 | ავტორი: ჰერელი ჟანრი: პოეზია 16 მარტი, 2018 |
„რაო, მეფე ერეკლეო? ...არა, ეგ ტყუილია. მე ქლიავი თავზე გადმოვაყარე სპარსელს თათარს...“ იაკობ გოგებაშვილი
მახსოვს, ყვებოდა პაპაჩემი – მთვარის მლესავი, როგორი ქუდი დაეხურა უნდა ჩემიანს... ახლა კი ვხვდები, მატიანეს სანიშნესავით ვიწრო ორღობე ჩაკეცილი რად ჩარჩენია გულში... ვფიქრობ და ვიცი, ჩემში ჯავრი არა ზის, რადგან ვარდები, მჯერა, მუდამ არც მას ეფინა, ამის გამოა, იღბალმა რომ იმ ერთ შარაზე, სპარსული ქუდი რკოსავით რომ გააგდებინა...
ღმერთო! მეორედ ალბათ მაშინ დაპატარავდა,– კახი. სირცხვილით რომ აეწვა მკაცრი პირ–სახე. გაქცეულ გოგოს გაეკიდნენ სახლის კარამდე, ბოლოს პირჯვარიც ქართულადვე გადაისახა; წარსულს ვმუჭავ და ამ კადრებსაც ასე ვატარებ, ვებღაუჭები ღრმა ფესვებს და მჯერა, დღითიდღე, რომ ორღობეში ვინმე სპარსი, ანდაც თათარი, სანამ მეორედ გაბედავს და ჩამოივლიდეს,
მანამ მრავალგზის გამოივლის ბედის სიავე, ან უფრო ხშირად დაირწევა მუხის აკვანი... და პაპაჩემიც მთელს ბავშვობას გაუნიავებს ამბავს, რომელმაც დააღონა მეფეთაგანი, ამბავს, რომელმაც გულის ფსკერზე ბედი მოკონა. ვხვდები, წარსულში აიბლანდა ჩემი სამყარო. კაცი არა ჩანს – გაიაროს! თორემ გოგონა, აქ ისევ იცდის, ქლიავი რომ გადმოაყაროს...
2014 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. დღეს რამდენიმე ლექსი წავიკითხე და ვიფიქრე ასე გაწბილებული როგორ გავიდე საიტიდან-მეთქი, ჩავუჯექი შენს ლექსებს, საოცრად დახვეწილი, გემოვნებიანი, გამართული.... რომ წერდი ვიცოდი, მაგრამ ასე კარგად თუ წერდი, არ ვიცოდი, მშვენიერი პოეზია, იხარე და უამრავი წარმატება ! ამოვისუნთქე ამ გვერდზე და მადლობა :) დღეს რამდენიმე ლექსი წავიკითხე და ვიფიქრე ასე გაწბილებული როგორ გავიდე საიტიდან-მეთქი, ჩავუჯექი შენს ლექსებს, საოცრად დახვეწილი, გემოვნებიანი, გამართული.... რომ წერდი ვიცოდი, მაგრამ ასე კარგად თუ წერდი, არ ვიცოდი, მშვენიერი პოეზია, იხარე და უამრავი წარმატება ! ამოვისუნთქე ამ გვერდზე და მადლობა :)
22. აურაცხელი მადლობა ყველას! :) აურაცხელი მადლობა ყველას! :)
21. ..ქებათა ქება ..ქებათა ქება
20. ჰერელო,
ახლა ვნახე რომ საბას პრემიაზეა წარდგენილი თქვენი პოეზიის კრებული "მისამართი" წიგნის ელექტრონული ვერსია ვიყიდე უკვე საბას გვერდიდან.
თქვენი გულშემატკივარი ვარ, მინდა გაიმარჯვოთ, წარმატებებს გისურვებთ. :)
ჰერელო,
ახლა ვნახე რომ საბას პრემიაზეა წარდგენილი თქვენი პოეზიის კრებული "მისამართი" წიგნის ელექტრონული ვერსია ვიყიდე უკვე საბას გვერდიდან.
თქვენი გულშემატკივარი ვარ, მინდა გაიმარჯვოთ, წარმატებებს გისურვებთ. :)
19. თავიდანვე ვსთქვათ რომ ლექსი კარგია და არ უნდა ამას მიკიბულ-მოკიბული. ახლა კი მივყვეთ ცხენდაცხენ ლექსს ერეკლესავით: წარმოვიდგინოთ შუბლზე გვერდულად ჩამოფხატული თუშური ქუდი, ნამგლისა და წალდის, ცულისა და ცელ-სასხლავის, მლესავი პაპა, ყველა ჩამოთვლილ სამუშაო იარაღს პირი მონახევარმთვარებული აქვს, ზის ვიწრო ორღობეში და შვილიშვილს უყვება ერეკლე მეფისა და ინგილო ქალის ამბავს, თან უხსნის კაცს რა და როგორი ქუდი უნდა ეხუროს. სანიშნესავით ვიწრო ორღობეში აუცილებლად იგულისხმება ჩვეულებრივი ორღობე ჰერეთის მხარისთვის დამახასიათებელი და არა რაღაც მითიურ-აბსტაქტული სახე. მატიანეში - საქართველოს ისტორია და არა სამყარო ანიდან ჰოემდე, მოკლედ პირველ ოთხ სტრიქონში, ავტორი მიგვანიშნებს რატომ ვერ უნდა გაიაროს ვიწრო, ქართულ ორღობეში მეფესავით ვინმე სპარსმა... კაროჩე დავიღალე დანარჩენი მერე:) თავიდანვე ვსთქვათ რომ ლექსი კარგია და არ უნდა ამას მიკიბულ-მოკიბული. ახლა კი მივყვეთ ცხენდაცხენ ლექსს ერეკლესავით: წარმოვიდგინოთ შუბლზე გვერდულად ჩამოფხატული თუშური ქუდი, ნამგლისა და წალდის, ცულისა და ცელ-სასხლავის, მლესავი პაპა, ყველა ჩამოთვლილ სამუშაო იარაღს პირი მონახევარმთვარებული აქვს, ზის ვიწრო ორღობეში და შვილიშვილს უყვება ერეკლე მეფისა და ინგილო ქალის ამბავს, თან უხსნის კაცს რა და როგორი ქუდი უნდა ეხუროს. სანიშნესავით ვიწრო ორღობეში აუცილებლად იგულისხმება ჩვეულებრივი ორღობე ჰერეთის მხარისთვის დამახასიათებელი და არა რაღაც მითიურ-აბსტაქტული სახე. მატიანეში - საქართველოს ისტორია და არა სამყარო ანიდან ჰოემდე, მოკლედ პირველ ოთხ სტრიქონში, ავტორი მიგვანიშნებს რატომ ვერ უნდა გაიაროს ვიწრო, ქართულ ორღობეში მეფესავით ვინმე სპარსმა... კაროჩე დავიღალე დანარჩენი მერე:)
18. ჩემ ძმას სიცოცხლე! ჩემ ძმას სიცოცხლე!
17. ძალიან მკაცრი ხართ ქალბატონო ნინო ამ შემთხვევაში :) ( დარბაისელს ვგულისხმობ )
მე მგონი კარგი ლექსია
ახლა კი ვხვდები, მატიანეს სანიშნესავით ვიწრო ორღობე ჩაკეცილი რად ჩარჩენია
კაცი არა ჩანს – გაიაროს! თორემ გოგონა, აქ ისევ იცდის, ქლიავი რომ გადმოაყაროს...
ის ბედის მოკონვა შეიძლება რითმის ხარკია
მაგრამ მთლიანობაში კარგია და 5-ს ვწერ
საინტერესოა რატომ არაფერი თქვა ავტორმა მოკონვაზე? ძალიან მკაცრი ხართ ქალბატონო ნინო ამ შემთხვევაში :) ( დარბაისელს ვგულისხმობ )
მე მგონი კარგი ლექსია
ახლა კი ვხვდები, მატიანეს სანიშნესავით ვიწრო ორღობე ჩაკეცილი რად ჩარჩენია
კაცი არა ჩანს – გაიაროს! თორემ გოგონა, აქ ისევ იცდის, ქლიავი რომ გადმოაყაროს...
ის ბედის მოკონვა შეიძლება რითმის ხარკია
მაგრამ მთლიანობაში კარგია და 5-ს ვწერ
საინტერესოა რატომ არაფერი თქვა ავტორმა მოკონვაზე?
16. ამბავს, რომელმაც დააღონა მეფეთაგანი, ამბავს, რომელმაც გულის ფსკერზე ბედი მოკონა...
ძალიან მაგარია, ჰერელო, ქართველი პოეტი ბრძანდებით თქვენ, დიდი მადლობა ამ მშვენიერი ლექსისთვის, რომელიც ნამდვილად არ არის მხოლოდ ლექსი.... დღიურში ჩავიწერ. იყოს იქ.
თქვენ 5 ქულა.
ამბავს, რომელმაც დააღონა მეფეთაგანი, ამბავს, რომელმაც გულის ფსკერზე ბედი მოკონა...
ძალიან მაგარია, ჰერელო, ქართველი პოეტი ბრძანდებით თქვენ, დიდი მადლობა ამ მშვენიერი ლექსისთვის, რომელიც ნამდვილად არ არის მხოლოდ ლექსი.... დღიურში ჩავიწერ. იყოს იქ.
თქვენ 5 ქულა.
15. გიორგი ბეგიაშვილი: მე ნაწილობრივ შეგისრულეთ სურვილი. 3 ქულა დავტოვე. რატომ ხუთი არაო? მინდა პატიოსანი ვიყო თავთან, ლექსთან და ავტორთან: მეც ძირითადად მომწონს ეს ლექსი, მაგრამ ვერ გავიგე, ამბავმა გულის ფსკერზე ბედი როგორ მოკონა. გიორგი ბეგიაშვილი: მე ნაწილობრივ შეგისრულეთ სურვილი. 3 ქულა დავტოვე. რატომ ხუთი არაო? მინდა პატიოსანი ვიყო თავთან, ლექსთან და ავტორთან: მეც ძირითადად მომწონს ეს ლექსი, მაგრამ ვერ გავიგე, ამბავმა გულის ფსკერზე ბედი როგორ მოკონა.
14. დიდი მადლობა ყველას! არმენ, შემოგევლე, ძმაო! დიდი მადლობა ყველას! არმენ, შემოგევლე, ძმაო!
13. პაპაჩემი – მთვარის მლესავი... პოეზია ასეთი სახეების გამო მიყვარს და ვერ ვეშვები.
ლექსი ლექსად ძალიან კარგია და ეს თემატიკა, პატრიოტული ლირიკა, ყველაზე უკეთ წარმოგაჩენს, ზაზა. იმ იშვიათთაგანი ხარ, ბეწვის ხიდზე რომ გადი-გამოდის თავისუფლად და არასოდეს ვარდება. მიკვირს ხოლმე, როგორ ახერხებ, რომ ყალბი პათოსი, მჯიღისცემა სადღაც მაინც არ გეპარება და ყოველთვის დაწმენდილი, დამაჯერებელია შენგან პატრიოტული ლექსი. პაპაჩემი – მთვარის მლესავი... პოეზია ასეთი სახეების გამო მიყვარს და ვერ ვეშვები.
ლექსი ლექსად ძალიან კარგია და ეს თემატიკა, პატრიოტული ლირიკა, ყველაზე უკეთ წარმოგაჩენს, ზაზა. იმ იშვიათთაგანი ხარ, ბეწვის ხიდზე რომ გადი-გამოდის თავისუფლად და არასოდეს ვარდება. მიკვირს ხოლმე, როგორ ახერხებ, რომ ყალბი პათოსი, მჯიღისცემა სადღაც მაინც არ გეპარება და ყოველთვის დაწმენდილი, დამაჯერებელია შენგან პატრიოტული ლექსი.
12. ავტორი: ჰერელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ჰერელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
11. კარგი იყო. განსაკუთრებით ფინალი. კარგი იყო. განსაკუთრებით ფინალი.
9. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
7. ლეგენდა და ყველაზე მართალი დასასრული!
ლეგენდა და ყველაზე მართალი დასასრული!
6. მახსოვს და გულის გაწყალებამდე მიყვარს :) მახსოვს და გულის გაწყალებამდე მიყვარს :)
5. პაჩტი ზეპირად ვიცი. პაჩტი ზეპირად ვიცი.
4. კარგა ხანია ასეთი ლექსი არ წამიკიტხავს. ა ბატონო ნამდვილი პოეზია.
კენ-კენ-კენ თავფურცლისაკენ! კარგა ხანია ასეთი ლექსი არ წამიკიტხავს. ა ბატონო ნამდვილი პოეზია.
კენ-კენ-კენ თავფურცლისაკენ!
3. არ ვიცი რამდენი ქულის დაწერა შემიძლია, გამარკვიეთ, ის კი ვიცი თავფურცელს იმსახურებს. არ ვიცი რამდენი ქულის დაწერა შემიძლია, გამარკვიეთ, ის კი ვიცი თავფურცელს იმსახურებს.
2. ძალიან კარგია! ყოჩაღ, ავტორო. ძალიან კარგია! ყოჩაღ, ავტორო.
1. ძალიან კარგია... მე აქ შეფასება ჯერ არ დამიწერია და ზემოთ 1,2 წერია... აქ კი 5ებს წერენ და მინდა ამ ლექსს 5 დავუწერო,დამეხმარეთ ვთხოვთ ძალიან კარგია... მე აქ შეფასება ჯერ არ დამიწერია და ზემოთ 1,2 წერია... აქ კი 5ებს წერენ და მინდა ამ ლექსს 5 დავუწერო,დამეხმარეთ ვთხოვთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|