ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
7 დეკემბერი, 2018


მზის სადარდებელი

ეჰ, რამდენი საქმე მაქვს,
წუწუნებს ჩვენი მზეო,
თოვლი უნდა დავადნო
აღარ მეყოფა დღეო.

გაზაფხული კარს მოდგა,
მიწა უნდა გავათბო,
მერცხალი მოფრენილა,
უკვე მიშვერს გავასო.

ენძელას გაეღვიძა,
ვერ აკავებს მართი კვირტს,
თვალი გარეთ უჭირავს,
ბაბუს თავლის ორივ კვიცს.

უსაქმური მთვარეა,
არ აკეთებს არაფერს,
ღამე ვარსკვლავებს დაყრის,
დილით კიდევ მათ აკრეფს.

ჩემო ლეგა ღრუბლებო,
წამომაშველეთ წვიმა,
და ამ ზამთარს ორივემ
გამოუყვანოთ წირვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები