ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
19 სექტემბერი, 2023


ჭიანჭველები

  მდინარის გასწვრივ ორივე მხარეს ფერდობზე შეამჩნევდით ამობურცულ პატარა გორაკებს, ეს ჭიანჭველების ბუდეები იყო. ერთ დილით გამოღმელები გაღმა გადავიდნენ ხიდით მეგობრებთან, რათა ერთად წასულიყვნენ ზამთრის მარაგის მოსატანად, საღამოს როცა დაბრუნდნენ და მდინარეს მიადგნენ საქანელა ხიდი აღარ იყო, მშენებლებს აეღოთ და ახალის მშენებლობა დაეწყოთ.
  დაღონდნენ ჭიანჭველები, უკვე ზამთარი კარს იყო მომდგარი და ახალი ბუდია მშენებლობას ვერ მოასწრებდნენ, თან იქ კიდევ ცოტა მარაგი ქონდათ მოქუჩებული.
  იმედად გამოღმელი მეგობრები მოევლინათ. მათ მდინარის ქვეშ გვირაბის გათხრა შესთავაზეს. მოეწონათ გამოღმელებს ეს იდეა. დაიწყეს ერთობლივი თხრა, მთელი ღამე შეუსვენებლივ მუშაობდნენ და დილით უკვე გაღმა ნაპირზე იყვნენ. მეგობრებს მადლობა გადაუხადეს.
   
      ძმა ძმისთვისო, შავი დღისთვისო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები