ყველა ნაბიჯს აქვს თავის მუსიკა, ასე უკრავენ ტროტუარები. და კურტიზანი, როგორც ქალები, ამზეურებენ ქცევას ხულიგანს.
არ მიაკითხო წვიმის გუბურებს, არ ჩაიხედო, არ ღირს მე მენდე, უბრალოდ ახლა ჩემს მხრებს შეხედე, სიმძიმისგან რომ მიწას უყურებს.
ეს რა ვუთხარი ყველა იმ ჩვევას, შენ რომ გიგრძნო და გაგითავისა. აღარც ალისას, აღარც მალისას, მე მხოლოდ შენი შელოცვის მჯერა.
ვერ გავცდი, მაინც მე იმ ლაგუნას, სადაც უშენო გემმა გამრიყა. ჯობდა უშენო ძეგლად ვმდგარიყავ, მაგრამ საკუთარ თავმა მარგუნა,
რომ არცერთ ტკივილს არ ავაცილო გვერდი, რომელიც გზაზე შემხვდება. შენ არაფერი არ შეგეხება, ოღონდ არასდროს გამინაწილო
არცერთი შენი დაღლილი ვნება, არცერთი შენი ფიქრის მდინარე, რომ სიყვარული ამას წინარე, ძირგამომძვრალი გემივით კვდება.
ახლა კი ასე, რთულად დალაგდა, ცხოვრებამ შექმნა სხვა ისტორია, რაც გიცხოვრია, რაც მიცხოვრია, იმ კალენდარის ყველა კალანდა
გადააყოლა დროის ურიკას და მჯერა იმის რასაც ვუყურებ! გადააბიჯე წვიმის გუბურებს! ყველა ნაბიჯს აქვს თავის მუსიკა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რაც ამოვარჩე, რაღაც ახლი ,,დროის ურიკა,, ძალიან მომეწონა, იმედია არმოგპარავენ) რაც ამოვარჩე, რაღაც ახლი ,,დროის ურიკა,, ძალიან მომეწონა, იმედია არმოგპარავენ)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|