ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2018


ზურგს აქცევ წვიმას და მიდიხარ

ზურგს აქცევ წვიმას და მიდიხარ,
იქ სადაც ღმერთივით მარტოა ფიქრები,
რომ თურმე წარსულზეც ტირიხარ,
რომ თურმე რომ თურმე რითმები!
გიდგანან თვალებთან ... დუმდები,
ხელს ისევ ჩაჰკიდებ სტროფებს და
ოხ, ისე ლამაზად ჩუმდები,
რომ თითქოს ცხოვრებაც მოგბეზრდა,
თოვლივით მოთეთრო თითებზე,
ლავიწზე, ღრუბლისფერ ლავიწზე,
გიყურებ, და ამდენ მიზეზზე ...
ყველაფერს, შენს გარდა მავიწყებ.
ზურგს აქცევ წვიმას და მიდიხარ,
წვიმები ზურგს ვეღარ გვაქცევენ,
შენ თურმე იმდენად მშვიდი ხარ,
გრძობები, სულამდეც აღწევენ.
სხვის მუქ თვალებში კი არა
მე შვებას - შენს ღია ფერებში ...
ქუჩაში, შენ გამოიარე
.სიზმარშიც ხომ ვეღარ შემეშვი? !
ზურგს აქცევ წვიმას და ჩერდები
იქ სადაც პოეტნი არიან,
ლოცვით და რწმენით და ვედრებით,
ლექსებიც, სასწაულს სჩადიან.
გვირილის ფოთლებით გათბობ და
მთებზე და ღრუბლებზე დიდი ხარ,
შორიდან გიყურებ, არ თოვს და
ზურგს აქცევ წვიმას და მიდიხარ !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები