 იცი როგორი ბედნიერი მინდა კი არადა იქნები? აი როგორ გითხრა...იმდენად ბედნიერი იქნები, რამდენადაც ღირსეული სიყვარული შეგიძლია...გილოცავ ნიკუშ და გისურვებ, რომ გულით ისურვო ყველაფერი..არა ზერელედ იმიტომ, რომ როცა რამე გულით გინდა, მთელი სამყარო გეხმარება მის ასრულებაში...უნიჭიერესი ხარ 
სალამი ნიკა გილოცავ ძმისგულო დაბადების დღეს მრავალს დაესწარი  კაი კაცი და კაი პოეტი ხარ, მართლა მაგრა გაფასებ
ხო თამაშს რაც შეეხება როდესმე ვისაუბრებთ ალბათ მაგ თამაშზე. აშკარად ვერ მიმიხვდი  გაიხარე ძმიავ
შენ სხვისი სიტყვებით არ გჭირდება მოფერება ნიკუშ, შენი სითბო შენს ღიმილშიც ჩანს 
იუბილარო შენა 
....
გამარჯობა.... მეგობარო.... 
ჰოდა, ბერეთელი ცოტა ხნით გემშვიდობებათ!  ძალიან მიყვარხართ ყველა!
"წავედი, ძმებო, ნამდვილად დროა,
სხვა რომ არ იყოს, მელიან აწი.
ადამიანი მიწაზე ბრბოა,
მერე,ზეცაში იწყება კაცი..."
უფალი გფარავდეთ!
მე დაგშორდები გაგშორდები და ფანჯარასთან სადაც ლამაზად ყვავილობს ბალბა დავტოვებ წერილს გაკრული ხელით მივაწერ დაბლა, რომ შენ მიყვარდი,ახლაც მიყვარხარ ამიტომ წავალ სანამდე ჩვენით მოვანგრევდეთ გზასა და სავალს... ვერ გეტყვი ახალს ,ვერაფერს უკვე აკანკალებულს ვერ ვიჭერ მუხლებს, მაგრამ ასეა წავიდე უნდა და რა აზრი აქვს მაღლა თუ დაბლა გიტოვებ წერილს ფანჯრის რაფაზე იქ სადაც ეხლაც ყვავილობს ბალბა! "
ეს გოლიათი ქვევრებია ჩემი ზედაშის, რომ მოიქნიეს წინაპრებმა ჩაფლეს ყელამდის... ეს ნიკო პაპას აწყობილი თუთის ფანდური... ესეც ნაბდისა თუ თექის ქუდი კახური... ეს შინდის ხისგან გამოთლილი სალამურია... ეს ქეთო ბებოს გამომცხვარი თონის პურია... -ჰა, გამომართვით, მოიტეხეთ სანამ ცხელია, ნინოს ბავშვობა სანამ ისევ უდარდელია... ეს კიდევ ჩემი მოგონებაა განა ლექსია? არ შემიმშრალოთ გეხვეწებით თვალზე ცრემლი მაქვს..... .............................. -ის? ის ფიროსმანის მირზაანია გვერდზე სოფელში, იქ ჩემს ბავშვობას ტკბილად სძინავს კაკლის ჩეროში... -ეს? ეს გოლიათი ქვევრებია ჩემი ზედაშის, რომ მოიქნიეს წინაპრებმა ჩაფლეს ყელამდის...
ეს ლელას ნინისგან...
ო, როგორ უნდა თქვენს ნახატს ჰგავდეს ამ სახლს, აივანს,დათოვლილ კრამიტს ხოლო მე ცისფერ ნამქერში ვჩანდე სულ ერთი წუთით სულ ერთი წამით ძველ სახლებს შერჩათ თავისი სევდა ძველ ქუჩებს მიაქვთ დარდი თავისთვის რომელსაც ვხედავთ , ანდა ვერ ვხედავთ რასაც განვიცდით ან ვერ განვიცდით თოვს ქალბატონო! და ჩემი თოვლი ეს დაწერილი ჩემი ფიქრია წარმავალობა ამ წუთისოფლის უკვდავ ფერებად რომ დაგიღვრია იასამნების, იის იელის თოვლი ჩემს სულშიც მინდა ჩავტოვო რა მშვენიერი თოვლი მოსულა თოვს ქალბატონო! ამ ქუჩას უნდა თქვენს ნახატს ჰგავდეს ამ სახლს აივანს, დათოვლილ კრამიტს ხოლო მე ცისფერ ნამქერშI ვჩანდე სულ ერთი წუთით ან ერთი
ადამიანი მოვიდა შენთან და ჩაგეხუტა... პური ჩამოდო მაგიდაზე, გამოიარა რაღაც მანძილი, მოვიდა შენთან, ჩამოგისვა სულზე ცოცხი და ჩაგეხუტა... ადამიანი მოვიდა შენთან... მანამდე პურის მაღაზიაში იყიდა პური, გამოვიდა დილის ქუჩაში, გადმოჭრა ქუჩა, მოვიდა შენთან, ჩამოგისვა შუბლზე სიზმარი და ჩაგეხუტა... ადამიანი მოვიდა შენთან.. თვალი ჰქონდა პატიოსანი და პური თბილი... ის გამოაცხო ცხელ თონეში, წიფლის შეშაზე, მერე ხელის წვით ამოიღო, გამოიქცა ალიონის მშვიდ სიგრილეში, მოარბენინა შენს მაგიდამდე, ყვავილების ქოთანსა და მაწვნის ქილას შორის ჩამოდო, მოვიდა შენთან, ჩამოგისვა გულზე ფქვილი და ჩაგეხუტა... ადამიანი მოვიდა შენთან... მანამდე, წინდღით, მოიკიდა ზურგზე ტომარა, წისქვილს წავიდა დოლაბების სამზერლად და წყლის ჩხრიალის მოსასმენად, ხორბალი კი ჩამოიფქვა, როგორც იყო ძველი წესი და რიჟრაჟზე მეწისქვილეს დაუქნია ხელი კაცმა, წამოვიდა შენი სახლისკენ, გზად ლავაში გამოაცხო, მოვიდა და ჩამოგიდო მაგიდაზე, ჩამოგისვა ტუჩზე სითბო და ჩაგეხუტა... ადამიანი მოვიდა შენთან... შორეული ყანებიდან ნამღერი და ნაჯაფარი მოვიდა შენთან... არაფერი მოჰყოლია სიმდიდრე ბევრი... მხოლოდ ერთი თბილი პური... ის ჩამოდო მაგიდაზე, მოვიდა შენთან, ჩამოგისვა მიწა ცაზე და ჩაგეხუტა... ადამიანი მოვიდა შენთან... ნაბიჯი ჰქონდა პატიოსანი და ხელი დიდი... მან ჩამოგისვა სულზე ცოცხი, ჩაგიხუტა და სამომავლოდ ერთი პური კიდევ აღგითქვა
გილოცავ! ყველაზე ბოლოს ალბათ,არაუშავს ბოლო დალოცვა ყველაზე მეტად ჭრის!გლოცავ მთელი სულით და გულით,მუდამ ნათელში გევლოს,დაბრკოლებები ადვილად გადაგელახოს,მიზნებისთვის მიგეღწიოს,ოცნებები აგსრულებოდეს.ჰარი!
ჩემი ქეთო  გაკოცე უამრავი
პმ-ზე ვერ გწერ ნუკრა.. არ ვიცი რა სჭირს..  რა ვიცი, წავიდეთ, ძმაო, რატომაც არა.. იმედია, მოვგროვდებით ხალხი.. მინდა ჩვენები წავიდეთ ყველა.. კარგი იქნება.. არადა ჩვენ მოვიფიქროთ რამე.. იქ შორია მაინც..
შენც მოკითხვა ლამაზო 
ნეკერცჰიკას მოკიტხვა 
მე ....
ხო რიდ, მივხვდი რომ გეახლობლებოდა
ასე მგონია, მასში ბევრი ის აზრია, რაზეც უკვე გიფიქრია და განგიცდია.
ამ სიცხეში ნიავიან სიგრილეს გიტოვებ აბა ოთახში 
შუადღე მშვიდობის.
და მაინტერესებს რატომ ვერ ვშოულობ ვერც მე ამ ფოტოს?...
საინტერესოა ვერსად ვერ ვნახე.
არა და დიდი ინტერესი მაქვს მაგის..
თუ იპოვე აუცილებლად დადე.
და თუ ვერ იპოვე ეს თემა მაგის გარეშე მაინც დადე.
კარგი იქნება დამიჯერე...
საიტების შეცდომების გამო არ უნდა შეწყვიტო უტრილოზე საუბარი.
ასე რომ ველოდები მაგ თემას...

უბრალოდ ....
ისევ მოვედი შენთან..
ღამეს ესმოდა გულმხურვალე ლოცვა განთიადისა..
მე გწერ..
გზავნილებს ვუშვებ ღამის ფრთებით მობმულ ჰაერებში..
მონოდიურია ხეების ჩურჩული..
ერთ ხმად..
გეძებ..
აწვიმს ქუჩის ნაბიჯებს..
მე.. ხელის გულზე დასმულ მტრედს ვუბერავ სულს..
რომ
გათბეს..
რომ მოგიყვანოს მერე დილა..
და..
გაუღიმო..
გათენდეს შენი ღიმილით..
....
ჯერ რომ არავის უგრძვნია..
პეშვებიდან დაწერილი სიახლოვე..
იცი..
ახლა ცას ვუსმენ..
ყველა ღრუბელს მიყვება ამბებად..
ხეების ხელებს მიეფარა ცისკრის სამრეკლოები..
ფეხისწევერებზე შემოვდივარ..
უბრალო ძაფებით ნაქსოვ ციცინათელების ბუდეებთან ჩამოვჯდებით
და..
გეტყვი..
უბრალოდ მიყვარხარ..
აა, ეხლა მივხვდი, მინდა თუ არ მინდა რომ ვარეფრეშებ ხოლმე, მაგის ბრალია ეს ჩემი მრავალჯერადი მესიჯები 
როგორც....
ეუჰ,სიმართლე მწარე 
მიხვდი,საგოლ
Take care..
მე ვარ ნია და მეტი არავინ ჰუჰ
|