| ავტორი: ელადა ჟანრი: საბავშვო 26 მარტი, 2018 |
სააღდგომოდ ემზადება, ჩვენი კოხტა გოგო ნანა. ხორბალი უკვე დათესა, თან ყოველდღე რწყავს და ნამავს. საბუდრისკენ გარბის მარდად, თუ ქათამი იწყებს კაკანს, დღემდე ვერვინ ვერ მიაგნო, მის დამალულ კვერცხით კალათს. გუშინ ენდროს მოსატანად, ისიც გაჰყვა ბებოს ტყეში, და იმდენი მოაგროვა, ვერ დატია ორივ ხელში, უკვე ცომი გადაზილა, უნდა აცხოს ეხლა პასკა, ხვალ ხომ უფლის აღდგომაა, უთენია მიტომ ადგა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მშვენიერიაა. მშვენიერიაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|