებენ აღიარებას?!
პირველ რიგში ვიტყვი, რომ ლიტერატურული ღირებულება ამ ტექსტში ვერ ვნახე და იმედია, ავტორსაც არ აქვს ამის ამბიცია. უფრო სატკივარის გასაჯაროებად აღვიქვი, რაშიც ნაწილობრივ ვეთანხმები.

13. მომავალში რო დაწერთ იმას დაველოდები, ეს წერილი კი უბრალოდ არ ვარგა მეგობარო. რაც შეეხება დაბალი დონის ნაწერებს, განათლების ამბავია.
მომავალში რო დაწერთ იმას დაველოდები, ეს წერილი კი უბრალოდ არ ვარგა მეგობარო. რაც შეეხება დაბალი დონის ნაწერებს, განათლების ამბავია.
12. ნამდვილად დგას ეს პრობლემა დღევანდელ საქართველოში. განსაკუთრებით პლაგიატიზმი! ამ რამდენიმე დღის წინ ახალბედა პოეტების საღამოზე მოვხვდი - გალაკტიონის უნიჭო გადამღერება იყო. სირცხვილია! ნამდვილად დგას ეს პრობლემა დღევანდელ საქართველოში. განსაკუთრებით პლაგიატიზმი! ამ რამდენიმე დღის წინ ახალბედა პოეტების საღამოზე მოვხვდი - გალაკტიონის უნიჭო გადამღერება იყო. სირცხვილია!
11. ცოტა გაზვიადებული მგონია პრობლემა. ცოტა გაზვიადებული მგონია პრობლემა.
10. ცოტა გაზვიადებული მგონია პრობლემა. ცოტა გაზვიადებული მგონია პრობლემა.
9. "ჩაუსაფრდით დამწყებებს, მიეცით სწორი მინართულება, აკრიტიკეთ, რომ მისცეთ საშუალება გაზრდის, განვითარების. " - ამან შემომიყვანა ახლა აქ. მარკეტინგი და ლიტერატურაო - თვალშიც მომხვდა და გულზეც. სხვა დროა, სხვა ცხოვრებაა... დღეს ყველაფერი იყიდება: ლიტერატურაც, მწერლობაც, წიგნებიც და რეცენზიებიც. - სამწუხაროა, მაგრამ ასეა. გათანამედროვდა და დაბინძურდა ლიტერატურა. გადახედეთ "ბესტსელერებს", თამამი სცენები ყიდის წიგნს. ავტორს ურჩევნია უკეთ გაყიდვადი წიგნი შექმნას, ანუ მასას და ცხოვრებას მოარგოს. - ეს მარკეტინგია! (ერთის მხრივ სულაც არაა ამაში რაიმე ცუდი) ყველა დროში იწერებოდა გასაყიდად შექმნილი წიგნები. თვით დოსტოევსკიმ "დანაშაული და სასჯელის" შემდეგ სამი წიგნი ჰონორარისთვის შექმნა. ჩემი აზრით საქართველოში ლიტერატურას "პატრონი" არ ჰყავს, - ორი გაგებით. ერთი ის რომ გამომცემლობას ურჩევნია ნათარგმნი წიგნი გაყიდოს. ისინი ცდილობენ იაფად თუნდაც უხარისხოდ თარგმნონ და ისე გამოსცენ, რადგან უფრო გაიყიდება. იმიტომ რომ ქართველ მკითხველს ჰგონია, "იმპორტული" ლიტერატურა "ადგილობრივს" სჯობია. რადგან წიგნი ნათარგმნია ეს იმას ნიშნავს რომ კარგია?! ამ დროს სად არის ცენზურა, ან კრიტიკა, ან მარეგულირებელი? ისეთი წიგნიც წამიკითხავს, რომელზე შექმნილი რეცენზიაც შინაარსისგან შორს იყო. :(((( სხვას ველოდი და სხვა დამხვდა. :(((( ყველას ვისაც ფული აქვს წიგნს სერიული გამოცემით ვერ უნდა ბეჭდავდეს. დაბეჭდოს თავისთვის და დაარიგოს ახლობლებში ვინ უშლის. - ამიტომ გაივსო თაროები უხარისხო ნაწარმოებებით. აი, ამიტომ არ ჰყავს საქართველოში ლიტერატურას "პატრონი". განა კომპეტენტური კრიტიკა გვყავს?! მიუკერძოებელი, მატერიალური დაინტერესებისგან და კონკურენციისგან თავისუფალი. თუ გვყავს სადაა?! კიდევ ერთი საკითხი - მაღაზიებში წიგნებს იმხელა ფასები აქვს, მყიდველთა უმეტესობა შორიდან ყურებას სჯერდება მხოლოდ. მაშინ როცა წიგნის თვითღირებულება 2-5 ლარია + ჰონორარი და მოგება = გაოთხმაგებულ ფასს. კარგი წიგნი ძვირი ღირს და მასას არჩევანი არ აქვს. - გადავუხვიე, ეს სხვა თემაა და თან ვრცელი. და ბოლოს კიდევ ერთი საკითხი რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო - მწერალი ქალები. ქართულ ლიტერატურას ძალიან ცოტა პროზაიკოსი ქალი ჰყავს. რატომ, ხომ არ იცით? ხშირად თქმულა "მწერლობა კაცის საქმეა!"... ჩემს სურვილს გამოვთქვამ, რასაც აქამდეც ხშირად ვამბობდი: - გაგვაკრიტიკონ, გაგვირჩიონ, მიგვითითონ, დაგვეხმარონ განვითარებაში. ოღონდ არ დაგვიკარგონ ინდივიდუალიზმი, შეცდომების აღნიშვნით არ მოგვაყენონ პიროვნული შეურაცხყოფები და არ ჩაკლან შესაძლებლობები. სწორი მიდგომა და კრიტიკა ყველას არ შეუძლია. ახლა სხვა დროა, სხვა ცხოვრებაა და ამ პრობლემის მოგვარება მარტივი არ იქნება. ავტორო, თქვენს პუბლიცისტიკაზე ვრცელი კომენტარი გამომივიდა. :)))
პატივისცემით "ჩაუსაფრდით დამწყებებს, მიეცით სწორი მინართულება, აკრიტიკეთ, რომ მისცეთ საშუალება გაზრდის, განვითარების. " - ამან შემომიყვანა ახლა აქ. მარკეტინგი და ლიტერატურაო - თვალშიც მომხვდა და გულზეც. სხვა დროა, სხვა ცხოვრებაა... დღეს ყველაფერი იყიდება: ლიტერატურაც, მწერლობაც, წიგნებიც და რეცენზიებიც. - სამწუხაროა, მაგრამ ასეა. გათანამედროვდა და დაბინძურდა ლიტერატურა. გადახედეთ "ბესტსელერებს", თამამი სცენები ყიდის წიგნს. ავტორს ურჩევნია უკეთ გაყიდვადი წიგნი შექმნას, ანუ მასას და ცხოვრებას მოარგოს. - ეს მარკეტინგია! (ერთის მხრივ სულაც არაა ამაში რაიმე ცუდი) ყველა დროში იწერებოდა გასაყიდად შექმნილი წიგნები. თვით დოსტოევსკიმ "დანაშაული და სასჯელის" შემდეგ სამი წიგნი ჰონორარისთვის შექმნა. ჩემი აზრით საქართველოში ლიტერატურას "პატრონი" არ ჰყავს, - ორი გაგებით. ერთი ის რომ გამომცემლობას ურჩევნია ნათარგმნი წიგნი გაყიდოს. ისინი ცდილობენ იაფად თუნდაც უხარისხოდ თარგმნონ და ისე გამოსცენ, რადგან უფრო გაიყიდება. იმიტომ რომ ქართველ მკითხველს ჰგონია, "იმპორტული" ლიტერატურა "ადგილობრივს" სჯობია. რადგან წიგნი ნათარგმნია ეს იმას ნიშნავს რომ კარგია?! ამ დროს სად არის ცენზურა, ან კრიტიკა, ან მარეგულირებელი? ისეთი წიგნიც წამიკითხავს, რომელზე შექმნილი რეცენზიაც შინაარსისგან შორს იყო. :(((( სხვას ველოდი და სხვა დამხვდა. :(((( ყველას ვისაც ფული აქვს წიგნს სერიული გამოცემით ვერ უნდა ბეჭდავდეს. დაბეჭდოს თავისთვის და დაარიგოს ახლობლებში ვინ უშლის. - ამიტომ გაივსო თაროები უხარისხო ნაწარმოებებით. აი, ამიტომ არ ჰყავს საქართველოში ლიტერატურას "პატრონი". განა კომპეტენტური კრიტიკა გვყავს?! მიუკერძოებელი, მატერიალური დაინტერესებისგან და კონკურენციისგან თავისუფალი. თუ გვყავს სადაა?! კიდევ ერთი საკითხი - მაღაზიებში წიგნებს იმხელა ფასები აქვს, მყიდველთა უმეტესობა შორიდან ყურებას სჯერდება მხოლოდ. მაშინ როცა წიგნის თვითღირებულება 2-5 ლარია + ჰონორარი და მოგება = გაოთხმაგებულ ფასს. კარგი წიგნი ძვირი ღირს და მასას არჩევანი არ აქვს. - გადავუხვიე, ეს სხვა თემაა და თან ვრცელი. და ბოლოს კიდევ ერთი საკითხი რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო - მწერალი ქალები. ქართულ ლიტერატურას ძალიან ცოტა პროზაიკოსი ქალი ჰყავს. რატომ, ხომ არ იცით? ხშირად თქმულა "მწერლობა კაცის საქმეა!"... ჩემს სურვილს გამოვთქვამ, რასაც აქამდეც ხშირად ვამბობდი: - გაგვაკრიტიკონ, გაგვირჩიონ, მიგვითითონ, დაგვეხმარონ განვითარებაში. ოღონდ არ დაგვიკარგონ ინდივიდუალიზმი, შეცდომების აღნიშვნით არ მოგვაყენონ პიროვნული შეურაცხყოფები და არ ჩაკლან შესაძლებლობები. სწორი მიდგომა და კრიტიკა ყველას არ შეუძლია. ახლა სხვა დროა, სხვა ცხოვრებაა და ამ პრობლემის მოგვარება მარტივი არ იქნება. ავტორო, თქვენს პუბლიცისტიკაზე ვრცელი კომენტარი გამომივიდა. :)))
პატივისცემით
8. Hah Amas naxe raa Hah Amas naxe raa
7. კეჟერაძე, მაგას ვცდილობდი მე დიდი ხანია, მაგრამ... მიუხედავად დიდი სიყვარულისა, სურვილისა და მცდელობის, შედეგად მივიღე ზერო, გარდა ამისა, აღმოვჩნდი თეთრი ყვავის მდგომარეობაში და ამას ზემოდან დაერთო ჩემი ინტენსიური თათხვა და ბუტიაობა.
აქ არის ერთი იუზერი, რომელიც მწერლობს და ოთარაანთ ქვრივი წაკითხული არ აქვს. ცხადია ვუთხარი რაც ეკუთვნოდა და შედეგად მე დამბლოკეს. :)
არიან აქ კარგი ავტორები და კარგი ძალიან თვითმყოფადი პოეტები და ისინი წაიკითხეთ. დ.მ.დ. -ს და ცოტნე ბასილიძის ნაწერებს ნუ წაიკითხავთ, ძალიან გაწვალდებით.
კეჟერაძე, მაგას ვცდილობდი მე დიდი ხანია, მაგრამ... მიუხედავად დიდი სიყვარულისა, სურვილისა და მცდელობის, შედეგად მივიღე ზერო, გარდა ამისა, აღმოვჩნდი თეთრი ყვავის მდგომარეობაში და ამას ზემოდან დაერთო ჩემი ინტენსიური თათხვა და ბუტიაობა.
აქ არის ერთი იუზერი, რომელიც მწერლობს და ოთარაანთ ქვრივი წაკითხული არ აქვს. ცხადია ვუთხარი რაც ეკუთვნოდა და შედეგად მე დამბლოკეს. :)
არიან აქ კარგი ავტორები და კარგი ძალიან თვითმყოფადი პოეტები და ისინი წაიკითხეთ. დ.მ.დ. -ს და ცოტნე ბასილიძის ნაწერებს ნუ წაიკითხავთ, ძალიან გაწვალდებით.
6. არავინ იფიქროს, რომ მე ვინმეს შური მალაპარაკებს, მე არც მწერალი ვარ და არც პოეტი, უბრალოდ მკითხველი ვარ, ლიტერტურა მიყვარს და ვეღარ ვპოულოობ! გავიგე ეს ვაჟა და ილია წავიკითხე მილიონჯერ, ახლა მინდა ახალი, ნიჭიერი, ვიღაც, მართლა რომ იწვის შეგნიდან. იმაშიც გეთანხმებით, რომ ეს ნაწერიც ხმა მღაღადებლისაა, მაგრამ აქ ამ პატარა სივრცეში მაინც ვცადოთ და "ვინც არა ჰგავს კახაბერსა" ნუ ვაქებთ და ვადიდებთ რა. მჯერა რომ ხართ აქ კარგი კრიტიკოსები, კარგი ლიტერატურები და დაივიწყეთ ტქვენი ნაცნობ-მეგობრობა, ბიძაშვილ-მამიდაშვილობა და ჯანსაღად შეაფასეთ და დააფასეთ ნიჭი.
მადლობა. არავინ იფიქროს, რომ მე ვინმეს შური მალაპარაკებს, მე არც მწერალი ვარ და არც პოეტი, უბრალოდ მკითხველი ვარ, ლიტერტურა მიყვარს და ვეღარ ვპოულოობ! გავიგე ეს ვაჟა და ილია წავიკითხე მილიონჯერ, ახლა მინდა ახალი, ნიჭიერი, ვიღაც, მართლა რომ იწვის შეგნიდან. იმაშიც გეთანხმებით, რომ ეს ნაწერიც ხმა მღაღადებლისაა, მაგრამ აქ ამ პატარა სივრცეში მაინც ვცადოთ და "ვინც არა ჰგავს კახაბერსა" ნუ ვაქებთ და ვადიდებთ რა. მჯერა რომ ხართ აქ კარგი კრიტიკოსები, კარგი ლიტერატურები და დაივიწყეთ ტქვენი ნაცნობ-მეგობრობა, ბიძაშვილ-მამიდაშვილობა და ჯანსაღად შეაფასეთ და დააფასეთ ნიჭი.
მადლობა.
5. გეთანხმებით. ჩემი თაობის ხალხს ახსოვს იყო ასეთი საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედებითი კლუბი ,,ირმის ნახტომი,, მისი ბოლო ხელმძღვანელი ლაშა გახარია იყო(აცხონოს უფალმა), მაქსიმუმ 30 წევრი ცხადდებოდა შეკრებაზე. მიდიოდა განხილვა., გასწორება. მერე ბატ. ლაშას მიჰქოდა, კითხულობდა ყველას და შემდეგ შეკრებას გულიფანცქაით ველოდით. ზოგს გზას დაულოცავდა, საუკეთესოებს აარჩევდა და გვიბეჭტავდა. ზოგს უკან უბრუნებდა და ურჩევდა სხვა საქმისთვის მოეკიდა ხელი. ზოგჯერ თემა გვეძლეოდა და იმ თემაზე უნდა დაგეწერა, კარგი იქნება თუ აქაც შემოიხედავენ ცნობილი მწერლები და პოეტები და თავფურცელს მაინც წაიკითხავენ(აქ წამკითხველების რიცხვმა კატასტროფულად იკლო) გეთანხმებით. ჩემი თაობის ხალხს ახსოვს იყო ასეთი საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედებითი კლუბი ,,ირმის ნახტომი,, მისი ბოლო ხელმძღვანელი ლაშა გახარია იყო(აცხონოს უფალმა), მაქსიმუმ 30 წევრი ცხადდებოდა შეკრებაზე. მიდიოდა განხილვა., გასწორება. მერე ბატ. ლაშას მიჰქოდა, კითხულობდა ყველას და შემდეგ შეკრებას გულიფანცქაით ველოდით. ზოგს გზას დაულოცავდა, საუკეთესოებს აარჩევდა და გვიბეჭტავდა. ზოგს უკან უბრუნებდა და ურჩევდა სხვა საქმისთვის მოეკიდა ხელი. ზოგჯერ თემა გვეძლეოდა და იმ თემაზე უნდა დაგეწერა, კარგი იქნება თუ აქაც შემოიხედავენ ცნობილი მწერლები და პოეტები და თავფურცელს მაინც წაიკითხავენ(აქ წამკითხველების რიცხვმა კატასტროფულად იკლო)
4. მეც მაწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ ძალიანაც არა, იმიტომ რომ დროა ყველაფრის გამომრჩეველი, დრო ან დაარჩენს მწერელბსა და ანაწარმოებებს ან ფერფლად აქცევს. თუმცა უსამართლოდ ჩაფერფლილი და ჩამქრალი ავტორებიც წამიკითხავს, კანტიკუნტად რომ იცნობენ მკითხველები.... ეს ყოველთვის ასე იყო, ასე არის და ასე იქნება.... თქვენი წერილი " ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა" ....არ მინდა პესიმისტი ვიყო, მაგრამ ასეა :( სამწუხაროდ.
კაცსაც ბედი უნდა ჰქონდეს და წიგნსაც, ალბათ ეგაა უფრო :) მეც მაწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ ძალიანაც არა, იმიტომ რომ დროა ყველაფრის გამომრჩეველი, დრო ან დაარჩენს მწერელბსა და ანაწარმოებებს ან ფერფლად აქცევს. თუმცა უსამართლოდ ჩაფერფლილი და ჩამქრალი ავტორებიც წამიკითხავს, კანტიკუნტად რომ იცნობენ მკითხველები.... ეს ყოველთვის ასე იყო, ასე არის და ასე იქნება.... თქვენი წერილი " ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა" ....არ მინდა პესიმისტი ვიყო, მაგრამ ასეა :( სამწუხაროდ.
კაცსაც ბედი უნდა ჰქონდეს და წიგნსაც, ალბათ ეგაა უფრო :)
3. ჰო და მოსაფხეკია ყველა მარკეტოლოგი და აგერაა მტკავრიც და რიონიც. ჰო და მოსაფხეკია ყველა მარკეტოლოგი და აგერაა მტკავრიც და რიონიც.
2. დიახ, გეთანხმებით და მაგას რომ ვამბობ, ძველმოდური ხარო, მეუბნებიან. :)
5. დიახ, გეთანხმებით და მაგას რომ ვამბობ, ძველმოდური ხარო, მეუბნებიან. :)
5.
1. მომეწონა, საგნობრივი წერილია და პრობლემაც სწორადაა დანახული. უდავო 5 ქულა.
მომეწონა, საგნობრივი წერილია და პრობლემაც სწორადაა დანახული. უდავო 5 ქულა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|