7. გაბრიელ ჯაბუშანურისადმი
არხოტის მთებზე ღრუბლები ნელ-ნელა მიირწევიან, ქორ-შევარდენთა გუნდები სულ ცისკენ მიიწევიან.
შებინდებისას ნისლები შლილ ფერდობებზე წვებიან, პოეტის ლექსთა მარულა ხევსურეთს მონატრებია.
სადა ხარ, ჯაბუშანურო, არხოტი გელის შენია, ვაჟასთან ერთად შენცა ხარ მთის პოეზიის გენია.
ოთარ რურუა
მუსიკა - ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძის, ფანდურზე უკრავს გიორგი ჯმუხაძე.
https://www.facebook.com/otar.rurua/posts/1582125695185959?pnref=story
.........................................................................
ო, რომ შემეძლოს...

ჩემივე ლექსიდან
ეს იანვარი თავზე არ მათოვს, ფოთში ვარ, ფოთში არ არის თოვლი. ო, რომ შემეძლოს, როგორც მადათოვს, გადავლახავდი მთებს პირველ ყოვლის.
შემოვივლიდი არხოტს ხევსურის და ვუმღერებდი თან ლექსს ჩემივეს, მთებს სხვა ეშხი აქვთ, ძალა ზევსური, ბარელნიც უყვართ მანდ გაჩენილებს.
მწამს სიყვარულის, - გრძნობა ნამდვილი ჯიხვის ყანწებით დამილოცნია, როგორც ქართველი ქალის მანდილი, ლამაზის კალთაც დამიკოცნია.

შემოვივლიდი ფეხით ხევსურეთს, ჯაბუშანურის არხოტს ვნახავდი. შევსვამ წყაროს წყალს პეშვით, ხელსურით, თუ მოვიხადე ლექსის სახადი.
ოთარ რურუა
2019
გაბრიელ ჯაბუშანურისადმი

6. დიდი მადლობა შატილიონო, გაიხარე! დიდი მადლობა შატილიონო, გაიხარე!
5. შესანიშნავია!
შესანიშნავია!
4. დიდი მადლობა მეგობრებო. დიდი მადლობა მეგობრებო.
2. კარგია მთის მოტივი და ადრესატი ხომ შეუდარებელი. კარგია მთის მოტივი და ადრესატი ხომ შეუდარებელი.
1. ვერ გავხსენი( ვერ გავხსენი(
|