ნინო დარბაისელი
ეტიუდი - თებერვალი - - - - -- - - - -
ბარდნისო. რა ბარდნა! ეს - ანგელოზები, ცაში გაფიჩხული გუნდად ცვივიან და კენტად ვარდებიან, ეკალ-ბარდებიან ქალაქს ბარდებიან, სიკვდილს ბარდებიან ისევ.
თოვლი - შელახული ფეხით და ტალახით რაღაც, ხათრიანად ქალაქს დასდებია ალაგ. დღეა არეული, რაღაც, ერთდროულად თბილი და უხეში, მწარე. თუ ხეში წყალია, რომც არ მოჟონავდეს, ნიშნავს - ცოცხალია... (იქნებ). ცამდე - ნაცრისფერი და თალხი ფერია, და კაკაფონია - ასეთი ფონია - ქალაქი კი არა, ნაქალაქარია; ამ ფონზე - პირღია, წრიული მონასმით - ხელით ნაჩქარევით ლაქა მოყვითალო არის მონიშნული - მზეა.
დაბლა - მომუჭული ციცქნა ლაქებია, სილურჯე- სიწითლის ორგვარი ნაზავი; ღერი - მარჯნისფერი ჭიაყელებია, დაიარებიან ძაფით შეკონილი განიერ მწვანეში, იებია თუ ყოჩივარდებია, მიწიდამ მოდიან? ციდან ვარდებიან? ცვენა.
ადამიანები, ადამიანები, ადამიანები ჯერ ისევ არიან! ეძიე! იპოვი! (ალბათ)
იები- პირველი, ყინულზე - ნარვალი, ყინვის საბერველი - მწველი თებერვალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომეწონა იები ყინულზე. მომეწონა იები ყინულზე.
7. ქეთი, გიო, სოლე, ჯონათან, პალადა, მადლობა კეთილი გამოხმაურებებისთვის და მაპატიეთ, აქამდე რომ ვერ შემოვიხედე აქ.. ამასობაში თებერვალი გასულა და ლამის შუა მარტიც დამდგარა.. გაზაფხულს გილოცავთ! ქეთი, გიო, სოლე, ჯონათან, პალადა, მადლობა კეთილი გამოხმაურებებისთვის და მაპატიეთ, აქამდე რომ ვერ შემოვიხედე აქ.. ამასობაში თებერვალი გასულა და ლამის შუა მარტიც დამდგარა.. გაზაფხულს გილოცავთ!
6. ო, ქალბატონი ნინო, შესანიშნავი ავტორი!... ԑ̮̑♦̮̑ɜ.ܓ მეც მაქვს მსგავსი ლექსი - თებერვალზე; მსგავსი ობრაზებით და მსგავს ჭრილში... შესაბამისად, ურმაგად მომეწონა!... :) ო, ქალბატონი ნინო, შესანიშნავი ავტორი!... ԑ̮̑♦̮̑ɜ.ܓ მეც მაქვს მსგავსი ლექსი - თებერვალზე; მსგავსი ობრაზებით და მსგავს ჭრილში... შესაბამისად, ურმაგად მომეწონა!... :)
5. თქვენსავით , ალბათ, არავინ მუშაობს ლექსზე ( ამ საიტზე მაინც).
მე დიდად არ მხიბლავს "ნამუშევარი" ლექსები, მაგრამ თქვენთან ისეთი დიდებულია, სულ..
თქვენსავით , ალბათ, არავინ მუშაობს ლექსზე ( ამ საიტზე მაინც).
მე დიდად არ მხიბლავს "ნამუშევარი" ლექსები, მაგრამ თქვენთან ისეთი დიდებულია, სულ..
4. თებერვლის თავფურცელზე ეს ეტიუდი! თებერვლის თავფურცელზე ეს ეტიუდი!
3. ჩავამღერე-ხმამაღლა წავიკითხე,რა გადასვლები იყო,დიდებული ჩავამღერე-ხმამაღლა წავიკითხე,რა გადასვლები იყო,დიდებული
2. მშვენიერი ოპუსია! მშვენიერი ოპუსია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|