 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 3 აპრილი, 2018 |
პეპლები მიყვარს,პეპლები და იასამანი, როგორ უხდება სიყვარული უჟმურ ამინდებს, სიცოცხლე მიყვარს,არაფერი მაქვს დასამალი, მერა რა ბედმა თუ ერთხელაც კი არ დამინდო?!
ოცნება მიყვარს,ბუნდოვანი, არასახდენი, და გზები მიყვარს,გზები შორი,უცნობი გზები, სიცოცხლეს იგრძნობ ქარაფიდან თუ გადახტები და გეყვარება,რომც გინდოდეს ვეღარ მოკვდები...
პეპლები მიყვარს,უმიზეზოდ-მინდვრის პეპლები, და შენ მიყვარხარ,ყველა შენი ნათქვამი სიტყვა, ნაგრძნობი სუნი,შეკივლება, ხელის შეხება, ყოველ გაზაფხულს თან მოჰყვება და მე სულს ვითქვამ,
პეპლები მიყვარს,უფრო სწორად პეპლები გვიყვარს, სიცოცხლე გვიყვარს ერთმანეთით,ერთურთის გამო, და ეს მდინარე თუ ოდესმე,სადმე გამრიყავს, კვლავ გავცოცხლდები,გულზე მიწა არ დამაყარო,
პეპლები მიყვარს ,პეპლები და იასამანი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რა სასიამოვნო წასაკითხი იყო.
რა სასიამოვნო წასაკითხი იყო.
2. გაზაფხულის ლექსია++++ მოგიკითხე გაზაფხულის ლექსია++++ მოგიკითხე
1. რა ლამაზი სიყვარულია, პეპლებიან-იასამნებიანი.
ლექსიც.
რა ლამაზი სიყვარულია, პეპლებიან-იასამნებიანი.
ლექსიც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|