ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
16 თებერვალი, 2018


ზღარბი და თხუნელა

  დადგა გაზაფხული. დათბა ჰაერი , მიწა. თხუნელამაც  გამოიღვიძა ზამთრის ძილისგან და გადაწყვიტა გარეთ გამოსვლა. ზამთრის მარაგიც ილეოდა. დაგმინული კარები გააღო, სხივმა თვალი მოჭრა, მზის სათვალე გაიკეთა და მიმოიხედა ირგვლივ, მერე ბოსტაბში ნაგერალი კომბოსტოსაკენ გასწია, იქვე ზღარბს მოკრა თვალი.
    -გამარჯობა მეგობარო!-მოგისწრია.
    -გაგიმარჯოს, ზამთარი როგორ გაატარე?
    ცოტა შემცივდა, ხომ იცით წელს დიდი თოვლი იყო, რომ დადნა ჩემი სოროც დანესტიანდა.
    -სად გქონდა სორო? - დაინტერესდა ზღარბი.
  -აი, იმ თუთას ხედავ ბოსტნის გარეთ, მის ქვეშ.
-მე კი ეს ზამთარი ძალიან თბილად გავატარე, გაღუღუნებული იყო სორო.
-ეს, როგორ სად გქონდა სორო? აი, იმ ბაღს ხედავ?-კი. იქ ერთი წყავის დიდი ხე დგას, მას ზამთარში ფოთლები არ ცვივა. ქოლგასავითაა გაშლილი ტოტებით, თან ჩალას ალაგებს ბაღის პატრონი. მეც მის ქვევით მაქვს წლებია, ჩემი მშობლებიც აქ ცხოვრობდნენ.
    დამეგობრდნენ თხუნელა და ზღარბი, გაზაფხული. ზაფხული, შემოდგომა ერთად გაატარეს, ზღარბმა მეზობელი წყავის ხის ქვეშ დააწყებინა სოროს თხრა. თხრას რომ მორჩნენ დაიწყეს ზამთრის მარაგის შეზიდვა ჯერ ზღარბთან, მერე თხუნელასთან.
  ერთი კარგი აზრი მომივიდა, ვფიქრობ მოგეწონება თხუნელა!-აბა, მითხარი.
  სოროებბს შორის გვირაბი გავაკეთოთ. მოეწონა ზღარბის იდეა და სასწრაფოდ დაიწყეს თხრა , ამასობაში დაზამთრდა. თბილად და ტკბილად აგორებდნენ ზამთარს მეგობრები, დადგა ახალი წელი, გვირაბის კართან კაკუნი .გაისმა. მეკვლე რა თქმა უნდა ზღარბი იყო , ტანზე ვაშლების კაბა ეცვა, ხელში ხონჩა კაკლით და წაბლით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები