| ავტორი: ელადა ჟანრი: საბავშვო 3 ოქტომბერი, 2023 |
მელია სოროდან გამოძვრა, სიქათქათემ თვალი მოჭრა, სითეთრეს როცა მიეჩვია, გვერდით სოროდან გამომძვრალ ტურას მოჰკრა თვალი. ეტყობა მშიერი იყო, მუცელი თითქმის ზურგთან ჰქონდა მიწებებული. -რით დაგეხმარო მეზობელო?- კითხა მელამ. ცოტა საჭმელი მიწილადე. -კარგი, სოროში შვილებს დავხედავ, ხევის გაღმა საყინულე მაქვს, იქ ქათმები მაქვს, გიწილადებ. მელა გამოსვლას აგვიანებდა, გაციებული შვილისთვის მაყვლის ჩაის მომზადებას შეუდგა. ტურას სულ უფრო უტევდა მუცელი, ვეღარ მოითმინა და ხევის გზას დაადგა. საყინულე მალე იპოვა, ის ის იყო უნდა გამოეღო საყინულის კარი, უკნიდან უზარმაზარი შავი ნაგაზი ეცა, ქათამიც დაავიწყდა და ცოცხალმაც ძლივს გაასწრო.
რაც არ გერგება, არ შეგერგება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია თუმცა უფრო საჩვენოა. კარგია თუმცა უფრო საჩვენოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|