ჰო ნინ...  შემოგევლე... 
ჩვენ თუ მოვინდომებთ არ დაიკარგება ნინ 
პატარა ბავშვები აღარც ერთი არ ვართ და გავუფრთილდეთ და არ დაიკარგება 
გენაცვალე!
ეხლა მივხვდი რას ჩალიჩობთ 
ჩემი ნეკერა,მართლა ნურასოდეს დაიკარგებოდეს ეს მეგობრობა...
მიხარია ეს საღამოები თქვენთან ერთად...ამას დადებ ნეკერ ტორმეტს რომ გადასცდება... 
ერთად
საათი აჩვენებს შვიდს,
დაღამდა ეს ერთი დღეც
მიჩვეულ ჩვენს კაფეს, მშვიდს,
ერთად მივაშურებთ ჩვენ.
მოვითხოვთ ლუდსა და წვენს
ერთად სიგიჟეც არ გვღლის,
ყოველდღე შეგვეძლოს, ეჰ,
ასე დასრულება დღის...
ღამეც განათებულ გზას
გასცქერის, ფეხდაფეხ გვდევს,
სანამ მეგობრები ვართ
ვერ მოგვერევიან ჩვენ.
შენი ლექსების კითხვა დავიწყე ქვემოდან და იქნებ წამოგეწიო 
დამიჯერე, არა 
ერთად
დღეს ცა არა ჩანს,
დამეხმარეთ ფერთა ხედვაში,
ხომ ბევრი დაგვრჩა,
შეუსმელი,
ლექსის ზედაშე.
ერთად,
რითმებად,
შევაგროვოთ გრძნობები სუფთა,
გულს მივსებს თქვენთან
სიახლოვე მეგობარ სულთა.
აღარ მახსოვდა და უკვე განვათავსე დღევანდელი რიცხვით ლექსი წუხელ.
ახლა ''ერთად'' თქვენთან ერთად ვეღარ გამოდის, მაგრამ იყოს აქ, დღიურში, თუ წაიკითხავთ.
მაპატიეთ სიჩქარე და სიმარტივე 
ისეთი სიტყვებით წერე ეგ ასოები რომ არ ჭირდება 
რას ნიშნავს აგიფეთთქდა?!
ისა სანამ აქ ლექსი უნდა დავდოთ ყველამ მანამდე გრამი არ დააკლო კომპსა... 
ჯალალ კომპი ამიფეთქდა 
რა ხდება აქა?! ა?! დოინჯშემორტყმული სმაილიკი გაგიგია ნეკერ?! ა?! აი ეგ დავსვი რა ... 
მე მგონი პაპლუს ცოდვებმა მიწია 
ერთ ხელ რომ დავ შალე ხომ კაი ჩიტი დავი ჭირე და ა ხლა მეორედ რა დამა შლევინებ ს 
დაშალე და გააკეთე)
გოგო რა მე სიყვარულებაააა 
ტანჯვა ში ვააარ 
დედა ვუტირეეე 
ორი კლავიატურა არავი ს გაქვთ ? 
მიყვარხარ ნინი
და მენატრები
კიდე ვეჭვიანობ,სულ დამივიწყე 
ეხლა კი გავედი
რა უქენი ესეთი კლავიატურას? ))
კარგი წერე და შრიფტკოდებს შევავსებ 
რა გაცინებ ს, ბუბუ, მე ვიტანჯები და შენ იცინი? კოპორებით დავდევ ა სოებ ს 
ეს ასოებია წ,ჭ,ს,ხ.
 გაჩერდი ნეკერ 
ჩემ კლავიატურა გარკვეული ა ოები აკლია და თუ ანდა ან ქურთულად მოგეჩვენებათ ჩემი ნაე რი, არ დამცინოთ 
ხალხო
მე ყოველ დილით ვუბერდები
თვალებს უბესთან,
სიბერე ისე შემომცქერის,
როგორც თანასწორს.
მერე განწყობა მოიგონებს
მიზეზს ნუგეშის,
ახალგაზრდობამ გაჩერებაზე
რომ არ გამასწროს.
ვინ იცის, იქნებ დრო
მიტარებს რეპეტიციებს,
რომ შემაგუოს მოსალოდნელს,
უფრო უცილოს.
რომ დავბერდები, რა თქმა უნდა,
უკვე ვიცი მე.
თუმცა, სარკიდან მოულოდნელი
ქალი მიცინის...
ნიძლავი არ მიყვარს...
გაურკვევლობა არაა სასიამოვნო, მაგრამ, იყოს ეგრე, თუ ეგრე გსურს...
|