ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
22 იანვარი, 2018


დამღლელი წრეები

ჯერაც ოთხშაბათია,
დაიღალა კირა,
ნეტა მალე მოვიდეს,
სანატრელი კვირა.
იმდენ წრეზე დადიან,
აერიათ ნუსხა,
კირას ნაცვლად ცურვაზე,
წაიყვანეს ნუცა.
არავინ ეკითხება,
რა მოსწონს და უყვარს,
ხათრიანი გოგოა,
ვეღარ ამბობს უარს.
აგერ მისი კლასელი,
ლურჯთვალება ხვარამზე,
ბედნიერი გოგოა,
მარტო დადის ხატვაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები